მთავარი პოლიტიკა ვის ამზადებს “ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარედ

ვის ამზადებს “ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარედ

1515
გააზიარეთ
ვის ამზადებს “ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარედ

პასუხისმგებლობას (პირში) ვიღებ!” _ ბლოგის ეს სათაური, არც მეტი არც ნაკლები, ბექა დავითულიანს ეკუთვნის. გაგიკვირდებათ, _ რატომ არც მეტი, არ ნაკლებიო, რადგან მკითხველის უდიდეს ნაწილს ეს სახელი და გვარი, ალბათ, არაფერს ეუბნება, მაგრამ, “საქართველო და მსოფლიოსინფორმაციით, ამ ადამიანსქართული ოცნებასაკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ამზადებს. დიახ, ეს ახალგაზრდა კაცი, როგორც მიხვდით, “ქართული ოცნებისახალი სახე და საარჩევნო სიის მეორე ნომერია. ბექა დავითულიანის მარგალიტებზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი იმ ბიოგრაფიულ შტრიხებს გაგაცნობთ, რომლებიც მის შესახებ ინტერნეტში იძებნება

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერი ბექა დავითულიანი ბლოგერია, ჟურნალ “ლიბერალში” სტატიებს აქვეყნებდა, მუშაობდა დავით უსუფაშვილის მრჩევლად პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2013 წლიდან კი მთავრობის ადმინისტრაციაში _ სამმართველოს უფროსად, მანამდე იურიდიულ სფეროში საქმიანობდა.

შეგახსენებთ ბექა დავითულიანის კურიოზს პირდაპირ ეთერში, როდესაც მან კანდიდატების წარდგენისას თავისი გუნდის წევრის, საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის გვარი ვერ გაიხსენა და ვახტანგ შაქარიშვილს სთხოვა, გვარი შეეხსენებინა, შემდეგ კი ამაზე თვითონვე გაეცინა. მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს _ ერთი გუნდის წევრები ერთმანეთის გვარებს თუ ვერ იმახსოვრებენ, ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებებს დაიმახოვრებენ ოთხი წლის განმავლობაში?! ამ რიტორიკულ კითხვაზე შევარდნაძის ცნობილი ფრაზა გამახსენდა: “მანამდე არ აგიდგეთ გვერდები!”

ახლა კი გაგაცნობთ ამონარიდებს დავითულიანის ბლოგიდან პასუხისმგებლობას (პირში) ვიღებ!”

“ქართული ოცნების” ახალი სახე სიტყვა პასუხისმგებლობის ახსნას ასე ცდილობს: “გაჭირდებოდა იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის სიტყვა პასუხისმგებლობა. მგონია, რომ ეს არის საკუთარი თავის, ღმერთის ან სხვა ადამიანების წინაშე აღებული ვალდებულება, რომლის მასშტაბიც განსაზღვრავს შენს მნიშვნელობას და, მისი ვერშესრულების შემთხვევაში, განიცდი პიროვნულ რღვევას, როგორც სხვის თვალში, ასევე საკუთარ თავშიც. აქ დევს ბევრი ადამიანური შიშის გასაღები და ხშირად სწორედ ამის გამო ვეტრფით ბავშვობას, როგორც უპასუხისმგებლობისა და უმანკოების სიმბოლოს. “მე პატარა კაცი ვარ”, _ ვამბობთ ფარისევლური თავმდაბლობით და ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ხან საზოგადოებას ვტენით, ხან ღმერთს და ხანაც მთავრობას. ამ სამიდან ორი, წესით, ძღვენზე უარს ამბობს, აი, მესამე კი სიხარულით იღებს საჩუქარს. მას მოსწონს უპასუხისმგებლო მოქალაქე, რადგან, რაც უფრო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, უმნიშვნელოა ის, მით უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ხდება თვითონ. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სხვისი წილი ვალდებულებების ტვირთვა, ხელისუფალის მდგომარეობას ამსუბუქებს. საწყის ეტაპზევე ის ორ რამეს ხვდება _ ერთი, რომ ამდენი ადამიანის საკეთებელს თვითონ ვერ გააკეთებს, და მეორე, რომ ამის კეთება, სინამდვილეში, საჭირო არც არის. არ არის საჭირო, დღე და ღამე გაასწორო, ნერვიულობით გაგიჟდე, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანო და ., უბრალოდ, გამოდი და თქვი, რომ ასე იქცევი, რომ პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებ. ვინ რას მოგთხოვს, ვიღას ახსოვს, რა მოიაზრება ამ სიტყვის ქვეშ?!”

საინტერესოა, ახლაც ასე ფიქრობს “ოცნების” სიის მეორე ნომერი? ახლა, როდესაც ამომრჩეველს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, რას ფიქრობს, ნეტავ? არ არის საჭირო დღე და ღამე გაასწორო, ნერვიულობით გაგიჟდე, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანოთუფარისევლური თავმდაბლობით ფიქრობს, რომ “ის პატარა კაცია” და შეეცდება, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ხან საზოგადოებას შეტენოს, ხან ღმერთს და ხან მთავრობას?!

ბექა დავითულიანი 2016 წლის მარტის ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ “ლიბერალში” გამოქვეყნებულ ბლოგში “ტერორიზმი, როგორც პოეზია” წერს: ტერორიზმი, ერთი მხრივ, უმწეო, არსებულ სისტემაში ვერრეალიზებული, განდევნილი ადამიანების პროტესტია; მეორე მხრივ კი, პოეზია, რადგან არაფერია იმაზე უფრო პოეტური, ვიდრე სასოწარკვეთილი ადამიანის თავგანწირვა, არამატერიალურის სახელით გალაშქრება გაბატონებულ, უსულო სისტემაზე. ეს ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაა. ცინიკური ცივილიზაციის მიერ არმიღებული, გამხეცებული ადამიანის სასოწარკვეთა”. კარგია, რომ დავითულიანი არსებულ ვითარებაში რეალიზებული ადამიანია, მაგრამ საკრებულოში არ იგრძნოს თავი უმწეო და განდევნილ ადამიანად, ცივ ნიავს ნუ მიაკარებთ ამ ახალგაზრდას, რომ შემთხვევით, როგორც თვითონ წერს, ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაარ მოხდეს ქალაქის მთავრობაში.

დავითულიანის მიერ 2013 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული ბლოგი საშობაო ეპისტოლე ასევე კარგად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” ახალი “სახის” შინაგან მეს.

“…ეკლესიაში შევედი. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდი, ვერ ვეგუები, როდესაც ეკლესია სიმყუდროვეს კარგავს, მიჭირს არეულობაში ღმერთის დაჭერა. ერთი სანთელი ავანთე, მამაზეციერს ბოდიში მოვუხადე მრავალპროფილიანი ცოდვებისთვის, რამდენიმე თხოვნაც დავუტოვე საშინაო დავალებად და გამოვედი… გეზი რესპუბლიკის მოედნისკენ ავიღე. ოპერის შენობასთან მიახლოვებისას უცნაური განცდა დამეუფლა, აი, ისეთი ომის, მიწისძვრის ან რაიმე ამგვარი კატასტროფის წინ რომ მეწვევა ხოლმე. ცოტა ხანში მოედანიც გამოჩნდა და მივხვდი, ეს განცდა საიდან მოვიდა…

უამრავი ხალხი იყო შეკრებილი (ბევრი ხალხი ჩემში მიტინგთან ასოცირდება, მიტინგი კი სწორედ მიწისძვრისმაგვარ განცდას მაძლევს, ოღონდ უფრო უცნაურს, იმედიანს), ალილოს მსვლელობისთვის ემზადებოდნენ. ორგანიზატორები მანქანის ძარებიდან მიკროფონებითა და რუპორებით ბრძანებებს გასცემდნენ. ხმის გამაძლერებლებიდან მოდიოდა და ერთმანეთში ირეოდა საგალობლების ჰანგები. იქვე სოფელ მეტეხიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი სამი უღელი კამეჩი ვიღაცის შემოწირულ ვაშლს ცოხნიდა. მოკლედ, იყო არეულობითა და სიხარულით გამოწვეული დიდი ზეიმი. ზღვასავით აზვირთებული ხალხის შუაგულში კერპებივით იდგნენ დეკორატიული ლომი, აქლემი და ჟირაფი. გამახსენდა, ერთ-ერთი შობის წინ, როდესაც მეც ვიყავი ჩართული ალილოს მსვლელობის ორგანიზებაში, სასულიერო პირებს კამათი ჰქონდათ, ღირდა თუ არა თოჯინების გამოყენებით ამ რელიგიური ღონისძიების თეატრალიზება. მაშინ გადაწყდა, რომ არ ღირდა, რათა კათოლიკურ ზეიმს არ დამსგავსებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მამებმა ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლეს… ამის გააზრება ვერც კი მოვასწარი, რომ მანქანის ფანჯრიდან თათიას ამპარტავნულ-ნიშნისმოგებითი ხმა შემომესმა:

_ აქ რას აკეთებ, ბექა?

ეს სწორედ ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელიც ჩემს სიმყრალით სავსე ფსიქიკურ ჭურჭელში ვეღარ ჩავტიე.

_ რას ვაკეთებ და ძაღლს ვასეირნებ, ვერ ხედავ, შენი დედა მოვან,!? თუ შენგან ავიღო კურთხევა, ძაღლის ქუჩაში გამოყვანაზე, პარკეტზე, რომ არ მომიას? შენი პედაგოგიურდიდაქტიკური ტონი მოვან მე. ყოველ დილას ამ ძაღლს, აი აქ, სწორედ ასე ვასეირნებ. დღეს კი თქვენ გაჩნდით საიდანღაც და ამირიეთ ცხოვრების ტემპი. ჰოდა, ახლა ან სათითაოდ გამოექანეთ და მაგ ტემპში დამახტით აგერ, ან კიდევ როგორც შეიკრიბეთ ისე დაიშალეთ და დაახვიეთ აქედან. ძაღლის გასეირნება მაცადეთ, ისედაც იმდენი ხართ, მთელი დღეა, მოსაფსმელი ადგილი ვერ იპოვა, არადა, ჯერ ლეკვია, არ მინდა, თქვენს გამო შარდის ბუშტი გაეწელოს. მე ჩემი მოგახსენეთ, ახლა კი გთხოვთ, გზიდან გამეცალოთ ნო ქალავ! _ ასე დავემშვიდობე ჩემს სტუდენტობის დროინდელ ნაცნობს და უკვე შეცვლილი მარშრუტით, ალ. ჭავჭავაძის ქუჩისაკენ გავემართე”.

აი ასეთი უშვერი სიტყვებით მიმართვას ბექა დავითულიანი მეალილოე თათიას, რომელმაც, ალბათ, შენიშვნა მისცა, საზეიმოდ შეკრებილ მორწმუნეებთან ძაღლს რატომ აშარდვინებო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის, კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მტრული დამოკიდებულება კარგად ჩანს ბექა დავითულიანის წერილში, რომელიც 2013 წლის 19 მაისს, თბილისში ლგბტ პირების მიერ აღლუმის ჩატარების მცდელობიდან 2 დღის შემდეგ, გამოაქვეყნა სათაურით დამარცხებული ურჩხულები”.

აი ამონარიდები:

შეუძლებელია, რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის როლი არ დაინახო. აქამდე, მსგავსი ინციდენტების დროს, ვცდილობდი, არასწორი ქმედებები კონკრეტული სასულიერო პირებისათვის მიმეწერა, მაგრამ ჰომოფობიის გამპროტესტებელთა მიმართ დაგეგმილმა კამპანიამ ამის საშუალება მომისპო, იძულებული გამხადა, გადამეხედა ჩემი შეხედულებებისთვის და მკვეთრად დამეფიქსირებინა პოზიცია. ჩემი პოზიცია კი შემდეგია _ დარბევაში მონაწილე სასულიერო პირთა რაოდენობიდან, საქციელიდან და რანგიდან, ასევე პატრიარქის 16 მაისს გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ვეღარ ჩავთვლი, რომ იმბართლომეს ღამეში”, რომელიც დღისით მზისით მოეწყო რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირები და მათი უსიტყვო მორჩილებას მიჩვეული მრევლია დამნაშავე. ეს დარბევა, ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ნებით და ხელშეწყობით მოხდა და თავის მოტყუება არაფერში გვარგებს. სხვა საკითხია, თუ რაში დასჭირდა ეკლესიას ამ ბარბაროსული აქტის მხარდაჭერა და რამ გამოიწვია, რომ ინკვიზიციას გადარჩენილი, ქვეყნის წინაშე მართლაც დაუფასებელი ღვაწლის მქონე ინსტიტუტი ასეთ დღეში აღმოჩნდა

მიჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესია, წინა ხელისუფლებაში ძალადობას და ჰუმანურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი არა, კონკურენტებს ებრძოდა, რათა საზოგადოებრივპოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა გაეზარდა. ბრძოლისას (რა დროსაც ორივე მხარე იღებდა გარკვეულ ხარკს ერთმანეთისთვის, რათა არსებული, მათთვის ხელსაყრელი თამაშის წესები არ დაერღვიათ) არც ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. პირიქით, ასეთ ადამიანებს მეტასტაზებად აღიქვამდნენ და მუდმივად მათ მარგინალიზებას ცდილობდნენ, რადგან ამ ორი ინსტიტუტის მიერ წარმოებულ ინტელექტუალურ პროდუქტს ერთი და იმავე ტიპის მომხმარებელი ჰყავდა და ამ მომხმარებელთა გემოვნების ზრდის შემთხვევაში პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოუწევდათ, რისი უნარი და სურვილიც, სამწუხაროდ, იმ ეტაპზე არც ერთ მათგანს არ გააჩნდა. შესაბამისად, ორივე “ბაზრის” ჩაკეტვისა და ძალადობრივი მეთოდებით მართვის მომხრეები იყო. ერთის ხერხემალი პოლიცია იყო, მეორის კი _ ფუნდამენტალისტური შეხედულებები; ერთს კანონის მიღებასა და სათავისოდ გამოყენებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს კი _ მორალის განმარტებასა და საკუთარ თავზე მორგებაზე. შინაარსობრივად, ზუსტად ერთი და იმავე მეთოდებით მართავდნენ, გარეგნულადაც კი დაემსგავსნენ ერთმანეთს. ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ, ერთნაირი პატივისცემით სარგებლობდნენ, ერთნაირად ვერ იტანდნენ კრიტიკას, დაახლოებით ერთი ლოგიკით ამართლებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის შეუსაბამო ფუფუნებაში ცხოვრებას, ერთნაირი კატეგორიულობით დევნიდნენ განსხვავებულ აზრს, ორივე ითხოვდა ბიზნესისგან შემოწირულობებს, ერთს თუ კანონდარღვევის პატიებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს _ ცოდვის პატიებაზე და .. მოკლედ, ორივე მომხმარებლური თვალსაზრისით უდგებოდა ხალხს და არც ერთ მათგანს არ აწყობდა კითხვა _ რატომ?.. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ზონდერი მღვდლებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა…”

აი ასე! ბექა დავითულიანი, “ქართული ოცნებისახალისახე”, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასმას უპირებენ, პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და კათოლიკოსპატრიარქს 2013 წლის 17 მაისსდარბევისორგანიზებაში, პარალელს ავლებს სასულიერო პირებსა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და ამბობს, რომსაქართველოს ეკლესია წინა ხელისუფლებაში ძალადობასა და ჰუმანურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი არა, კონკურენტებს ებრძოდა, რათა საზოგადოებრივპოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა გაეზარდა”, ანუ, ბექა მინდიაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ცოცხების წართმევას და დასაკუთრებას ცდილობდა საზოგადოებაზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად

2012 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წიგნის დაწერას აპირებს.

ვფიქრობ, წიგნი ყველასთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან მისი მთავარი თემაა, თუ ვინ არის ადამიანი და რა უდევს მის თითოეულ ქმედებას საფუძვლად. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ჩემი ნაშრომი, ვინაიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული ადამიანის რაობა და მისი ყოფა”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

ამ ბრძენ კაცს, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს “ადამიანის რაობასთან დაკავშირებით” ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა და ფილოსოფოსობას უწუნებდა, ერთხელ გულდასმით რომ წაეკითხა ნიცშეს შემოქმედება ან თუნდაც “ქართული ოცნების” საარეჩევნო სიის პირველი ათეული, ალბათ, საზოგადოებისთვისაც აჯობებდა და მისთვისაც…

ნიკა გელაშვილი

2 COMMENTS

  1. ბექა გავიცანი ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას, ასეთი გამო… ქლიავი ული კაცი იშვიათად შეხვედრია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here