მთავარი პოლიტიკა ვის ბანაკში იქნება საქართველო _ მარად შეშფოთებული, უღმერთო შტატების თუ ერთმორწმუნე, აღმავლობის...

ვის ბანაკში იქნება საქართველო _ მარად შეშფოთებული, უღმერთო შტატების თუ ერთმორწმუნე, აღმავლობის გზაზე მდგარი რუსეთის?

4459
გააზიარეთ
ვის ბანაკში იქნება საქართველო _ მარად შეშფოთებული, უღმერთო შტატების თუ ერთმორწმუნე, აღმავლობის გზაზე მდგარი რუსეთის?

გაზეთის წინა ნომერში თქვენი მონამორჩილის მიერ ვრცელი სათაურით (“ცხვრის ტყავში გახვეული ტურა, ვაზელინის დეფიციტი და ჰეი, ვოვა, როდის გაიყვან საქართველოდან ჯარს?!”) გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს მკითხველს შევპირდი, რომ ჩემი მომდევნო წერილი, სავარაუდოდ, იმის შესახებ იქნებოდა, რაზეც ზემოთ ხსენებულ სტატიაში თითქმის არაფერი თქმულა.

ხსენებული სტატიის ვრცელი სათაურიდან გამომდინარე მკითხველს არ გაუჭირდება, გაიხსენოს ის, რომ თქვენი მონა-მორჩილის წერილის ღერძი (თუ ასე ითქმის) იყო ფარჩაკი “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ფარჩაკი, რადგან, აგერ მერვე წელიწადია, ვერ მოახერხა (თუ არ მოახერხა?) სააკაშვილბოკერიების კრიმინალური ბანდის დასჯა; ისეთი კრიმინალურ-სადისტურ-ფაშისტური ხელისუფლების, რომ მათ მიმართ გამოძიების ჩატარება კი არა, ე.წ. უდანაშაულობის პრეზუმფციაც არ უნდა არსებობდეს, ისე ცხადია და, რომ იტყვიან, ზედაპირზე დევს მათი “საქმენი საგმირონი” _ 300 ათასი მხოლოდ პრობაციონერი ჰყავდა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს და, აქედან გამომდინარე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მოწმეების პოვნა რა პრობლემაა?! რომ არაფერი ვთქვათ გიგა ბოკერიაზე, რომელიც პირადად აწამებდა სულხან მოლაშვილს და, ჩემი წყაროს მტკიცებით (როგორც თვითმხილველი), თვითონ ხვრეტდა ე.წ. ციხის ბუნტის დროს უმწეო პატიმრებს. ეს ის ბოკერიაა, რომელსაც ე.წ. ევროპული საქართველოს ლიდერის მანტია მოუსხამს და ამ ანტიქრისტე სატანის ასეთივე მრწამსის ძმაბიჭები ბრიუსელ-სტრასბურგ-ვაშინგტონიდან სულში გვაფურთხებენ ქართველებს, _ მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარებაო…

ან რა შეიძლება ითქვას ე.წ. არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც მესამე ხელისუფლებასაც ეძახიან?

.. არასამთავრობო სექტორი _ ეს ის ხალხია, რომელიც სამი მაიმუნის ( მიძარუ, კიკაძარუ, ივაძარუ) იაპონურ სკულპტურას ჰგავს სახელწოდებითვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და არაფერს ვიტყვი”. აი, ასე მაიმუნობდა ნაციონალების ზეობის ჟამს კაპიტან გიგაურის თამადობით არასამთავრობო სექტორი და ანალოგიურად მაიმუნობს ქოცების ფარჩაკობის ჟამს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ეს ის ნინო ლომჯარიაა, რომელსაც გააფთრებით “დაეჯახა” იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. აღსანიშნავია, რომ “ოცნების” პარლამენტმა ტრადიციულ-მართლმადიდებლური ღირებულებების დამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს (8 შვილის მამას), ხატოვნად თუ ვიტყვით, თავზე გადაახია მისი სახალხო დამცველად დანიშვნის მომხრეთა 70-ათასიანი სია და ომბუდსმენად ლგბტ-პედერასტების დამცველი ნინო ლომჯარია დანიშნა.

ძირითადად, სწორედ ზემოხსენებული ასო-ების (არასამთავრობო სექტორი), ე.წ. მესამე ხელისუფლების უშუალო “რუდუნებითა” და ძალისხმევით მოხდა სამეგრელოში კასრებში შენახული საშინელი კადრების განადგურება, თანაც ცინიკური “არგუმენტით”: საზოგადოების ნერვებს გავუფრთხილდეთო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვიღაც ლაწირაკმა ლიბერასტმა ნახა და გადაწყვიტა, რომ მისი ნანახის საზოგადოებისთვის ჩვენება არ შეიძლება.

ვატყობ, ზემოთქმული, ნებსით თუ უნებლიეთ, ნელ-ნელა წინა, ვრცელსათაურიანი სტატიის გარჩევას ემსგავსება, რასაც კავშირი აქვს წინამდებარე წერილის არანაკლებად ვრცელ სათაურთან _ ნაწილობრივ, ალბათ, ასეც არის, მაგრამ რა ვქნა? ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა. მოვლენებით გადატვირთულ ინფორმაციულ ერაში 7 დღე არც ისე ცოტა დროა…

ამიტომ, სანამ წინამდებარე წერილის მთავარ თემაზე გადავალ, ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმედ ერთსაც ვიტყვი: ქოცების უუნარობა, ღორობა, ფარჩაკობა და სხვა მრავალი შეცდომადანაშაული და პირიქით _ ნაცების ერთობა, მძლავრი ლობი ევროპაამერიკაში, პლუს ნაცების სასარგებლოდ თვალყურახელილიასოები _ ამ ყველაფრის ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ ევროპარლამენტსა თუ ევროსაბჭოდან, აშშის კონგრესმენსენატორთაგან ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, ისმის ქოცების კრიტიკა ბოკერიასააკაშვილის სასარგებლოდ და, თუმაგრად ვიტყვით”, ეს არის პირდაპირი გზავნილი _ ბიძინა ივანიშვილო, წადი!

ამასობაში რუსეთში ისეთი კარდინალური, პოლიტიკურ-ეკონომიკური, ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის ძვრები მოხდა, რომ, არათუ ციცქნა საქართველოზე, სრულიად მსოფლიოზე იქონიებს გავლენას _ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ მიმართვაში ფედერალური კრების მიმართ მრავალი საყურადღებო განცხადება გააკეთა. მაგალითად (ციტირების გარეშე): ჩემი 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ვცდილობდი, რუსეთის თავდაცვის ისეთი დონისთვის მიმეღწია, რომ ვერავის გაებედა ჩვენთვის გარედან ისეთი “რჩევების” მოცემა, როგორ უნდა ვიცხოვრო შინ, რაც არათუ შევასრულეთ, მეტიც _ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად მსოფლიოში ვერაფერი გადაწყდება. ამ განცხადებამ, მიუხედავად ეკონომიკური გაჭირვებისა, უბრალო რუს ხალხში ისედაც მარადიულად ანთებული პატრიოტიზმის გრძნობა კიდევ უფრო მეტად გააღვივა…

რუსეთში კონსტიტუციურ ნორმად დაკანონდა, რომ ხელფასი და პენსია .. საარსებო მინიმუმზე ნაკლები ვეღარ იქნება; ორმაგი მოქალაქეობის მქონე (ან ოდესმე მქონე) პირი ვეღარ გახდება გუბერნატორი _ სწორედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბერეზოვსკებმა, ხადარკოვსკებმა, აბრამოვიჩებმა გაძარცვეს 1990-იანებში და ახლაც ძარცვავენ ნედლეულით მდიდარ რუსეთს. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ დემოგრაფიას, განათლებას და ა.შ. ყველას და ყველაფერს რა ჩამოთვლის და ამიტომ ყურადღებას გავამახვილებ, ჩემი აზრით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე:

ვლადიმერ პუტინი არ აპირებს კონსტიტუციის დარღვევას და კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობას. ის, უბრალოდ, უშიშროების საბჭოდან, რომლის თავმჯდომარეც არის, გააგრძელებს უზარმაზარი იმპერიის ერთპიროვნულად მართვას.

ეს ყველაფერი, რომ იტყვიან, სპრინტერული რეჟიმით განხორციელდა _ თუ არ ვცდები, რუსეთის ისტორიაში პირველად, მთელი შემადგენლობით გადადგა მინისტრთა კაბინეტი და ახალ პრემიერად მყისვე დაინიშნა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი (ისევე, როგორც თავის დროზე პუტინი) მიხეილ მიშუსტინი, რომელმაც 2 დღეში ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი ახალგაზრდა (!) კადრებით. მინისტრთა პორტფელები შეინარჩუნეს ე.წ. ძალოვანებმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან პრეზიდენტს.

რუსეთის მთავარი პრობლემა ხომ ამ უზარმაზარი იმპერიის მმართველი ბიუროკრატია იყო და აქ რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის, მიერ ჯერ შს მინისტრად და შემდგომ პრემიერმინისტრად არზევებულ პეტრე სტოლიპინს გავიხსენებ:

პეტრე სტოლიპინი რუსეთის პრემიერმინისტრად 1906 წელს დაინიშნა. 1911 წლამდე, მის მკვლელობამდე, ბევრი წარმატებული ეკონომიკური რეფორმა გაატარა, ძირითადად, აგრარულ სექტორში. მან დაუკანონა გლეხობას კერძო საკუთრებად მიწა. სწრაფად ვითარდებოდა მძიმე თუ მსუბუქი მრწველობა. რუსეთი იყო ხორბლის ექსპორტიორი (სხვათა შორის, დღესაც ასეა) პირველი ქვეყანა. იმ პერიოდის რუსეთის ეკონომიკა ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ეკონომიკის სიძლიერით მსოფლიოში მე-3 თუ მე-4 ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება პირველიც კი გამხდარიყო. ალექსანდრე III-ის ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, რუსეთს მხოლოდ 2 მოკავშირე ჰყავს _ საკუთარი არმია და ფლოტი, ამ “დუეტს” მესამეს _ ეკონომიკასაც თუ დავუმატებთ, რუსეთის იმპერია მართლაც უძლეველი იქნებოდა.

ეს პერსპექტივა, რა თქმა უნდა, აშფოთებდა რუსეთის შინაურ თუ გარეშე მტრებს და წარმატებების ავტორი პეტრე სტოლიპინი კიევის თეატრში ანტრაქტისას სამეფო ოჯახის თვალწინ პისტოლეტიდან 2 გასროლით მოკლეს. რუსეთს არც ახლა აკლია შინაური თუ გარეშე მტერი და იმედია, ქვეყნის ახლანდელი პრემიერი სტოლიპინის ბედს მხოლოდ ეკონომიკის წარმატების კუთხით გაიზიარებს!

ახლა ვითომ, რაო? _ ნატოსკენ მორბენალ ქვეყანას ფეხებზე არ ჰკიდია რუსეთის ეკონომიკის წარმატებაწარუმატებლობა? მაგრამ, ჯერ ერთი, რუსეთი ისე მომძლავრდა სამხედრო კუთხით, რომ პუტინმა ამას წინათ ისრაელიდან (სადაც გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს) გაეროს შემქმნელ, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს 1945 წლის იალტის კონფერენციის მსგავსი შეხვედრა შესთავაზა და, თუ ეს მოხდა, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება დაიწყება გავლენის სფეროს კუთხით. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, ვის ბანაკში იქნება საქართველო _ მარად შეშფოთებული, უღმერთო შტატების თუ ერთმორწმუნე, აშკარად პოლიტიკურეკონომიკური აღმავლობის გზაზე მდგარი რუსეთის, რომელსაც ქართველები ფიზიკურ არსებობას, ქართულ ენაზე ლაპარაკს უნდა ვუმადლოდეთ

არ იქნება რუსეთი _ არ იქნება მათლმადიდებლობა! არ იქნება მართლმადიდებლობა _ არ იქნება საქართველო!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

5 COMMENTS

  1. უღმერთოზეე… დასტურ, ხოლო აღმავლობის გზაზეოო…… ცოტა ხომ არ გადააჭარბა ავტორმა?
    სად ხედავს ავტორი არმავლობას რუსეთში? კონსტიტუციის ცვლილება რომ დააანონსეს?
    აი რომ მიიღებენ, და შემგომ გადახედავენ პოლიტიკას ჩვენს მიმართ…. მერე შეიძლება ვიფიქრო რომ ერთმორწმუნეობამ შედეგი გამოიღო. მანამდე კი ყველა ჩვენი მტერია.
    ჩვენს ირგვლივ არსებული ოთხივე სახელმწიფო-ჩვენი მტერია!

  2. რუსეთს ნამდვილად არასდროს არ ვემადლიერები იმის გამო რომ ვითომ მაგენი რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენც არ ვიქნებოდით და ვითომ მაგათმა როგადაგვარჩინეს და ვითომ მაგათი წყალობით რო ვარსებობთ და ვსაუბრობთ ქართულად.. შემთხვევით ავტორო თქვენ ხომ არ გემადლიეროთ რო დღეს ისევ ქართველები ვართ და ისევ საქარველო რომ არსებობს

  3. 1 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბერეზოვსკებმა, ხადარკოვსკებმა, აბრამოვიჩებმა გაძარცვეს 1990-იანებში და ახლაც ძარცვავენ ნედლეულით მდიდარ რუსეთს.-დღევანდელი “მოქმედი ოლიგარქების” 100% უცხოეთის მოქალაქეა, ან უკიდურეს შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობა აქვს, აბრამოვიჩი პუტინმა დანიშნა აღმოსავლეთის ერთ-ერთი პროვინციიის გუბერნატორად(მაშნაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა),. და ახლაც არ აკლებენ ხელს დღევანდელი ოლიგარქები რუსეთის ძარცვას/კარგსაც შვებიან 🙂 /
    2 მუშუსტინმა 2დღეში ჩამოაყალიბა მთავრობა :)))) , რომელშიც იგივე კორუპციაში ჩაფლული ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები არიან….. და საერთოდ რაც მეტი კორუპცია და ბეზპრედელი იქნება პუტინისტანში, მით უკეთესი ჩვენთვის

  4. დიდი მადლობა ბატონო დავით! როგორც ყოველთვის ზუსტი ანალიზია!!! ვისაც არ ესმის, ან არ უნდა რომ გაიგოს, ის შეგნებული მტერია.

  5. “როგადაგვარჩინეს;არმავლობას;2დღეში;დააანონსეს!!!
    მხეიძეების შთამომავალს რომ აქვს ნაფიქრი საქართველოსთვის!
    ასეთი მოქართულეები ნამდვილად ჭკუას არ უნდა ასწავლიდენ!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here