მთავარი საზოგადოება ვიაროთ დიდი ილიას გზით

ვიაროთ დიდი ილიას გზით

192
გააზიარეთ
ვიაროთ დიდი ილიას გზით

ახლახან ავტომანქანით მგზავრობისას ჩემი ყურადღება მიიპყრო საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის რადიოგადაცემამ, რომელშიც ორი წამყვანი ერთმანეთსა და რადიომსმენელს ესაუბრებოდა დიდი ილიას შემოქმედებაზე, მის ნიჭსა და გონიერებაზე, უბადლო საზოგადო მოღვაწეობაზეერთი სიტყვით, იმ ყველა სიკეთესა და სიბრძნეზე, განგებამ რომ უხვად დააბერტყა მართლაცდა ბუმბერაზ ადამიანს _ საქართველოს უგვირგვინო მეფეს.

ჟურნალისტების პათოსს ხმას უერთებდნენ მსმენელები, რომლებიც ტელეფონით უკავშირდებოდნენ სტუდიას. მოგვიანებით დავადგინე, რომ ეს პროგრამა შაბათ-კვირაობით გადაიცემა ეთერში, სათაურით “ჩაი ორისთვის”.

საკმაოდ ხანგრძლივ რადიოგადაცემაში რაზე არ იყო ლაპარაკი, გარედან შესული ზარების ჩართვით _ ეკოლოგიაზე, ფლორაზე, სხვა თემებზე. ერთ-ერთმა წამყვანმა, სახელად შავლეგომ, ამცნო მსმენელებს, რომ ბუნების, კერძოდ, ფლორის მიმართ ამერიკული სიმღერა აქვს შერჩეული და მისი მოსმენა შესთავაზა მსმენელებს.

სანამ სიმღერას გაუშვებდა, კიდევ ერთ ზარს უპასუხა, რამაც უმალ ნეგატიურად განმაწყო, როგორც შავლეგოს, ისე გადაცემის მიმართ. მსმენელი თხოვდა, წამყვანებს გაეშვათ ქართული სიმღერა ტყე შეუნახე შვილებსა”, რომელიც წამოჭრილ საკითხს თემატურად ესადაგებოდა; გარდა ამისა, სურდა სახელგანთქმული რუსი კომპოზიტორის _ ალექსანდრა პახმუტოვას პოპულარული სიმღერის “ბელოვეჟსკაია პუშჩა”-ს (ბელოვეჟის ტევრი) მოსმენა. მსმენელმა ისიც დაამატა, რომ იმ დღეს კომპოზიტორის დაბადების დღე იყო და მოსკოვის “დიდ თეატრში” საიუბილეო საღამო იყო დაგეგმილი.

პატივცემულმა შავლეგომ, ვითარცა გველნაკბენმა, უმალ შეიცვალა საუბრის ტონი და უხეშად, ღვარძლიანად უპასუხა რადიომსმენელს: პახმუტოვას სიმღერას არ გავუშვებო! ერთი დააკლდა, ეთქვა, _ არ გაუშვებს იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

თუმცა შავლეგოსი რა მიკვირს, როდესაც მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის დასაწყისში ქართულ და ინგლისურ ენებზე მაყურებელს, რომელიც თეატრში სულიერი საზრდოს მისაღებად და კულტურულად დასასვენებლად მივიდა, “გულში ჩამწვდომი ხმით”, პოლიტიკურად “მუხტავენ”: გახსოვდეთ, საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს მიტაცებულიო.

ბარაქალა კულტურის მესვეურებს, საზოგადოებრივ ტელევიზიას “სიფხიზლისა” და “პატრიოტიზმისთვის”! ოღონდ მოჭარბებული, უადგილო პატრიოტიზმი მომაბეზრებელია და საწინააღმდეგოდ განაწყობს საზოგადოებას. დაუკვირდით, დღის განმავლობაში ელექტრონული მედია რამდენჯერ ახსენებს რუსეთის აგრესიას, ამ ქვეყნის “შავბნელ” საქმეებს, როგორ “ტანჯავს” ის თავის მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით _ ჩვენს მეგობარ უკრაინას.

უკრაინის ტელეკომპანიები (ისევე, როგორც ჩვენი) რუსეთის ლანძღვა-გინებაში ათენ-აღამებენ. იქაც ისე, როგორც აქ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ანალიტიკოსი, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, შეწყვიტოს აგრესიული განცხადებების ფრქვევა და ყველაფერი იღონოს დონბასში ომის შეწყვეტისა და რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების აღსადგენად, უმალ მოღალატეებად, მტრებად სახელდებიან. ქალაქ ლვოვში გამართული ერთ-ერთი სატელევიზიო თოქშოუს მიმდინარეობისას ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტ რუსლან კაცაბას მოფაშისტო ელემენტმა ყური აახია მუქარით თან ბღავილით, რომ კაცაბა “ეფ-ეს-ბეს” აგენტია და იქიდან ფინანსდება.

საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორც ნაცური ოპოზიცია, უკრაინელ ბანდერელებს, რომლებიც ფაშისტური სვასტიკებითა და ჩირაღდნებით მარშირებენ კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, გაგებით ეკიდება და არამხოლოდ ისინი, .. ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებიც. მათი მხრიდან გაფრთხილების, საზარელი ფაქტების, ჟურნალისტების ხოცვის, მეორე მსოფლიო ომის გმირი საბჭოთა ჯარისკაცებისა და მეთაურების ძეგლების დემონტაჟის, წაბილწვის მაგალითების დაგმობის ერთი სიტყვაც არ ისმის. სამაგიეროდ, უკრაინას საბრძოლო იარაღს აწვდიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რას ნიშნავს ეს, თუ არა უკრაინაში სამოქალაქო ომის გახანგრძლივებას, ძმათა შორის შუღლისა და მტრობის გაათკეცებას?

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ანტირუსული პროექტისთვის ხორცშესხმა. შეგახსენებთ, ცნობილი ამერიკელი (წარმოშობით პოლონელი) პოლიტიკოსისა და სწავლულის, ზბიგნევ ბჟეზინსკის რეცეპტს _ “რუსეთისთვის წყლის შეყენება უკრაინის ჩამოშორებით უნდა დაიწყოს!”

როგორც ვხედავთ, ამერიკელებმა მოახერხეს ბჟეზინსკის შეგონებისთვის ფრთების შესხმა. მართალია, ამ საქმისთვის, მათივე აღიარებით, 5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, აღარაფერი რომ არაფერი ვთქვათ ბიზნესის მიერ დახარჯულ მილიონებზე და მიზანს მიაღწიეს.

დღევანდელი უკრაინა, განსაკუთრებით, პოლიტიკური ელიტა, ისეა გადამტერებული საკუთარ სისხლსა და ხორცზე _ რუსებზე, უარესს რომ ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც უახლოეს წარსულში. ამერიკულმა ფერადყვავილოვანმა რევოლუციამ მოიტანა ეს _ 2014 წელს ჩვენთვის ცნობილი დიპლომატი ქალბატონის _ ნულანდის, მიერ მაიდნის მეამბოხეებისთვის ფუნთუშების ჩამორიგებამ; აწ განსვენებული ამერიკელი სენატორის _ მაკეინის ანტირუსულმა განცხადებებმა; ყოფილი ვიცეპრეზიდენტის _ ბაიდენის უკრაინულმა ვოიაჟებმა.

ამერიკელებმა იყიდეს უკრაინული პოლიტელიტა, აამხედრეს რუსეთის წინააღმდეგ, დააწყებინეს ომი საკუთარი ქვეყნის იმ ნაწილის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც იცავდა მშობლიურ ენას _ რუსულს და იმ ზომამდე გაამწვავეს, დამუხრუჭება რომ შეუძლებელი ხდება.

მოდი დავსვათ კითხვა: რომ არა “ნარინჯისფერი” რევოლუცია, ფაშიზმის აღორძინება, ანტირუსული კამპანიის გაჩაღება, რუსული ენის აკრძალვა, მოხდებოდა თუ არა დონბასის უბედურება, გამოეყოფოდა თუ არა ყირიმი უკრაინას?

ანალოგიური კითხვა დავუსვათ საკუთარ თავსაც _ 2008 წლის აგვისტოს ცხინვალის ომზე _ რომ არა სააკაშვილის ავანტიურისტული ნაბიჯი, ამერიკის გარკვეული წრეების წახალისებით საქართველო ტერიტორიების 20%- დაკარგავდა და ასობით ახალგაზრდა მეომარი დაიღუპებოდა ან დასახიჩრდებოდა?

როდესაც ვამბობთ ერთს, იქ მეორეც უნდა ვთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში წინა ნათქვამი დაუჯერებლად აღიქმება. და ეს უნდა შეიგნოს ყველამ _ პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჟურნალისტმა, ინტელიგენციის წარმომადგენელმა… მათ შორის შავლეგომაც, რომ უცეცხლოდ კვამლი არ არსებობს. თუ უკრაინის უბედურებაში პოროშენკოს ხელისუფლებასა და მისი მხარდამჭერი აშშ-ის ადმინისტრაციას მიუძღვის ბრალი, საქართველოს გაუბედურებაში _ სააკაშვილს, ნაცებსა და იმავე ამერიკელსტრატეგიულ პარტნიორებს”.

ანტირუსული ბაცილით დააავადეს ამერიკელებმა ორიმოძმექვეყანა, რამაც ორივეს გაპარტახება არგუნა წილად. ორივე ქვეყანაში ნულზე დავიდა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, დემოგრაფიული ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. მილიონობით უკრაინელი გადაიხვეწა საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად, ისევე, როგორც ქართველი.

საბჭოთა უკრაინა _ თითით საჩვენებელი, სამაგალითო რესპუბლიკა, ისევე, როგორც წარმატებული საბჭოთა საქართველო, “დამოუკიდებლობისჟამს მათხოვრად იქცა. .. დამოუკიდებლობამ უკიდურესი სიდუხჭირე მოუტანა ხალხს, ხოლო ერთ მუჭა ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ ელიტას _ ზღაპრული მილიონები. ნაცვლად პრაგმატული პოლიტიკისა, “სტრატეგიული პარტნიორისდაკვეთას მუყაითად ვასრულებთ _ ვლანძღავთ რუსებს.

როგორ არ ვგავართ ფინელებს, რომლებმაც, საბჭოთა კავშირთან გადატანილი მძიმე ომის მიუხედავად, უმალ მოუხმეს გონიერებას, ძალასა და ენერგიას, აწონ-დაწონეს შექმნილი ვითარება, თავიანთი შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, საბჭოთა კავშირთან, რომელმაც ომის შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩამოაჭრა, დაეწყოთ თანამშრომლობა.

საბჭოთა კავშირმაც არ დააყოვნა _ ენერგეტიკული რესურსებით, ხეტყით, წიაღისეულით უზრუნველყო ფინეთის მრეწველობა და დროის უმოკლეს პერიოდში 5-მილიონიანი ქვეყანა ედემის ბაღად გადაიქცა. თანამედროვე ფინეთი, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით, მოწინავეა მსოფლიოში, ხოლო ფინელის ცხოვრების დონეს ნატრულობს, როგორც ამერიკა, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

ფინეთი ის ქვეყანაა, ნატო რომ ეხვეწება ალიანსში შემოდიო. ფინეთი კი უარზეა მარტივი მიზეზის გამო _ მას რუსეთის გაღიზიანება არ სურს. ფინეთი არ არის ის ქვეყანა, უკრაინისა და საქართველოს მსგავსად, დღენიადაგ რომ აგინოს რუსეთს. ფინეთი არ უძახის რუსეთს ოკუპანტს. ფინეთმა თავიდანვე გააცნობიერა საკუთარი შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია ომი საბჭოთა კავშირთან და რეალობიდან გამომდინარე დაიწყო მოლაპარაკება კრემლთან.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ?

ყველა უარყოფით მოვლენას რუსეთს, კრემლსა და პუტინს ვაბრალებთ. იმ დონემდე მივედით, გახმარუებული კინოფილმისდა ჩვენ ვიცეკვეთჩვენების საწინააღმდეგო გამოსვლებიც რუსეთს დავუკავშირეთ. უზომოდ გაევროპელებული პოლიტიკური ელიტა, მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი საზოგადოება, დაბეჯითებით ტიკტიკებდა ტელეგადაცემებში, რომ ვასაძე, “პატრიოტთა მარში”, ივანიშვილი პირდაპირ კავშირში არიან (არც მეტი, არც ნაკლები) რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და ასრულებენ პირადად მის დავალებას, რომპატრიოტთა მარშიკრემლიდან ფინანსდება.

საპატრიარქოს პრობლემებსაც რუსეთს უკავშირებენ, თან ურცხვად აცხადებენ, რომ მოსკოვს სურს, საქართველოს ეკლესიაში არეულობა შეიტანოს.

გაევროპელებულებს შევახსენებ, რომ აშშ-იც კი, ე.წ. დემოკრატიის აკვანში, არასასურველი კინოფილმის ჩვენება არაერთხელ აუკრძალავთ, ხოლო პარიზის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოსულა ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, დასავლეთს ისე მოვაბეზრეთ თავი ჩვენი ევროპელობით, რომ გერმანულმა გაზეთმაიუნგე ველტმა” (JUNGE WELT) სტატია გამოაქვეყნა ასეთი სათაურით _ “საქართველო არ არის ევროპა, ისწავლეთ გეოგრაფია!”. სტატია გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტისას დაიბეჭდა. აი რა წერია მასში:

“საქართველოს რატომ სურს ევროკავშირში შესვლა, გეოგრაფიულად ხომ ის ევროპას არ მიეკუთვნება? საერთაშორისოდ აღიარებული გეოგრაფიული განსაზღვრების თანახმად, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი კავკასიის ქედზე გადის. საქართველო ამ საზღვრის იქით მდებარეობს და ევროპას არ მიეკუთვნება”, _ წერს სტატიის ავტორი რაინჰარდ ლაუტერბახი.

დღევანდელებს, განსაკუთრებით, .. პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს შევახსენებ: გზები, რომლებზეც თქვენ დადიხართ, 70-წლიანირუსული ანექსიისპერიოდში არის გაკეთებული; სახლებში, რომლებშიც ცხოვრობთ, იმხანად აშენდაა; განათლებას, მეცნიერებას, სპორტს, კულტურას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობასმაშინ ჩაეყარა საფუძველი და 70 წლის განმავლობაში ისეთ მწვერვალებს მიაღწია, მსოფლიოში თითით საჩვენებელი იყო.

უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება, მიზერულ ფასებში პროფკავშირული საგზური საბჭოთა კურორტებზე იმ “დიქტატურის” დამსახურებაა. ქართველს არასდროს გასჭირვებია უკიდეგანო საბჭოეთის ტერიტორიაზე არსებულ რესპუბლიკებში, მოსკოვში თუ სხვა ქალაქებში. მას ყველგან ხელგაშლილი ხვდებოდნენ, იმიტომ, რომ ვითარება იყო ისეთი, მეგობრობა, კეთილმეზობლობა, კეთილგანწყობა ფასობდა.

თქვენ კი ყოველივე აღნიშნული დაანგრიეთ, მიწასთან გაასწორეთ და, წინაპართა მოწიწებით ხსენების ნაცვლად, დღენიადაგ აგინებთ მათ; თესავთ შუღლსა და მტრობას, ზიზღს, განსაკუთრებით რუსების მიმართ.

თქვენ აქებთ და ადიდებთ დიდ ილიას, რაც გასაკვირია, ვინაიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად, მეტადრე _ შეუგნებლად, ილიას ქებას აბათილებთ. არ შეისმენთ მის შეგონებას რუსეთის მიმართ. ამის დასტურია სავალალო მაგალითი შავლეგოსი, რომელმაც დიდი ილიას შემოქმედება დამსახურებულად შეაქო და იქვე ღვარძლიანად გააბათილა ილიას მოწოდება რუსეთთან კეთილი ურთიერთობის თაობაზე განცხადებით _ რუსი კომპოზიტორის სიმღერას ეთერში არ გავუშვებო.

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ თვალუწვდენელ რუსეთისთვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარყოფნის საკითხთან _ დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის”.

ეს სიტყვები ილიას ეკუთვნის და მას კომენტარი არ სჭირდება.

ომარ მარგველაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here