Home სხვადასხვა დაიჯესტი ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის...

ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ

განცხადებაში წარმოჩნდა მხარეების პოზიციების თანხვედრა ბევრ საერთაშორისო საკითხზე

502
ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას თანამედროვე ეპოქაში გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. განცხადების ტექსტი განთავსებულია რფის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დოკუმენტში მითითებულია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების გამო მხარეებს განზრახული აქვთ, გააღრმავონ ურთიერთნდობა და განამტკიცონ ურთიერთქმედება სტრატეგიულ სფეროში, დაიცვან რეგიონული და გლობალური სტაბილურობა. მხარეები გამოხატავენ შეშფოთებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო რეჟიმის დარღვევის გამო და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების მონაწილე ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, წინ აღუდგნენ ამ დარღვევებს.

რუსეთმა და ჩინეთმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა მოქმედებების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მიმართ ირანის ბირთვულ პროგრამაზე და განაცხადეს ირანის მიმართ აშშ-ის ცალმხრივი მოქმედებების მიუღებლობის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბებული ბირთვული იარაღის კონტროლის სისტემის შენარჩუნებისადმი მრავალმხრივი მიდგომის შესახებ.

მხარეებმა აგრეთვე წარმოაჩინეს პოზიციების თანხვედრა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებისა და კოსმოსურ სივრცეში შეიარაღების განლაგების მიმართ. გაცხადებული იყო კონტროლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის აუცილებლად შექმნის შესახებ ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვის თაობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here