მთავარი პოლიტიკა ვესტერნიზაციის ნამდვილი სახე

ვესტერნიზაციის ნამდვილი სახე

ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბარიგებს!

2585
გააზიარეთ
აქცია

ის, რაც საქართველოს ყველაზე უახლეს ისტორიაში რამდენიმე დღის წინათ მოხდა, ალბათ, მართლა სარეკორდოა იმ მოვლენებს შორის, რომლებსაც ვერასგზით წარმოიდგენდა ამ 30 წლის წინათ რუსთაველზე ერთ მუშტად შეკრული ქართველობა. მაშინ ვინმესთვის რომ გეთქვა: გაივლის კიდევ 30 წელიწადი და ზუსტად ამავე ადგილზე ქართველები ნარკობარიგების დასაცავად შეიკრიბებიანო, გიჟად თუ არა, მოგზავნილად, “კაგებე”- პროვოკატორად და ანტიქართველად შეგრაცხავდნენ.

გვინდა თუ არა ამის დაჯერება, ფაქტია: “საქართველოს ევროპულ კურსს”, უამრავ სხვა სიმახინჯესთან ერთად, უკვე ნარკორეალიზატორების მიმართ თანაგრძნობა და მხურვალე მხარდაჭერაც მოჰყვა. ვიცი, ბევრი იტყვის, ეს ხომ რეალური “ევროპული კურსი” არ არის, მავანნი ამით ბოროტად სარგებლობენ და თავიანთ ინტერესებს “ევროპულ კურსად” ასაღებენო. კარგი, თუნდაც ეგრე იყოს, მერე? სად არის და ვინ არის ამ ქვეყანაში ისეთი, ვინც რეალურად აგვიხსნის, რა არის “ევროპული კურსი” და, მით უმეტეს, ისეთი, ვინც დაიცავს ამ “ევროპულ კურსს” მავანთა მიერ ბოროტად გამოყენებისგან?

გვიპასუხებენ: დრო სჭირდება და დალაგდება თავისთავად, საზოგადოება გაერკვევა, რაც არის “ევროპული კურსი” სინამდვილეში და ხალხი გაითავისებს, რომ ეს სულაც არ არის გაუკუღმართებული სექსუალური მიდრეკილებების, მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალებისა და ნარკორეალიზატორების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოება, არამედ ეს, პირველ რიგში, შრომის ადამიანური პირობების შექმნაზე, ღირსეულ სახელფასო და საპენსიო ანაზღაურებაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე აქცენტირებული საზოგადოებააო.

მაგრამ სრული სერიოზულობით ვსვამ კითხვას: სანამ ამ ყოველივეს “დრო მოიტანს”, ჩვენს შვილებსა და უკვე შვილიშვილებსაც, ანუ არა მხოლოდ მომავალ ერთ თაობას, არამედ თაობების მთელ წყებას ხომ სწორედ ის ესმის, იმას ხედავს და იმას ითავისებს, რაზეც თქვენ ამბობთ, ეს არ არის რეალური ევროპული საზოგადოებაო. მაშ, რა ვქნათ?

მაშ, საიდან აითვისებენ და გაიგებენ მომავალი თაობები, როგორია რეალური ევროპული საზოგადოება?

მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ საზოგადოებად ნარკობარიგების დაცვას გვიხატავენ? ვინც ქალის თავაშვებულ ქცევას ქალის თავისუფლებად გვაწვდის, ხოლო მამაკაცის გაუკუღმართებას _ მის პირად უფლებად?

ვინ არიან ეს ადამიანები და საიდან აღზევდნენ? დიახ, სწორედ აღზევდნენ, რადგან ისინი არა იატაკქვეშეთიდან ცდილობენ თავიანთი მახინჯი მსოფლმხედველობის გავრცელებასა და ჩვენთვის თავსმოხვევას, არამედ მათ ეთმობათ ყველა ტელევიზიის ეთერი თუ სხვა ტიპის მედიასაშუალება. ამასთანავე, ამ ტელევიზიების ჟურნალისტებსა და თოქშოუს წამყვანებს აშკარად ეტყობათ, რომ თანაუგრძნობენ ამ მახინჯ მსოფლმხედველობას და ტელევიზიები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ეწევიან ბოზობის, პედერასტიისა და ნარკორეალიზატორობის პროპაგანდას.

აქცია არა ნარკოტიკებს

და ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში, ლამის თვე არ გავა, შახტში მუშა არ ჩაიჩეხოს ან მშენებლობიდან ვინმე არ გადმოვარდეს, ან რაიმე ტიპის შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფას მსხვერპლი არ მოჰყვეს. ასეთ თემებზე ტელევიზიები ორიოდე პატარა სიუჟეტს თუ გააკეთებენ მხოლოდ და მორჩა. სამაგიეროდ, ნარკორეალიზატორი, რომელსაც თითქმის ათასამდე აბი სუბოტექსიჩაუდეს”, უკვე ლამის მთელი წელიწადია, ყველა ტელევიზიაში თოქშოუების ყველაზე სასურველ სტუმრად და საინფორმაციოს სიუჟეტების გმირად არის გამოცხადებული. მეტიც, ამ ადამიანისდასაცავადაქცია და მიტინგიც კი გაიმართა იქ, სადაც ამ 30 წლის წინათმამული! ენა! სარწმუნოება!” იყო მომიტინგეთა უმთავრესი მოთხოვნა.

რატომ ვავლებთ პარალელებს? სწორედ იმიტომ, რომ, თუკი, ვთქვათ, ადამიანს ქოხს დაუნგრევ, მის ადგილას, სასახლე თუ არა, სახლი მაინც უნდა აუშენო და არა რაღაც ხუხულა. საქართველო, სადაც ახალგაზრდობა ძალუმად მოითხოვდა “მამულის, ენის, სარწმუნოების” რუსი აგრესორებისგან დაცვას და ქართული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დღეს სახლია თუ ხუხულა (სასახლეზე აღარ არის საუბარი)?

მამული _ განადგურებული, ტერიტორიები _ შემოძარცვული, ფორმალურადაც კი ვეღარ ვრცელდება ქართული იურისდიქცია ჩვენი ტერიტორიის ლამის ერთ მესამედზე.

ენა _ საჯარო წარწერებშიც და ზეპირ მეტყველებაშიც გაბატონებული უცხოური.

სარწმუნოება _ ყველაზე მიღებული დღეს სწორედ საპატრიარქოს, ეკლესიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების ლანძღვა, დაცინვა, აბუჩად აგდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გინებაა.

მაშ, რაღა დარჩა? დამოუკიდებლობა და თავისუფლება? უკაცრავად, მაგრამ თუკი ენა, მამული და სარწმუნოება აღარ გვაქვს, რადამოუკიდებლობადათავისუფლებააეს?!

რას ჰქვია ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება? რით განისაზღვრება ის? _ სწორედ მაგ სამი უმთავრესი ცნებით. თორემ ილია ჭავჭავაძეს ეგ სამი ცნება შემთხვევით კი არ ჩამოუთვლია. რატომ “მჭადი, ყველი, საცივი” არ თქვა? სწორედ ენა, მამული და სარწმუნოება განსაზღვრავს ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, თავისუფლებასაც და სახელმწიფოებრიობასაც.

ჰოდა, ავიღოთ და შევადაროთ: როდის იყო ქართული ენა უფრო დაცული _ საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? როდის უფრო ვრცელ ტერიოტორიას აკონტროლებდა, თუნდაც ფორმალურად, თბილისი _ საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? როდის უფრო იყო ხელშეუხებელი სარწმუნოება _ საბჭოთა პერიოდში თუ ახლა?

გინდა, იფიქრეთ, რომ საბჭოეთს მივტირი; გინდა, იფიქრეთ, რომ ვსლუკუნებ და ვბღავი, ოღონდ, უბრალოდ, მიპასუხეთ იმ კითხვებზე, რომლებიც დავსვი.

თუმცა ფორმულა: “ნუ იქნება ოღონდ რუსი” ჯერ კიდევ სწორედ საბჭოთა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი და დღემდე ასეა. მთავარია, რუსმა არ “დაგვიპყროს” და სხვამ, ვინც გინდა, იმან. მთავარია, რუსმა არ დაგვამციროს და სხვას თუნდაც სულაც მონად დავუდგებით. როგორც ჩანს, ვიღაცას ზედმიწევნით კარგად აქვს შესწავლილი ქართველი კაცის რომანტიკულდაუმორჩილებელი ბუნება და მთავარია, მას ჩააგონოს, რომ რამეს უკრძალავენ და პლუს ამას კიდევ რამერომანტიკული საბურველითდაანახვოს, რომ მორჩა _ ქართველი საზოგადოება იმ წამს იწყებსაკრძალულისგაპროტესტებასა დარომანტიკულისმიღებასა და შეყვარებას.

80-იანი წლების ანეკდოტია: ქუთაისში ჭიჭიკიას უთხრეს, _ გეიგე, ბიჯო, თურმე გორბაჩოვს დამშრალი მდინარის კალაპოტში თავით გადახტომა აუკრძალავსო.

_ ეუფ! ვინ ჰკითხავს, ბიჯო, გორბაჩოვს, მე რას ვიზამ?! _ უყვირია ჭიჭიკიას და წამში გადაშვებულა თავით ყველაზე მაღალი ხიდიდან დამშრალი მდინარის კალაპოტიდან ამოშვერილ ლოდებში.

აი, დაახლოებით ასე დაგვემართა ჩვენც. საბჭოთა კავშირიდან თავით გადმოვეშვითიმის გამო, რომ თურმე იქ ვიღაც ჩვენსენას, მამულსა და სარწმუნოებასშეურაცხყოფდა თუ სათანადოდ არ უფრთხილდებოდა

კი, ბატონო! არავინ ამბობს, რომ რუსი არ არის დამპყრობელი და ოკუპანტი ან თავის რუსულზე უფრო შენს ქართულს უფრთხილდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიპასუხოთ: რას ხედავთ თანამედროვე რეალობაში _ როდის, რომელ პირობებში უფრო ვახერხებდით ჩვენ, ქართველები, ჩვენის _ ქართულის მოვლას, პატრონობას, შენახვასა და შენარჩუნებას?

სხვათა შორის, ახლა მასხრად აგდებული ლოზუნგი _ “ქართველობას გვართმევენ!” _ სწორედ საბჭოთა ან კიდევ უფრო ადრეული, რუსული “ცარისტული” იმპერიის დროინდელია და მაშინ სწორედ ამ ლოზუნგით გამოდიოდნენ პატრიოტი ქართველები, “ცარისტების” შემდეგ კი _ კომუნისტების წინააღმდეგ.

რატომღაც მაშინ არავის უფიქრია, ეს ლოზუნგი _ “ქართველობას გვართმევენ, ქართველებო!” _ მასხრად აეგდო, გაეუფასურებინა და გაეფარჩაკებინა, როგორც ახლა ხდება.

წეღან რომანტიზმი ვახსენე და, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც რომანტიკული საბურველით შებურა ჯერ ტერორისტები და ტერორიზმი და შემდეგ კი _ ნარკომანები და ნარკობარიგები.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო, მშვიდობიანი მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გამტაცებლები რომანტიკულ პიროვნებებად გამოაცხადეს და, სხვათა შორის, ეს თემაც გამოიყენეს საბჭოეთისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ტერორისტებს რომანებს, პიესებსა და სპექტაკლებს უძღვნიან!

ახლა კი აგერ, ნარკობარიგებს ვუძღვნით ტელეგადაცემებს, თოქშოუებს, აქციებს, მიტინგებს, ლექსებს, სიმღერებს და ლამისაა, ეროვნულ გმირებად გამოვაცხადოთ ისინი.

მინდა, ხაზი გავუსვა: შეგნებულად არაფერს ვამბობ იმაზე, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ქვეყანაში თუ პირიქით _ მკაცრი და ხისტი. ეს სხვა საკითხია და ამაზე სპეციალისტებმა დიდხანს და ფრთხილად უნდა იმსჯელონ. მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ის, რასაც დღეს ქართული ტელევიზიები, ქართული მედია, ქართველიცნობადი სახეებიაკეთებენ, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია!

საბოლოოდ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური იქნება, რბილი, ფაფუკი თუ ქათქათა, ნარკომანების და განსაკუთრებით ნარკობარიგების რომანტიკულ, “კაიტიპებად” წარმოჩენა მაინც ნაძირალობაა.

როგორც გინდათ, გამიგეთ და მაშინ, როდესაც რუსები “ქართველობას გვართმევდნენ”, მსგავს რამეს საქართველოში ვერავინ გაბედავდა. დღეს კი ასე “გაევროპელებულებმა” ჯერ ხომ “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვეთ და ახლა უკვე ნარკორევოლუციის ზღვარზე ვართ…

და ვისაც მაინც გგონიათ, რომ მე საბჭოთა კავშირს მივტირი, მივქვითინებ ან მივზლუქუნებ და ამ სტატიიდან სხვა აზრი ვერ გამოიტანეთ, ისევ და ისევ საბჭოთადროინდელი “ლოზუნგური” ლექსის პერიფრაზით მოგმართავთ:

რევოლუციურს! ჯერ არნახულს! ჯერ არ გაგონილს!

რუსის უღლისგან თავისუფალს!

ამერიკული ჯაველინებით შეიარაღებულს!

მამკაცებთან მეომარ ქალებს!

დედაენის არმცოდნე ბავშვებს!

უცხოეთზე მეოცნებე ახალგაზრდებს!

პედერასტების დროშიან სპორტსმენებს!

სიკვდილის ნატვრით მცხოვრებ მოხუცებს!

გაზულუქებულ უტვინო სახელმწიფო მოხელეებს!

ბნელი ფულით ნაყიდ ჟურნალისტებს!

სამშობლოს გამყიდველენჯეოშნიკებს”!

ფეხებზე დაკიდებულ ნამდვილ პროფესიონალებს!

მოღალატეებად გამოცხადებულ პატრიოტებს!

და მაინც, რაც მთავარია,

რუსის უღლისგან თავისუფალს,

ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ბარიგებს!

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here