Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: საქართველოში არც არჩევნები ტარდება ისე, როგორც ხალხს სურს, არც ის...

ვიქტორ ცაავა: საქართველოში არც არჩევნები ტარდება ისე, როგორც ხალხს სურს, არც ის პარტიები არიან ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხს სურს, და არც ის ადამიანები არიან პარლამენტში გამსვლელთა შორის, რომლებიც ამომრჩეველს სურს _ ყველაფერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს

1102
ვიქტორ ცაავა
ვიქტორ ცაავა

საპარლამენტო არჩევნების რეჟიმში მყოფ საქართველოში ყოველდღე იცვლება მოვლენები, ყოველდღე ახალ ინფორმაციას ელოდება ამომრჩეველი. ბევრს აინტერესებს, ვინ არიან პარტიების მიერ წარდგენილნი საპარლამენტო სიებში. რამდენიმე დღის წინათქართულმა ოცნებამწარმოადგინა აღნიშნული სია და ამომრჩეველთა შეშფოთებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარტიული სიის პირველი ოცეული გააცნო საზოგადოებას, ლარი საგრძნობლად გაუფასურდა, თითქოს ვიღაცამ ეს შეგნებულად გააკეთარატომ ვერ შეძლო ამომრჩევლის მოსაწონი სიის წარმოდგენა მმართველმა პარტიამ, რატომ და ვინ უწყობს პროვოკაციას ხელისუფლებას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებაპატრიოტთა ალიანსისმარტვილიაბაშაწალენჯიხაჩხოროწყუს სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ ცაავა:

_ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო სია კოლონიური ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სიაა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეადგინეს. როგორ პატივსაც უნდა სცემდეს ამომრჩეველი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნების” მიერ წარმოდგენილი სია ლიბერალური მმართველობის დამადასტურებელია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არც არჩევნები ტარდება ისე, როგორც ხალხს სურს, არც ის პარტიები არიან ხელისუფლებაში, რომლებიც ხალს სურს და არც ის ადამიანები არიან პარლამენტში გამსვლელთა შორის, რომლებიც ამომრჩეველს სურს _ ყველაფერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არეგულირებს და მართავს. ასე რომ, სია, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა, ლიბერალთა გამარჯვებას ნიშნავს.

_ ზუსტად იმ დღეს, როდესაც მმართველმა გუნდმა საპარლამენტო სია წარმოადგინა, ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა დოლარის მიმართ. თითქოს ეს ყველაფერი მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა

_ ეს იყო ძალიან აღმაშფოთებელი ქართველი საზოგადოებისთვის და დიახ, ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რადგან, თუ აქამდე ეროვნული ვალუტის კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავდა, დღეს ეს საქმე ბლუმბერგს აქვს მინდობილი, მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი ფინანსისტია, რომლის ისტორია იწყება 1981 წლიდან, როდესაც 10 მლნ დოლარით შექმნა კომპანია. დღეს კი მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კორპორაცია ბლუმბერგის პროდუქტების მომხმარებელია, მისი კომპანიების თანამშრომელთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 15 000-ს აჭარბებს, 72 ქვეყანაში აქვს 192 ოფისი. ამასთანავე, ფინანსური ბაზრების უმრავლესობა მის სერვისებს იყენებს. ეს კომპანია დღეს საქართველოშია და ეროვნული ვალუტის კურსსაც ის ადგენს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბლუმბერგი ამჟამად ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოსა და ყველა კოლონიურ ქვეყანაში ასეთი ბლუმბერგები ახორციელებენ ზეწოლას და ადგენენ ეროვნული ვალუტების კურსსაც, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

ლარის კურსის დაცემაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეროვნულ ვალუტაზე ძალიან მოქმედებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებიც. ლარის კურსი გამუდმებით ეცემა და ეს პანდემიის გამოც ხდება. მთავრობის მოვალეობა და ვალდებულებაა დოლარის ინტერვენცია, რადგან ეკონომიკა გაჩერებულია, მრეწველობა კი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. მაგრამ მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ლარის კურსის განსაზღვრა ეროვნული ბანკის, ე.ი., საქართველოს იურისდიქციასა და კომპეტენციაში დააბრუნოს. სხვა საკითხია, მისცემენ თუ არა მას ამის შესაძლებლობას, უფრო არა, ვიდრე კი.

_ თქვენ პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ახსენეთ. დღეს ქვეყანაში არ არის დაწესებული მასობრივი შეზღუდვები და არ ვართ საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ყოველ დილით ვიგებთ, რომ ასობით ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, ინფექციონისტები გვაწყნარებენ, რომ ეს საშიში არ არის. არადა, ყველას გვახსოვს, რა ამბავი იყო აღდგომას .. ეკლესიის კლასტერზესოციალურ ქსელში ხუმრობენ, _ ცოტა ხანში მხოლოდოცნებისამომრჩეველს შეეძლება ქუჩაში გასვლაოხომ არ სარგებლობს ამ პანდემიით ქვეყნის ხელისუფლება წინასაარჩევნოდ?

_ პანდემია არსებობს. შესაძლოა, მკვლელი არ არის, როგორც თავდაპირველად ითქვა, მაგრამ, ბუნებრივია, ამ კოვიდ-19-ს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ. რაც ახლა მკითხეთ, ეს შეკითხვა მეც მაწუხებს, როგორც პაატა იმნაძე გვაშინებდა, აღდგომას ეკლესიაში თუ მივიდოდით, კუბოებს ვერ დავითვლიდით, და საარჩევნო უბნებზე რომ მივალთ, არაფერი დაგვემართება?!

_ დაკეტილია რუხის ხიდი, გალის მცხოვრებლებს არ აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. სამეგრელოში ამბობენ, _ დევნილთა დიდი ნაწილინაციონალური მოძრაობისამომრჩეველიაო

_ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ სამეგრელოში, ამიტომ მაქვს გარკვეული მონაცემები. გალის ამომრჩეველთა რაოდენობა არ არის იმხელა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს, თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თუ ისინი საარჩევნოდ ენგურს გადმოღმა ვერ გადმოვლენ, იქნება ძალიან ცუდი.

მართალია, თავიდანვე გვეუბნებოდნენ ექიმები, ვირუსი არსად წასულა და მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევსო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ამ ეპიდემიას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა. არავინ იცის, სწორია თუ არა ინფიცირებულთა ის მონაცემი, რომელიც ამჟამად გვაქვს, ამის შემოწმება არავის არ ძალუძს, ამიტომ ხელისუფლება რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.

_ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თქვენი პატრიის ლიდერებმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩაიტანეს, სეპარატისტული აფხაზეთის მმართველობამ უკან გამოაგზავნა

_ ეს იყო საშინელი ფაქტი, ძალიან ცუდად მოიქცა აფხაზების სეპარატისტული ნაწილი, მაგრამ ამ ფაქტს აქვს დადებითი მხარე _ ღვთისმშობელი ჩაბრძანდა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მოეფერა აფხაზებს და დაბრუნდა უკან. აღსანიშნავია, რომ აფხაზმა სასულიერო პირებმა აშკარად გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება ხატის უკან დაბრუნების გამო, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა. მათ თქვეს, რომ ცუდი ფაქტი იყო ილორის მართლმადიდებლური ეკლესიიდან ხატის, თანაც ღვთისმშობლის ხატის უკან გადმობრძანება. აფხაზეთის მთავრობას ჰყავს ოპოზიცია, ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც მოხდა, აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, სურვილი იყო. აფხაზეთშიც ჰყავთ ნაცების მსგავსი ოპოზიციონერები, რადიკალი სეპარატისტები. ასე რომ, ნუ გვეწყინება აფხაზებისგან, ისინი ჩვენი ძმები არიან, მაგრამ მათაც, როგორც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს, გონება აქვთ არეული. სეპარატისტულად განწყობილი ნაწილი აფხაზებისა ცდილობს, რომ ქართველთა და აფხაზთა ხელახლა დამეგობრებაშერიგება არ მოხდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე იქნება!

_ ხომ არ სჯობდა ღვთისმშობლის ხატის გადაბრძანება ოფიციალურ თბილისს ოფიციალურ მოსკოვთან შეთანხმებით გაეკეთებინა?

_ კოლონიური ქვეყნის მმართველები მსგავს რამეს ვერ გაბედავენ, ამიტომ ვერ გეტყვით, რა მოხდებოდა, თუ ოფიციალური თბილისი ოფიციალურ მოსკოვთან შეთანხმებით გააკეთებდა მსგავს რამეს. საქართველოს ხელისუფლება უფლებამოსილი არ არის, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი ქვეყნის მმართველებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა უკარნახოს, რა გააკეთონ, ამერიკის ინტერესებში კი, მერწმუნეთ, ნამდვილად არ არის ჩვენი და აფხაზების შერიგება.

_ 14 სექტემბერს სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა. მართლია, შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს ყურდღება ამ შეხვედრისკენ იყო მიმართული, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზეც

_ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა დადებითი მოვლენაა. ბელარუსის პრეზიდენტი ლავირებდა ყველა ფრონტზე _ დასავლეთთანაც კარგ ურთიერთობას ცდილობდა და რუსეთთანაც უნდოდა კარგად ყოფილიყო. ამ ორმაგმა თამაშმა ის თითქმის კრახამდე მიიყვანა. ლუკაშენკოს ხელისუფლება დასავლითის ძალისხმევით საგრძნობლად შეირყა. ეს იმ პოლიტიკის ბრალია, რომელსაც თვითონ ატარებდა. ახლანდელი შეხვედრაც არ იქნებოდა ასეთი გასაიდუმოებული, რომ არა ის შეცდომები, რომლებიც ლუკაშენკომ რუსეთის მიმართ დაუშვა. ეს შეხვედრა მართლაც იქონიებს გარკვეულ გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, მაგრამ, სანამ სულ ცოტა ინფორმაცია მაინც არ გამოჟონავს ამ შეხვედრის შესახებ, მანამდე ძნელია პროგნოზის გაკეთება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსი გადაურჩეს გლობალისტების რისხვას.

_ თქვენ უკვე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია სამეგრელოში. ჩვენი გაზეთის მკითხველი აქტიურად ადევნებს მას თვალს, ნაწილი თქვენი მხარდამჭერია. მათ აინტერესებთ _ ნამდვილად არის მეგრელი ამომრჩევლის დიდი ნაწილინაციონალური მოძრაობისმომხრე?

_ არა, ეს ასე არ არის. მეგრელები ძალიან გონებაგახსნილი, ნიჭიერი და ხალასი ადამიანები არიან, მათ უყვართ თავისუფლება და პატივს სცემენ თავიანთ კუთხეს, ამიტომ იმის თქმა, რომ ნაცების მხარდამჭერები არიან, ცოტა არ იყოს, სირცხვილია. ნაცებს მხარს ყველა რეგიონსა და რაიონში უჭრენ, მათ შორის, თბილისშიც, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი ამომრჩეველი ჰყავთ სამეგრელოში. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი სრულიად საქართველოში 12 პროცენტს არ აღემატება. ამ 12 პროცენტში შედის სამეგრელოს ამომრჩეველთა რაოდენობაც.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა სამეგრელოში განპირობებულია ხელისუფლების უუნარობით, ინერტულობითა და უყურადღებობით. სამგრელოს რაიონების მუნიციპალიტეტებში ძალიან ბევრია ყოფილი ნაციონალი, რა თქმა უნდა, პორტირებული, ამიტომ მოსახლეობას რწმენა აქვს დაკარგული. ვაღიაროთ ისიც, რომ ამ რეგიონში წარმოდგენილი მაჟორიტარებიც არაფრად უქნია ღმერთს. ასე რომ, მეგრელებს ყველამ თავი დაანებოს და თავის საქმეს მიხედოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here