მთავარი პოლიტიკა ვინ მოაწყო ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში

ვინ მოაწყო ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში

1169
გააზიარეთ
ტერაქტი პეტერბურგში

3 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, სანკტპეტერბურგის მეტროპოლიტენში სადგურსენნაია პლოშჩადისადატეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტისგადასარბენზე მოხდა ტერაქტი: ვაგონში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტული აქტი მოაწყო თვითმკვლელმა; მანვე, როგორც ჩანს, სადგურპლოშჩად ვოსტანიაზედატოვა ბომბი, რომელიც სამართალდამცველებმა გააუვნებლეს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, დაიჭრა _ 49.

ტერაქტი

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერორისტული აქტი დაახლოებით 14 საათსა და 40 წუთზე მოხდა, დაძრული მატარებლის მესამე ვაგონში. მემანქანემ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეჩერებინა შემადგენლობა (სპეციალისტების აზრით, მართებული) და მიეყვანა ის სადგურ “ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტამდე”, სადაც დაზარალებულებს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი დაიწყეს მგზავრების ევაკუაცია. სადგურ “პლოშჩად ვოსტანიაზე” კი სამართალდამცველებმა ცეცხლმაქრის კორპუსში იპოვეს ტაიმერით აღჭურვილი ბომბი, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 1 კგ ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იყო. აფეთქება განახორციელა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელსაც მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული, სავარაუდოდ, მანვე დატოვა ბომბი სადგურ “პლოშჩად ვოსტანიაზე”.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა იცოდნენ ამ ტერორისტული აქტის მზადების შესახებ, მაგრამ არ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტულ დეტალებზე.

აღსანიშნავია სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტრაგედიისადმი ცინიკური დამოკიდებულება ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალების წარმომადგენელთა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისდროინდელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომლებიც თვითკმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ “ტერორიზმთან მებრძოლ მთავარ ქვეყანას თვითონ მოუწყვეს ტერაქტი”, და ეს ტერაქტი რუსეთზე შურისძიებაა.

ცინიკურია ზოგიერთი მედიასაშუალების მსჯელობა იმაზე, რომ ეს ტერაქტი რუსეთზე შურისძიებაა სირიაში ჩვენი პოლიტიკის გამო, სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ ობამას ადმინისტრაციისდროინდელი პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელიც იზიარებს მსგავს თვალსაზრისს. მიმაჩნია, რომ ეს არ ეკუთვნის პოლიტიკოსებს და ვიმედოვნებ, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც ტერორიზმი ყველას ემუქრება, ორმაგი სტანდარტის მიდგომა აღარ იქნება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თვითმკვლელი ტერორისტი

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერორისტული აქტი რუსეთის მოქალაქემ, წარმოშობით ყირგიზმა, 1995 წელს დაბადებულმა აკბარჟონ ჯალილოვმა მოაწყო.

ვერსიები

რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ ტერაქტის ორ ვერსიაზე: პირველი და ძირითადი _ ტერაქტი განხორციელდა “კავკასიის ჯამაათის” ხელმძღვანელთა მუშაობის შედეგად, რომლებიც რუსეთიდან გაძევების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან. მეორე ვერსიის თანახმად, ტერაქტი მოაწყვეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა.

პასუხისმგებლობა სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ დაუკისრებია.

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს რუს ხალხს სანკტპეტერბურგის მეტროპოლიტენში მოწყობილი ტერაქტისას დაღუპული ადამიანების გამო. ეს ტერორისტული აქტი მიმართული იყო არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

ლუკა მაისურაძე

ცნობისთვის:

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მეტროპოლიტენში მოწყობილი ტერორისტული აქტები:

* 1977 წლის 8 იანვარს მოსკოვის მეტროპოლიტენში ბოროტმოქმედებმა ააფეთქეს თვითნაკეთი ბომბი. დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა _ 37. ამ დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, მიუსაჯეს 3 ადამიანს, სომხური ნაციონალისტური დაჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც სსრკ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

*1994 წლის 19 მარტს ბაქოს მეტროპოლიტენის სადგურ “20 იანვარში” ააფეთქეს საათისმექანიზმიანი თვითნაკეთი ბომბი. დაიღუპა 14 ადამიანი, დაიჭრა _ 49. იმავე წლის 3 ივლისს ბაქოს მეტროპოლიტენში კვლავ მოხდა აფეთქება. დაიღუპა 13 ადამიანი, დაიჭრა _ 58.

გამოძიების ვერსიით, ეს ტერაქტები სომხეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.

* 2005 წლის 7 ივლისს, “დიდი რვიანის” სამიტის პირველ დღეს, ტერორისტებმა ლონდონის მეტროპოლიტენში სამი მატარებელი ააფეთქეს (შემდეგ _ ავტობუსი). დაიღუპა 52 ადამიანი, დაიჭრა _ 700-მდე. თვითმკვლელები, რომლებმაც ბომბები ააფეთქეს, ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები იყვნენ, ამასთანავე, ბრიტანეთის მოქალაქეები.

* 2010 წლის 29 მარტს თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოსკოვის მეტროპოლიტენის ორ სადგურში მოაწყვეს აფეთქება. დაიღუპა 41 ადამიანი, დაიჭრა _ 88. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაიკისრა “კავკასიის ემირატის” ლიდერმა დოკუ უმაროვმა.

* 2011 წლის 11 აპრილს ბელარუსის დედაქალაქ მინსკის მეტროპოლიტენში სკამის ქვეშ დადებული ბომბი აფეთქდა. დაიღუპა 15 ადამიანი, დაიჭრა _ 203. ტერაქტის ორგანიზატორი ბელარუსის მოქალაქეებს _ დიმიტრი კონოვალოვსა და ვლადისლავ კოვალიოვს სიკვდილი მიუსაჯეს.

* 2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის მეტროპოლიტენის სადგურ “მალბეკსა” და აეროპორტის დარბაზში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ორი აფეთქება მოაწყვეს. დაიღუპა 38 ადამიანი, დაიჭრა_ 340. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაიკისრა ტერორისტურმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ”.

1 COMMENT

  1. კომენტარი:ეს რა ეპოქაში ვცხოვრობთ?
    ადამიანის სიცოცხლე უფასური გახდა.
    ტერორიზმის აღმოსაფხვრელად არცერთი სახელმწიფო არ იბრძვის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here