Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ყიდულობს უკრაინის მიწას

ვინ ყიდულობს უკრაინის მიწას

უკრაინის შავმიწა ნიადაგები მალე გადავა დასავლური კორპორაციების ხელში

1254
ვინ ყიდულობს უკრაინის მიწას

აშშის, ევროკავშირისა და ჩინეთის აგრარული კომპანიები გააფთრებით იბრძვიან უკრაინის შავმიწა ნიადაგიანი ტერიტორიებისთვის, _ წერს გერმანული გამოცემა Deutshe Wirtshafts Nachrichten.

მსოფლიოში არსებული შავი მიწის (საუკეთესო ნიადაგის) მესამედი უკრაინაშია, _ აღნიშნავს გერმანული საქმიანი გამოცემა. “გერმანიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლებს არ სურთ ასეთი “მნიშვნელოვანი ბაზრის” ხელიდან გაშვება, მაგრამ ამ ბაზრის მიმართ ინტერესს ამჟღავნებენ სხვა საერთაშორისო კონცერნებიც, აგრეთვე, ევროპული და ამერიკული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მათ შორის არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი… დიდ სახსრებს დებს უკრაინაში ჩინეთიც, პეკინი პირდაპირ იჯარით იღებს სასოფლოსამურნეო სავარგულებს ან მხარს უჭერს ადგილობრივ მწარმოებლებს, თუმცა ავალდებულებს მათ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი მიაწოდოს ჩინეთსამით ჩინელები განამტკიცებენ თავიანთი სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოებას”.

უკრაინის უზენაესმა რადამ (პარლამენტმა) მიიღო კანონი “უკრაინის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, ნებადართულია მიწის გაყიდვა. კანონი აუქმებს აკრძალვას სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე ფიზიკური პირებისთვის _ უკრაინის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის.

კანონი მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ულტიმატური მოთხოვნის შემდეგ, დაეჩქარებინათ კანონების მიღება მიწის რეფორმის, ბანკების სისტემის რეგულირებისა და მისი რეფორმის პრობლემების მოსაგვარებლად. უფრო ადრე ევროპის სასამართლომ დაავალდებულა უკრაინა, მორატორიუმი მოეხსნა მიწის გაყიდვაზე.

უკრაინის ფერმერებისა და კერძო მიწამფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ სტრიჟაკი ამბობს: ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, არის რეფორმა მონათმფლობელური საზოგადოების ელემენტებით”.

იულია ტიმოშენკომ კი განაცხადა: “ჩვენ მოგვცემენ რამდენიმე მილიარდს ვალად და წაიღებენ რესურსს, რომელიც ფასდაუდებელია”.

უკრაინის შავმიწანიადაგიან ტერიტორიებს დღეს მართლაც არ აქვს ფასი. აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის ბუნებით სარგებლობის განყოფილების გამგის _ ოლღა ხოდაკოვსკაიას შეფასებით, 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სასტარტო ფასი 2500 დოლარზე მეტი არ არის. სხვა შეფასებით, 1 ჰა უკრაინის შავმიწა ნიადაგის ფასი 1000 დოლარს არ აღემატება. შესადარებლად: უნგრეთში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა 4000 დოლარი ღირს, ესტონეთში _ 5000, რუმინეთში _ 6000, საფრანგეთში _ 7400, პოლონეთში _ 11000, გერმანიაში _ 32300, ავსტრალიაში _ 42000, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში შესაბამისად _ 63000 და 70000, ჩეხეთში სასოფლო-სამეურნეო მიწა ყველაზე ძვირია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სააგენტოს შეფასებით, უკრაინას შეუძლია, მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი გახდეს. მიწის დაბალი ღირებულების ფონზე უკრაინა და მისი აგრარული სექტორი ძალიან მიმზიდველია დასავლური კაპიტალისთვის, სწორედ ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაუგრიხა ხელები უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და გააუქმებინა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე.

დასავლური კომპანიები უკვე ფართოდ ჩაერთვნენ უკრაინის აგრარულ სექტორში. მონიტორინგის პროექტ Land Matrix-ის (იტალია, შვეიცარია, სამხრეთი აფრიკა) უკრაინელი კოორდინატორის, მიხეილ ამოსოვის, განცხადებით, უკრაინაში 50-ზე მეტი უცხოელი ინვესტორი ამუშვებს მიწას. გაფორმებულია 208 გარიგება, რომელთა შედეგადაც მიწის დიდ მასივებს უცხოელები აკონტროლებენ. აგროჰოლდინგები ყიდულობენ საწარმოებს. უცხოური კომპანიები აქამდე ყიდულობდნენ არა მიწას, არამედ უკრაინულ ჰოლდინგებს, რომლებსაც მიწა იჯარით ჰქონდათ აღებული.

ნათელი მაგალითია უკრაინის უდიდეს აგროჰოლდინგმარიასშესყიდვა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ. საუდელები უკრაინაში ამჟამად ამუშავებენ 195 ათას ჰა სახნავ მიწას. არაბებს განზრახული აქვთ, უკრაინაში ააშენონ საპორტო ტერმინალები და ფული ჩადონ ამ ქვეყნის რკინიგზის განვითარებაში.

ვინ ყიდულობს უკრაინის მიწას

სიდიდით მესამე უკრაინული აგროჰოლდინგი “აგროპროსპერისი” აგროკულტურების უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია შავი ზღვის რეგიონში. მისი ერთადერთი აქციონერია “აგრო ჰოლდინგს ლიმიტედი” _ საინვესტიციო ფონდ NCH Capital-ის (აშშ) შვილობილი კომპანია.

აგროჰოლდინგი AgroGeneration-ი, რომლის მიწის ბანკი 120 ათასი ჰექტარია, 2007 წელს დააფუძნა ფრანგმა ბიზნესმენმა შარლ ბეგბედერმა, მისი აქციების 12% ეკუთვნის საერთაშორისო საინვესტიციო ფონდ SigmaBleyzer Southeast European Fund  IV-ს.

Land Matrix-ის მონაცემებით, უკრაინაში ამჟამად მუშაობს 50 ინვესტორი, რომლებიც 3,5 მლნ ჰა მიწას აკონტროლებენ.

2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტამა ნიმა მოვასატმა პროტესტი გამოთქვა უცხოური აგროჰოლდიგების მიერ უკრაინის მიწების დატაცებაზე, რომელიც უკრაინელი ფერმერების გაღატაკებას გამოიწვევდა. დეპუტატმა ჩაატარა გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ უკრაინა ერთერთი პერსპექტიული მზარდი ბაზარია MONSANTOისა და DUPONTის გენმოდიფიცირებული თესლის მწარმოებლებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და უკრაინის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკრაინისთვის კრედიტების გამოყოფა სწორედ ამ და სხვა კომპანიებისთვის სახნავი მიწების გადაცემით არის განპირობებული. უკრაინასა და ევროპაში მიწის ფასებს შორის დიდი განსხვავება გამოიწვევს იმას, რაც 2000-იან წლების დასაწყისში მოხდა არგენტინასა და ბრაზილიაში. არგენტინაში მიწის ფართობები ძალიან იაფად შეისყიდეს, შემდეგ კი 10-ჯერ ძვირად გაყიდეს. ბრაზილიაში მიწის იაფად შესყიდვამ და შემდეგ ძვირად გაყიდვამ უმიწო გლეხების მოძრაობის შექმნასა და მიწის ნაკვეთების თვითნებურად მიტაცებას შეუწყო ხელი. რთული მისახვედრი არ არის, რომ უკრაინას უფრო სერიოზული პრობლემები ელის.

centrasia.orgზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

2 COMMENTS

  1. აი, უკრაინკული ფერადი რევოლუციის შედეგი…
    ჯერ სად არიან ხახოლები….
    ესაა დასავლეთის ,,მოწყალე” ხელი …
    წაგართვას ყველაფერი და მოგცეს კრედიტი!…
    აფერუმ, ხახოლებო!…
    პ.ს.სხვათაშორის, ახლა ამასვე ცდილობენ მინსკში ,მაგრამ მაგრად დგას ,,ბატკა”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here