მთავარი პოლიტიკა ვინ ჩაუტეხა ბიძინას შუშა და როგორ ადამიანებს აფასებს ივანიშვილი?

ვინ ჩაუტეხა ბიძინას შუშა და როგორ ადამიანებს აფასებს ივანიშვილი?

2010
გააზიარეთ
ვინ ჩაუტეხა ბიძინას შუშა და როგორ ადამიანებს აფასებს ივანიშვილი?

ერთი ქართული კინოფილმის ერთერთ ეპიზოდში, სკოლაში საკლასო ოთახში შემოსულ მასწავლებელს ფანჯრის შუშა ხვდება ჩამსხვრეული. მასწავლებელი ცდილობს, გაარკვიოს, ვინ ჩატეხა შუშა. კლასი დუმს. ერთი მატრაკვეცა კი, მასწავლებელს რომეტენება”, წამოდგება და ამბობს: “მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა შუშა!” და ხელს თანაკლასელისკენ იშვერს. აი, ამ ეპიზოდს მაგონებსქართული ოცნებისდღევანდელი მდგომარეობა, მით უმეტეს, რომდამნაშავე მოსწავლისსახელიც ემთხვევა. სამწუხაროდ, ფილმში მასწავლებელს რა ჰქვია, არ მახსოვს, თორემ ბიძინა რომ ერქვას, ყველაფერი ზუსტი იქნებოდა.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის “იქ არყოფნის” პერიოდში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც “მამა და მარჩენალი” პოლიტიკიდან ოფიციალურად წასული იყო, ვიღაცამ მოზრდილი ქვები დაუშინა სოლოლაკის შუშის სასახლის ფასადს _ “ქართული ოცნების” ერთიანობის სიმბოლოს. აკი, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის ერთადერთი “ნათელი წერტილი”, რომელიც ამ სრულიად გაურკვეველი ადამიანების კონგლომერატს პოლიტიკურ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებად” აერთიანებს.

ჰოდა, იმ მატრაკვეცა კლასელისა არ იყოს, დღეს ირაკლი კობახიძე ბიძინას პირდაპირ უთითებს, რომ ეკა ბესელიამ “ჩატეხა შუშა”.

სხვათა შორის, ისიც სათქმელია, რომ ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად ირგებს “შებერტყილი მასწავლებლის” როლს. მან ძალიანაც კარგად იცის, ვინ რა “ჩატეხა” და ვინ როგორ მოიქცა. უბრალოდ, სურს, რომ ეს “მოსწავლეების” პირით შეიტყოს, თანაც ამით დიაგნოზსაც სვამს, რომელი მოსწავლეა ყველაზე მეტად მოწადინებული, მას ემლიქვნელოს. რაც შეეხება ეკა ბესელიასა და მისი, ასე ვთქვათ, “ქვეგუნდის” წევრებს, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე გამოეყვნენ “ოცნების” “მთავარ ჯგუფს”, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაერთიანებაა, რომელმაც დააგვიანა “შინაგანი ხმის ძახილს” აყოლა და 6-წლიანი უმოქმედობის შემდეგ დაიწყო სამართლიანობისთვის ბრძოლა. არა, ცოდვას ვერ ვიტყვით და, ეკა ბესელიაც, გედევან ფოფხაძეცა და ზოგიერთი მათი მიმდევარი ამ 6 წლის განმავლობაში სიტყვიერად კი გამოხატავდნენ ხოლმე უკმაყოფილებას “კოაბიტაციის” ცალკეული გამოვლინებების მიმართ, მაგრამ საქმიანი მათგან არაფერი გვახსოვს ამ მიმართულებით.

აბა, გავიხსენოთ: “ოცნების” რღვევა ახლა და თანაც ბესელია-ფოფხაძის დემარშით არ დაწყებულა. ეს, უბრალოდ, ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი ამბავია, თორემ, თუ კარგად გავაანალიზებთ, აქამდე “ოცნება” საზოგადოებისთვის გაცილებით საყვარელმა და პატივსაცემმა ადამიანებმა დატოვეს, ვიდრე ეკა ბესელია ან გედევან ფოფხაძეა. ვერავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ თამაზ მეჭიაურს გაცილებით დიდი მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა ხალხში. იგივე შეიძლება ითქვას დავით ჭიჭინაძეზე. ამავე კატეგორიაში შეიძლება შევიყვანოთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის ფაქტიც… მოკლედ, უკვე კარგა ხანია, შემჩნეულია, რომქართული ოცნებისრიგებს სწორედ ის ადამიანები ტოვებენ, რომლებსაც ხალხში უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე იქ დარჩენილებს. შეიძლება ასეც ვთქვათ: ბიძინა ივანიშვილი ჩვეული სიჯიუტით იშორებს თავიდან და გუნდიდანაც იმ ადამიანებს, რომელთა ხარჯზეც ხელისუფლებაში მოვიდა და დღემდე, ავად თუ კარგად, ინარჩუნებს ამ ხელისუფლებას; ხოლო გვერდით და გუნდში იტოვებს სწორედ იმ ადამიანებს, რომელბიც საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

ასეთ პირობებში ჩვენგან უადგილო არ იქნება კითხვის დასმა: რატომ აქამდე არაფერი მოიმოქმედეს ბესელიამ და კომპანიამ, რათაქართული ოცნებაასე სამარცხვინოდ არჩამოშლილიყო”?

მეტიც, რატომ გვპასუხობდნენ ხოლმე აგრესიით იმ ადამიანებს, რომლებიც იმთავითვე ვამბობდით, რომ ასეთი უზნეო მეთოდებით მართვა და ასეთი არასწორი “სამართალი” “ქართულ ოცნებას” სამარცხვინო და კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანდა?

ყველივე ეს ჯერ კიდევ 2013 წელს ითქვა, თუმცა განსაკუთრებით მინდა გავიხსენო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც “ქართული ოცნების” ე.წ. გამსვლელი სიის ნახვისთანავე მეც და კიდევ არაერთმა ჩემნაირმა პირდაპირ ვთქვით და დავწერეთ, რომ ისეთი პერსონების შეყვანა გამსვლელ საპარლამენტო სიაში, როგორებიც არიან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, სოფო კილაძე, თამარ ხულორდავა და კიდევ სხვა უამრავი, “ქართულ ოცნებას” ძალიან ცუდ დასასრულს უქადდა. ვინმემ შეიძლება თქვას _ რა იცოდით, წინასწარმეტყველები ხომ არ იყავითო? საქმეც ეგაა, პატივცემულნო, რომ არავითარი წინასწარმეტყველება, ნათელხილვა და მოგვობა ამას არ სჭირდება. ყოველი მოვლენა დედამიწაზე ლოგიკის გარკვეულ ჯაჭვს ემორჩილება და მარტივი აქსიომების გაანალიზებით ნათელი ხდება, რა დასაწყისს რა დასასრული შეიძლება ჰქონდეს.

“ქართული ოცნების” 2016 წლის მოდიფიკაციის სიის ფიგურანტებიდან უმეტესობა, სულ ცოტა, არაფერს აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო ნაწილი სულაც მხარს უჭერდა მათ. აბა, მითხარით, ასეთი პერსონებით გავსებულმა პარლამენტმა შეიძლება სიკეთე მოუტანოს ან ქვეყანას, ან თუნდაც იმავე პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრებიც ისინი არიან?

ადამიანები, რომლებიც სრულიად მშვიდად, ნერვის აუტოკებლად ადევნებდნენ თვალს 2008-2102 წლების მოვლენებს, განსაკუთრებით კი 2011-2012 წლების ვნებათაღელვებს, ისხდნენ მშვიდად შინ ან უცხოეთის კურორტებზე ირუჯებოდნენ და დიდად არ ღელავდნენ, დამარცხდებოდა თუ არა სააკაშვილის მანიაკების გუნდი საქართველოში _ შეიძლება რაიმე ადამიანური გააკეთონ ცხოვრებაში?

მათი ერთდერთი მიზანი არის ასე მოდური და ყბადაღებული სიტყვა “წარმატება”! მათთვის მთავარია, “წარმატებულ” ადამიანებად იგრძნონ თავი, ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება, გავლენა, თანამდებობა და სულაც არ აინტერესებთ, რომელი და როგორი ხელისუფლების პირობებში მიაღწევენ ამას.

2012 წელს მიშასა და ნაცებს რომ გაემარჯვათ, ეს ადამიანები შეეცდებოდნენ, მათთან აეწყოთ კარიერა და ყოფილიყვნენწარმატებულები”. რადგანოცნებამდა ბიძინამ გაიმარჯვეს, “ოცნებასადა ბიძინას მიეტმასნენ და გახდნენწარმატებულები”. აი, ესაა ასეთი ადამიანების ცხოვრების კრედო და ასეთ ადამიანებს რატომღაც განსაკუთრებით აფასებს ბიძინა ივანიშვილი.

ნუ შემეკამათებით! კი, ბატონო, როდესაც ამას ვამბობდი ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩემს სიტყვებში გარკვეული ეჭვის შეტანის უფლება გქონდათ, მაგრამ ახლა 2019 წელია და 7 წლის განმავლობაში დაგროვილი უტყუარი ფაქტების ფონზე თქვენგან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევა “მილიარდერის გაპრავების” უბადრუკ მცდელობად გამოჩნდება მხოლოდ.

რაც შეეხება ბესელია-ფოფხაძესა და სხვებს, მათ მინდა, ვკითხო: არ ფიქრობთ, რომ ყოველივე ეს ლოგიკურია და, თუ 2103 წელს არა, 2016 წელს მაინც რომ გაგეწიათ რეალური წინააღმდეგობა საპარლამენტო სიაში ზარდიაშვილმდინარაძეხულორდავაკილაძეების ჩასმისთვის, ახლა ასეთ დღეში არ იქნებოდით?

ხომ არ აქვს ქართველ საზოგადოებას საფუძველი, იფიქროს, რომ ჩვენში “სამართლიანობის განცდა” მხოლოდ მაშინ შემოუტევთ ხოლმე პოლიტიკურ მოღვაწეებს, როდესაც მათ შეეხებათ “გუნდისა და ბელადისგან გაწირვის” მსახვრალი ხელი? როდესაც სხვა არის განწირული, მაშინ ჩუმად არიან ან, უბრალოდ, “ნამუსის გულისთვის” იტყვიან ერთ-ორ არაფრის მაქნის სიტყვას?

გავიხსენოთ, თუნდაც ყოფილი რესპუბლიკელი ცოლ-ქმარი _ თინათინ და დავით ხიდაშელებიან უსუფაშვილები, როგორც გნებავთ.

როდესაც “ოცნებაში” წამყვანი პოზიციები ეკავათ, ცოლი მინისტრი იყო, ქმარი _ პარლამენტის თავმჯდომარე. ისინი “კოაბიტაციის” გულმხურვალე დამცველებად გვევლინებოდნენ. ყველაზე ცნობილი “გამპრავებელი” ფრაზები ხომ სწორედ ამ ცოლ-ქმარს ეკუთვნის _ კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა” (თინა ხიდაშელი). “ნაციონალური მოძრაობისშენარჩუნება მთავარ ოპოზიციურ ძალად ქართული დემოკრატიის უპირველესი ამოცანაა!” (დავით უსუფაშვილი). მაგრამ, როგორც კი ისინი “დააცურეს” და “მთავარმა მილიარდერმა” გუნდიდანაც მოიშორა რესპუბლიკელები, თინასაც და დავითსაც უმალ გაახსენდათ სამართლიანობის განცდა და ძველი თანამებრძოლები. დავით უსუფაშვილმა, 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია მთლიანად “კოაბიტაციის” გმობასა და “ძველი თანამებრძლების დაუფასებლობაზე” ააგო. სხვათა შორის, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” სენი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი “რკინის ლედი” ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2007 წლის მოვლენებისას გაიძახოდა: დღეს ქართული სახელმწიფო შედგაო და პარლამენტის ფოიეში მოშიმშილე მოპროტესტე დეპუტატებისთვის თბილი პლედების წართმევის ბრძანებებსაც გასცემდა. ხოლო, როდესაც 2008 წელს მორიგი საპარლამენტრო არჩევნების დროს მიშამ გამსვლელ სიებთან დაკავშირებული მისი ამბიციები არ დააკმაყოფილა და გუნდიდანაც სამარცხვინოდ მოიშორა, ნინო ბურჯანაძე უცებ გადაიქცა “სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლად” და მაშინვე გაახსენდა, რომ მიშას რეჟიმი დიქტატურული და კაცთმოძულე ყოფილა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” _ დანაშაულებრივი ორგანიზაცია.

აბა, დაუკვირდით, რას პასუხობენ დღეს ოპონენტები ეკა ბესელიას: შენი გუნდიდან მოშორება კარგა ხნის წინათ იყო გადაწყვეტილი, უბრალოდ, ახლა, რომ მიხვდი, თავიდან გიშორებდნენ, საკუთარი თავისგან სამართლიანობისთვის მებრძოლის დახატვა გსურს, სინამდვილეში მოსამართლეების სია არაფერ შუაშია, შენ პირადი ამბიციები გაწუხებსო. მითხარით, ეკა ბესელიასაც, გედი ფოფხაძესაც და სხვებსაც, გადამწყვეტი, მართლაც ვაჟკაცური და დროულად სამართლიანი ნაბიჯები რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გადაედგათ და მაშინ გამიჯნოდნენ ზარდიაშვილ-მდინარაძეებს ასე პრინციპულად, განა დღეს ექნებოდა მათთვის ვინმეს რამე წამოსაძახებელი? ნამდვილად არა! ახლა კი კობახიძის ეს არგუმენტები ბესელიას წინააღმდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, დიახაც, დამაჯერებელი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცამდე მართალი და სამართლიანია.

აბა, დავფიქრდეთ: ეს ხომ არ არის ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა? ანუ სანამ პირადად არ შეგვეხება რამე, მანამდე “ზოგადი სამართლიოანობა” სულ ფეხებზე გვკიდია. მინდა ვიკითხო: რა, განა 2016 წელს არ იცოდით, ქალბატონო ეკა ბესელიავ, ვინ იყვნენ ზარდიაშვილები, მდინარაძეები და სხვები? და, თუკი მაშინ არ გაწუხებდათ ის, რომ 4 წელიწადი ასეთიცუდი ტიპებისგვერდით უნდა მჯდარიყავით პარლამენტში დაერთი გუნდიგრქმეოდათ, ახლა რატომ გაგახსენდათ ეს ყველაფერი?

ან, ვინც ვამბობდით, რომ უზნეობაა ასეთი ადამიანების შეყვანა პარლამენტში და მათ გვერდით მშვიდად ჯდომა, რატომ გვეუბნებოდით, რომ “დაბოღმილები”, “შურიანები” და “ჩასაფრებულები” ვართ? ცუდ საძირკველზე დაშენებული ნაგებობა არასოდეს გამოვა კარგი! ეს აქსიომაა და არ მჯერა, რომ არ იცით.

და თუ არ მეთანხმებით და მიგაჩნიათ, რომ 4 წელი ცუდი წარსულის ადამიანების გვერდით ჯდომა და მათთან ერთად “ერთ გუნდში” ყოფნა არ არის უზნეობა, მაშინ ერთი ქართული კინოფილმის გმირისა არ იყოს, “გეკითხებით და მიპასუხეთ: რატომ მოსწყდით მთავარ ჯგუფს?!”

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ყველამ ყველაფერი იცის კარგათ ვინ რას სუნთქავს და არა ერთი გაუშვა ქართველმა ხალხმა ნაძირალა მართველი გუნდები მოუსვლელში! ეხლა ამ ქალაჩუნა და უნამუსო მთავრობის დღეებია დათვლილი!! ყველა ლუკმა რომელიც დღეს საქართველოში ხალხს აკლია,მალე თქვენს ოჯახებს დააკლდებათ და მერე ხალხი მიგიშვებთ მთაწმინდაზე და გამოექანეთ დოინჯით!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here