მთავარი დაიჯესტი ვლადიმერ პუტინი: ამიერკავკასიაში მაღალია ვითარების გამწვავების რისკი

ვლადიმერ პუტინი: ამიერკავკასიაში მაღალია ვითარების გამწვავების რისკი

“რუსეთი უმოკლეს ვადაში უნდა იყოს მზად თავის საზღვართან უცხოური რაკეტების განლაგებაზე პასუხის გასაცემად”

559
გააზიარეთ
ვლადიმერ პუტინი: ამიერკავკასიაში მაღალია ვითარების გამწვავების რისკი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რფის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა, სიტყვით გამოვიდა.

აი მისი გამოსვლის ძირითადი თეზისები:

* დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთის არმიაში თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნიკის წილი 70%-ს შეადგენს, ბირთვულ ძალებში _ 80%-ს;

ვლადიმერ პუტინი: ამიერკავკასიაში მაღალია ვითარების გამწვავების რისკი

* რუსეთის არმია და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ატომური ტრიადა გავიდა იმ დონეზე, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას;

* შეიარაღების ცვლილების სიჩქარე “ფორმულა-1”-ის სიჩქარეებზეც კი მეტია, ის კოსმოსურია და, თუ გაჩერდება ერთი წამითაც კი, ჩამორჩენა დაიწყება;

* რუსეთი უმოკლეს ვადაში უნდა იყოს მზად თავის საზღვრებთან უცხოური რაკეტების განლაგებაზე პასუხის გასაცემად.

* მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რთულია. მაღალია ვითარების გამწვავების რისკი ამიერკავკასიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

Busines-gazeta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here