Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: დონალდ ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, რომ მისით იმედგაცრუებული ვიყო

ვლადიმერ პუტინი: დონალდ ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, რომ მისით იმედგაცრუებული ვიყო

936
ვლადიმერ პუტინი

ასე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ბრიჩსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას _ იმედგაცრუებულია თუ არა აშშის პრეზიდენტით.

“ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, არც მე ვარ მისი საქმრო. ჩვენ სახელმწიფო საქმიანობაში ვართ ჩართულნი. ტრამპი თავის საქმიანობაში თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მე _ ჩემი ქვეყნის ინტერესებით. იმედი მაქვს, შევძლებთ ორმხრივი და საერთაშორისო საკითხების გადაჭრისას კომპრომისის გამონახვას. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

ბრიჩსის სამიტის შედეგებსა და მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც ავსტრია და ავსტრალია ერთმანეთში ერევა, რთულია. პუტინმა, აგრეთვე, ილაპარაკა აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირებაზე. “ეს მათი უფლებაა, მაგრამ ყველაფერი უხეში მანერით გააკეთეს”, _ თქვა რუსეთის ლიდერმა.

2007 წელს უმცროს ჯორჯ ბუშს, რომელიც იმხანად აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ერთმანეთში აერია ავსტრია და ავსტრალია, აგრეთვე, “აპეკი” (აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კავშირი) და “ოპეკი” (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანების ორგანიზაცია).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here