Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ შეკაზმავს ცხენს და ვინ შეკმაზავს ლობიოს?

ვინ შეკაზმავს ცხენს და ვინ შეკმაზავს ლობიოს?

3027
ვინ შეკაზმავს ცხენს და ვინ შეკმაზავს ლობიოს?

ეს აბსტრაქტულაბსურდული სათაური ზუსტად ასახავს იმ უაბსურდულეს სიტუაციას, რომელიც დღეს საქართველოში (ალბათ, მსოფლიოშიც) არის გამეფებული ამ კუთხით. კერძოდ, საუბარია ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა თუ თანასწორუფლებიანობისსოუსითმოწოდებულ იმ სრულ შტერობაზე, რომელსაც ასე მომრავლებულიენჯეოებიდა სხვალიბერასტულიორგანიზაციები გვტენიან ცხვირში. დიახ, თუ მათ დავუჯერებთ, ამ სათაურში მოცემული პირველი ფრაზა მამაკაცებს უნდა გვეწყინოს დაგავიბუტოთ”, ხოლო მეორე ფრაზა _ ქალებს. არადა, რეალურად, მამაკაცებს არაფერი გვწყინს, ქალებს კი ყველაფერი სწყინთ. მაგალითისთვის ახალგაპოლიტიკოსებული მამუკა ხაზარაძის სულელური ფრაზაც იკმარებს _ “მაია ცქიტიშვილი, შესაძლოა, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაგებაში არ არის!”

დიახ, მამუკა ხაზარაძის ფრაზა ერთობ სულელური და უაზროა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ფრაზის სულელურობის გამო არ ამტყდარა აურზაური. ზეაქტიური დიაცების კოჰორტამ აქ “ქალის დისკრიმინაცია” დაინახა და ამის გამო ატყდა, მაგრამ რა ატყდა! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ინგა გრიგოლიამ ტელესტუდიაში ცომი მოზილა, ხოლო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მამუკა ხაზარაძეს სულ “კუხნის” ქალების მოყვარული” უძახა…

მოკლედ, ფრაზა იმის შესახებ, რომ ქალი, შესაძლოა, კარგად აცხობდეს ხაჭაპურს, აღქმული იქნა, როგორც ქალების სასტიკი შეურაცხყოფა, ქალთა სიძულვილი, მათი გაუგონარი დაკნინება და დისკრიმინაცია.

ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან გავრისკე, სათაურში ლობიოს შეკაზმვის თემა რომ შემოვაგდე. როცა ხაჭაპურის გამოცხობაზე ლაპარაკს მძიმე დანაშაულად აღიქვამენ, ლობიოს ამოლესვა-შეკაზმვაზე ენის მობრუნების გამო, შესაძლოა, ჩემი სამუდამოდ დაპატიმრებაც კი მოითხოვონ.

არადა, მაინტერესებს, ვინმემ რომ თქვას საჯაროდ ანალოგიური ფრაზა მამაკაც პოლიტიკოსზე, მაგალითად, ეგ კაცი შეიძლება, ძალიან კარგად წვავს მწვადს, მაგრამ არაფერი არ გაეგება პოლიტიკისო, ნეტავ, აღიქვამენ თუ არა ამას მამაკაცების დისკრიმინაციად? ასეთ შემთხვევაშიტვპირველისსტუდიაში, პირდაპირ ეთერში ააბოლებს თუ არა მაყალს ვახო სანაია და წამოაგებს თუ არა ღორის სუკებს შამფურზე მამაკაცთა დისკრიმინაციისადმი პროტესტის ნიშნად?

რაღა შორს წავიდეთ, აგერ თვალნათელი მაგალითი უახლოესი წარსულიდან _ “ქართული ოცნების” დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიტატი მთაწმინდის რაიონში, ბატონი ლადო კახაძე. დიახ, მასზე მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაიძახოდნენ ოპონენეტები: ის შეიძლება შესანიშნავი თამადაა, მაგრამ არაფერი არ გაეგება პოლიტიკისო. ეს რატომ არ იქნა აღქმული “ქალებისა და კუხნის” ანალოგიურად?

რატომ არ ატეხა არავინ პანიკა _ არიქა, მამაკაცებს აღგვიქვამენ, მხოლოდ როგორც სუფრაზე მოქეიფე სუბიექტებს, როგორც ღიპიან თამადებს და მათ სძულთ მამაკაცი სუფრის გარეთო? რატომ არავინ არ დაიწყო მტკიცება, რომმამაკაცებს, სუფრაზე თამადობის გარდა, სხვაც ბევრი რამ შეგვიძლიადა მამაკაცთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად რატომ არავინ არ დაიწყო ყანწების ტრიალი პირდაპირ ეთერში? ძნელია, ამ სისულელეებზე ირონიის გარეშე ისაუბრო, მაგრამ დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სინამდვილეში საირონიოდ სულაც არ გვაქვს საქმე.

ასეთი ტენდენციების “გატრენდება” და ყველაფერზე ყვირილი, რომ მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ, “სათამაშოებად აღიქვამენ”, “კუხნისიქით ქალს არ ცნობენდა .., კონკრეტულ მზაკვრულ მიზანს ისახავს და ეს მიზანი მეტნაკლები წარმატებით შესრულებულია _ ქალების გარკვეულ ნაწილს უკვე გაუჩინეს მამაკაცების მიმართ პროტესტის, შეუგუებლობის, სიძულვილის განცდაც კი.

მიზანი ნათელია _ თუკი ქალები და მამაკაცები ერთმანეთს შეიძულებენ და შეიზიზღებენ, სრულფასოვანი საზოგადოებაც აღარ შედგება. აკი, საზოგადოებას სწორედ ქალები და მამაკაცები შეადგენენ და, თუ მათი მთავარისაქმეერთმანეთის ზიზღი და ერთმანეთის მიმართ ჯიბრში ჩადგომა იქნება, ეს საზოგადოების დეგრადაციასა და ოჯახების ნგრევას გამოიწვევს, რაც ლიბერასტული წრეების მთავარი მიზანია. უამრავი ქალი, სამწუხაროდ, უკვე დაარწმუნეს, რომ მამაკაცებსარ უნდა დაემორჩილონ”, “უნდა შეეწინააღმდეგონუნდაჩაუსაფრდნენყოველ სიტყვაში, არ მისცენ ქალთაშევიწროებისუფლება და ..

ასეთ ვითარებაში ცხოვრება და თანაარსებობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ეს, საბოლოოდ, ოჯახის დანგრევას იწვევს, თუკი შექმნამდე მაინც მივიდა საქმე. აქვე დავაზუსტებ, რომ სულაც არ ვამტკიცებ იმას, თითქოს ოჯახების დანგრევა მხოლოდ ამ მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული ყველა შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია, რომ განქორწინებების მაჩვენებელმა კატასტროფულად მოიმატა და ქალებიც სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათ მიერ ოჯახის დანგრევის მიზეზი ქმრის მხრიდან მისი “უფლებების დარღვევა” იყო.

“უფლებების დარღვევაში” კი, როგორც წესი, იგულისხმება ის, რომ ქმარი არ რეცხავს თეფშებს ან არ წმენდს იატაკს და ამ მოვალეობებს მხოლოდ ცოლს აკისრებს. ასეთ ქალებს რატომღაც არ ახსენდებათ, რომ, დავუშვათ, ავტომობილის გახეთქილ საბურავს მხოლოდ ქმარი ცვლის და ა.შ. ასეთ თემებზე ნორმალურმა ადამიანებმა, წესით, არც უნდა ილაპარაკონ და ამის სერიოზულად განხილვა კომიკურიც კია, მაგრამ, სამწუხაროდ, მიგვიყვანეს იმ ზომამდე, რომ ეს ჩვენი საზოგადოების ლამის პირველ პრობლემად იქცა.

სხვათა შორის, არც ის არის ნორმალური, როდესაც ლამისაა, ყოველდღე რომელიღაც ქალი საზოგადოებისათვის ცნობილ ან მაღალ საზოგადოებრივ საფეხურზე მდგომ მამაკაცს მასთან ძალადობრივი გზით სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს.

ესეც ერთგვარ ტრენდად იქცა და ამის მიზანი მამაკაცების მოძალადეებად წარმოჩენაა. მე, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ მსგავსი რამ არ ხდება და არც რომელიმე კონკრეტული შემთხვევის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ “ძალადობის მსხვერპლი” ქალების მონაყოლში ხშირ შემთხვევაში ეჭვი შევიტანოთ.

მეც არაერთხელ ვყოფილვარ მსხვერპლი ისეთი ქალებისა, რომლებიც ცდილობდნენ, თავი ჩემს “მსხვერპლად” დაეხატათ. ასეთ ბრალდებებს მიყენებდნენ ქალები, რომლებსაც არათუ შევხებივარ, ნორმალურად არც კი შემიხედავს მათთვის.

სხვათა შორის, გარკვეული კატეგორიის ქალების მხრიდან ასეთი საქციელი ახალი ამბავი სულაც არ არის და მამაკაცთან ანგარიშსწორების ასეთი მეთოდი ჯერ კიდევ ბიბლიაშია აღწერილი: როდესაც იოსები ეგვიპტელ დიდებულ ფოტიფარს მსახურად დაუდგა, ფოტიფარის ცოლმა მოინდომა წარმოსადეგი გარეგნობის იოსებთან გართობა. იოსები თავისი პატრონის ერთგული იყო და ეს არ იკადრა. მისი ასეთი მკაცრი უარი ფოტიფარის ცოლმა “ქალურ შეურაცხყოფად” აღიქვა და ქმარი დაარწმუნა, რომ იოსები მის გაუპატიურებას ცდილობდა. ასე აღმოჩნდა იოსები ციხეში.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ ყველა გახმაურებული შემთხვევა, რომლებზეც ახლა საზოგადოება მსჯელობს, ანალოგიურია. არაერთი ისეთი შემთხვევაც ვიცი, როდესაც არანაირი პროვოკაცია არ მოუწყვია ქალს და მამაკაცი მართლაც უკადრისად და უღირსად შეეცადა მასზე ძალადობას. იმაშიც ვეთანხმები საზოგადოებას, რომ თუნდაც პროვოცირების შემთხვევაშიც კი მამაკაცის მხრიდან ძალადობა მიუღებელია.

მაგრამ, თუ საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც ძალადობა საერთოდ არ მომხდარა, მაშინ? მართლები ვართ საკუთარ თავთან, როდესაც მამაკაცს ასე დაუსაბუთებლად, ბრალდების დაუმტკიცებლად, დაუნდობლად ვესვრით ტალახს და მოძალადეს, ღორს, მუტრუკს ვუწოდებთ და სხვა დამამცირებელი ეპითეტებით ვამკობთ?

სოციალურ ქსელში არაერთ გვერდზე წავიკითხე, მდედრობითი სქესის მომხმარებლები როგორ ამუნათებენ სხვა მდედრებს, რომლებიც ასე თუ ისე მაინც სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხს და გარკვეულ ეჭვებსაც გამოთქვამენ “მსხვერპლის” მიმართ _ “ნუთუ თქვენში ქალური სოლიდარობა არ არსებობს?”

აი, ეს არის მთავარი “ანკესი”, რომლითაც ცდილობენ, მდედრობითი სქესი “გამოიჭირონ” და, სამწუხაროდ, ბევრი ეგება ამ ანკესზე. სინამდვილეში კი, რა შუაშია ანქალური”, ანკაცურიდა ან კიდევ ნებისმიერი სხვა სახისსოლიდარობა”, როდესაც საუბარია ადამიანის ჩაწიხვლაზე, ჩაქოლვაზე და მისთვის მთელი ცხოვრების არევაზე?!

საქმეც ის არის, რომ ხსენებული “ლიბერასტული” წრეები არად დაგიდევენ ამას, და ქალებისგან ითხოვენ, “ქალური სოლიდარობა” გამოიჩინონ ყველგან და ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად და ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმით.

დაშვებაც კი იმისა, რომ ქალი შეიძლება ცრუობდეს და თვითონ აშანტაჟებდეს უდანაშაულო მამაკაცს, ასეთი “მოფემინისტკო-მოლიბერასტკო” მდედრებისგან აღიქმება სრულიად საქალეთის მიმართ ჩადენილ დანაშაულად.

ბევრგან წავიკითხე, მყისიერად რატომ არ დააპატიმრეს მოძალადე მამაკაციო. აი, ასეთ მიდგომას, ასეთ აზროვნებას, მართლა აღარ ვიცი, რა ჰქვია. საზოგადოების ეს ნაწილი მზად არის, ყველა, ვინც არ მოეწონება, ციხეში ჩაალპოს მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეშე…

ამის შემდეგ განა შეიძლება, გვიკვირდეს ამდენი ოჯახის დანგრევა ან რაიმე საზოგადოებასა და ჩამოყალიბებულ სახელმწიფოზე საუბარი?

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ამ სტატიაში ბაკურ სვანიძემ თქვა ის, რასაც ბევრი მამაკაცი ფიქრობს!
    ალბათ, არ უნდა მტკიცება, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ სოლიდურ თანხებს იჯიბავენ იმისთვის, რათა ქალსა და მამაკაცს შორის ანტაგონიზმი ჩამოვარდეს!
    მე მაინც ერთი კეთილი საბავშვო მულტფილმის გმირის სიტყვებით დაგემშვიდობებით: ქალებო! “დავაიწე ჟიც დრუჟნო”

  2. _ ესეიგი მრავალი შემთხვევა თუ იცი ქალზე ძალადობის და შენც ძალადობ ქალებზე თუ უბრალოდ უყურებ ძალადობებს და ხმას არ იღებ,,,,,

    • აი, ასეთი “ლოგიკის ღმერთების თანაშემწეები” სად იბადებით ჰა? 🙂 ანუ, რადგან გამიგია, მომისმენიამ მინახავს მამაკაცები, რომლებიც ძალაოდბნენ ქალებზე, რომლებიც ამის გამო დააპატიმრეს და მიუსაჯეს, ან ხელწერილი დააწერინეს ან სხვა სამართლებრივი ღინისძიებები გაატარეს მათ მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მეც ვძალადობ ქალებზე! – შე გაიხარე, დისერტაციას როდის იცავთ შენ და “ჟიჟი” ლოგიკურ მეცნიერებებში? 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here