Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინის მიმართვა რუსეთის მოსახლეობისადმი

ვლადიმერ პუტინის მიმართვა რუსეთის მოსახლეობისადმი

588

საქართველოში სრული ინფორმაციული ქაოსია. იმ გარემოებებს, რომლებსაც ქართული მედია გადმოსცემს უკრაინის მოვლენების ირგვლივ, სინამდვილესთან საერთო არაფერი არ აქვს, დღეს როგორც მოდაშია თქმა, ერთი დიდი ფეიკია თავიდან ბოლომდე. ხოლო რუსეთის სპეცოპერაციის გამომწვევ მიზეზებზე საერთოდ არაფერს არ ლაპარაკობენ. არადა, რუსეთის პრეზიდენტმა თავის 24 თებერვლის გამოსვლაში საფუძვლიანად ახსნა და დაასაბუთა ამ ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა. ამჯერად გთავაზობთ რუსეთის მოსახლეობისადმი ვლადიმერ პუტინის 24 თებერვლის მიმართვის ტექსტს, რომელშიც განმარტავს, რატომ მიიღო სპეცოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება.

სპეცოპერაციის დაწყების მიზეზებზერუსეთის უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე და ფუნდამენტურ საფრთხეებზე

“პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო! ძვირფასო მეგობრებო!

დღეს აუცილებლობად მიმაჩნია, დავუბრუნდე დონბასში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს, და თვითონ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო საკითხებს. დავიწყებ იმით, რაზეც ვლაპარაკობდი მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩემს მიმართვაში. საუბარია იმაზე, რაც იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებასა და განგაშს, იმ ფუნდამენტურ მუქარებზე, რომლებსაც წლიდან წლამდე, ნაბიჯნაბიჯ, უხეშად და უცერემონიოდ ქმნიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები დასავლეთში ჩვენი ქვეყნის მიმართ. მხედველობაში მაქვს ნატოს ბლოკის გაფართოება აღმოსავლეთით, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოება რუსეთის საზღვრებთან.

კარგად არის ცნობილი, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ დაჟინებითა და მოთმინებით ვცდილობდით ნატოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებას ევროპაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებზე. ჩვენს წინადადებაზე პასუხად ყოველთვის ვიღებდით ან ცინიკურ ტყუილს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, ჩვენი პროტესტებისა და შეშფოთების მიუხედავად, განუხრელად ფართოვდება. სამხედრო მანქანა მოძრაობს და, ვიმეორებ, ჩვენს საზღვრებს მჭიდროდ მოუახლოვდა.

რატომ ხდება ეს? საიდან ეს თავხედური მანერა, ისაუბრონ საკუთარი განსაკუთრებულობის, უცოდველობისა და ყველაფრის ნებადართულობის პოზიციიდან? საიდან აბუჩად აგდების, უგულებელყოფის ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ინტერესებისადმი და აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნებისადმი?

პასუხი ნათელია, ყველაფერი გასაგები და აშკარაა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი დასუსტდა, შემდეგ კი დაიშალა. იმხანად მომხდარი მოვლენები კარგი გაკვეთილია ჩვენთვის და დღეს მან დამაჯერებლად აჩვენა, რომ ხელისუფლების, ნებისყოფის დამბლა _ ეს პირველი ნაბიჯია სრული დეგრადაციისა და დავიწყებისკენ. იმხანად, როგორც კი გარკვეული დროით დავკარგეთ თავდაჯერებულობა, მსოფლიოში ძალთა ბალანსი დაირღვა.

ამან გამოიწვია ის, რომ ადრინდელი შეთანხმებები, ხელშეკრულებები უკვე, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებენ. ცდები, დავარწმუნოთ და ვთხოვოთ, ვერ გვეხმარება. ყველაფერი, რაც ხელს არ აძლევს ჰეგემონს, “უზენაეს ხელისუფალს”, ცხადდება არქაულად, მოძველებულად, უსარგებლოდ და პირიქით: ყველაფერი, რაც მათთვის სასარგებლოა, წარმოჩენილია, როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება, და უნდა გაიტანონ ნებისმიერ ფასად, თავხედურად, ყველა საშუალებით. მათ, ვინც თანახმა არ არის, წელში ტეხავენ.

ის, რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, ეხება არა მხოლოდ რუსეთს და მხოლოდ ჩვენს შეშფოთებას არ იწვევს. ეს ეხება საერთაშორისო ურთიერთობების მთელ სისტემას, ზოგჯერ თვით აშშ-ის მოკავშირეებსაც კი. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ფაქტობრივად, დაიწყო მსოფლიოს გადანაწილება, და იმხანად ჩამოყალიბებულმა საერთაშორისო სამართლის ნორმებმა, _ მათგან საკვანძო, საბაზისო ნორმები შემუშავებული იყო მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით და აკანონებდნენ მის შედეგებს, _ დაიწყეს ხელის შეშლა მათთვის, ვინც თავი ცივ ომში გამარჯვებულად გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ცხოვრებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, მათი რეგულირების წესებში საჭირო იყო მსოფლიოში ვითარებისა და თვითონ ძალთა ბალანსის ცვლილების გათვალისწინება, მაგრამ ეს უნდა გაკეთებულიყო პროფესიონალურად, თანდათან, მოთმინებით, ყველა ქვეყნის ინტერესების პატივისცემისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით. მაგრამ არა _ აბსოლუტური უპირატესობით გამოწვეულმა ეიფორიულმა მდგომარეობამ, თანაც მათი ამპარტავნობის და საერთო კულტურის დაბალი დონის ფონზე, ვინც ამზადებდა, იღებდა და მერე დაძალებით გაჰქონდა მხოლოდ სათავისო გადაწყვეტილებები, გამოიწვია ის, რომ ვითარებამ სხვა სცენარით იწყო განვითარება. მაგალითებისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის. ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ჩაატარეს სისხლისმღვრელი ოპერაცია ბელგრადის წინააღმდეგ, გამოიყენეს ავიაცია, რაკეტები პირდაპირ ევროპის გულში. რამდენიმე კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდნენ მშვიდობიან ქალაქებს, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. გვიწევს ამ ფაქტების შეხსენება, რადგან ზოგიერთ დასავლელ კოლეგას არ მოსწონს ამ მოვლენების გახსენება, ხოლო როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამჯობინებენ დაეყრდნონ არა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ იშველიებენ გარემოებებს, რომლებსაც ისე განმარტავენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან.

შემდეგ დადგა ერაყის ჯერი, ლიბიის, სირიის. სამხედრო ძალის არალეგიტიმურმა გამოყენებამ ლიბიის წინააღმდეგ, ლიბიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილების დამახინჯებამ გამოიწვია ამ სახელმწიფოს ნგრევა, საერთაშორისო ტერორიზმის უზარმაზარი კერის წარმოქმნა, ქვეყანა ჩაიძირა ჰუმანიტარულ კატასტროფაში, გაუთავებელი სამოქალაქო ომის მორევში. ტრაგედიამ, რომლისთვისაც გაწირეს ასი ათასობით, მილიონობით ადამიანი არა მხოლოდ ლიბიაში, არამედ მთლიანად ამ რეგიონში, წარმოქმნა მასობრივი მიგრაციული ნაკადები ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში.

მსგავსი ხვედრი მოუმზადეს სირიასაც. დასავლური კოალიციის სამხედრო მოქმედებები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სირიის მთავრობის თანხმობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გარეშე _ ეს არის აგრესია, ინტერვენცია და სხვა არაფერი.

ამ რიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერაყში შეჭრას, რა თქმა უნდა, ასევე ყოველგვარი სამართლებივი საფუძვლის გარეშე. საბაბად გამოიყენეს აშშ-ის მიერ თითქოსდა მოპოვებული ინფორმაცია ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე. ამის დასადასტურებლად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საჯაროდ, მსოფლიოს თვალწინ აქნევდა რაღაც სინჯარას თეთრი ფხვნილით და ყველას არწმუნებდა, რომ სწორედ ეს არის ერაყში შემუშავებული ქიმიური იარაღი. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სიყალბე იყო, ბლეფი: არანაირი ქიმიური იარაღი ერაყში არ ყოფილა. დაუჯერებელია, განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ტყუილი თქვეს ყველაზე მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. შედეგი _ უზარმაზარი მსხვერპლი, ნგრევა, ტერორიზმის აფეთქება.

საბრძოლო მოქმედებების რუკა

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ, პრაქტიკულად ყველგან, მსოფლიოს ბევრ რეგიონში, სადაც დასავლეთი მიდის თავისი წესრიგის დასამყარებლად, შედეგად რჩება საერთაშორისო ტერორიზმის სისხლიანი, შეუხორცებელი იარები, წყლულები.

აშშის, როგორცსიცრუის იმპერიისშესახებ

ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ყველაზე მყვირალა და აღმაშფოთებელი მაგალითებია სხვა ასეთი უამრავი შემთხვევიდან.

ამ რიგშივე დგას დაპირება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატოს ერთი დუიმითაც არ გააფართოვებდნენ აღმოსავლეთით. ვიმეორებ _ მოგვატყუეს, ხალხურად რომ ვთქვათ, უბრალოდ, გადაგვაგდეს. დიახ, ხშირად მოისმენთ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. შეიძლება, მაგრამ ასეთი ბინძური? ასეთი თაღლითური საქციელი ხომ არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებს ეწინააღმდეგება, არამედ უწინარესად, მორალისა და ზნეობრიობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. სად არის აქ სამართლიანობა და სიმართლე? მხოლოდ სრული სიცრუე და ფარისევლობაა.

სხვათა შორის, თვითონ ამერიკელი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები წერენ და ლაპარაკობენ, რომ ბოლო წლებში აშშის შიგნით შეიქმნა ნამდვილისიცრუის იმპერია”. ძნელია ამას არ დაეთანხმო. ეს ასეა. მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას: აშშ მაინც დიადი ქვეყანაა, სისტემის შემქმნელი ზესახელმწიფო. ყველა სატელიტი მას არა მხოლოდ უსიტყვოდ ემორჩილება, ბანს აძლევს ნებისმიერი საქმეში, არამედ მის საქციელსაც იმეორებს და აღტაცებითაც იღებს შეთავაზებულ წესებს. ამიტომ სრულიად საფუძვლიანად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აშშის მიერ თავის მსგავსად და ხატად შეკოწიწებული .. დასავლური ბლოკი არის სწორედსიცრუის იმპერია”.

რუსეთის მცდელობაზე, პატიოსნად ეთანამშრომლა დასავლელ პარტნიორებთან

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად ახალი რუსეთის უპრეცედენტო გახსნილობისა, მზადყოფნისა პატიოსნად ემუშავა აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან, და, ფაქტობრივად, ცალმხრივად განიარაღებისა, შეეცადნენ, ბოლო მოეღოთ ჩვენთვის და უკვე საბოლოოდ დავენგრიეთ. სწორედ ასე მოხდა 90-იან და 2000-იან წლებში, როცა ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს სეპარატიზმსა და დაქირავებულთა ბანდებს რუსეთის სამხრეთში.

რა მსხვერპლის ფასად, რა დანაკარგებად დაგვიჯდა იმხანად ეს ყველაფერი, რა განსაცდელი გამოვიარეთ, სანამ საბოლოოდ გადავუტეხავდით ხერხემალს საერთაშორისო ტერორიზმს კავკასიაში, ჩვენ ეს გვახსოვს და არასოდეს არ დავივიწყებთ.

აქამდე არ შემწყდარა თავიანთი ინტერესებისთვის ჩვენი გამოყენების, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების ნგრევისა და თავიანთი ფსევდოფასეულობების ჩვენთვის თავს მოხვევის მცდელობები, რომლებიც გამოხრავდა ჩვენს ხალხს შიგნიდან, იმ იდეების, რომლებსაც ნერგავენ თავიანთ ქვეყნებში და რომლებსაც პირდაპირ მივყავართ დეგრადაციისა და გადაშენებისკენ, რადგან ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ეს არ მოხდება, ეს არავის არასოდეს არ გამოსვლია, არ გამოუვა ახლაც.

ყველაფრის მიუხედავად, 2021 წლის დეკემბერში ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ აშშ-სა და მის მოკავშირეებთან მოლაპარაკება ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებსა და ნატოს გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ. ამაოდ. აშშ-ის პოზიცია არ იცვლება. ისინი საჭიროდ არ მიიჩნევენ, მოილაპარაკონ რუსეთთან ჩვენთვის ამ საკვანძო საკითხზე, ისინი თავიანთი მიზნის მიღწევას ცდილობენ და ჩვენს ინტერესებს უგულებელყოფენ.

ამ ვითარებაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჩნდება კითხვა _ როგორ მოვიქცეთ, რას უნდა ველოდოთ? ჩვენ ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ გასული საუკუნის მე-40 წელსა და 41-ე წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ან თუნდაც გადაეწია ომის დაწყება. ამისთვის, სხვა ზომებთან ერთად, ბოლო მომენტამდე ცდილობდა, თავი აერიდებინა პოტენციური აგრესორის პროვოცირებისთვის, არ ახორციელებდა ან გადადებდა ხოლმე ყველაზე აუცილებელ ქმედებებს გარდაუვალი თავდასხმის მოსაგერიებლად. ხოლო ის ნაბიჯები, რომლებიც, ბოლოს და ბოლოს, მაინც გადაიდგა, კატასტროფულად დაგვიანებული იყო.

შედეგად, ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა, რომ მთელი ძალით დაპირისპირებოდა ნაცისტური გერმანიის შემოსევას, რომელიც ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს 1941 წლის 22 ივნისს. შევძელით მტრის შეჩერება, შემდეგ _ განადგურება, მაგრამ კოლოსალური მსხვერპლის ფასად. დიდი სამამულო ომის ზღურბლზე აგრესორის მოთაფვლის მცდელობა აღმოჩნდა შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხს. საომარი მოქმედებების პირველ თვეებში ჩვენ დავკარგეთ უზარმაზარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი. მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებთ, უფლება არ გვაქვს.

ისინი, ვინც პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო ბატონობაზე, საჯაროდ, დაუსჯერად და, ხაზს გავუსვამ, ყოვლად უსაფუძვლოდ, მტრად გვაცხადებენ ჩვენ _ რუსეთს. დღეს მათ მართლაც აქვთ დიდი ფინანსური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენ ეს ვიცით და ობიექტურად ვაფასებთ ჩვენი მისამართით გამუდმებით გამოთქმულ მუქარებს ეკონომიკის სფეროში _ ისევე, როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, წინ აღვუდგეთ ამ თავხედურ და პერმანენტულ შანტაჟს. ვიმეორებ, ჩვენ ვაფასებთ მათ ილუზიების გარეშე, ფრიად რეალისტურად.

სამხედრო სფეროზე

“რაც შეეხება სამხედრო სფეროს, თანამედროვე რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი პოტენციალის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ დღეს ერთერთი მძლავრი ბირთვული სახელმწიფოა მსოფლიოში. და, უფრო მეტი, გვაქვს გარკვეული უპირატესობა შეიარაღების უახლეს სახეობებში. ამიტომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა გამოიწვევს ნებისმიერი პოტენციური აგრესორის განადგურებასა და საშინელ შედეგებს მისთვის.

ამასთანავე, ტექნოლოგიები, მათ შორის თავდაცვითი, სწრაფად იცვლება. ამ სფეროში ლიდერობა ცვალებადია და მომავალშიც გადავა ხელიდან ხელში, აი ჩვენი საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების სამხედრო ათვისება, თუკი ჩვენ ამის უფლებას მივცემთ, ათწლეულების განმავლობაში აღარ შეიცვლება, შეიძლება, სამუდამოდაც დარჩეს. და რუსეთს გამუდმებით შეუქმნის აბსოლუტურად მიუღებელ საფრთხეებს.

უკვე ახლა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების კვალობაზე, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება ყოველ წელს უარესდება და სახიფათო ხდება. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში ნატოს ხელმძღვანელობა პირდაპირ ალაპარაკდა ჩვენი საზღვრებისკენ ალიანსის ინფრასტრუქტურის სვლის დაჩქარება-ფორსირების აუცილებლობაზე, სხვა სიტყვებით, მათი პოზიცია უფრო ხისტი ხდება. უბრალო დამკვირვებლებად ყოფნა ჩვენ აღარ შეგვიძლია. ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება, უკრაინის ტერიტორიის დაწყებული სამხედრო ათვისება ჩვენთვის მიუღებელია. საქმე, რა თქმა უნდა, თვითონ ორგანიზაცია ნატოში არ არის _ ის მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. პრობლემა არის ის, რომ ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზე _ შევნიშნავ, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე _ იქმნება ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი “ანტირუსეთი”, რომელიც მთლიანად კონტროლდება გარედან, ითვისებენ ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალები და ავსებენ ყველაზე თანამედროვე იარაღით. აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის ეს ეგრეთ წოდებული რუსეთის შეკავების პოლიტიკა აშკარა გეოპოლიტიკური დივიდენდებია, ჩვენი ქვეყნისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ჩვენი, როგორც ხალხის ისტორიული მომავლის საკითხი. და ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი _ ეს ასეა. ეს რეალური საფრთხეა არა უბრალოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის.ეს არის ის წითელი ხაზი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ის გადალახეს.

უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე

ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ძალებმა, რომლებმაც 2014 წელს უკრაინაში მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და ინარჩუნებენ მას დეკორაციული საარჩევნო პროცედურებით, საბოლოოდ უარი თქვეს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. 8 წლის, უსასრულოდ ხანგრძლივი 8 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით განსამუხტავად. ამაოდ.

როგორც უკვე ვთქვი ჩემს წინა გამოსვლაში, შეუძლებელია, თანაგრძნობის გარეშე უყურო იმას, რაც იქ ხდება. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. აუცილებელი შეიქნა, დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ეს კოშმარი _ გენოციდი იქ მცხოვრები მილიონობით ადამიანისა, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის იმედი აქვთ, ჩვენი იმედი. სახელდობრ, ეს მისწრაფებები, გრძნობები, ადამიანების ტკივილები იყო ჩვენთვის დონბასის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილების მიღების მთავარი მოტივი.

რას მინდა დამატებით გავუსვა ხაზი. ნატოს წამყვანი წევრები თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაფერში მხარს უჭერენ უკიდურეს ნაციონალისტებსა და ნეონაცისტებს უკრაინაში, რომლებიც, თავის მხრივ, არასოდეს არ აპატიებენ ყირიმელებსა და სევასტოპოლელებს თავისუფალ არჩევანს _ რუსეთის წიაღში დაბრუნებას. ისინი, რა თქმა უნდა, ომით წამოვლენ ყირიმზე, ისევე, როგორც დონბასზე წავიდნენ, იმისთვის, რომ ხოცონ, როგორც ხოცავდნენ უმწეო ადამიანებს უკრაინელი ნაციონალისტების სადამსჯელო ბანდები, ჰიტლერის ხელისშემწყობნი დიდი სამამულო ომის პერიოდში. ისინი უკვე რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც აცხადებენ ღია პრეტენზიებს.

მოვლენების განვითარებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ ძალებთან რუსეთის შეჯახება გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროის საკითხია: ისინი ემზადებიან, ისინი ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. ახლა ბირთვული იარაღის დაუფლებაც მოინდომეს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ.

როგორც უკვე ვთქვი, რუსეთმა მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ახალი რეალიები. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით და შემდგომშიც ასე მოვეკიდებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ახლად შექმნილ ქვეყნებს. ჩვენ პატივს ვცემდით და ვცემთ მათ სუვერენიტეტს, და ამის მაგალითია ჩვენ მიერ აღმოჩენილი დახმარება ყაზახეთისთვის, როცა ის შეეჯახა ტრაგიკულ გამოწვევებს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ. მაგრამ რუსეთი თავს ვერ იგრძნობს უსაფრთხოდ, ვერ იარსებებს, ვერ განვითარდება მუდმივ საფრთხეში, რომელიც მოდის თანამედროვე უკრაინის ტერიტორიიდან.

შეგახსენებთ, 2000-2005 წლებში ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით ტერორისტებს კავკასიაში, შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობა, შევინარჩუნეთ რუსეთი. 2014 წელს მხარი დავუჭირეთ ყირიმელებსა და სევასტოპოლელებს. 2015 წელს გამოვიყენეთ შეიარაღებული ძალები, რომ შეგვექმნა საიმედო წინაღობა და აღგვეკვეთა ტერორისტების შემოჭრა სირიიდან რუსეთში. თავის დაცვის სხვა საშუალება ჩვენ არ გვქონდა.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი

ასეთივე რამ ხდება ახლაც. ჩვენ, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს არც ერთი სხვა შესაძლებლობა რუსეთის, ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა იმისა, რომელიც დღეს, იძულებული ვართ, რომ გამოვიყენოთ. გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ მოქმედებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მოგვმართეს. ამიტომ გაეროს წესდების მე-7 ნაწილის 51- მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სანქციითა და ფედერალური სათათბიროს მიერ 22 თებერვალს რატიფიცირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრობისა და დახმარების შესახებ შეთანხმებების შესასრულებლად მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. მისი მიზანია დავიცვათ ის ადამიანები, რომლებსაც კიევის რეჟიმი 8 წლის განმავლობაში ამცირებდა და გენოციდს უწყობდა.

და ამისთვის ჩვენ მოვახდენთ უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, აგრეთვე სასამართლოს გადავცემთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სისხლიანი დანაშაულები ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთანავე, ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ძალით მოვახვიოთ თავს რამე. ამასთანავე, ბოლო პერიოდში დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაისმის სიტყვები, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ხელმოწერილი მეორე მსოფლიო ომის შედეგების განმამტკიცებელი დოკუმენტების შესრულება საჭირო აღარ არის. რა პასუხი უნდა გასცე ამას?

მეორე მსოფლიო ომის შედეგები, ისევე, როგორც ჩვენი ხალხის მიერ ნაციზმზე გასამარჯვებლად გაწეული მსხვერპლი, წმინდაა, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მაღალ ფასეულობებს, რომლებიც ომისშემდგომი ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული რეალობებიდან გამომდინარეობს, და არ ხელყოფს ერის თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც განმტკიცებულია გაეროს წესდების პირველი მუხლით. შეგახსენებთ, რომ არც საბჭოთა კავშირის შექმნისას, არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახლანდელ უკრაინაში შემავალ ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის არავის არასოდეს არ უკითხავს, როგორ სურთ მათ თავიანთი ცხოვრების მოწყობა. ჩვენი პოლიტიკის საფუძველში ჩადებულია თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება ყველასთვის, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი. და ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ უფლებით _ არჩევანის უფლებით _ ისარგებლოს დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ყველა ხალხმა, ყველამ, ვინც ამას მოისურვებს.

მიმართვა უკრაინის მოქალაქეებისადმი

ამიტომ მივმართავ უკრაინის მოქალაქეებსაც. 2014 წელს რუსეთი ვალდებული იყო, დაეცვა ყირიმისა და სევასტოპოლის მოქალაქეები მათგან, ვისაც თვითონ თქვენც უწოდებთ “ნაციკებს”. ყირიმელებმა და სევასტოპოლელებმა გააკეთეს არჩევანი _ იყვნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან, და ჩვენ ამას მხარი დავუჭირეთ.

ვიმეორებ, უბრალოდ, სხვაგვარად მოქცევა არ შეგვეძლო.

დღევანდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილთან. ისინი დაკავშირებულია თვით რუსეთის დაცვასთან მათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანა და ცდილობს, ის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. ვიმეორებ: ჩვენი ქმედებები _ ეს არის თავდაცვა ჩვენთვის შექმნილი საფრთხეებისგან და კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან, ვიდრე დღეს ხდება.

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, გთხოვთ, გაიგოთ ეს და მოგიწოდებთ ურთიერთმოქმედებისკენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავფურცლოთ ეს ტრაგიკული ფურცელი და ერთად ვიმოძრაოთ წინ, არავის არ მივცეთ უფლება, ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, ჩვენს ურთიერთობაში და ავაწყოთ ის დამოუკიდებლად _ ისე, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები ყველა პრობლემების დასაძლევად და, მიუხედავად სახელმწიფო საზღვრის არსებობისა, შინაგანად განგვამტკიცოს ჩვენ, როგორც ერთი მთლიანი. მე მჯერა ამის _ სახელდობრ ჩვენი ასეთი მომავლის.

უნდა მივმართო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსაც.

პატივცემულო ამხანაგებო! თქვენი მამები, პაპები, პაპის მამები იმისთვის არ იბრძოდნენ ნაცისტებთან, იცავდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს, რომ დღევანდელ ნეონაცისტებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება უკრაინაში. თქვენ ერთგულების ფიცი უკრაინელ ხალხს მიეცით და არა ანტიხალხურ ხუნტას, რომელიც ძარცვავს უკრაინას და სწორედ ამ ხალხს მასხრად იგდებს.

არ შეასრულოთ მათი დანაშაულებრივი ბრძანებები. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაყაროთ იარაღი და წახვიდეთ შინ. განვმარტავ: უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეასრულებს ამ მოთხოვნას, შეძლებს დაუბრკოლებლად დატოვოს საომარი მოქმედებების ზონა და დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

კიდევ ერთხელ დაჟინებით ვუსვამ ხაზს:სრული პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრაზე უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.

ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, გარედან ჩაერიოს მოვლენებში. ვინც არ უნდა შეეცადოს ჩვენთვის ხელის შეშლას, მით უმეტეს საფრთხის შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება მყისიერი და მოგიტანთ ისეთ შედეგებს, როგორიც თქვენი ისტორიის მანძილზე არასდროს არ გქონიათ. ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ყველა საამისო გადაწყვეტილება მიღებულია. ვიმედოვნებ, ჩემ ნათქვამს შეისმენენ.

პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო!

კეთილდღეობა, თვითონ სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობა, მათი წარმატებები და სიცოცხლისუნარიანობა სათავეს იღებს მათი კულტურისა და ფასეულობების მძლავრ ფესვთა სისტემიდან, წინაპრების გამოცდილებიდან და ტრადიციებიდან, და, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დამოკიდებული მუდმივად ცვალებადი ცხოვრებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარზე, საზოგადოების შეკავშირებულობაზე, მზადყოფნაზე, გააერთიანოს ყველა ძალა, რათა იაროს წინ.

ძალები საჭიროა ყოველთვის, მაგრამ ძალა შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის.

“სიცრუის იმპერიის” საფუძველში, რომელზეც ვილაპარაკე ჩემი გამოსვლის დასაწყისში, უწინარესად, დევს უხეში, სწორხაზოვანი ძალა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთან ამბობენ ხოლმე: “ძალა თუა, ჭკუა რა საჭიროა”.

ჩვენ კი ვიცით, რომ ნამდვილი ძალა სამართლიანობასა და სიმართლეშია, რომელიც ჩვენს მხარესაა. და, თუ ასეა, ძნელია არ დაეთანხმო იმას, რომ, სახელდობრ, ძალა და ბრძოლისთვის მზადყოფნა დევს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველში და წარმოადგენს იმ აუცილებელ საძირკველს, რომელზეც შეიძლება საიმედოდ ააშენო მომავალი, ააშენო შენი სახლი, შენი ოჯახი, შენი სამშობლო.

პატივცემულო თანამემამულენო!

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავიანთი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები და ოფიცრები მამაცურად მოიხდიან თავიანთ ვალს. ეჭვი არ მეპარება, რომ მწყობრად და ეფექტიანად იმოქმედებს ხელისუფლების ყველა დონე, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობაზე, ფინანსურ სისტემასა და სოციალურ სფეროზე პასუხისმგებელი სპეციალისტები, ჩვენი კომპანიების ხელმძღვანელები და სრულიად რუსეთის ბიზნესი, იმედი მაქვს ყველა საპარლამენტო პარტიისა და საზოგადოებრივი ძალის კონსოლიდირებული პატრიოტული პოზიციისა.

საბოლოო ჯამში, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა ისტორიაში, რუსეთის ბედი ჩვენი მრავალეროვანი ხალხის საიმედო ხელშია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შესრულდება, დასახული მიზნები მიღწეულ იქნება, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება _ საიმედოდ გარანტირებული.

მჯერა თქვენი მხარდაჭერის, იმ დაუმარცხებელი ძალის, რომელსაც გვაძლევს ჩვენ მამულისადმი სიყვარული.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. მართალი ხართ ბატონო გულბაათ ჩვენ რუსეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here