მთავარი პოლიტიკა ვინ და რისთვის დანიშნა ამერიკის “მწვანე ბერეტი” პატრიარქის დაცვის უფროსად?

ვინ და რისთვის დანიშნა ამერიკის “მწვანე ბერეტი” პატრიარქის დაცვის უფროსად?

გააზიარეთ
ვინ და რისთვის დანიშნა ამერიკის “მწვანე ბერეტი” პატრიარქის დაცვის უფროსად?

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე პროკურატურის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებამდეც საუბრობდნენ, თუმცა .. ციანიდის საქმე იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ეს დაპირისპირება საჯარო სივრცეში გადაიტანა

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს კორუფციაში, არაკეთილსინდისიერებაში, მისტიციზმში, საპატრიარქოს ქონების დატაცებაში, მექალთანეობასა და მამათმავლობაშიც კი ადანაშაულებენ. მოკლედ, მონასტერი ისე აირია, რომ პასუხგაუცემელია კითხვები: ვინ ვის კლავდა და ვისი დავალებით? ან კლავდა თუ არა ვინმე ვინმეს? ვინ ვის უკეთებს საპატრიარქოში ჯადოს და სჯერათ თუ არა ეკლესიის მესვეურთ ჭინკების არსებობის? “საპატრიარქოს კარის” ინტრიგებში ჩართული სასულიერო პირები, გარდა ზემოხსენებული მიზეზებისა, ერთმანეთს პოლიტიკური გემოვნების გამოც უპირისპირდებიან. “საქართველო და მსოფლიო” გაგაცნობთ, ვინ ვისი მხარდამჭერია საპატრიარქოში და რა როლს თამაშობდა ეკლესიის წიაღში წარმოქმნილ დაპირისპირებაში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა საპატრიარქოში. დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას მიეკუთვნებიან: მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც ცნობილია, როგორც სააკაშვილის პირადი მეუფე და “ნაცმოძრაობის” დიდი გულშემატკივარი, სანდრა რულოვსის მოძღვარი და ა.შ. ამავე კლანის წევრად განიხილება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე _ სააკაშვილის მეხოტბე. გამოიკვეთა, რომ ამავე კლანის მხარდამჭერია ბათუმის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. მათთან არიან ის სასულიერო პირებიც, რომლებსაც ხელს აძლევთ ამ ფრთის გაძლიერება და პატრიარქის ტახტზე ილია მეორის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის, აყვანა. მათი იდეური მომხრე და მხარდამჭერია სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის სამსახურით, რომელიც თვითონვე დააკომპლექტა მისთვის სანდო ადამიანებით. მეორე ფრთას მიეკუთვნებიან: პატრიარქის მდივანრეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობი, ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და მათი მხარდამჭერები, მათ შორის, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დავითი. რადგან დაპირისპირებული ჯგუფების შესახებ ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით, დავუბრუნდეთ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს _ სოსო ოხანაშვილს, რომელიც “საპატრიარქოს კარის ინტრიგებსა” და დაპირისპირებაში ყველაზე აქტიური პირი იყო და რომელიც გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, თავის გუნდთან ერთად, დაითხოვა უწმინდესმა. ოხანაშვილის ბიოგრაფია ინტერნეტში არ იძებნება, მის შესახებ ინფორმაციას ვერც საპატრიარქოს ვებგვერდზე ნახავთ.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინტერვიუ და მინი დოსიე 2017 წლის 16 იანვარს გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა: “სოსო ოხანაშვილი შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსია, პოლკოვნიკი. 1993-1997 წლებში _ საბრძოლო ხელოვნება “აიკიდოს” ფედერაციის პრეზიდენტი. 1997-2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბრიგადაში. 1998-2003 წლებში აშშ-ში გაიარა სპეცდანიშნულების რამდენიმე კურსი. 2003 წელს გახდა “მწვანე ბერეტი”. 2004 წლიდან ოხანაშვილი იყო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი და მისი პირადი მცველი, პირველი ქართული სამშვიდობო მისიის მონაწილე ერაყში (2003 წ.). იყო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების სკოლის მეთაური (2007 წ). კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და 4 ვაჟი” _ აი ეს არის მოკლე ბიოგრაფია, რომლის მოძიებასაც სოსო ოხანაშვილზე შეძლებთ.

ცნობისთვის: “მწვანე ბერეტები”, რომლებსაც, მწვანეს გარდა, სხვა ფერის ბერეტიც შეიძლება ეხუროთ, აშშის შეიარაღებული ძალების ელიტური სპეცდანაყოფია. “მწვანე ბერეტები”, გარდა სამხედრო და დივერსიული კვალიფიკაციისა, ფლობენ უცხო ენებს, ეწევიან სადაზვერვო და ძირგამომთხრელ საქმიანობას, აქვთ განათლება დიპლომატიასა და ფსიქოლოგიაში. უშუალო საბრძოლო და დივერსიული მოქმედებების გარდა, სპეციალური ძალების უპირველესი ამოცანაა არაკონვენციური ბრძოლის წარმოება. რას ნიშნავს და რა იგულისხმება არაკონვენციურ ბრძოლაში? საზოგადოდ, არაკონვენციურ ომში გამოყენებულ მეთოდებს მიეკუთვნება იატაკქვეშა საქმიანობა, პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიები, სახელმწიფო გადატრიალებები და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობა. სპეცალურმა ჯგუფმა შეიძლება აწარმოოს გარკვეული წრეების მიზანმიმართული დეზინფორმაცია, გადაბირება, მოსყიდვა, დაშინება და ამ გზით მოამზადოს ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან პოლიტიკური გადატრიალების მოწყობას, თუ საპატრიარქოში განვითარებულ პროცესებსა დაციანიდის საქმესგავიხსენებთ და ამ პროცესებში სოსო ოხანაშვილის როლს გავაანალიზებთ, სავარაუდოდ, სწორედ არაკონვენციური ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ვისი ჩარევით და რისთვის დაინიშნა აშშისმწვანე ბერეტი”, ამ ქვეყნის სპეცდანიშნულების რამდენიმეკურსგავლილი სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად და იყო თუ არა პროცესებში ჩართული გარე ძალა? ვინ შეიძლება იყოს ეს გარე ძალა? ამ კითხვებზე პასუხი მკითხველისთვის მიგვინდიაალბათ, სჯობს, ამ კითხვაზე პასუხი ეკლესიამ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამაც მწვანე, ყავისფერ თუ ცისფერბერეტიან დაცვის სამსახურს ამოფარებულ სპეცდანიშნულების წარმომადგენლებში ეძებოს

ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც ლიბერალებად წოდებული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები საპატრიარქოში რუსულ გავლენაზე საუბრობენ და ე.წ. ციანიდის საქმესაც ლამის რუსულ სპეცსამსახურებს მიაწერენ, “მწვანე ბერეტი” სოსო ოხანაშვილი, რომელსაც ამერიკაში ჰქონდა სპეცკურსები გავლილი, და მისი სამსახურის (პატრიარქის დაცვა) წევრები, რომლებიც სანდოობის მიხედვით ჰყავდა შერჩეული, ან უუნარონი იყვნენ, ან, უარეს შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურის გავლენის აგენტები, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია… პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ბიოგრაფია იმაზე მიუთითებს, რომ იგი სწორედ ამერიკის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი და მათი დავალებების შემსრულებელი უნდა ყოფილიყო საპატრიარქოში. არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, თუ საპატრიარქოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ხელის ფათურზეა საუბარი და, თუ გავითვალისწინებთ ოხანაშვილის ბიოგრაფიის შტრიხებს, მის ახლო კავშირს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ამ მოცემულობას აშშ-ის სპეცსამსახურებთან მივყავართ. არსებობს ვერსიები იმის შესახებაც, რომ “მწვანე ბერეტიანები”, შესაძლოა, პატრიარქისა და მისი გარემოცვის სატელეფონო თუ სხვა საუბრებსაც იწერდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ იმ სამსახურებს, რომლებიც საპატრიარქოს საშინაო საქმეებით არიან დაინტერესებულნი.

ამასთანავე, თუ საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებასა და “ციანიდის საქმეს” უფრო გლობალურად განვიხილავთ, პირადად უწმინდესისა და ეკლესიის მაღალი რეიტინგი თავსატეხად იქცა გლობალიზაციის პროცესის მოსურნე ძალებისთვის და, შეიძლება ითქვას, ამჟამად პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნილია, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასე თუ ისე, დისკრედიტებულია.

მას შემდეგ, რაც სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოდან დაითხოვეს, მის ხისტ ხასიათსა თუ სისასტიკეზე მეტი შეიქნა ცნობილი. მაგალითად, ოხანაშვილის შესახებ დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) ერთ-ერთ გამოცემასთან ასეთ ამბავს იხსენებს: “არასდროს დამავიწყდება, როგორ დაუმტვრია თავ-პირი და სისხლი ადინა სამებაში მსახურებისას სოსო ოხანაშვილმა ერთ გაჭირვებულ ბიჭს, სტიქაროსან სოლომონს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიჭი პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა, ხელზე ეამბორა და დალოცვა სთხოვა. ახლაც რომ მახსენდება, ემოციებს ვერ ვუმკლავდები. ეგ კაცი არის საშინელი პიროვნება. მაგის შიშით ირგვლივ ვერავინ სუნთქავდა და ძალიან მიკვირს, ასეთ პიროვნებად როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელიც საპატრიარქოში “ცხვრის ქურქით” მოვიდა. შემდეგ პატრიარქის ძმის შვილიშვილზე დაქორწინდა და მოგვიანებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსობასთან ერთად, ბაჩო ახალაიას მრჩეველი გახდა. ამ თანამდებობას მის დაპატიმრებამდე ინარჩუნებდა. 2 000 ლარი ჰქონდა ახალაიასთან ხელფასი… და ასე, ნელ-ნელა, სითავხედის ყველა რეკორდი მოხსნა. სოლომონი თვითონ მივიდა პატრიარქთან და უთხრა, სოსომ რაც დამართა. უწმიდესმა მაშინვე გამოაგდო საკურთხევლიდან ოხანაშვილი. ბიჭს სახიდან სისხლი სდიოდა. მე ეს შორიდან შევამჩნიე და მივხვდი, ვისაც შეეძლო ამ საზიზღრობის ჩადენა საკურთხეველში. მივედი მასთან და ვუთხარი, გარეწარი ხარ-მეთქი და, რა თქმა უნდა, ჩემკენაც გამოიწია. ჩემამდე სტიქაროსნებმა არ მოუშვეს”…

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის შესახებ უფლებადამცველმა ინგა ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა:

სოსო ოხანაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც უწმინდესის სიძენაციონალური მოძრაობისდავალებით გახდა, რადგან ის ერთერთი აგენტია და აგენტები უკვე იმდენი ჰყავს ამ პატარა ქვეყანას, რომ გასაკვირი არაფერია, ტყუილად ცდილობს ამ მარაზმით მოცული ქმედებებით თავის დაძვრენას! მე, როგორც უფლებადამცველი, ვეკითხები მას: მოწამლეს თუ არანაციონალური მოძრაობისლიდერებმა უწმინდესი მაშინ, როდესაც ის მისი დაცვის უფროსი იყო? _ არ ვიცი, ეს არსება რას უპასუხებს, მე მას ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან ადამიანობისგან ძალიან შორსაა. დიახ, ბატონო სოსო, მოწამლეს და თან მაშინ, როდესაც თქვენ იყავით მისი დაცვის უფროსი! დიახ, ბატონო სოსო ოხანაშვილო, თქვენს დროს მოწამლეს უწმინდესი და, რა თქმა უნდა, უფალი არ დაუშვებდა იმ შედეგს, რაც მაშინ გქონდათ ყველას ჩაფიქრებული. ის ყავის ჭიქა გასკდა და დაიღვარა მოწამლული ყავა, გახსოვს ხომ, ოხანაშვილო? არა მგონია, გაგიკვირდეს, მე საიდან ვიცი, მე კიდევ ბევრი რამ ვიცი და, სამწუხაროდ, ფაქტებს ვერ დავდებ. რომც შემძლებოდა ამ საქმის გამოძიება, ზუსტად ვიცი, რომ უწმინდესი აუცილებლად შეგინდობდა. ბევრჯერ გაპატია, მაგრამ, როდესაც შენში სატანა მძვინვარებს, შენ უნდა გინდოდეს მისგან გათავისუფლება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ვერ ელევინაციონალური მოძრაობისსატანურ სექტას არ ვიცი, შინაგად ხარ ასეთი თუ კომპრომატები გაიძულებს, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოგეკითხება და, ზოგადად ყველას მოეკითხება უწმინდესზე და ეკლესიაზე ასეთი თავდახმების გამო. დიახ, ბატონო სოსო ოხანაშვილო, თქვენ გარეშე უწმინდესთან ახლოს პატარა ბავშვიც ვერ მიდიოდა ისეთი აგრესიით გამოირჩეოდით წირვების დროს რისი მომსწრე მეც ვარ და ბევრჯერ უწმინდესს უნიშნებია კიდეც, რომ ეგ თქვენი აგრესია ხალხის მიმართ გაგეჩერებინათ და თვითონ უწმინდესი მოდიოდა ჩვენთან დასალოცადთქვენ მას კი არ იცავდით, სწორედ თქვენი დამსახურებაა, დღეს რომ მისი ჯანმრთელობა დამძიმებულია, შენი დაცვის დროს მარაზმი ხდებოდა ყველგან, რადგან ყველგან საცეცები გქონდათ გაშვებული, რადგანნაციონალური მოძრაობისაგენტი იყავით, მის ოჯახში ჩასმული”.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ასეთი არაერთი ფაქტი გამომზეურდა, ოხანაშვილის პროტექციით საპატრიარქოში მოხვედრილი ადამიანები და ისინიც, ვინც მისი თანამოაზრეები არიან, ოხანაშვილს, ასე ვთქვათ, კბილით იცავენ. რამდენიმე დღის წინათ ოხანაშვილისგამპრავებლადმოგვევლინა ტარას შავშიშვილი, რომელიც საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. მას საპატრიარქოს უსაფრთხოების ადმინისტრირება ევალებოდა და, ამასთანავე, ანალიტიკური სამსახურის მესვეური იყო. შავშიშვილი ოხანაშვილის ბავშვობის მეგობარია და საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურშიც სწორედ ოხანაშვილმა მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნისას შავშიშვილი 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი იყო და მისი გათავისუფლება საპროტესტო აქციების შედეგად მოხდა. ტარას შავშიშვილის საქციელმა დაღი დაასვა ამავე სკოლის მოსწავლეს, 15 წლის მიხეილ ალექსიძეს, რომელიც მიღებული სტრესის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკონტაქტო გახდა. ტარას შავშიშვილის მითითებით, მოზარდი სკოლიდან მისი, როგორც დირექტორის, შეურაცხყოფის მომიზეზებით დაითხოვეს. არადა, ამ ფაქტს მანდატურებიც არ ადასტურებდნენ. მას შემდეგ ალექსიძეს არც ერთი სკოლა არ იღებდა. არასრულწლოვნების მიუხედავად, მიხეილ ალექსიძე წარდგა სასამართლოს წინაშე, სადაც, მოსამართლეებზე ეფექტის მოსახდენად, სორბონადამთავრებული ტარას შავშიშვილი მის მიერ კონფლიქტების თემატიკაზე დაწერილი წიგნებით გამოცხადდა… შავშიშვილი სკოლის დირექტორად დიმიტრი შაშკინის რეკომენდაციით დაინიშნა, იგი შაშკინის ახლო მეგობარი და მისი მარჯვენა ხელი იყო. შავშიშვილმა ოხანაშვილი ლამის “ციანიდის საქმის” მსხვერპლად წარმოაჩინა…

თუკი ფაქტებსა და პროცესებს დავაკავშირებთ, გამოდის, რომ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოშინაციონალურმა მოძრაობამჩანერგა. შესაბამისად, ნაცები სრულად ფლობდნენ ინფორმაციას საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე. ისიც ითქვა, რომ სააკაშვილი ამ ადამიანების დახმარებით ცდილობდა ვითარების არევას და, თუკი თავისი კადრის დასმას მოახერხებდა პატრიარქად, გაცილებით მარტივად შეძლებდა საქართველოში და ხელისუფლებაშიც დაბრუნებას. ვერსია არაერთია, მაგრამ გამოძიება დუმს, “ციანიდის საქმეზე” მხოლოდ მამა გიორგი მამალაძე იხდის სასჯელს… გამოძიების მიერ ვერ ან არ გამოვლენილა მამალაძის თანამზრახველი პირები(?!). მეუფე დიმიტრი შიოლაშვილიც კი (სწორედ მისი კადრია მამა გიორგი მამალაძე) ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, თუმცა, ბუნებრივია, თუ ეს დამტკიცდა, ის მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა, მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში კიდევ ვინ არის გარეული, რომელი სასულიერო თუ საერო პირი, მოლოდინის რეჟიმში ვარ”… დიახ, არავისთვის არის სარწმუნო, რომ გიორგი მამალაძე მარტო მოქმედებდა. საინტერესოა, ვის და რატომ აფარებს ხელს გამოძიება და როგორ მოახერხა სოსო ოხანაშვილმა საქართველოს დატოვება მანამდე, სანამციანიდის საქმეჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო?!

მთავარი კითხვაა: ვინ და როგორ დაიკავებს პატრიარქის ტახტს?

სწორედ ამის გამოა, სავარაუდოდ, ეს ბაკქანალია საპატრიაქროში.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაგამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოსპატრიარქისთვის მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას ახალი კათოლიკოსპატრიარქის არჩევამდე კათოლიკოსპატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს. იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით (ხელდასმა) უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

წმინდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, წარმოადგინოს პატრიარქობის ერთი კანდიდატი, მათ შორის, თავისი თავიც. სინოდი ამჟამად 47 წევრისგან შედგება.

სამი კანდიდატი, რომლებიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებულ კრებაში, სინოდის ყველა წევრის გარდა, მონაწილეობს ყველა ეპარქიიდან მოწვეული 2 სასულიერო და 1 საერო პირი, თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან _ 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ კენჭისყრაში მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

*ეროვნებით იყოს ქართველი,

*უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

*უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

*უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

*უნდა იყოს ბერი.

ნიკა გელაშვილი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here