Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინ არიან ლგბტ პროპაგანდის სპონსორები

ვინ არიან ლგბტ პროპაგანდის სპონსორები

2435
ვინ არიან ლგბტ პროპაგანდის სპონსორები

რატომ ვრცელდება ლგბტ იდეოლოგია ასე სწრაფად დასავლეთში? კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ აშშში გეები არა მხოლოდ მდიდრები არიან ნორმალურ ადამიანებზე, არამედ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამრიგად, კორპორაციებიც და პატარა ფირმებიც დაინტერესებულნი არიან, გააკეთონ ისეთი რაღაცის საწინააღმდეგო, რასაც აკეთებს გერმან სტერლიგოვი (რუსი მეწარმე, რუსეთში სასაქონლო ბირჟის თანადამფუძნებელი, მონარქისტი, მართლმადიდებელი, რომელიც აბორტებისა და სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ გამოდის) _ თავიანთ ოფისებზე გამოაკრან ცისარტყელასფერებიანი დროშა, რათა მიიზიდონ და თავიანთ კლიენტად აქციონ აუდიტორიის ეს გადამხდელუნარიანი ნაწილი.

აი რას წერს ბესტსელერების ავტორი, მრავალი კერძო კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი, მრჩეველი და მასწავლებელი, მულტიმილიონერი დენ კენედი:

“…თუ რაღაც მიზეზების გამო, რომლებიც დაკავშირებული არ არის ბიზნესთან, თქვენ განზრახული გაქვთ, არ მიაწოდოთ საქონელი მდიდარ გეებსა და ლესბოსელებს, უბრალოდ, იცოდეთ, რომ ეს ცუდი საქმიანი გადაწყვეტილებაა და, თუკი აწარმოებთ ბიზნესს, რომელშიც თქვენ გარდა არიან სხვა აქციონერებიც, მაშინ ეს ფინანსურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაცაა”.

* კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ გეების 80%- საშუალოზე მეტი შემოსავალი აქვს; 40% გამოიმუშავებს 100 ათას დოლარზე მეტს წელიწადში;

* ლგბტთა საერთო მსყიდველობითი უნარი 2016 წელს 915 მლრდ დოლარი იყო და ის განაგრძობს მატებას;

* მოგზაურობისას გეები 30%-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ნორმალურები;

* გეები 2-ჯერ უფრო ხშირად ყიდულობენ ქალაქგარეთ სახლს, 6-ჯერ ხშირად ყიდულობენ საშინაო კინოთეატრს, ვიდრე ჰეტეროსექსუალები.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა “სუბარუმ” თავისი პრობლემები გადაჭრა იმ ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც სხვა ავტომწარმოებლები ყურადღებას არ აქცევდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ მანქანების მყიდველთა დიდი რაოდენობა ლესბოსელი იყო. კომპანიამ სპეციალურად მათთვის გააკეთა რეკლამა, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთი იყო: “ეს არჩევანი არ არის, ჩვენ ასე ვართ მოწყობილი”. და სარეკლამო კამპანიაში ჩართო ლგბტ თემის ცნობილი წარმომადგენლები, მაგალითად, ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა.

როგორც ხედავთ, საქმე გვაქვს თვითმხარდამჭერ სისტემასთან. გეი მდიდარია საშუალო ამერიკელზე, კორპორაციები თავიანთ რეკლამას მიმართავენ გეებზე, მასობრივი სარეკლამო კამპანია კი ამ პრივილეგიურ ბანაკში კიდევ მეტ “რეკრუტს” იზიდავს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here