მთავარი პოლიტიკა ვისი ბრალია ყოველივე _ მამუკასი თუ სილიბისტროსი?

ვისი ბრალია ყოველივე _ მამუკასი თუ სილიბისტროსი?

1244
გააზიარეთ
მამუკა ბახტაძე

რაო, პედერასტებმა აღლუმი უნდა გამართონ თბილისშიო? ვინა თქვა ეგ? გავააღლუმებ მე მაგ პედარასტებს! აბა, გაბედონ გამოჭაჭანება, მაგათ მოვუტნავ კეთილებს! მეტი არ მინდა, ერთი გეი სადმე მაინც დავინახო, ჩემი ხელით ავახევ სახეს!” _ განაცხადა ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა (სახელი და გვარი მამუკა ბახტაძე იქნება თუ სილიბისტრო ჩიბურდანიძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს). მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

საუბარია მამუკა ბახტაძის (თუმცა ვიმეორებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს და თუნდაც საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრი სილიბისტრო ჩიბურდანიძე იყოს, იმავეს ვიტყოდი) “სკანდალურ” გამოსვლაზე ევროსაბჭოში, სადაც მას კითხვა დაუსვეს საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში, ლგბტ თემის მიერ ჩაფიქრებული აქცია-აღლუმის შესახებ, რომელიც 17 მაისს ან კიდევ 18 ივნისს უნდა გაიმართოს…

მამუკა ბახტაძის პასუხი ქართულმა მედიამ და ქართველმა ე.წ. პატრიოტებმა ნამეტანი “გაასკანდალურეს”. აქაოდა, ნახეთ, ეს რა თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმაო?! ეს როგორ გაბედაო! კი მაგრამ, მაინტერესებს, რას ელოდით? პრემიერმინისტრი იმას იტყოდა, რაც ამ სტატის დასაწყისში დავწერე?

არა, მამუკა ბახტაძის (თუნდაც სილიბისტრო ჩიბურდანიძის) და, საზოგადოდ, ნებისმიერი მთავრობის დამცველებისგან ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაპირებ, უბრალოდ, იმ ადამიანების აზროვნების სტილი მიანტერესებს, რომლებსაც უკვირთ ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის ასეთი გამოსვლები და, რაც ყველაზე უცნაურია, ყოველ ასეთ გამოსვლას კონკრეტული პიროვნების “სახელს არქმევენ”, ანუ მხოლოდ ამ პიროვნებას უკავშირებენ და არა მთლიანად ხელისუფლების მიერ საჯაროდ გამოხატულ საგარეო კურსს.

სადღაც წავიკითხე სოციალურ ქსელში: “ამ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადააყენოს ბახტაძე ასეთი განცხადების გამო!” ჯერ ერთი, რომელმა “მთავრობამ” უნდა გადააყენოს ბახტაძე? როგორც ჩანს, ბევრს ავიწყდება, რომ იგი ქვეყნის პირველი პირია და ოფიციალურად ვერავინ მოხსნის. ერთდერთი შანსი მისი საკუთარი ნებით გადადგომა ან საპარლამენტო იმპიჩმენტია. ეს კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ან მითითებით თუ მოხდება, თორემ სხვა შანსი, უბრალოდ, არ არსებობს!

და მეორეც _ დავუშვათ, მიუთითა, სთხოვა, მოსთხოვა ბიძინამ ბახტაძეს გადადგომა, მერე? როგორ გგონიათ, მის ადგილზე დანიშნული ვინმე სხვა ევროსაბჭოს სხდომაზე სხვა რამეს იტყვის? ვთქვათ, წავიდა მამუკა ბახტაძე და მოვიდა სილიბისტრო ჩიბურდანიძე _ ის გამოვა ევროსაბჭოს სხდომაზე და იტყვის იმას, რაც ამ სტატიის პირველ აბზაცში წერია?

მინდა, კარგად გავიაზროთ ყველამ, რის თქმასაც ვცდილობ: ქართველ საზოგადოებას აშკარად სჭირს გარკვეული “პიროვნული დიფერენციაციები” და ჰგონია, რომ ამა თუ იმ პიროვნების გადაყენებით ან ვისიმე სადმე მიყვანით, რამე შეიცვლება.

“დანიშნეთ კახი კახიშვილი პრემიერმინისტრად!” _ გულით ითხოვს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი და დარწმუნებულია, რომ კახი კახიშვილი, თუკი ქვეყნის პირველი პირი გახდება, იმწამს გაზის კამერებში შეყრის ჰომოსექსუალებს, ხოლო ევროსაბჭოს განუცხადებს: “წადით, თქვენი სულელი დედაც მოვ…ან და თქვენი ეგ ფსევდოევროპული ფასეულობები გაირჭვეთ ერთ ადგილასო!”

რატომ ვამახვილებ ამ თემაზე ყურადღებას? იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ქართველი საზოგადოების სწორედ ასეთ ჩამოუყალიბებელ, არასწორ, პიროვნებებზე ორიენტირებულ აზროვნებაშია ჩვენი ძირითადი პრობლემა. ჩვენს ქვეყანას შეიძლება მხოლოდ მაშინ ეშველოს, როდესაც მოსახლეობა, ანუ ამომრჩეველი შეიგნებს, რომ არჩევნებზე ის ხმას აძლევს არა კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გაცხადებული აქვს თავისი საგარეო ორიენტირები, ფასეულობები და ამ ძალის ნებისმიერი რანგისა და დონის წარმომადგენელი ზუსტად იმას იტყვის ყველა მაღალი, საშუალო თუ დაბალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რასაც ამ პოლიტიკური ძალისგან მოითხოვენ სწორედ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მხარდაჭერამაც განაპირობა კიდეც ამ კონკრეტული ძალის მოსვლა ქვეყნის სათავეში.

მარტივია _ “ჩვენ ვირჩევთ ევროპას!” ლოზუნგით მოქმედებს დღეს საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალაც და “მთავარი ოპოზიციური ძალაც”. სხვათა შორის, “არამთავარი” ოპოზიციური ძალებიც დიდად ვერ ბედავენ, “ძირითად ევროპულ ხაზს” გადაუხვიონ. მაშასადამე, ჩვენ ვირჩევთ ევროპას.

და რას ირჩევს ევროპა? ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ევროპის ძირითადი დეკლარირებული, ანუ ხმამაღლა გაცხადებული არჩევანი არის მულტიკულტურიზმი.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მულტიკულტურიზმი”, “ტოლერანტობა”, “უმცირესობების პატივისცემადა ასეთ ტერმინები ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, უბრალოდ, სიტყვები ჰგონია და ყურიდან ყურში ატარებს. “ევროპული განვითარებითმოხიბლულები ხმას აძლევენევროპაზე ორიენტირებულპოლიტიკურ ძალებს (ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც) და მერე გავეშებულები აპროტესტებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოტომელების, ჰომოსექსუალების, სექტანტების ბოგინს

უკაცრავად, პატივცემულებო, თქვენ რა გგონიათ, ის ევროპელები პარიზში, ბერლინში, მადრიდსა და სხვა თავიანთ ქალქებში თუკი “აგულავებენ” უცხოტომელებს, აფრიკელ და აზიელ მიგრანტებს, მამათმავლებს და სექტანტებს, მაინცდამაინც თბილისში არ გავიგონოთ და დავინახოთ თქვენი ჭაჭანებაო, ეტყვიან? თუ რას ფიქრობთ?

იმის არ იყოს, აგერ ახლა, ევროპის ქალაქებში საპროტესტო აქციები რომ ეწყობა, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ევროპაში საქართველოს “უსაფრთხო ქვეყნის” იმიჯს უკეთებს და ამით ემიგრირებულ ქართველებს დიდ პრობლემებს უქმნისო.

არა ერთი გაბრაზებული და განაწყენებული ადამიანის კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელში: “აი, ეგეც თქვენი სალომე ზურაბიშვილი! ნეტა, გაემრაჯვათ გრიგოლ ვაშაძეს და ნაცებს”.

ამ ადამიანებს მართლა ჰგონიათ, ვაშაძეს რომ გაემარჯვა, ის ევროპელებს ეტყოდა: არა, კაცო, რა უსაფრთხო ქვეყანა, საქართველო ერთი გაპარტახებული, უღარიბესი, საფრთხეებიანი და საზიზღარი ქვეყანაა და დაიტოვეთ მანდ ეგ ქართველი მიგრანტები, თორემ, აქ რომ დაბრუნდნენ, ზოგს სიცივით დავხოცავთ და ზოგს შიმშილითო?

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: ადამიანების საკმაო ნაწილი ვერ ხვდება ამ პრობლემების გლობალურობას და ისინი ხან ზურაბიშვილზე, ხან ვაშაძეზე, ხან ბახტაძეზე და ხანაც ვინმე სხვაზე აქვსმიბმული”.

ამ ადამიანებს შეუძლიათ 3 დღის განმავლობაში იზეიმონ და ცეკვა-სიმღერა გამართონ იმის აღსანიშნავად, რომ “საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდა”, ანუ ხელი მოავაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და მეოთხე დღეს უკვე გააპროტესტონ საქართველოს “უსაფრთხო ქვეყნობა” და ქართველების დეპორტაცია ევროპიდან, თანაც ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს სწორედ იმ შალახონაცეკვი ასოცირების ხელშეკრულების შედეგია და პიროვნულად აქ არც სალომეა არაფერ შუაში, არც გრიშა და არც სილიბისტრო.

რა, გრიგოლ ვაშაძე ასოცირების ხელშეკრულებას გააუქმებდა თუ როგორ გგონიათ?

საბოლოოდ, რა მინდა და რა მიზანი აქვს ამ სტატიის დაწერასა და გამოქვეყნებას? მიზანი ელემენტარულია _ ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ არჩევანი ასეთია: ან უნდა მკვეთრად შევცვალოთ საგარეო კურსი და მხარი დავუჭიროთ სხვა მიმართების პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალებს და ვეცადოთ სხვა საგარეო ვექტორით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ან კიდევ, თუკი ასეთი აღტყინებით ვირჩევთძალა ევროპაშია”- ლოზუნგით მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და ხელისუფლებად ისინი გვისხედან დაოპოზიციობასაცმათვე ვაკისრებთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმასაც, რა გზითაც მიდის ევროპა _ აღმოსავლელი მიგრანტების გაბატონებას, სექსუალური თუ კიდევ სხვა სახის უმცირესობების ბოგინს დაანტიდისკრიმინაციულკანონებს.

და არ უნდა “მივაბათ” ეს ყველაფერი მამუკა ბახტაძეს, სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, რომან გოცირიძეს ან თუნდაც იმ კაცს, “დროშა ვერ დაკიდენო”, რომ ჭყაოდა, ან ვინმე სხვას.

თუკი ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა არ მოგვეწონა, ბახტაძის გადადგომა და იმპიჩმენტი კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ მთლიანად ხელისუფლების შეცვლა უნდა ვცადოთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ე.წ. ოპოზიციამ ვერ უნდა ისარგებლოს ხელისუფალებაში მოსაბრუნებლად.

ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო განგიმარტავთ: “ნაცები” და “ქოცები” ეს ერთი და იმავე გლობალური, დიდი ძალის “შვილები” არიან, რომლებსაც ქვეყნის შიგნით მართვასა და მოწესრიგების მეთოდებზე შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა შეხედულება და სხვადასხვა სტილით ამჯობინებდნენ სახელმწიფოს მართვას, მაგრამ “გარეთ” ისინი “ტყუპები” არიან და მათი საგარეო პოლიტიკური ვექტორები მილიმეტრებშიც კი არ სცილდება ერთმანეთს!

ამიტომ, სალომე იქნება თუ ჟუჟუნა, გრიშა იქნება თუ უშანგა, ამით არაფერი შეიცვლება.

და, თუკი არ გვაქვს იმის ერთი ადგილი, რომ “ესენი” გავუშვათ ისე, რომ “ისინი” არ მოვუშვათ, მაშინ ის მაინც ვქნათ, რომ ევრისაბჭოში ჩვენი პრემიერმინისტრის გამოსვლა განვიხილოთ გლობალურად _ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი ოპოზიციის საერთო აზრად და ნუ დავიყვანთ ამ ყველაფერს ერთ პიროვნებაზე _ მამუკა ბახტაძე იქნება ის თუ სილიბისტრო ჩიბურდანიძე.

ის მაინც გავაკეთოთ, რომ საზოგადოება, ხალხი სწორ და უფრო ფართო ანალიტიკურ აზროვნებას მივაჩვიოთ, ვინძლო, როდესაც გარკვეული ვითარება შეიქმნება, საზოგადოება მენტალობითა და აზროვნებით უკვე მზად იყოს ამ ხელსაყრელი ვითარების ეფექტიანად გამოსაყენებლად და ამ ქვეყნის როგორმე გადასარჩენად.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. გინება არ არის საჭირო, მაგრამ იმის თქმა, რომ თურმე გეიაღლუმების მოწინააღმდეგეები, ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი და სამღვდელოება ექსტრემისტები და მარგინალები ვართ რა აუცილებელი იყო? თუ მაინცდამაინც შიშით კანკალებს იმ საეჭვო წარმომავლობის ქალბატონის იწნაშე და თან იმ დროს, როდესაც რამდენიმე ქვეყნის პრემიერმინისტრი აშკარად ეროვნულ საქმეებს აკეთებს და ამის გამო არც არავინ დევნის მათ, შეეძლო ადამიანურად მოქცეულიყო და პრიმიტიული ლაქიასავით საკუთარი მოსახელობა არ დაებეზღებინა. ის მაინც ეთქვა, რომ მისი მოსახლეობა მზად არ არის მსგავსი აღლუმებისთვის და ჯობდა მომავლისთვის გადაედოთ. და ეს სტატია ძალიან სუსტი მცედოლბაა მისთვის ნამუსის გამოსაწმენდად! ჩვეულებრივი ლაქიაა!

    • მსგავსი არაფერი უთქვამს მაგ კაცს იქ და ყველა შტერის აგორებულ ტალღას ნუ ჰყვებით თან ასეთი ბრძნული ტონით, ტეხავს ელემენტარულად. ამ სტატიაში რაც წერია მაგის გამგები არაა კიდე შენი ტვინი და წადი რა სხვაგან აკომენტარე.

  2. გინება აუცილებელიაო არავის უთქვამს. თუ არ იცით “გროტესკი” რას ნიშნავს თქვენი პრობლემაა. აქ ზოგადი ტემნდენციაა განხილული და არა კონკრეტულად მამუკა ბახტაძე მაგრამ ამის მიხვედრას ტვინი უნდა. ისე კი, რაღაცა რომ მოგხვდებათ ხოლმე ძალიან მწარედ და თქვენს რეგვნობაზე მიგანიშნებთ – ასე ნუ ახვანტალდებით ხოლმე. სასაცილო ხართ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here