Home ახალი ამბები საქართველო “ვლადიმერ პუტინმა ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და დახმარება გამოუგზავნა

“ვლადიმერ პუტინმა ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და დახმარება გამოუგზავნა

3813

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს, გამარჯვების დღე მიულოცა და ქართველ ვეტერანებს დახმარება გამოუგზავნა.

“ძვირფასო ვეტერანებო, საქართველოს პატივცემულო მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს.

როდესაც აღვნიშნავთ ამ წმინდა თარიღს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვისმა სიმამაცემ და გამბედაობამ ფრონტზე, გამძლეობამ და თავდაუზოგავმა შრომამ ზურგში შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება, მომავალი თაობების თავისუფლების გადარჩენა. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ მათი ხსოვნა, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შედეგებისა და ჩვენი საერთო ისტორიის გადახედვა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მამებისა და პაპების მიერ ნაანდერძევი მეგობრობის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით, შევძლებთ რუსულ-ქართული ურთიერთობების კონსტრუქციული განვითარების უზრუნველყოფას.

გულითადად ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის მონაწილეებსა და ზურგის მუშაკებს მტკიცე ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დიდხანს სიცოცხლეს; მთელ ქართველ ერს კი – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას!” _ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მოლოცვაში, რომელიც 5 მაისითაა დათარიღებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ მიმდინარე 2020 წელსაც გამოყო ფულადი სახსრები ქართველი ვეტერანებისთვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. ვეტერანებს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საპენსიო ანგარიშებზე 200-200 ლარი დაერიცხებათ.

P.S. “ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ, როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ!” _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მემორიალთან, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ჩვენთვის ეს ყველაზე მთავარი, ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია. ჩვენ მას ყოველთვის აღვნიშნავთ საზეიმოდ და სახალხოდ, ყველა ერთად. ეს ჩვენი მეხსიერება და ჩვენი სიამაყეა, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, თითოეული ოჯახის ისტორია, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენმა მამებმა და დედებმა გადმოგვცეს, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა. ჩვენ ქედს ვიხრით საბჭოთა ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის წინაშე, სხვადასხვა ეროვნების ხალხის წინაშე, რომლებიც ფრონტზე მხარდამხარ იბრძოდნენ. დრო ვერაფერს დააკლებს მათ სიმამაცეს, ერთობას, ღირსებას და მართლაც ფოლადის სულისკვეთებას”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ge.news-front.info

1 COMMENT

  1. მსოფლიოს ზესახემწიფოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გვილოცავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და 200–200 ლარს ურიცხავს ომის მონაწილე ვეტერანებს. ამასთან ერთად გამოთქვავს მზადყოფნას, რომ ისტორიული მეგობრობის საფუძველზე შევძლებთ რუსულ–ქართული ურთიერთობების კონსტრუქციული განვითარების უზრუნველყოფას. მოდით გავითვალისწინოთ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მე–2–ის მოწოდება და სასწრაფოდ აღვადგინოთ მეგობრული და ძმური ურთიერთობები ერთმორწმუნე რუსეთთან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here