Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ლობირებს ლგბტ პირებს საპარლამენტო უმრავლესობაში

ვინ ლობირებს ლგბტ პირებს საპარლამენტო უმრავლესობაში

1857
ნიკოლოზ მჟავანაძე

31 იანვარსმეოცნებეხელისუფლების მთავარმა პოლიტიკურმა (და არა მხოლოდ პოლიტიკურმა) მენტორმა _ ევროკომისიამ საქართველოს მხრიდან ასოცირებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების შესრულების ეფექტიანობაზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტით, რომელიც უკლებლივ ყველა სფეროსა და მიმართულებას მოიცავს, მმართველ გუნდს რეფორმები შეუქეს, საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებები კი მოკლე დროში მიღწეულ უპრეცედენტო წარმატებად შეაფასეს და მშენებარე ქართულ დემოკრატიას ტაში დაუკრეს.

თუმცა იმავე დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია და ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, უმცირესობების უფლებების დაცვაა. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო თავის დროზე ხმათა უმრავლესობით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად აღსრულება, რის გამოც ქვეყანაში ლგბტ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები თურმე კვლავ ხშირია, საზოგადოებაში კი მათ მიმართ სიძულვილი მატულობს. რეალურად მმართველ გუნდს, ქება-დიდების პარალელურად, თითი დაუქნიეს და უსაყვედურეს, რომ “ბნელ წარსულში ჩარჩენილი” კონსერვატიული საზოგადოების გადასაგვარებლად ქმედით ზომებს არ იღებს. ამასთანავე, მუქარისა და უკმაყოფილების ინტონაციით გაჯერებული ეს საყვედური მინიშნებებსაც შეიცავდა, რომ, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულებისა, ლგბტ პირების უფლებების გასაზრდელად (წაიკითხე: პროპაგანდისთვის) ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაგრძელდეს და მაშასადამე, მოწინააღმდეგების მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა უნდა ამოქმედდეს… კულუარული ინფორმაციით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე საუბრობენ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებაზე, მათთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის უფლების მინიჭებაზე და ა.შ. დიდი ალბათობით, პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე ამ საკითხის განხილვას წლეულს დაიწყებენ. ალბათ, ამ საკითხების “გასათრევადაც” არის საჭირო ევროკავშირის იმ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გამოყოფაზეც რამდენიმე დღის წინათ ზარ-ზეიმით გვამცნეს (დავაკვირდეთ, ვინ წამოჭრის პარლამენტსა და მთავრობაში ხსენებულ საკითხებს და ვინ დაუჭერს მხარს, ე.ი. ვის ჯიბეში ჩაჩხრიალდება “ოცდაათი ვერცხლი”. იუდას ხვედრი ალალი იყოს მათზე.). “ლიბერალური” მედია, რომელიც ქვეყნის ძირითად საინფორმაციო ველს წარმოადგენს, როგორც ყოველთვის, დუმს და საზოგადოების უმრავლესობას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს.

რას ნიშნავს რეალურად ევროკომისიის უკმაყოფილება უმცირესობების უფლებების ეფექტიანად არ თუ ვერ დაცვის გამო და რა საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ ანგარიშის კვალდაკვალ უახლოეს მომავალში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, ევროკომისიის დასკვნაში ხელისუფლების პოლიტიკა რიგი მიმართულებებით შექებული და მოწონებულია, თუმცა უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ისევ კრიტიკა ისმის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად დაცვა ვერ ხერხდება. თქვენ, როგორც უფლებადამცველს, როგორ გესმით ეს შეფასება?

_ როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებული გარკვეული განწყობების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომ ვერ ბედავს, ბოლომდე თავს მოგვახვიოს ის ე.წ. რეფორმები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეალურად სურს აქ დასავლეთს. თუმცა ხელისუფლებაში, და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობაში, არიან დეპუტატები, მაგალითად, აკაკი ზოიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სხვები, რომლებიც, როგორც ლგბტ პირების, ისე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა ინტერესებს ლობირებენ. რაც შეეხება კონკრეტულ ანგარიშს, არ გამიკვირდება, ამ ანგარიშის კვალდაკვალ რამე ახალი რეგულაციების ამუშავებაზე იფიქრონ და კონკრეტული ცვლილებებიც ვიხილოთ, ვთქვათ, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის უფრო ეფექტიანად აღსასრულებლად. მიგრანტების შემოყვანის პაქტს მოაწერეს ხელი და ეს რა გასაკვირია? ის კი არა, გეიაღლუმის ჩატარებაც კი შეიძლება წელს მოხდეს დიდი პომპეზურობით, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელიძმებიდაკეთილისმსურველებიმართლა სერიოზულად არიან შეშფოთებული.

_ კულუარული ინფორმაციით, წელს უნდა მოხდესერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის სამართლებრივი დაშვება. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში ეს შესაძლებელია?

_ კიდევ ვიმეორებ: დღესოცნებაშიპოლიტიკას წარმართავენ ის ადამიანები, რომლებიც მედროშეები არიან გლობალისტურილიბერალურიიდეების. გამომდინარე აქედან, სამოქალაქო პარტნიორობის დაშვება კი არა, რუსთაველზე რომ გამოატარონ მეფეპატარძლის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, არ გამიკვირდება. რა დაუდგებათ წინ? ერთადერთი, რაც დაუდგებათ, საზოგადოების მასობრივი პროტესტი იქნება, მაგრამ საზოგადოებას სძინავს. აგერ ხომ ხედავთ, მიგრანტების თემაზე გამოხატულ პროტესტს რამდენიმე ასეული ადამიანი იზიარებს. ისე, იმ ინტელიგენციას მინდა მივმართო, რომელსაც, რომ ჰკითხო, სამშობლოსთვის თავი აქვს გადადებული _ არ გრცხვენიათ, რომ სხედხართ და ხმას არ იღებთ? რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი? ამერიკამ არ მოაწერა ხელი გაეროს მიერ მიღებულ მიგრაციის პაქტს და ამათ მოაწერესორი ოჯახი რომ დაასახლეს თავის დროზე კახეთში აზერბაიჯანელების, ახლა იქ ყველაზე დიდი დასახლებაა იმათი. ათასი და ასიათასი კაცი რომ ჩამოვა ირანიდან თუ სადმედან, რას მივიღებთ? ჭირსაც წაუღია ეს ქვეყანა, თუ აქ ქართველი არ იქნება, ტრაფარეტისაქართველოვის რაში სჭირდება?!

_ როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება საზოგადოება უფრო გაააქტიუროს?

_ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იყო მომენტები, როცა თითქოს გადაგვარებული ერი ერთბაშად აფეთქდებოდა და თავდაყირა დგებოდა ყველაფერი, ამიტომ მინდა ვუთხრა იმ მტერს _ შინაურსაც და გარეულსაც, დამთავრებული რომ ჰგონია ყველაფერი, არ გაუვათ! როგორც ბახტრიონის აჯანყება მოხდა თავის დროზე _ იფეთქა ხალხმა, დიდმა და პატარამ, მათაც ასე მოუვათ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, აქ აუცილებლად გაჩნდება ის მუხტი, რომელიც საზოგადოების აფეთქებას გამოიწვევს…

_ არ ფიქრობთ, რომ ეს მუხტი აქამდეც უნდა გაჩენილიყო, ჯერ არ მივსულვართ ამ მდგომარეობამდე?

_ მივედით, მაგრამ ამ ხალხს საღათას ძილით ძინავს და, 20-ლარიანები თუ არ დაურიგე, ქუჩაში არ გამოდის. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ისტორიკოსებს მივმართო: აუდიტორიებზე რომ დადგებით და დავით აღმაშენებელზე, თამარსა და გიორგი ბრწყინვალეზე დაიწყებთ ლექციების კითხვას, დღევანდელ დღეზე რას ეუბნებით ახალგაზრდებს? ან ინტელიგენცია რამ დაადუმა? პარტიამ რომ დაუძახოს რომელიმემ, საარჩევნო სიაში ჩაგსვამთო, კისრისტეხით მირბიან, ეს ქვეყანა მათი არ არის?! რაღა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ ხმა ამოიღონ?

_ არ გსურთ, ბიზნესმენებს მიმართოთ? იმ ბიზნესმენებს ვგულისხმობ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, მაგრამ რეალურად თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებისგან თავს იკავებენ.

_ მივხვდი, ვისაც გულისხმობთ, მაგრამ სად არის სარაჯიშვილი და სად არის ილია ჭავჭავაძე, რომელიც საკუთარი ფულით ყიდულობდა მიწებს, რათა უცხოელები არ დაპატრონებოდნენ და ქართველი გლეხი უმიწაწყლოდ არ დარჩენილიყო. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ბიზნესმენები არ ჰყავს, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ იშოვოს ფულით ფული. ესენი არიან ჩვეულებრივი მევახშეები და, სხვათა შორის, ლომის წილია სწორედ ამ .. ბიზნესმენების იმ უბედურებაში, თითქმის ყოველი მეორე და მესამე მოქალაქე დღეს ბანკის ვალებში რომ იხრჩობა. რაც შეეხება უშუალოდ თქვენი შეკითხვის ადრესატებს, მე ხშირად ვხედავ ხოლმე სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვებს და გადაცემებს, სადაც საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ერთობ შეწუხებული სახით ლაპარაკობენ ამ პრობლემებზე. სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია მათი. თუ ასე გაწუხებთ, ბატონებო, ეს ამბავი, თუ ასე განიცდით იმას, რომ ქვეყანა იცლება და ქართველი სულ მალე სანთლით იქნება საძებარი, რას აკეთებთ?! როგორ ახერხებთ, რომ ამხელა წუხილისა და შეშფოთების პირობებში სრულიად უმოქმედოდ დარჩეთ?! არ ვიცი, შეიძლება, არ არიან უმოქმედოდ და ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერიოზული საქმე, მათი გაკეთებული, მე არ მინახავს. საქმეა, როცა ადგები და რაღაცას მოიმოქმედებ. მათი ნამოქმედარი მე, ფეისბუქლაივების გარდა, ჯერჯერობით ვერ დავინახე…

_ ინტელიგენციას რაც შეეხება, საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ და არა, ვთქვათ, მწერლებმა, პოეტებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა. იქნებ ამიტომ იკავებს ზოგი თავს?

_ მაგრამ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკოსებმა დაგღუპეს? ზოგმა _ უნებლიეთ, თავისი უგუნურებით; ზოგმა კიდევ _ შეგნებულად და მიზანმიმართულად. ვისია ეს ქვეყანა, ვის უნდა ემსახურებოდეს ის პოლიტიკოსი _ სახელმწიფოს, ხალხს, ქვეყანას თუ საკუთარ ჯიბეს? ან ვის რისთვის სჭირდება შენი ხელოვნება, თუ ერი ნადგურდება და შენ მშვიდად უყურებ? ვის რად უნდა შენი სპორტული ან მეცნიერული მიეღწევები, თუ ყველაფერი ფეხებზე გკიდია? მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს ყველა, როცა ქვეყნის ყოფნაარყოფნის საკითხი დგას; და, როცა ასე არ ხდება, როცა საზოგადოება გულგრილია პროცესებისადმი, სწორედ მაშინ აქვთ პოლიტიკოსებად წოდებულ ყველაზე ბინძურ ადამიანებს ხელის მოთბობის შესაძლებლობა.

აქვე მინდა, პარლამენტში მსხდომ იმ დეპუტატებსაც მივმართო, რომლებიც ვითომ ეროვნულად აზროვნებენ და დღეს, ფაქტობრივად, წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული: თქვენმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ პაქტს, შედეგად საქართველო შეიძლება მალე აღარ იყოს საქართველო, თქვენმა ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხალხსრას აკეთებთ? სად ხართ? ან ეს “კონსერვატორები” რატომ არ იღებენ ხმას? მათი ეროვნულობა და კონსერვატორობა მთავრდება იქ, სადაც მათი კომფორტი და კეთილდღეობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ; როცა პარლამენტში შედიოდნენ, როგორც ჩანს, თითი დაუქნიეს, ერთი ადგილი დააყენეთო. ისე, პრინციპში, კაცი რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მისცემს ხმას და მერე ლომჯარიას აირჩევს, მან, როგორ შეიძლება, ეროვნულობაზე ილაპარაკოს?! ესენი არიან ჩვეულებრივი ჯამბაზები, ჩაიცვამენ ჩოხას და კამერების წინ პოზირებენ. მორჩა, ამის იქით მათთვის არ არსებობს არაფერი. აი, ასეთი ადამიანები არიან დღეს ყველა უბედურების სათავე. ასეთი ხალხი არის დამანგრეველი და გამჩანაგებელი ჩვენი ისედაც დანგრეულ-გაჩანაგებული სახელმწიფოსი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here