Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინ დახვრიტა ხალხი კიევის ცენტრში 2014 წლის 20 თებერვალს

ვინ დახვრიტა ხალხი კიევის ცენტრში 2014 წლის 20 თებერვალს

1319
ვინ დახვრიტა ხალხი კიევის ცენტრში 2014 წლის 20 თებერვალს

ოფიციალურ კიევს, როგორც პოროშენკოს, ისე ზელენსკის პრეზიდენტობისას, არ სურს, სიმართლის გამჟღავნება, თუ საიდან გაჩნდაზეციური ასეული”, რომელიც მაიდანზე დახვრიტეს. უკრაინის ხელისუფლებას ურჩევნია, დავიწყებას მიეცეს ეს სისხლიანი ეპიზოდი და დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ. აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 2014 წლის 20 თებერვლის მოვლენებზე სიმართლის გამომზეურება ძალიან სჭირდება.

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა გამოცემა “გორდონისთვის” მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს კიევის ცენტრში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორები სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეები არიან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ შოკინის გენპროკურორობისას დაიწყო “ბერკუტის” თანამშრომლების დაპატიმრება და მაიდნის მონაწილეებისა და შსს-ს თანამშრომლების დახვრეტაში დადანაშაულება. ამასთანავე, შოკინის პროკურორები “სეპარატიზმსა” და “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას 2014 წლის თებერვალში.

ფანჯარა, საიდანაც ესროდნენ მაიდანზე შეკრებილ ხალხს
ფანჯარა, საიდანაც ესროდნენ მაიდანზე შეკრებილ ხალხს

ამ ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ ტელეარხ One America News-ის ეთერში აჩვენეს მაიკლ კაპუტოს დოკუმენტური ფილმი “უკრაინული ტყუილი: იმპიჩმენტი. ბაიდენის ფული. მასობრივი მკვლელობები”. ეს ფილმი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, სენსაციაა, მაგრამ მასზე ამერიკული მედია ბევრს არ ილაპარაკებს.

ქართველი მებრძოლები სააკაშვილთან ერთად კიევში
ქართველი მებრძოლები სააკაშვილთან ერთად კიევში

ფილმში რამდენიმე უკრაინელ პოლიტიკოსთან ერთად არის ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებიც ფილმის შემქმნელებს წარუდგნენ, როგორც ქართველი სნაიპერები, რომლებმაც პირველებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ კიევის ცენტრში მოქალაქეების დახვრეტაში (ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოშიცგამოქვეყნდა რამდენიმე წერილი: “ვინ იყო სააკაშვილის თანმხლები კრისტოფერ ბრაიანი და როგორ ხვრეტდნენმიხოსმხარდამჭერები მაიდანზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს. ქართველმა სნაიპერებმა ფარდა ახადეს ევრომაიდნის მოვლენებს”, #7, 28 თებერვალი _ 6 მარტი, 2018 ., “აშშში აჩვენეს მამხილებელი ფილმი უკრაინულ მაიდანში ობამას, ბაიდენისა და სააკაშვილის როლზე”. #36, 19-25 თებერვალი, 2020 .).

“გვიბრძანეს, გვესროლა “ბერკუტისა” და სხვა ადამიანებისთვის, რათა გამოგვეწვია ქაოსი. ეს დაიწყო 20 თებერვალს დაახლოებით დილის 8 საათზე… ჩვენ ორნი ვიყავით. თავდაპირველად გავაღე ფანჯარა და ჩემმა მეგობარმა გაისროლა. შემდეგ პოზიციები გავცვალეთ. ასე გავისროლეთ 5-5 ვაზნა”, _ უყვება ფილმის შემქმნელს ერთ-ერთი სნაიპერი.

დიმიტრი გორდონი და ვიქტორი შოკინი
დიმიტრი გორდონი და ვიქტორი შოკინი

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს კრინტი არ დაუძრავთ ამ ფილმზე. კიევის მიერ ამ სისხლიან მოვლენებზე ჩატარებული გამოძიების ერთადერთი ვერსია არის ის, რომ ხალხს ესროდნენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმბერკუტისმებრძოლები.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჩანს, ადამიანებს იდიოტებად თვლიან, რადგან კადრებმა, რომლებზეც ასახულია, რომ მაიდნის აქციის მონაწილეებს ესვრიან შენობის ზედა სართულიდან, 2014 წელს მსოფლიო შემოიარა, თანაც “ბერკუტელები” ერთმანეთს ხომ არ დახვრეტდნენ?!

2014 წლის 20 თებერვალს კიევში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში სამხილი საკმარისზე მეტია. სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა, რომელთა ვინაობაც არ გამჟღავნებულა, ჟურნალისტსა და პოლიტიკოს ანატოლი შარიის გადასცეს ვინმე დიმიტრი ლოპოვოის დაკითხვის ჩანაწერი. ის აღიარებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს პირადად გადასცა კარაბინი და ვაზნები უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვლადიმერ პარასიუკის, მამას (მას, ვინც შემდეგ მაიდნის მონაწილეებს მოუწოდა, შეეწყვიტათ მოლაპარაკებები ვიქტორ იანუკოვიჩთან და დაეწყოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმი) მასმედიაში დაიწერა მაიდნის იმ სამ აქტივისტზე, რომლებიც მონაწილეობდნენ 20 თებერვალს ხოცვა-ჟლეტაში. ეს უკვე მსროლელთა მეორე ჯგუფია და ეს ადამიანები, აგრეთვე, არ არიან “ბერკუტის” მებრძოლები.

ვლადიმერ პარასიუკი
ვლადიმერ პარასიუკი

ამ საქმეში ყველაზე საინტერესო არის ის, როგორ დაიღუპა 69 ადამიანი კიევის ცენტრში (“ზეციური ასეულის” დანარჩენი წარმომადგენლებიდან, როგორც გაირკვა, ზოგიერთი დაიღუპა დაავადებით, ზოგი _ ჩხუბში კიევის სხვადასხვა გარეუბანში). 20 თებერვლის ტრაგედიის 13 მსხვერპლი მოკლულია 7,62X39-ზე ვაზნებით. ეს გავრცელებული ვაზნაა, რომელიც ფორმალურად ერგება “ბერკუტის” შეიარაღებაში არსებულ ავტომატურ იარაღ აკმ-ს, ისევე, როგორც სხვა იარაღებსაც, მათ შორის, კარაბინს, რომლებიც ჰქონდათ პარასიუკის თანამებრძოლებს. დაღუპულთა მეორე ნაწილი მოკლულია 7,62X51, 7,64X54, 9X18 და მონადირის ვაზნებით. “ბერკუტის” შეიარაღებაში კი მსგავსი არაფერი ყოფილა.

ეს ამყარებს მაიკლ კაპუტოს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, კიევის ცენტრში მოწყობილ სასაკლაოსთან უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს საერთო არაფერი აქვს და მას არავისთვის მიუცია თავისი დამხობის საბაბი. უკრაინა სისხლიანი პროვოკაციის მსხვერპლი იყო.

მაიკლ კაპუტოს აზრით, პროვოკაცია უკრაინაში მოაწყვეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირებმა. ორგანიზატორები და მასობრივი მკვლელობის უშუალო შემსრულებლები ჯერჯერობით დაუსჯელები არიან.

როგორც ჩანს, “სნაიპერების ისტორიასტრამპი უყურადღებოდ არ დატოვებს. “იმპიჩმენტის მისტიფიკაცია გამოაშკარავდება. შეშლილი ნენსი (ნენსი პელოსი _ აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი _ ..) ვერაფერს აკეთებს”, _ დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში 2020 წლის 3 მაისს და განაცხადა, რომ ხელახლა აჩვენებდა მაიკლ კაპუტოს ფილმს.

მაიდნის მონაწილეებისა და უკრაინის შსს-ს თანამშრომლების მკვლელობის ოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც სნაიპერებს ეს “სამუშაო” ვაშინგტონიდან შეუკვეთეს, დაადასტურებს უკრაინაში ხელისუფლების უზურპაციას 2014 წლის 14 თებერვლიდან დღემდე და დღის წესრიგში დადგება პეტრე პოროშენკოს, ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკის, ოლეგ ტიაგნიბოკისა და სხვების გასამართლების საკითხი.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით  მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. ამერიკულმა ტელეარხმა One America Newsმა რეჟისორ მაიკლ კაპუტოს ფილმი 5 მაისს აჩვენა. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია აშშის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა და დემოკრატიული პარტიის როლზე 2014 წლის თებერვალში უკრაინაში მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში.

ეს ფილმი კიევის ცენტრში მოწყობილ ხოცვაჟლეტაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, კერძოდ, ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here