მთავარი პოლიტიკა ვის და რატომ სურს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში?

ვის და რატომ სურს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში?

1733
გააზიარეთ
მიხეილ ჯანელიძე

ნატოს მორიგი სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 11-12 ივნისს უნდა გაიმართოს ბრიუსელში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც დასავლელ პატრონებთან შეუთანხმებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, განაგრძობს დასავლეთის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზაზე სვლას და კვლავ ცდილობს, მოსახლეობა ილუზორული დაპირებებით გამოკვებოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლის თაობაზე, თუმცასტრატეგიულმა მეგობარმაცოტა ხნის წინათ რიტორიკა შეცვალა და აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლაზე ალაპარაკდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ამა წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, საქართველოს ევროკავშირში შესვლას მოსახლეობის 60% უჭერს მხარს, ევრაზიული კავშირის წვრობას კი _ 29%. 2017 წლის მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რაოდენობამ კი 8%-ით მოიმატა.

მას შემდეგ, რაც ენ-დი-აის კვლევამ დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რაოდენობა მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, “სტრატეგიულმა პარტნიორებმა” ამერიკული გავლენიანი კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტ “ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის” ექსპერტ ლუკ კოფის პირით დაიწყეს ლაპარაკი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” გარეშე საქართველოს შესვლაზე, თანაც, ლუკ კოფის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სიხარულით მიიღებენ ნატოს წევრობის ამ კომპრომისულ ვარიანტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ”.

საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორის” ინტერესს ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა, რომელშიც საუბარი იყო აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გამართვაზე. სწორედ აფხაზებსა და ოსებთან, აგრეთვე, რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის გამართვამ შეაშფოთა საქართველოს “უპირველესი მეგობარი” და “სტრატეგიული პარტნიორი. კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურნენ ამერიკელი ექსპერტები და განაცხადეს, რომ პირდაპირი დიალოგის გამართვით ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე წარმოიქმნება.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში _ ჯონ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს. საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას”.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში _ კენეტ იალოვიცმა კი განაცხადა, რომ, პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად, თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმავოს. მისი აზრით, “ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების ნიშანია”.

ამერიკელიექსპერტებისდამოძღვრას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე უარი უნდა თქვას, უსწრებდა ამერიკელიმეგობრებისპროპაგანდისტული აქტი _ პოპულარულ ამერიკულ კინოსერიალ Madam Secretaryში აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად მოხსენიება (ამ კონკრეტულ სერიას, რიგით მე-14-, რომელსაც Refugee ჰქვია, პირდაპირ ეთერში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთხელ შეეცადა საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, როდესაც განაცხადა, რომ თითქოს “ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ნატოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი”.

“ზუსტად 10 წლის წინათ ბუქარესტის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მას შემდეგ საქართველო ვითარდება, საქართველო ასრულებს ყველა პირობას იმისთვის, რომ სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი, ეფუძნება, როგორც მოსახლეობის ნებას, ასევე საქართველოს ხელისუფლების ნებას. მოსახლეობამ, ბოლო არჩევნებში, როგორც საპარლამენტო, ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოხატა განწყობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ. ორივე არჩევნებში მოსახლეობის 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, რაც მოწმობს იმას, რომ ხალხის ნება, გახდეს საქართველო დასავლური ოჯახის წევრი, ურყევია. ჩვენ ამ ათი წლის განმავლობაში ვვითარდებოდით სხვადასხვა მიმართულებით, თავდაცვის სფეროში, დემოკრატიული თვალსაზრისით, ჩვენ, ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი წვლილი შეგვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცებაში, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში და მსოფლიოს სტაბილურ განვითარებაში. ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით ნატოს _ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი, რომელიც იღებს კონკრეტულ ზომებს იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ალიანსს და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მალე. ამ დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები და ორი პრიორიტეტიდან უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ საქართველოს წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში… ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ, საბოლოოდ, აუცილებლად გავხდებით ნატოს _ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს პარლამენტის დამოკიდებულება საკითხისადმი _ პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს”, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს ნატოს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე.

ამ მონოლოგში ირაკლი კობახიძემ სიმართლე თქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს წვლილი შეჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცებაში: ავღანეთში ნატოსა და აშშის .. სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას 32 ქართველი დაიღუპა, ერაყში _ 5 (2015 წლის მონაცემები). ქართველები მონაწილეობდნენ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. საერთოდ კი, ქართველი ჯარისკაცები, უკვე 19 წელია, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ და ქართველი სამხედროების კონტიგენტი რაოდენობით მხოლოდ ნატოს რამდენიმე წამყვან ქვეყანას თუ ჩამორჩება. ამჟამად მხოლოდ ავღანეთში 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.

რაც შეეხება “თანდათან დაახლოებას” _ ესთანდათან”, უკვე 2 ათეულ წელზე მეტია, გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარეს მხარი აუბა საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ:

ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან, როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება. ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირში, რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომლებსაც იღებენ ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ჩვენი პროგრესით, რეფორებითა და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია, გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდეც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით”, _ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

თუ ირაკლი კობახიძეთანდათან უახლოვდებანატოს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის აზრით, “არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან დააუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით (?! _ გ.გ.). “საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების” მიერ საჯაროდ გახმაურების ფონზე იმ იდეისა, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე შევიდეს, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების ფონზე, რომ საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ნატოსთან, საყურადღებოა საქართველოს “ისტორიული მეგობრის”, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ეს ის თურქეთია, რომელსაც მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთდასავლეთ მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხლი, სპერი (ტაოკლარჯეთი), სულ 12 ათას კვ.კმზე მეტი ფართობი; ეს ისისტორიული მეგობარია”, რომლის ხელისუფლებამაც შარშან საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, არ ეზეიმათ დიდგორზე დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვება, ხოლო თვითონ ამა წლის 7 მარტს ართვინსა და ბორჩხაში პომპეზურად აღნიშნეს ამ მიწებისქართველი ოკუპანტებისგანგათავისუფლების 97- წლისთავი.

რისთვის სჭირდება თურქეთს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში? _ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსია საქართველოში. დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს, კი საქართველო სჭირდება, როგორც ტერიტორია, პლაცდარმი, რომლიდანაც რუსეთს დაუპირისპირდება. არადა, 2021 წელს იწურება ვადა ყარსის ხელშეკრულებისა, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი. აღსანიშნავია, რომ, როდესაც საბჭოთა კავშირმა დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები თურქეთის მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად (ამაზე იყო ლაპარაკი 1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე) სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირე აშშმა შეუშალა ამას ხელი. ამერიკელი ისტორიკოსი ედუარდ მარკი წერს, რომ, სახელდობრ, თურქეთის გარშემო შექმნილმა კრიზისმა და საბჭოთა კავშირის მზადებამ თურქეთთან ომისთვის, აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები, შეემუშავებინა ატომური ომის გეგმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირს კი იმ მომენტში თავისი ატომური ბომბების გადამტანი საშუალებები არ ჰქონდა. ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ სსრკ-ის დასაშინებლად, რათა ომი არ დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ, ამერიკამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენა ატომური ბომბი და 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს მიწასთან გაასწორა იაპონიის ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი.

სხვათა შორის, ჩამონათვალში საბჭოთა კავშირის იმ ქალაქებისა, რომლებშიც მოგვიანებით ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ ამერიკელებს, თბილისიც შედიოდა…

შემდეგ, 1952 წელს, თურქეთი ნატოში მიიღეს, რაც მის მიმართ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების გამო მოხდა. იოსებ სტალინი კი იძულებული შეიქნა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე იმხანად უარი ეთქვა. 1953 წლის 30 მაისს, სტალინის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. ამით საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ, XX საუკუნის მეორე ნახევარში, მოახერხა, საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის პროვინციებში გადაასახლეს.

საქართველოს ამჟამინდელისტრატეგიული მოკავშირეებისდამსახურებაა, რომ საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი (12 ათას კვ.კმზე მეტი) დღესისტორიული მეგობრის” , თურქეთის, შემადგენლობაშია. აი, ასემეგობრულადმოქმედებდა ჩვენიისტორიული მეგობარითურქეთი, ასე მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახლა უკვესტრატეგიული მოკავშირეები” _ აშშ და დიდი ბრიტანეთი. “ხალხის რჩეულები” კი _ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოღონდ დასავლელი პატრონების მითითებები შეასრულონ და თბილი სკამები შეინარჩუნონ, მზად არიან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები დათმონ ნატოში შესვლის სანაცვლოდ.

ალექსანდრე ჭაჭია
ალექსანდრე ჭაჭია

სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია 2 ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ გაზეთასავალასავალშიგამოქვეყნებულ ვრცელ წერილში სათაურითსაქართველოს ბორცვებზე ფესის აჩრდილი ჩამოწვა” (ფესი ფუნჯიანი, წაკვეთილი კონუსის ფორმის თურქული ქუდია და მისი სახელი მომდინარეობს მაროკოში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქ ფესიდან _ .). ალექსანდრე ჭაჭია ქართველ საზოგადოებას ჯერ კიდევ შევარდნაძის გაგანია “მოქკავშირულ” ხანაში აფრთხილებდა იმ განსაცდელისა და საფრთხის შესახებ, რომელიც დღევანდელ საქართველოს უკვე წალეკვით ემუქრება.

აი ამონარიდები ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან, რომელიც მან 2015 წელს მისცა გაზეთ “ასავალ-დასავალს”:

 “დიახ, 20 წელი გავიდა იმ სტატიის გამოქვეყნებიდან.… ვწერდი, რომ შევარდნაძის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსით სვლა მიგვიყვანდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო დაკარგვამდე, მასობრივ ემიგრაციამდე, ქართველი ერის რაოდენობის შემცირებამდე, ქართველი საზოგადოების ზნეობრივ დეგრადაციამდე, ტრადიციულ სულიერ ფასეულობათა უარყოფამდე და თურქეთის მხრიდან მძლავრ ფინანსურეკონომიკურ ექსპანსიამდე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სხვა ქართული რეგიონების ბედს. ახლა უკვე თავად განსაჯეთ, რამდენად გამართლდა ეს სამწუხარო პროგნოზი

ვწერდი, რომ საქართველოდან რუსეთის წასვლა ნიშნავს თურქეთის მოსვლას. ამაზე, სხვათა შორის, დაუფარავად ლაპარაკობენ და წერენ თურქი პოლიტიკოსები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დღემდე განაგრძობს ბოდვას ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე. ქემალიზმის ეპოქა, როდესაც თურქეთში თურქული ნაცია ყალიბდებოდა და საერო ნაციონალური სახელმწიფო შენდებოდა, დასრულდა. დღეს პანთურქიზმის იდეებით შეიარაღებულმა მმართველმა თურქულმა ელიტამ მიზნად დაისახა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში დიადი თურანის აღდგენა (“ასავალ-დასავალი” #50 (1102), 2015 წლის 14-20 დეკემბერი).

* კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან, ოღონდ “საქართველო და მსოფლიოს” 2012 წლის მაისის ნომრიდან:

საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს, მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის გადალახვაც უკვე შეუძლებელი იქნება. ნატოს არასოდეს არსად გაუერთიანებია ტერიტორიები; პირიქით, სადაც კი შევიდა, ამას ყველგან მოჰყვა ქვეყნის რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაშლა. მინდა,შევახსენო მათ, ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ იმავე ერაყში, რომელიც ამერიკელებმატირანიისგან გაათავისუფლეს”, მათი ჯარების გაყვანის დღე სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული, ხოლო იაპონელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იაპონიის ისტორიაში ყველაზე ბედნიერი დღე ოკინავიდან ამერიკული ბაზის გაყვანის დღე იქნება. იცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული? _ თურქეთი და აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინათ რუსებმა გაყარეს. ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ეს იმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კი _ რუსეთის?.. ამერიკელები აქტიურად უწყობდნენ ხელს თურქეთის ფინანსურეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოში, რომლის შედეგადაც თურქებმა არა მხოლოდ მოიპოვეს გადამწყვეტი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ მთელ აჭარას დაეპატრონენ. როდესაც სააკაშვილმა ასლან აბაშიძის გაძევების შემდეგ განაცხადა, რომაჭარა დაიბრუნა”, საზოგადოების გაბრიყვებული ნაწილი აღფრთოვანებისგან ყიჟინას სცემდა და ამ ყიჟინის ფონზე სააკაშვილმა აჭარა დედაბუდიანად გადასცა თურქებს. საპასუხოდ თურქები მას ეპატიჟებოდნენ წითელი ლენტების გასაჭრელად, იმ ობიექტების გასახსნელად, რომლებიც მათ თავიანთთვის, კავკასიაში თურქეთის დამკვიდრებისთვის ააშენესამ დღეებში სააკაშვილმა ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ამით სერიოზული პრეცედენტი შექმნა. თუკი მომავალ წელს ათი ათასი თურქი, რომელმაც ასამდე ქართული სიტყვა იცის, გამოთქვამს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს, ხელისუფლებას აღარ ექნება მათთვის უარის თქმის საფუძველი. უარი თურქეთის მიერ განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი ,და შეიძლება ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღოსრუსეთსაქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსეთი დიდხანს აღარ დარჩება ასეთ გარანტად (საქართველოს უსაფრთხოების _ .). რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთმა რომც გაააქტიუროს თავისი კავკასიური პოლიტიკა და საქართველოს მხარდაჭერა გადაწყვიტოს, აჭარის შენარჩუნება, მგონი, მაინც აღარ გამოგვივა. იმხანად რუსეთი, ალბათ, ამერიკელების მსგავსად, თუ მთელ საქართველოზე არა, აჭარაზე ნამდვილად აღიარებს თურქეთის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში, აჭარისთვის რუსეთი მეტს აღარ იომებს, ამიტომ ძალიან მაშინებს რელიგიურ ნიადაგზე შეხლაშემოხლა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენთან ასე გახშირდა. ასეთი დაპირისპირებები, განსაკუთრებით აჭარაში, შეიძლება თურქეთის აგრესიის პირდაპირი საბაბი გახდეს”.

დღეს, როდესაც აშკარაა მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოს გავლენა საქართველოზე და არავისთვისაა დასამალი, რომ თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი, ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს, გაიზომოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ თურქეთმა, ნატოს წევრმა სახელმწიფომ, ტერიტორიული პრეტენზია წაუყენა ნატოს წევრ მეორე ქვეყანას _ საბერძნეთს (?).

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმიას კუნძულები (საბერძნეთის შემადგენლობაშია, მაგრამ თურქეთი ამ კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს), მათი ტერიტორიული წყლები და საჰაერო სივრცე თურქეთის ტერიტორიაა. სადავო კუნძულებზე თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა, ათწლეულებია, გრძელდება, პიკს კი 1996 წელს მიაღწია.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ოქროს მარაგი გაიტანა აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან. თურქეთი აშშის სარეზერვო სისტემაში 28,689 ტონა ოქროს ინახავდა. უცხოეთიდან თავისი ოქროს მარაგი თურქულმა კერძო ბანკებმაც გაიტანეს. ისინი თურქეთის პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურნენ. თურქული მედიის ცნობით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, 220 ტონა ოქრო დაბრუნდა.

1 COMMENT

  1. ნატოს თუ სურს ჩვენი ინტეგრაცია ნატოში- აი ეს არის საკითხავი!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: რომანოზი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here