მთავარი პოლიტიკა ვინც პუტინს არ დაელაპარაკება, ის შოიგუს მოუსმენს

ვინც პუტინს არ დაელაპარაკება, ის შოიგუს მოუსმენს

შოიგუსა და კარასინის განცხადებები იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის შემუშავებასაც აქტიურად შეუდგა კრემლი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მოქმედებების საპასუხოდ

1027
გააზიარეთ
ვინც პუტინს არ დაელაპარაკება, ის შოიგუს მოუსმენს

ქართული ოცნებისმიერ წინასაარჩევნოდ უხვად გაცემული დანაგლადშეუსრულებელი დაპირებებიდან (ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს) ერთერთი რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობაც იყო. თუმცა დალაგებააღდგენას ვინღა დაეძებს, როცა ამ მიმართულებით (თუ არ ჩავთვლით რუსეთის ბაზარზე ღვინისა და ბორჯომის გატანას) მოლაპარაკებების დასაწყებად ქოცების ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

კონსტრუქციულ, რეალისტურ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებზეა საუბარი და არა ისეთ უტოპიურ, ურაპატრიოტულ განცხადებებზე, როგორიც იდეაშივე გამორიცხავს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებას.

მაგალითისთვის საზოგადოებას შევახსენებ რამდენიმე წლის წინათ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მოლაპარაკებების სუფთა ფურცლიდან დაწყების მზადყოფნის შესახებ. ვლადიმერ პუტინმა იქვე დასძინა, რომ საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს ტაბუდადებული თემები; ასე განსაჯეთ, ახალი რეალიების (ამაზე ქვემოთ) გათვალისწინებით, თვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩათვლითაც კი. და რა მიიღო ამ კეთილი ნების პასუხად მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტმა? ულტიმატუმი _ ჯერ სოხუმ-ცხინვალიდან გაიყვანეთ სამხედრო ბაზები, გააუქმეთ იქ რუსეთის საელჩოები, ანუ უკან წაიღეთ საქართველოს ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო!.. ამაზე დიდი იდიოტიზმი გაგონილა?!

“შიშისგან აცახცახებულმა” ვალოდიამ, ერთიც ვნახოთ და, მართლა შეასრულა ულტიმატუმის პუნქტები, რას შობი მერე? “სხვა დანარჩენზე” რა, კრასნოდარი სოჭის დაბრუნებაზე უნდა ვესაუბროთ რუსებს? თუმცა, რატომაც არა? კიდევ ერთი ულტიმატუმი და სოჭი თავისი “ფორმულა-1”-ის ტრასითა და ოლიმპიური ინფრასტრუქტურით ჩვენი იქნება და მეტიც _ პუტინს მაღალ სტუმრებთან ერთად გლობალური პოლიტიკის კეთება, სოჭის სამთავრობო რეზიდენციის მაგივრად, სადმე, მიყრუებულ “პადმასკოვიეში”, მოუწევს… ზემოთ ე.წ. ახალი რეალიები ვახსენე და არცთუ უმიზნოდ. რა, კულტურული კაცობრიობა ახალ რეალიებში არ აღმოჩნდა? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცი ქალობას იჩემებს და პირიქით, კაცი ვარო, _ გაჰყვირის ქალი. ჰომო საპიენსის ასეთ ეგზემპლარებს საბჭოეთის “ბნელეთში” უმალ ავლიპ ზურაბაშვილთან გააქანებდნენ სამკურნალოდ, “განათლებულ” დასავლეთში კი დემოკრატიის ხარისხის, რეიტინგის მთავარი საზომი ერთეული, ლგბტ პირების უფლებების დაცვა და, შესაბამისად, ჩატარებული გეიაღლუმების, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებების რაოდენობაა. ეს ყველაფერი ქრისტიანული ფესვებიდან აღმოცენებული ევროპული ცივილიზაციისთვის ახალი რეალობები თუ არ არის, მაშ, რა ჯანდაბაა? ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით…

თუმცა, “შერეკილი” ხუტა ოდიშელიძის არ იყოს, “თვალი დაუდგა ევროპას”, რაც უნდა ის უქნია, მაგრამ, ახალი რეალიებიდან გამომდინრე, ჩვენ სახუმაროდ რომ არ გვაქვს საქმე?!

ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებული ახალი რეალიების არსი არის ის, რომ უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთ-ცხინვალის იმ სტატუსით დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში, როგორითაც ისინი შედიოდნენ საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში, არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც კი გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში ასეთი სასწაული ამ საუკუნეში არ მოხდება…

ერთადერთი, რისი სუსტი იმედიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ, ეს დე ფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნაა და ეს “ფუფუნებაც” რუსეთის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ვლადიმერ პუტინის ახირება კი არა, სამწუხარო რეალობაა, ობიექტური მოცემულობა.

მეტიც _ თუ ვინმეს ჰგონია, რომ დაკარგული სოხუმ-ცხინვალის დაბრუნება პუტინის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული, ძალიან ცდება. აფხაზებიც და ოსებიც კავკასიური რასის თავმოყვარე, ვაჟკაცი ხალხია, რომლებმაც განვლილი წლების განმავლობაში, რომ იტყვიან, გემო გაუგეს თუნდაც ბუტაფორიულ, მაგრამ მაინც ასე თუ ისე დამოუკიდებლობას, რომელსაც პუტინის ბრძანების შემთხვევაშიც არ დათმობენ.

ამ ყველაფრის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლებას მისი “მეგობარი” დასავლეთის მიერ ე.წ. არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელება მიაჩნია და სულ ტყუილად: ჯერ ერთი, ყველაფერს აქვს დასასრული და “დემოკრატიული” დასავლეთისგან სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ დროის ამბავია და, ეგეც რომ არა, ციცქნა სოხუმ-ცხინვალს მსოფლიოს ხმელეთის 1/7-ზე გადაჭიმული რუსეთის უზარმაზარი იმპერიის აღიარება არ ეყოფა, რომ იტყვიან, პურადაც და ყველადაც? აღარაფერს ვიტყვი რუსეთის ბაზარზე, რომლის დედაქალაქ მოსკოვის მხოლოდ ერთი რაიონი თვალის დახამხამებაში ისე შეისრუტავს აფხაზურ ციტრუსებს, რომ, უკაცრავად და, ერთხელაც არ დაასლოკინებს.

ამიტომ, თუ ამ ლიბერასტული მსოფლიოს ახალ რეალიებში გადარჩენა გვიწერია, მხოლოდ რუსეთის დახმარებით, მასთან სტრატეგიული მოკავშირეობით და, ვინც ნატოევროკავშირის იმედად საპირისპიროს ამტკიცებს, ის ან შეუგნებელი ბრიყვია, ან შეგნებული არამზადა.

“მთავარი ოპოზიციური” პარტიისგან ხშირად გაისმის ქოცების ხელისუფლების მიმართ ბრალდება, საყვედური, რომ აშშ-ევროპის პოლიტიკური რადარებიდან საქართველო თითქმის გაქრაო. რასაც ხელების სავსავით უარყოფენ ქოცები: რას ამბობთ, ნატოსა და ევრიკავშირთან ისეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, თქვენ, ნაცებს, არც კი დაგსიზმრებიათო. და ასეთი კინკლაობით ერთობიან. ის კი აღარავის ახსოვს, რა “სიკეთეები” მოუტანა საქართველოს იმ დრომ, როდესაც დასავლეთის რადარებზე ვბრწყინავდით _ რამდენჯერაც ვამცნეთ რადარებს, _ არიქა, რუსები გვჩაგრავენო, ზუსტად ამის პირდაპირ პროპორციულად მოჩოჩავენ მავთულხლართები და ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველო კიდევ უფრო პატარავდება.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რუსეთს, დღიდან სსრკის დანგრევისა, საქართველოს მიმართ მწყობრი პოლიტიკა არ ჰქონდა, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრა საქართველო, რადგან, რისი მიღებაც სურდა რუსეთს, ომის შემდეგ ყველაფერი მიიღო.

უკაცრავად და, რუსეთმა საქართველო ფეხებზე დაიკიდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა ლუგანსკ-დონეცკ-ყირიმის სახით და ეს “დაკიდება” გაცილებით სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს, ვიდრე დასავლეთის რადარებიდან გაქრობაა.

კარასინიშოიგუს განცხადებებიდან გამომდინარე, პუტინის მზადყოფნამ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, აქტუალობა, სამოდამოდ თუ არა, დიდი ხნით დაკარგა და რუსეთმა ძალის სამართლის დემონსტრირება გადაწყვიტა საქართველოს (და არა მხოლოდ) მიმართ.

თავად განსაჯეთ: მიუხედავად სირთულეებისა, უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რომლებიც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 27 თებერვალს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის მორიგი რაუნდის წინ.

რა არის ეს, თუ არა ცუდად შეფარული მუქარა საქართველოს მიმართ?

უფრო შორს წავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც 27 თებერვალს არაორაზროვანი განცხადება გააკეთა ნატოს სამხედრო წვრთნების ინტენსივობასა და მათში ნატოს არაწევრი უკრაინისა და საქართველოს “აქტიურად ჩართვის” შესახებ. სერგეი შოიგუს თქმით, ალიანსი განაგრძობს წინა ხაზის ბაზირების სისტემის განვითარებას ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე შოიგუმ თქვა, რომ ნატო რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომების მიღებას.

ეს კი, კარასინისგან განსხვავებით, შეფარული კი არა, აშკარა მუქარაა…

მთლიანობაში რუსეთის სამხედრო უწყებისა (სერგეი შოიგუ) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (გრიგორი კარასინის) განცხადებები იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის შემუშავებასაც აქტიურად შეუდგა კრემლი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მოქმედებების საპასუხოდ.

20 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის საპასუხოდ მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ რუმინეთს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს დაემუქრა განადგურებით, საიდანაც შესაძლოა გაუშვან რაკეტები რუსეთის მიმართულებით, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებშიც მიიღება რუსეთზე შეტევის გადაწყვეტილება და, ასეთი ქვეყანა რომ ერთადერთია, ეს ბავშვმაც კი იცის _ აშშ. ვლადიმერ პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში არ დაიწყებს ტანკებისა თუ ცოცხალი ძალის თვლას, რადგან ამ კომპონენტში ნატო აშკარად აღემატება რუსეთს და ამიტომ, როგორც ბირთვული ზე სახელმწიფო, ბირთვული დარტყმით გაანადგურებს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც გაბედავს რუსეთთან გინდაც არაბირთვული საომარი მოქმედებების დაწყებას.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო სრულიად დასავლეთი და, პირველ რიგში, აშშ, რადგანაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომ იტყვიან, სიტყვებს ჰაერში არ ისვრის და ძალაც შესწევს ქადილისა. სირიაა ამის ნათელი მაგალითი.

რატომ ებრძვის მსოფლიოს ნეოლიბერასტული სამყარო რუსეთს?

რუსეთის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები _ აი თავიდათავი მიზეზი რუსეთთან დაპირისპირებისა _ “დიდი უსამართლობაა, რომ მსოფლიო ბუნებრივი წიაღისეული რესურსების 40% პროცენტი მხოლოდ ერთს _ რუსეთს ეკუთვნის! განაცხადა სახდეპის ყოფილმა მდივანმა, ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა.

ბუნებრივი რესურსები და მართლმადიდებლობა _ აი, რეალური მიზეზი უღმეთო დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირებისა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. უბედურო საქართველო საით მიექანები,ამ ლენჩი მთავრობის ხელში.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here