მთავარი დაიჯესტი ვითომ ჩვენთან სხვანაირადაა?

ვითომ ჩვენთან სხვანაირადაა?

676
გააზიარეთ
ნიკოლაი პატრუშევი

დასავლური პროპაგანდის შედეგად ახალგაზრდების ზნეობრივი გადაგვარების პრობლემა სხვა ქვეყნებშიც ძალიან აქტუალურია

დასავლეთის პროპაგანდის გავლენით ახალგაზრდების ზნეობის, ცნობიერების დეგრადაციის პრობლემა, როგორც ჩანს, აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც რუსეთია (და არა მხოლოდ), სადაც, ამ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ, და ხშირად არცთუ წარუმატებლად, გავლენა იქონიონ ახალგაზრდებზე და შეუცვალონ ზნეობრივი ორიენტირები. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, განცხადება თბილისში რამდენიმე დღის წინათ განვითარებულ მოვლენებს დაემთხვა.

აი რა თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ვოლგისპირეთში 15 მაისს გამართულ უშიშროების გამსვლელ სხდომაზე:

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული ოპოზიციური სტრუქტურები ექსტრემიზმს აღვივებენ რუს ახალგაზრდებს შორის”. მისი თქმით, ამ სტრუქტურების მუშაობა მიმართულია ზნეობის, ისტორიული საფუძვლებისა და კულტურული ტრადიციებისთვის ძირის გამოთხრისკენ, კულტურული და სულიერი ფასეულობების ნგრევისკენ.

ამას ხელს უწყობს განათლების დაბალი დონე, სოციალური უთანასწორობა, კულტურული დასვენებისა და გართობისთვის პირობების არარსებობა.

ვოლგისპირეთში, პატრუშევის განცხადებით, 43 რელიგიური პროგრამაა ამოქმედებული ახალგაზრდებს შორის დესტრუქციული თვალსაზრისის გავრცელების პროფილაქტიკისთვის.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ ახალგაზრდების ჩაბმა სატანისტურ კულტებში დაუნდობლად უნდა აღიკვეთოს.

დაუნდობლად უნდა აღიკვეთოს არასრულწლოვანების, მათ შორის, ფანატიკური ჯგუფების, ჩაბმის მცდელობები არაკანონიერ საჯარო ღონისძიებებში, აგრეთვე, დესტრუქციულ ორგანიზციებში, მათ შორის, ტოტალიტარულ სექტებში, რომლებიც ოკულტიზმისა და სატანიზმის იდეებს ქადაგებენ”, _ განაცხადა პატრუშევმა. მისი თქმით, “ახალგაზრდობის მედიაუსაფრთხოების უზრუნველყოფა კვლავ აქტუალურია ინტერნეტში გავრცელებული კრიმინალური ფსიქოლოგიის, ძალადობის კულტისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი ტენდენციებისა და ატრიბუტიკის გამო”. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მოედნების შექმნას, რომლებზეც მოზარდები შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას. ასეთ მოედნებად პატრუშევმა დაასახელა სპორტული ცენტრები და ინტელექტუალური დასვენების ადგილები.

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here