Home რუბრიკები პოლიტიკა ვის და რატომ უყვარს ან პირიქით _ სძულს რუსეთის პრეზიდენტი და ვის...

ვის და რატომ უყვარს ან პირიქით _ სძულს რუსეთის პრეზიდენტი და ვის და რატომ ეშინია “პუტინის რუსეთის”

2776
ვის და რატომ უყვარს ან პირიქით _ სძულს რუსეთის პრეზიდენტი და ვის და რატომ ეშინია “პუტინის რუსეთის”

ჩემი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ, რომ საბჭოთა სკოლებშიაბეზალოვკაიყო მარქსიზმლენინიზმის საფუძვლების მინიმალური ცოდნა, რომელსაც ასევეაბეზალოვკისრეჟიმში გვაზეპირებინებდნენ პედაგოგები. დიახ, გვაზეპირებინებდნენ და არ გვასწავლიდნენ, რადგან თვითონ არ სწამდათ მარქსიზმლენინიზმის

დრო იყო ასეთი _ თუ კარიერის შექმნა გინდოდა (მუშურ-გლეხური თუ ინტელიგენციური მიმართულებით) ერთპარტიულ სსრკ-ში კომკავშირულ-პარტიული ანი და ბანი უნდა გცოდნოდა და მერე შენი ასარჩევი იყო, ე.წ. დელეცობა-ცეხავიკობის საშიშ გზას დაადგებოდი (რაც, დღევანდელობისგან განსხვავებით, სულაც არ ნიშნავდა ხაზინის ქურდობას. პირიქით _ იმჟამინდელი “დელეცები” _ ძმები ლაზიშვილები, გიორგი ნემსაძე და ა.შ. თავიანთი “უკანონო საქმიანობით” სამუშაო ადგილებს ქმნიდნენ ე.წ. მიწისქვეშა ცეხებში და რესპუბლიკის ბიუჯეტშიც შეჰქონდათ თანხები) თუ საბჭოთა მოქალაქის ხელფას-პენსიით ხვალინდელ დღეზე დარდის გარეშე მშვიდ, ღირსეულ ცხოვრების გზას აირჩევდი… სხვათა შორის ამ “დელეცებს” არც ქველმოქმედება ავიწყდებოდათ _ მხოლოდ ის რად ღირს, რომ სწორედ მათი “ბრალია” მოსკოვის “ტორპედოდან” სლავა მეტრეველის თბილისის “დინამოში” გადმობირება. სლავა მეტრეველის, რომლის ბრწყინვალე თამაშმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა 1964 წელს ტაშკენტში ქართული ფეხბურთის პირველი ტრიუმფი.

ეს მცირე ლირიკული შესავალი ძირითადი აზრით _ რა ქვეყანა დავანგრიეთ ურაპატრიოტმა ქართველებმა!

იმის გამო, რომ თანამედროვე გლობალისტურ მსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და, რაც მთავარია, უცნობი მიმართულებით, უკვე მერამდენედ მემართება, რომ სტატიაზე მუშაობის პერიოდში (არჩეული თემის გააზრება-გაანალიზებას და შემდეგ ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანას, როგორც წესი, 3-4 დღეს ვუნდები) შინ თუ გარეთ ისეთი მოვლენები ხდება, ნამუშევარი, საერთოდ, გადასაგდები თუ არ არის, სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს.

აი, ახლაც, წინამდებარე წერილის საბჭოური (თუ ასე თქმა უპრიანია) შესავლიდან გამომდინარე, ერუდირებული მკითხველი ადვილად მიხვდებოდა, რომ მიზანი რუსოფობიის წინააღმდეგ მიმართული სტატიის შექმნა იყო, მაგრამ უეცრად მსოფლიოში ისეთი რამ მოხდა, უკვე დაწერილმა აზრი თუ არ დაკარგა, დიდი შრომა დამჭირდება იმისთვის, რომ ადრინდელი ჩანაფიქრი, მომხდართან ერთ კონტექსტში თუ ვერა, მთლად უადგილო არ აღმოჩნდეს _ მენანება ძილ-ღვიძილის ფიქრებში გათენებული ღამეები. ვისაც ფიქრი საქმე არა ჰგონია, მაგრად ცდება.

ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? _ იკითხავს მოლოდინით დაღლილი მკითხველი.

კონსტანტინოპოლის აიასოფიას დიდებული ტაძარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

კვლავ, რადგანაც პირველად ასეთი რამ 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოხდა _ ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II- (ის ცხენზე ამხედრებული შეიჭრა დიდებულ ტაძარში) შერაცხა აია-სოფია მეჩეთად, რომელსაც მოგვიანებით 4 მინარეთი მიაშენეს, რომლებიდანაც მუეძინთა ყივილი ისმოდა, სანამ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1935 წელს, მუსტაფა ქემალ ათათურქის (ახალი თურქეთის მშენებელი და თურქეთში დღემდე შეუვალი ავტორიტეტი) ბრძანებით აია-სოფია მუზეუმად არ გამოცხადდა.

ერდოღანმა ამ ვოლუნტარისტული ნაბიჯით არა მხოლოდ, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა ყველა თურქისთვის სალოცავი ათათურქი, არამედ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ხელთათმანი ესროლა კულტურულ მსოფლიო საზოგადოებრიობას _ მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა საერო თუ სასულიერო მაღალი იერარქი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტისთვის არ მოეწოდებინა, არ გადაედგა ასეთი პროვოკაციული ნაბიჯი, მაგრამ ერდოღანმა მაინც თავისი გაიტანა.

თითქოს ამ მოცემულობას აღარაფერი ეშველება, მაგრამ გამახსენდა ივანე მრისხანესდროინდელი ნათქვამი: რუსეთი მესამე რომია, მეოთხე არ იქნება და იქვე გამიჩნდა იმედის მომცემი კითხვა _ თავხედი ერდოღანის გადაწყვეტილებით ხომ არ დაიწყო რუსეთის მრავალსაუკუნოვანი დევიზის რეალობად ქცევის პროცესი?

აქედან გამომდინარე კი გამახსენდა ღირსი მამა პაისი ათონელის (1924-1994) წინასწარმეტყველებანი თურქეთის მომავლის შესახებ. უფრო სწორად, წმინდა ბერმა პაისმა, რომელმაც სსრკ-ის დაშლის დრო ზუსტად იწინასწარმეტყველა, საჭიროდ ჩათვალა მე-18 საუკუნეში მოღვაწე მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმას თურქეთის მომავალზე წინასწარმეტყველებების კომენტირება, გნებავთ, ახსნა, რომელსაც საკუთარი წინასწარმეტყველებებიც დაურთო…

თავის დროზე ვინ რა თქვა, ამაზე საუბარი დიდ დროსა და საგაზეთო ფართობს წაიღებს, ამიტომ მათ წინასწარმეტყველებათაგან საკვანძო ციტატებს მოგაწვდით:

* “კონსტანტინოპოლს აიღებს ხალხი, რომელსაც ბერძნული ენა არ ეცოდინება, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება” (აქ რუსეთი რომ იგულისხმება, ვფიქრობ, ამის მიხვედრას ნოსტრადამუსობა არ სჭირდება);

* “ქალაქში იმდენი სისხლი დაიღვრება, მასში 3 წლის ხბოები იცურავებენ”;

* “კონსტანტინოპოლში იქნება სასტიკი ბრძოლა რუსებსა და ევროპელებს შორის”…

ბერი პაისი ხაზს უსვამდა, რომ კონსტანტინოპოლის გათავისუფლება მოხდება ბერძნების უშუალო მონაწილეობის გარეშე:

* “კონსტანტინოპოლს დავიბრუნებთ, მაგრამ არა ჩვენ. იმის გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდობის უმრავლესობა დაეცა, ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, თუმცა ღმერთი მოაწყობს ისე, რომ სხვები აიღებენ ქალაქს და მას ჩვენ გადმოგვცემენ”;

* “რუსები დაიპყრობენ თურქეთს, შედეგად თურქეთი გაქრება რუკიდან, რადგან 1/3 თურქებისა გაქრისტიანდება, 1/3 ბრძოლაში დაიხოცება, ხოლო დანარჩენი მესოპოტამიაში გადაიხვეწება”;

* თანამედროვე ათონელი ბერი გიორგი: რუსები დაბრუნდებიან თურქეთში, სადაც მოხდება ქურთების აჯანყება; ისინი საკუთარ სახელმწიფოს შექმნიან, შედეგად თურქეთი საბოლოოდ დაიშლება და შავი ზღვა რუსეთის გახდება”.

როდის მოხდება ეს ყოველივე? იოსებ ვატოპედსკის წინასწარმეტყველების მიხედვით, რომელიც ათონის მთაზე 2009 წელს გარდაიცვალა, თურქებს კონსტანტინოპოლის ფლობისთვის 6 საუკუნე აქვთ გამოყოფილი. შემდეგ კი რუსები დაუბრუნებენ კონსტანტინოპოლს ბერძნებს და დიდებულ აია-სოფიას ტაძარში კვლავ მართლმადიდებელ ქრისტიანთა გალობა გაისმება.

და თუ ასეა, თურქეთის დაშლამდე რაღა დარჩა? 2020 _ 1453 = 567, ანუ 6 საუკუნის ასრულებამდე, სულ რაღაც, 33 წელიწადი.

რა ვიცი, მავანმა ეს ნათქვამი შეიძლება სიბნელედ, ჩამორჩენილობად ჩამითვალოს, მაგრამ რა ვქნა, მე ზემოჩამოთვლილი წმინდანების წინასწარმეტყველებებისა უფრო მჯერა, ვიდრე უწმინდური ლევან ბერძენიშვილის, რომელიც თურმე ლექციებზე ჩვენს შვილებს ჩასჩიჩინებს _ რაღა დროს ღმერთია, ქრისტიანობა უკვე მოკვდაო.

წერილის ბოლოს კი _ სათაურში დასმული კითხვების შესახებ, რომლებიც სტატიის ლაიტმოტივად მქონდა ჩაფიქრებული. პატივი და მსოფლიო აღიარება არასოდეს აკლდა, ჩემი (არა მხოლოდ) აზრით, მსოფლიოს პირველ პოლიტიკოსსა და ყველაზე გავლენიან პიროვნებას, მაგრამ სათაურში დასმულმა კითხვებმა განსაკუთრებული აქტუალობა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და ამერიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე შეიძინა.

მაშ, ვის უყვარს ან ვინ სცემს პატივს ვლადიმერ პუტინს?

ვინ და უბრალო ამერიკელ-ევროპელები, რომლებიც, მრავალი წელია, ლიბერასტული უმცირესობის დიქტატურის პირობებში ცხოვრობენ. რუსეთის ახალი კონსტიტუციიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს (იქნებ უპრეცედენტოსაც) მუხლს შემოგთავაზებთ, დანარჩენზე კი შინაარსობრივად ვისაუბროთ. მაშ ასე, ციტატა: რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული ათასწლიანი ისტორიით, წინაპრების მოგონებებს ინარჩუნებს, ასევე მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას”, _ წერია დოკუმენტში.

ანუ ქვეყნის უპირველეს დოკუმენტში ღმერთია მოხსენიებული!

შემდეგ მოდის ისეთი “უმნიშვნელო” ცვლილებები, როგორიც არის ის, რომ ამიერიდან რუსეთის კანონონები უპირატესია სტრასბურგის, ბრიუსელის, ვენეციის კანონებზე და, აგრეთვე, ის, რომ რუსეთის ფედერაციაში ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის შესაძლებელი და არანაირი “მშობელი #1” და “მშობელი #2”.

უღმერთო ლიბერასტებისთვის სულერთია, კონსტიტუციაში ღმერთს ჩაწერ თუ სატანას. ისინი რუსეთის კანონმდებლობის პრიმატმა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების აკრძალვამ აღაშფოთა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძაღლი (დასავლეთი) ყეფს, ქარავანი (რუსეთი) კი მიდის

მსოფლიო საზოგადოებრიობა მიხვდა, რომ ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების ერთადერთი ძლიერი დამცველი დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმული რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია და ამიტომაც ეიმედება მისი უბრალო ხალხს. სწორედ ამიტომ სძულთ ლიბერასტ მაღალჩინოსნებს ვლადიმერ პუტინი.

რაც შეეხება ნატოს შიშს, დიახაც, ეშინია რუსეთის არმიისა და იარაღის, პირველ რიგში, ეშინია იმ რიგითი ჯარისკაცების, რომლებიც რუსულ სამხედრო ტექნიკას მართავენ, რადგან ნატოსა (წაიკითხე, აშშ) და რუსეთს შორის სერიოზული სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსი ვანიას თავგანწირვის უპირველესი მოტივი სამშობლოს სიყვარული იქნება, ხოლო ამერიკელი ჯონისთვის _ მწვანე დოლარების შარიშური.

დავით მხეიძე

P.S. საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ 13 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო და ორმხრივი ინტერესების საკითხებზე იმსჯელეს. ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ რეზონანსზე, რომელიც თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლის გამო. ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ ტაძარში შესვლა გარანტირებული იქნება ყველა მსურველისთვის, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამას გარდა, გარანტირებული იქნება ქრისტიანული სიწმინდეების დაცვა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთადერთი ქმედითი დამცველი რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტია, რომლის აზრსაც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მადიდებელმა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც თურქეთის ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიაში უბრწყინვალესი გამარჯვებისდიდგორის ველზე თურქსელჩუკთა განადგურების _ აღნიშვნა აუკრძალა, ახლაც შეირცხვინა თავი, როცა მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სიტყვაც კი ვერ შეჰბედაისტორიულ მეგობარს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here