Home რუბრიკები პოლიტიკა ვის სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების უკიდურესი დაძაბვა

ვის სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების უკიდურესი დაძაბვა

5066
დროშა

ქართველ ერს, მმართველ პარტიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს თუნაცმოძრაობასადაევროპულ საქართველოს”? ვინ იხეირებს კონფრონტაციის გაღრმავებით ან ახალი ომით?

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რუსეთმა საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ორი ახალი დივიზიის შექმნა განიზრახა. საქართველომ, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად, ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს და სხვა მსგავსი სიახლეები მიუთითებს, რომ რუსეთ-საქართველოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ გართულდება, შესაბამისად, გაიზრდება საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება.

29 მარტის ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე საუბრისას, თქვა, რომ “საქართველო ბოლო ქვეყანაა, რომელიც ჩვენს ძალისხმევას შემოუერთდა. განაცხადა, რომ ქვეყნიდან ერთ ჯაშუშს გააძევებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოში მდებარეობს”. საინტერესოა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიჯაშუშინახსენები არ ყოფილა. იქ ნათქვამი იყო, რომსამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში”. აგრეთვე, საგულისხმოა, რომ ქართული საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობამ ნაუერტის მიერ გამოყენებული სიტყვა “ბექ იარდ” (უკანა ეზო) თარგმნა, როგორც “სიახლოვეს” ან “მეზობლად” (მდებარეობს), შესაძლოა, იმიტომ, რომ პირდაპირი თარგმანი დამამცირებელი ქვეტექსტის შემცველად ჩათვალა. სიტყვა “ბექ იარდ” შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით; აღწერდეს, როგორც უკანა ეზოს, ისე გავლენის სფეროს, ამასთანავე, გარკვეულ კავშირს დიდ სივრცესა და მცირე ობიექტს შორის. მოსკოვში “ბექ იარდს” ამ კონტექსტში, დიდი ალბათობით, აღიქვამენ, როგორც “გავლენის სფეროს”; თბილისში კი, როგორც ჩანს, დაიბნენ და ამ სიტყვაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

დიპლომატის გაძევებას მიესალმა “ევროპული საქართველო”, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში გამუდმებით მოითხოვს რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებას, ხოლო მმართველ პარტიაში აზრთა სხვაობა გამოვლინდა. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა: “სერგი კაპანაძემ მოითხოვა, მე როგორც ვიცი, და ჩვენი ხელისუფლება ისევ აყვა. ვფიქრობ, რომ რასაც ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო. დიპლომატის გაძევებაც სოლიდარობა არის. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, უნდა მიგვეღო იქამდე, ვიდრე სერგი კაპანაძე განაცხადებდა ამაზე და შემდეგ მის ჭკუაზე სიარული, ვფიქრობ, სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს. თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით? ვიცი, რომ 700-800 ათასი მოქალაქე რუსეთშია, იმათ ხომ სჭირდებათ რაღაც? ახლა ის კავშირიც რომ გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს, ვფიქრობ, საკუთარ მოსახლეობას სირთულეს შევუქმნით და რუსებს კიდევ პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ”.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” “ევროპული საქართველოს” თითქმის ყველა ინიციატივა გაიზიარა _ ტატუნაშვილის საქმეს შეეხებოდა ეს, ჟენევის მოლაპარაკებებს თუ დიპლომატის გაძევებას. როგორც ჩანს, “ევროპული საქართველოსლიდერები საგარეო პოლიტიკაზე ისევ განმსაზღვრელ გავლენას ახდენენ, როგორც 2008-ში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეს. მათი საგარეო პოლიტიკის უარყოფა 2012-ში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯს წარმოადგენდა _ ბიძინა ივანიშვილი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ავანტიურიზმი რეალიზმმა და სიფრთხილემ უნდა ჩაანაცვლოს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ურთიერთობაში მხოლოდ რამდენიმე მეორეხარისხოვანი საკითხი მოგვარდა, კონფრონტაციის სწრაფი გაღრმავების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ხელისუფლებას ჩამოსცილდნენ. დღეს ეს სიტუაცია იცვლება; როგორც ჩანს, ისევ ძველ რელსებს ვუბრუნდებით.

ეს ტენდენცია მმართველ პარტიაში ყველას როდი მოსწონს. გასულ კვირას დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა: “რუსეთზე რომ ლაპარაკობენ, სირცხვილია… ჩვენზე ძლიერი ქვეყნებია შეიარაღებით, ეკონომიკით, ფინანსებით… მიხედონ ამ რუსეთს. აიღონ და ესროლონ “ჯაველინები” და გააჩერონ ისინი. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან: ნახეთ, რუსეთი როგორ ექცევა პატარა საქართველოს? ეს არის ჩემი დანიშნულება? თუ უნდა გადავრჩე და გამთლიანებაზე ვიზრუნო?”

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას, რუსეთის მიმართ რადიკალური კურსი გაატაროს, ხოლო მას თითქოს ეშინია, რომ არასაკმარის პატრიოტიზმში, “პარაჟენცობაში” დაადანაშაულებენ და სწორედ ისე იქცევა, როგორც მის ოპონენტებს სურს. ამ დროს ის, სავარაუდოდ, ნაკლებად ფიქრობს სოციოლოგიურ მონაცემებზე, რომლებიც მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, და გადამეტებულ ყურადღებას აქცევენ რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ წარმოებულ ემოციურ კამპანიას მასმედიასა და სოციალურ ქსელებში. პრემიერმინისტრი იმის ნაცვლად, რომ დაეცვა თავისი განცხადება ტატუნაშვილის საქმესთან და ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, ან მიეთითებინა ოპონენტებისთვის, რომ მათი პოლიტიკის შედეგი 2008 წლის კატასტროფა გახდა, ყრუ თავდაცვაზე გადავიდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაციონალებმა და “ევროქართველებმა” მაქსიმალურად ისარგებლეს სიტუაციით, მან თქვა: “ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში სრულიად სხვა განვითარების ატმოსფერო შეექმნა”, მაგრამ საზოგადოებას ამ რეპლიკისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია.

“ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიუთითებენ იმაზე, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა დაიძაბა და ხელისუფლებამ, რომელიც თავს დასავლური ბანაკის ნაწილად მოიაზრებს, ამ ტენდენციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. თავი დავანებოთ იმას, რომ ყველაზე აქტიურად რუსეთს ბოლო თვეებში ის ქვეყნები უპირისპირდებიან, რომელთაც, ნატოს წევრობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მყარი გარანტია აქვთ, საქართველოს კი ის არ გააჩნია. აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: თუ რადიკალური საგარეო პოლიტიკა საქართველოს რუსეთთან მორიგ დაპირისპირებამდე მიიყვანს, “ნაცმოძრაობადაევროპული საქართველო”, დიდი ალბათობით, შეეცდებიან, ისარგებლონ კრიზისით, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ არ აქვთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომქართული ოცნებაარჩევნებზე დაამარცხონ, “ფერადი რევოლუციაან კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, მაგრამ მათი შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ საქართველოს რუსეთთან ახალ დაპირისპირებამდე მიიყვანენ. თავის დროზე ბოლშევიკები მხარს უჭერდნენ, მეტიც, ხელს უწყობდნენ რუსეთის იმპერიის მარცხს რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში, რადგან იცოდნენ, რომ ამის შედეგად წარმოქმნილი ქაოსი და დაბნეულობა დაეხმარებოდა, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

2008 წელს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების წინაღმდეგ მოქმედებაზე მორატორიუმი დააწესეს, მაგრამ “ევროპული საქართველოსა” და “ნაცმოძრაობის” წარსული არ გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ ეს პარტიები იმავეს გააკეთებენ, უფრო _ პირიქით. გასაკვირი აქ სულ სხვა რამ არის: რატომ ვერ ხედავს ხელისუფლება ამ ძველისძველ, ბანალურ მანიპულაციას და მის ტყვეობაში ექცევა?!

ამასობაში რუსეთი საქართველოს საზღვართან ორ დივიზიას ქმნის. საგულისხმოა, რომ ქართველი სამხედრო ექსპერტების ძველი, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინანდელი შეფასებით, იმ ძალების მოცულობა, რომელიც რუსეთს შეუძლია გაშალოს და მოამარაგოს საქართველოში მთავარ მიმართულებაზე, სწორედ ორი დივიზიაა. უფრო მსხვილ ძალებს საბრძოლო მოქმედებების თეატრის “სივიწროვისა” და კომუნიკაციების სტრუქტურის გამო, ლოგისტიკური პრობლემები შეექმნება. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ არის უკრაინა, რომლის საზღვრებთან რუსეთი სატანკო არმიას ქმნის. როგორც ჩანს, საქართველოს უშუალო სიახლოვეს უკვე არსებული ძალებისთვის ორი დივიზიის დამატებით, რუსეთს სურს, მიაღწიოს დაახლოებით სამმაგ უპირატესობას საქართველოს სახმელეთო ძალებთან შედარებით ჰიპოთეტური ომის პირველსავე დღეებში, საჰაერო სივრცეში ბატონობის პირობებში. მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის რუსული ძალების სიახლოვე მთავარ მაგისტრალთან ცხინვალის რეგიონში, ერთმა სწრაფმა დარტყმამ შეიძლება ქვეყანა ორად გახლიჩოს, უბიძგოს ქართულ სარდლობას, მთელი ძალისხმევა მხოლოდ დედაქალაქის დაცვისკენ მიმართოს და დასავლელი პარტნიორების რეაქციას დაელოდოს. მათ დღეს საქართველოს დაცვის არანაირი იურიდიული ვალდებულება არ აკისრიათ, ისევე, როგორც 2008-ში და გამორიცხული არაა, “უკანა ეზოში” განვითარებულ მოვლენების გამო მხოლოდ შეშფოთების, უკიდურეს შემთხვევაში, აღშფოთების გამოხატვით შემოიფარგლონ.

ვის სჭირდება დღეს რუსეთთან ურთიერთობების უკიდურესი დაძაბვა, რომლისკენაც, ბოლო თვეა, სწრაფი ტემპით მივდივართ: ქართველ ერს, მმართველ პარტიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს თუნაცმოძრაობასადაევროპულ საქართველოს”? ვინ იხეირებს კონფრონტაციის გაღრმავებით ან ახალი ომით?

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. ვინ იხეირებს და ნაცმოძრაობა ევროპულ საქართველოსთან ერთად,მაგრამ რასიხეირებს საკითხავი ეს არი,ღმერთმა დაგვიფაროს და თუმაინც მოგვიწია რუსეთთან კომფლიქტში ჩართვა რუსეთი ისე ნამდვილად აღარ მოიქცევა როგორც 2008 ში ფეხებზე დაიკიდებს ევროპას თავის ნატო–იანა და გააკეთებს იმას რომ მოახდენს ქვეყნის სრულ ოკუპაციას რა წინააღმდეგობას გაუწევთ თუ ნატო ან კატო დაგვეხმარება რათქმაუნდა არავინ შეშფოთებასაც აზრი აღარ ექნება და დავრჩებით //ვინც გადავრჩებით//ასე მხიარულადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here