მთავარი პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: არის საფრთხე, რომ არჩევნებში მონაწილეთა მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება. ეს...

ვიქტორ ცაავა: არის საფრთხე, რომ არჩევნებში მონაწილეთა მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება. ეს არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ქვეყანაში არეულობის მიზეზიც შეიძლება გახდეს

327
გააზიარეთ
ვიქტორ ცაავა

ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო ისტერიკის ფონზე სულკურთხეული თემურ ქორიძის სიტყვები მახსენდება: “თუ გინდა, გაიგო ქვეყანაში რამდენი გიჟი გყავს, არჩევნებს ადევნე თვალყური”. და მართლაც, პოლიტიკოსები სიგიჟის ზღვარზე არიან, უსმენ მათ და ფიქრობ: ნუთუ ამ ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა?!  ერთი ამბობს: ღვთისმშობელმა გვითხრა, ნიკა მელიას მიუვარდით ოფისშიო; მეორე ჟურნალისტებს ეუბნება: კოვიდს ჰკითხეთ, დანაშაული რატომ ჩავიდინეთოამ ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად იბრძვიან და მიტინგებს მართავენ, _ დავითგარეჯა ჩვენი არ არისო…  თუმცა, საბედნიეროდ, არიან გამონაკლისებიც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეპატრიოტთა ალიანსისმიერ მარტვილიაბაშაჩხოროწყუწალენჯიხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ვიქტორ ცაავა გვესაუბრება:

_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, არაორდინალურია. თითქოს მთელი მსოფლიო გადაირიაო, ყველაფერი თავდაყირა დგას. ჩვენი ლიბერალური ოპოზიციაც ანალოგიურ სიტუაციაშია და, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით მეტად ვლინდებაშიზოკორონისსომპტომები, აბა, სხვა რა შეიძლება დაარქვა იმას, რაცნაცმოძრაობამბათუმში აქციის გამართვით გააკეთა, და იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან ამოაფრქვია.

ზოგჯერ, როდესაც მათ ანალოგიური შინაარსის განცხადებებს ვისმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ლიბერალურ ოპოზიციას ოპოზიციონერობანა ისე გაუტკბა, ძალითაც რომ შეატენო ხელისუფლება, აღარც აიღებს სადავეებს ხელში.

ისე, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ვითარება მძიმეა სრულიად მსოფლიოში. კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს და ამ ფონზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება ძალიან სარისკოა, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, არჩევნებამდე მშვიდობით რომ მივაღწიოთ. მოსახლეობა შეშინებულია და არის საფრთხე, რომ არჩევნებში მონაწილეთა მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება. ეს არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ქვეყანაში არეულობის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

_ “პატრიოტთა ალიანსითვლის, რომ შეუძლებელია, დაკარგული ტერიტორიების აღდგენადაბრუნების საკითხი გადაიჭრას რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე და, აგრეთვე, თუ პრობლემის მოგვარებაში არ ჩაერთვება ამერიკაევროპა. პარტიის ლიდერ დავით თარხანმოურავის აზრით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია იმ დიდი სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე, რომელთა ინტერესებიც იკვეთება. “საქართველოს დეოკუპაცია მიუღწეველი იქნება კომპლექსური მიდგომის გარეშე. რუსეთი დეოკუპაციაზე არ დათანხმდება, სანამ ყველა სადავო საკითხი კომპლექსურად არ გადაიჭრება”, _ ამბობს თარხანმოურავი. მიგაჩნიათ, რომ ეს პოზიცია მართებულია?

_ თუ გვინდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარდეს, რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, ამას ალტერნატივა არ აქვს. ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იკვეთება რამდენიმე დიდი სახელმწიფოს ინტერესები, ფაქტია. რაც შეეხება ამერიკისა და ევროპის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, აშშ-ისა და ევროკავშირის გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან და დაიცვას თავისი ინტერესები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის იდეა, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა” წამოაყენა, ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას მისცემს ბიძგს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება უნდა მოჰყვეს.

აუცილებელი იქნება, აგრეთვე, პარალელურად მიმდინარეობდეს აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი. სამწუხაროდ, ყველას _ ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც _ დაავიწყდა, რომ არსებობენ აფხაზები, ოსები და, სანამ ამერიკელებს ან ევროპელებს, გინდაც რუსებს დაელაპარაკები, შეხების წერტილები უნდა ვიპოვოთ უშუალოდ მათთან, ისინი ჩვენთან ერთად ამ მიწის შვილები არიან და საბოლოოდ მათთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ჩემი აზრით, საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობა, ნეიტრალიტეტი ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის ბაზისი უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის გარანტი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ყველა ქვეყანა _ აშშ-ცა და ევროკავშირის ქვეყნებიც, მაგრამ განსაკუთრებული როლი ამ საკითხში რუსეთს ენიჭება, რადგან ის უშუალო მეზობელია.

_ პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში რას ჰპირდებით ამომრჩეველს?

_ სამეგრელო ყველაზე მეტად დაზარალდა 1992-93 წლების მოვლენებში, როდესაც მოხდა სუბეთნიკური ჯგუფის, მეგრელების, სასიცოცხლო არეალის შემცირება სამეგრელოს აწიოკება-დარბევის შედეგად და საბოლოოდ ეს მხარე მოექცა გეოეკონომიკურ ჩიხში.

პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, იმ პარტიასთან ერთად, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა, ვპირდები სამეგრელოს მოსახლეობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, გარკვეულწილად მივაღწიოთ შერიგებას აფხაზებსა და ოსებთან; გავხსნით გზას აფხაზეთის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. აფხაზეთისკენ მიმავალი გზის გახსნა და ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა სამეგრელოს ეკონომიკური მდგომარეობის მყისიერ გაუმჯობესებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, შევიმუშავე დებულებები, რა გადაარჩენს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. ეს დებულებები ჩემი დიდი ხნის ნაფიქრნააზრევია:

* უწინარესად, რაც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, არის: ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყაროების, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტებისა და სისტემების უპირობო ნაციონალიზაცია, მათი და სხვა სახელმწიფო რესურსების მართვის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა _ ყველამ უნდა ვიცოდეთ, როგორ ეფექტიანად და რაში იხარჯება შემოსავლები;

* ბუნებრივი რესურსების _ ტყის, მიწის ნაციონალიზაცია; მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღდგენა-განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა პრინციპით: ტრადიციული დარგების აღგენა-განვითარება ნაკლები ხარჯებითა და მოკლე ვადაში მისაღწევი ეფექტის პერსპექტივით. პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ის, რისი საშუალებაც დღეს გვაქვს და რაც სწრაფად მოგვცემს შემოსავალს;

* სოფლის მეურნეობის მატერიალურტექნიკური ბაზის შექმნა, მსხვილი კოოპერატიული მეურნეობების შექმნის წახალისება თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე განახლებული მატერიალურტექნიკური ბაზის მუდმივი უფასო მომსახურების პირობით. მაგალითად, .. მანქანატრაქტორთა პარკები კოოპერატიულ მეურნეობებს უნდა მოემსახუროს უფასოდ. მათი შენახვა კი სახელმწიფომ უნდა ივალდებულოს. საერთოდ, გეზი უნდა იყოს აღებული მოწინავე ტექნოლოგიების ბაზაზე საზოგადოებრივად (ანუ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და მის მართვაშივე შენარჩუნებული) ორგანიზებული სასოფლოსამეურნეო საწარმოების შექმნაზე;

* ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად ქართული პროდუქციისათვის ტრადიციული ბაზრის დაბრუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს შეუძლებელია შესაბამისი საგარეო პოლიტიკის გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს მეჩაიეობის, როგორც სახელმწიფოებრივი და მის მართვაში შენარჩუნებული დარგის აღდგენას სრული ციკლით _ ჩაის პლანტაციებისა და ფაბრიკების აღდგენა-მოვლა-ექსპლუატაციისა და მზა პროდუქციის ადგილზე რეალიზაციისა თუ ექსპორტის ჩათვლით. სამეგრელოს, გურიის, აჭარისა თუ იმერეთის მოსახლეობას კვლავ უნდა მიეცეს საშუალება, ჰქონდეთ მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები ჩაის წარმოების დარგში. კერძო კაპიტალი ვერ აიღებს და არც აიღებს პასუხისმგებლობას, ამგვარად დააყენოს საკითხი და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ამ მეტად აქტუალური მიმართულების აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საბჭოთა სოციალისტური საქართველოს პრაქტიკას სახელმწიფოებრივად ორგანიზებული მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოო სისტემის შექმნის მიმართულებით (და არა მხოლოდ ამ მიმართულებით).

* ენგურჰესი, როგორც უმსხვილესი და უაღრესად ეფექტური ეკონომიკური ობიექტი, დღეს კერძო საკუთრებაშია. საზოგადოებისათვის უცნობია, სინამდვილეში რა შემოსავლების აკუმულირება ხდება ენგურჰესის მეშვეობით. საზოგადოება ვერ ახერხებს ამ მნიშვნელოვანი შემოსავლების ეფექტურ განკარგვას. მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი ოჯახების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის ხარჯებზე მოდის. ვერ ხორციელდება ადგილობრივი წარმოების იაფი ელექტროენერგიით წახალისებაც, რადგანაც ენერგეტიკული პოლიტიკა კერძო ოპერატორების ხელშია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სეგმენტებიც ენერგეტიკისა მხოლოდ ფორმალურად თუა სახელმწიფო, ფაქტიურად კი ვიწრო ჯგუფურ საკუთრებას წარმოადგენს. ჩემი პროგრამის მიხედვით, ენგურჰესი და, საერთოდ, ენერგეტიკული სისტემა _ ეს მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტი ეკონომიკისა, უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, რათა განხორციელდეს ამ მეტად მნიშვნელოვანი რესურსის საზოგადოების ინტერესების შესაბამისი ეფექტიანი მართვა-რეგულირება. რაც შეეხება ენგურჰესს, მისი მართვის სრული გამჭვირვალობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატირთვაც აქვს.

დასასრულ, ვიმედოვნებ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობით ჩატარდება და არ იქნება გართულებები.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here