Home რუბრიკები საზოგადოება ვინ დაგვიბრუნებს რწმენას, რათა დავინახოთ და დავაფასოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა...

ვინ დაგვიბრუნებს რწმენას, რათა დავინახოთ და დავაფასოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უანგაროდ სურთ ერის სამსახური?

1496
კახა კალაძე

ილია ჭავჭავაძემ საქართველოს აღმშენებლობის საძირკველში პირველი მაგარი ქვა ჩადო და ქართველ ერს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ღირებულებებით დამშვენებული ახალი საქართველოს მშენებლობის გზა უჩვენა.

დღესაც ყველა ქართველის ვალია ამ გზით გონივრული სიარულივაჟაფშაველა მოგვიწოდებდა: “ილაპარაკეთ, ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე, რაც შეიძლება ბევრი!” მაგრამ, მგონი, ისე სიღრმისეულად ვერავინ დაგვიხატავს ილია ჭავჭავაძის როლსა და მნიშვნელობას საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღის მშენებლობის საქმეში, როგორც ამას თვითონ აღწერს წერილშიდავით აღმაშენებელი”, ოღონდ, თუ მის მიერ ნათქვამს გადატანით მნიშვნელობას მივცემთ და ამ სიტყვების ადრესატად ილია ჭავჭავაძეს ვიგულისხმებთ.

“არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს _ ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.

რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, _ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმ ღონესა და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

უკეთესნი და უდიდესნი მოქმედნი ერისა ხომ სხვა არ არიანრა, თუ არ ერის გულისნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მოქმედნი, ვანბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი _ საკუთარი ვინაობის დავიწყებაა. და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ. ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინ. ისინი ცხოველი მაგალითებია იმისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემი სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს.

ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად.

…დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებლობის სარწმუნოებისა, დიდ პატივისმცემელი იყო სხვისი ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების კაცისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მე-12 საუკუნის კაცისაგან!

ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად…

ზაალ უდუმაშვილი

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, _ ამბობს ჩვენი ერი: _ ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებელია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი” (გაზეთი “ივერია”, #17, 1888 წ.).

ვერ ვიტყვით, რომ ქართველ ხალხს საკუთარი ერის შვილების, მათი ნამოღვაწარისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ახასიათებს, თუმცა ისიც ცნობილია, რომ “დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”, რადგან “ჩვენში მოღალატეები ჭარბობენ ერთგულებს” (კონსტანტინე გამსახურდია). გამოჩენილ შვილთა ღვაწლის დაფასებას ილია ჭავჭავაძე ერის გამოფხიზლებად, მის თვალის ახელად მიიჩნევდა. დღეს კი ვინ ვის ლანძღავს, კაცმა არ იცის. ამდენი სიცრუის, თვალთმაქცობის, სიძულვილის ფონზე ძნელია, გაარჩიო, ალალად, სულგრძელად, პატიოსნად ვინ იღვწის ქვეყნისთვის.

ნეპოტისტური აზროვნების, გნებავთ, მსოფლმხედველობის, “საუცხოო” ნიმუშია ზაქარია ქუცნაშვილის “აღსარება”, როდესაც ამბობს, რომ ხელი შეუწყო პარლამენტში კორუმპირებული ლოთის (მეჭიაურის) მოხვედრას და ამ აშკარა ნეპოტიზმს მთიელების ტრადიციებიდან გამომდინარე ვალდებულებებით ამართლებს. ეს დიდი სირცხვილია, ხელისუფლება ნეპოტისტი კარიერისტების ასპარეზად რომ იქცა.

ამიტომაა, რომ ერი ვერ ხედავს მის გადამრჩენს საერო პირთა შორის. ხალხს თავის ერთადერთ დამცველად ეკლესია და საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიაჩნია, რადგან საქართველოს ეკლესიაყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა”.

ახლახან, როგორც იქნა, დასრულდა გულისამრევი წინასაარჩევნო კამპანია და ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკოსთა ცრუ დაპირებებითა და ზღვარგადასული უტიფრობით, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრით, უამრავი დაპირებით, რომელთაგან, დიდი ალბათობით, რეალური მხოლოდ წინასაარჩევნოდ დარიგებული “ფოჩიანი კანფეტებია”. ხალხს იმდენჯერ გაუცრუვდა იმედი, რომ ყველა პოლიტიკოსს უნდობლად უყურებს, ეჭვი ეპარება მათ გულწრფელობასა და მამულიშვილობაში, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერავინ (არ თუ ვერ) შეძლო ეროვნული საქმის კეთება. ქართული სახელმწიფოს აშენების, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაზე ზრუნვის ნაცვლად, ხელისუფლება ლგბტ თემის უფლებების დაცვაზე, მათთვის დღესასწაულის დაწესებაზე და მსგავს სისაძაგლეებზე უფრო მეტს ფიქრობს (თუ აიძულებენ, იფიქროს?), ვიდრე ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ამ გზით უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ქართველების შინ დაბრუნებაზე…

ისტორია, როგორც სარკე, ინახავს იმ ღონესა და საგზალს, რომელიც ამა თუ იმ ერს მომადლებული აქვს დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვისო, წერდა ილია. ქართველ ერს ეს საგზალი საკმარისზე მეტი არგუნეს წინაპრებმა, მაშ, როდისღა ვიქნებით მზადკაცურად ცხოვრებისთვის”?

როდის გაიზრდება ის ყრმა, რომელსაც “დღე და ღამ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი”?

როცა ერი ყოველს მოვლინებას და საქმეს მის გარშემო მომხდარს, ყოველს ნახულს, გაგონილს და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას _ გონებით დააკვირდება, ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგსხსოვნისათვის გულში ჩაირჩენს და სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, _ მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება დასძვრია მოქმედებისათვის და ფეხი შინიდამ გარეთ გამოუდგამს კაცურად ცხოვრებისათვის. ეს ნიშანი მაშინ უფრო ნამეტნავად უტყუარია, როცა ესეთი ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება და დამსახურებულის პატივისცემა ცხადი მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია” (“შინაური მიმოხილვა”, 1882 ., სექტემბერი), _ ასეთია ილიას პასუხი, მაგრამ საკითხავი ის არის, ჩვენ ვინ დაგვიბრუნებს რწმენას, რათა დავინახოთ და დავაფასოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არიან გულმხურვალე მამულიშვილები და მართლა უანგაროდ სურთ ერის სამსახური?

აი კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here