Home სხვადასხვა დაიჯესტი ვირუსი ვერ გაუძლებს: პანდემია ძალას მალე დაკარგავს

ვირუსი ვერ გაუძლებს: პანდემია ძალას მალე დაკარგავს

2191
ვირუსი ვერ გაუძლებს: პანდემია ძალას მალე დაკარგავს

მერილენდელი მეცნიერები გვირჩევენ, კორონავირუსის შემაკავებელი ღონისძიებების შემუშავებისას მხედველობაში ვიქონიოთ ამინდის პროგნოზები. მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს, რომ COVID-19-ის ყველაზე დიდმა ეპიდემიებმა მოიცვა ის ქვეყნები, რომლებიც განლაგებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ვიწრო განედურ ზონაში, რომლებიც შემოსაზღვრულია 30- და 50- პარალელებით. აქ შედის იტალია, ესპანეთი, ირანი, აშშ, სამხრეთ კორეა და, რა თქმა უნდა, ჩინეთი, სადაც აღრიცხულია კორონათი ინფიცირებულთა უდიდესი რაოდენობა.

ამაზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ვირუსისთვის ყველაზე კომფორტულია გარკვეულ კლიმატურ პირობებში გავრცელება. ეს არის: ტემპერატურა +5-დან +11 გრადუსამდე და ტენიანობა 47-დან 79 პროცენტამდე.

ამავე აზრზე დგანან ჩინელი მეცნიერებიც. პათოგენისთვის ყველაზე საუკეთესო ტემპერატურად ისინი +8,7 გრადუსს ასახელებენ. თუ ქუჩაში გაცილებით უფრო თბილა, დაავადების გამომწვევი ვირუსი, მათი აზრით, იწყებს კვდომას.

იტალიასა და ისრაელს აერთიანებს არა მხოლოდ ვირუსისთვის კომფორტულ ზონაში ყოფნა, ორივე ქვეყანა ერთნაირად მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია. ორი კვირის წინათ აპენინებზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა, ისრაელში კი ავადმყოფთა რაოდენობამ მხოლოდ 500-ს მიაღწია.

ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაც ვირუსმა ქვეყნის სხვა პროვინციებში დაიწყო გავრცელება, თებერვლის განმავლობაში და მარტის პირველ დეკადაში საშუალო ტემპერატურა რჩებოდა +6-+9 გრადუსის ფარგლებში. თელ-ავივში კი ზამთარი, სულ ცოტა, ორ-სამჯერ უფრო თბილი იყო.

სამხრეთ კორეაში COVID-19 თავიდანვე კონტროლს დაუქვემდებარეს. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად რამდენიმე ასეული იყო, ახლა ათეულებია. და აი დამთხვევა: სამხრეთ კორეაში დაიწყო სუბტროპიკებიდან თბილი მასების შეჭრა. დღისით სეულში 15 გრადუსამდე გათბა.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთში შეიძლება შენელდეს დაავადების გავრცელების ტემპი.

ტემპერატურული ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი რამ, რაც ყველა კლიმატურ ზონაში მოქმედებს _ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული გაზაფხული დაიწყო. მაისისთვის მზის გამოსხივების ნაკადი ორჯერ გაიზრდება. “ეს ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც ატმოსფეროში შედის, ჰაერს უფრო ეფექტიანად გააუვნებლებს. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სწორია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მას კლავს, როგორც ყველაფერს ამ მზისქვეშეთში. მას, როგორც პრიმიტიულ ორგანიზმს, ულტრაიისფერთან გამკლავება უჭირს, თანაც, არა ორგანიზმს, არამედ პრიმიტიულ მოლეკულურ კონსტრუქციას.

მეორეც _ “გაზაფხულზე ყველაფერი გამოცოცხლებას იწყებს. ძლიერდება იმუნიტეტიც, ხალისდება ადამიანი. დასნებოვნება მცირდება”, _ ასკვნის მოლეკულარული გენეტიკის სპეციალისტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი კოვანი, მაგრამ მხოლოდ ამინდის იმედად დარჩენა არსებულ ვითარებაში არ შეიძლება. კორონავირუსის წინააღმდეგ იარაღია ავადმყოფთა იზოლაცია და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here