Home რუბრიკები პოლიტიკა ვერავინ ვერ ბედავს ხმამაღლა იმის თქმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ...

ვერავინ ვერ ბედავს ხმამაღლა იმის თქმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ სჯერა, ოდესმე თუ მიიღებენ ნატოში, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენზე ზრუნავს

ეს ოფიციალურად რომ გაცხადდეს, საქართველო იმ გრანტებს დაკარგავს, რომლებსაც ამერიკა და ევროპა გამოხრული ძვალივით გვიგდებს

1961
ვერავინ ვერ ბედავს ხმამაღლა იმის თქმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ სჯერა, ოდესმე თუ მიიღებენ ნატოში, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენზე ზრუნავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხმამაღლა და გარკვევით თქვა: ნატოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯონ და კეთილი ინებონ, ეს ყველაფერი 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ, ხოლო შემდეგ ეს ციფრი უნდა გააორმაგონ. ტრამპის ინიციატივა არ მოეწონათ გერმანიასა და საფრანგეთს, იმ ორ სახელმწიფოს, რომლებიც ნატოში პირველი ვიოლინოს ფუნქციას ხშირად ასრულებენ.

ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ საქმე რეალურად მილიარდებს ეხება და ისინი ამ თანხის თავდაცვაში გადასროლისგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ, საქართველოში უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ, როგორც ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყანა, ცუდი არ იქნება, თუ ტრამპის ინიციატივას მხარს ავუბამთ და უკვე 2020 წელს შევეცდებით აღნიშნული დავალების შესრულებას. ეს იმის მიუხედავად, რომ ამერიკის პრეზიდენტს საქართველო და, საზოგადოდ, ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს კარზე, ათეული წლებია, ამაოდ აკაკუნებენ (და კიდევ, სულ ცოტა, ათი წლის განმავლობაში იმავეს კეთება მოუწევთ), საერთოდ არ უხსენებია.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წელს 790 მილიონი ლარით განისაზღვრა. თუ ვიმეტიჩრებთ და (ამას სხვა რამეს ვერ დავარქმევთ) ტრამპის ინიციატივას საკუთარი სურვილით შევუერთდებით, 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით უნდა განისაზღვროს და რეალურად მილიარდ 210 მილიონი უნდა მოაკლდეს ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას და ა.შ.

ისიც გავიხსენოთ, რომ შარშან საქართველომ ამერიკისგან 75 მილიონის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სისტემაჯაველინიშეიძინა. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომჯაველინებიგვაქვს, მაგრამ რატომ ვიყიდეთ, რისთვის გვჭირდება, არავის უთქვამს. თუ უახლოეს ხუთ წელიწადში ომის დაწყებას ვაპირებთ და გვიმალავენ, ვერ გეტყვით, მაგრამ, ოფიციალურად რასაც გვეუბნებიან, უბრალოდ, დიდი სისულელეა. “ჯაველინების” შეძენა სახელმწიფომ შემდეგი ოფიციალური განმარტებით “გააპრავა”: საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ეცოდინება, რომ გვაქვს “ჯაველინები” და სამხედრო ინტერვენციისგან თავს შეიკავებს…”

მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, რაღა თქმა უნდა, რუსეთი იგულისხმეს და გვაჯერებენ, რომ, რუსეთმა თუ დააპირა რომელიმე სახელმწიფოში ინტერვენცია, “ჯაველინები” შეაშინებს. წეღან ხუთი წელი შემთხვევით არ გვიხსენებია, ხუთი წლის შემდეგ ჩვენ მიერ ნაყიდჯაველინებსჩალის ფასი დაედება, რადგან შეიცვლება სტანდარტები, მოიგონებენ ახალ რამეს და შეგვრჩება ესჯაველინები”. წეღანაც ვთქვი: თუ მანამდე ომს ვაპირებთ, გვითხარით, მერე ისე რომ არ გამოვიდეს, კობახიძემ ტელევიზიით მოგვიწოდოს, _ ჩანგლებითა და დანებით გამოდით თავის დასაცავადო. თუ არაფერს ვაპირებთ და ეს ჯაველინები, უბრალოდ, სავარჯიშოდ უნდა გავისროლოთ, ცოტა ძვირი სიამოვნება ხომ არ არის, ბატონებო, 75-მილიონიანი ვარჯიში?!

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ჯაველინებისშეძენა საქართველოს აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გვითხრა, _ გჭირდებათო და მაშინვე გამოინახა 75 მილიონი, ანუ ამერიკას დასჭირდა ჩამოსაწერი იარაღის მოშორება და ჩვენ შემოგვტენა. ჰო, სწორედ რომ შემოგვტენა, თორემ კიდევ ვიმეორებთ: თავდაცვის ეს საშუალება დღევანდელ რეალობაში საქართველოს არაფერში სჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამერიკის წინაშე თითქოს ვალდებულება გვაქვს, რასაც გვიბრძანებს, უსიტყვოდ შევასრულოთ. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ ვიყიდეთ “ჯაველინები” და ახლა რატომ უნდა დავხარჯოთ ორი მილიარდი ლარი თავდაცვაზე (თავდაცვაზე კი არა, სინამდვილეში ამერიკელებს უნდა გადავუხადოთ ვითომ ჩვენი თავდაცვის უზრუნველსაყოფად) იმის იმედად, რომ ნატოს კარს გაგვიღებენ. ეს მაშინ, როცა თუნდაც ნიკოლა სარკოზიმ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ორიოდე თვის წინათ ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, საქართველოს ნატოში შესვლის შანსი არ აქვს და აჯობებს, შავი ზღვის კავშირის შექმნაზე იფიქროსო. ეს ის სარკოზია, პრეზიდენტობისას ხშირად რომ იმეორებდა, საქართველო მალე გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრიო, მაგრამ როგორც კი ტყუილის თქმის ვალდებულება მოეხსნა, როგორც ჩანს, სინდისმა შეაწუხა და მწარე სიმართლე გვითხრა. თუმცა, მაშინ გვჯეროდა სარკოზის, ახლა აღარ გვჯერა, ანუ ვიჯერებთ იმას, რაც სხვებს ხელს აძლევთ. ასე ილუზიებში ცხოვრება კარგი რომ არ არის, ჩვენზე კარგად ხელისუფლებაში იციან, მაგრამ რა?!

მაშინ, როცა ამერიკის მითითებებს უსიტყვოდ ვასრულებთ, ერთ დღეს კარგ ან ცუდ განწყობაზე გაღვიძებულმა ტრამპმა რომ გვიბრძანოს, რუსეთთან ომი დაიწყეთო, რას ვაპირებთ? მე გეტყვით, ამერიკა რას იზამს ასეთ შემთხვევაში _ ჩამოწერილ იარაღს მამასისხლად შეგვასყიდვინებს, თვითონ ევროპასთან ერთად აღშფოთდება, შემდეგ გამოუშვებს საქართველოში მეათე რანგის მოხელეს (რომელსაც აქ ჩამოსვლის შემდეგ პირველ პირზე მეტი უფლებებით აღვჭურვავთ) და განაცხადებს, რომ რუსეთი აგრესორია, ახალ სანქციებს მოიფიქრებს და ამით დასრულდება ეს ამბავი. მერე რა, რომ ჩვენი განვითარება კი არ შეფერხდება, არამედ განადგურდება, ინფრასტრუქტურა მოიშლება, ისედაც სიღარიბეში მყოფი მოსახლეობა სრულიად გაღატაკდება და დავრჩებით ბედის ანაბარა. ზუსტად ისე, როგორც არა ერთხელ და ორჯერ დავრჩენილვართ, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლეთ.

გნებავთ, უახლოეს, გნებავთ, საუკუნეების წინანდელ ისტორიას რომ გადავხედოთ, არც ევროპასა და არც ამერიკას ჩვენთვის კარგი არაფერი გაუკეთებია. ვიღაც იტყვის, ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო, მაგრამ დაასაბუთეთ, რაში გამოიხატება ეს სტრატეგიული პარტნიორობა? ერთობლივად ჩატარებულ წვრთნებში, რომლებიც ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება და საქართველო სავარჯიშომსხლისფუნქციას ასრულებს, თუ საერთაშორისო მისიებში, სადაც ამერიკას კონკრეტული ინტერესები აქვს და ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად ჰყავს წინა ხაზზე დაყენებული?! როცა ისეთ ქვეყნებზეა საუბარი, როგორიც საქართველოა, ყველა ერთხმად გაჰყვირის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგად იყოს… ამერიკა. ეგ კი არა, აგერ, ქვეყნის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაშიც კი ერევიან და გვითითებენ, ჩვენი, ჩემი და თქვენი ფული რისთვის უნდა დაიხარჯოს. თურმე ოკეანის გაღმიდან უკეთესად ჩანს აქ არსებული პრობლემები, თურმე ჩვენ არ ვიცით და ვერ ვხვდებით, რა არის ჩვენთვის კარგი და ამიტომ შტატებს უნდა დავემორჩილოთ.

ვინმეს ახსოვს, ბოლოს როდის ითქვა საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოსთვის უმჯობესი იქნება ეს და არა ის? როდის თქვეს ჩვენი ქვეყნის პირველმა პირებმა რა არის ქვეყნისთვის უკეთესი, როდის წარადგინეს საკუთარი ხედვა?! ჩვენ ასეთი რამ არ გვახსოვს, მაგრამ ის კი გვახსოვს, როგორ კითხულობს ხან პრეზიდენტი და ხან პრემიერი მაღალი ტრიბუნიდან ამერიკაევროპის მიერ დაწერილ სიტყვას, როგორ უქნევს თითს რუსეთს, როგორც ცდილობს ლიბერალიზმის დამკვიდრებას და როგორ უმტკიცებს სრულიად მსოფლიოს, რომ საქართველოში ყველა მოქალაქე ამ აზრზეა. ადრეც დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ _ რა გახდა ერთი რეფერენდუმის ჩატარება იმის გასარკვევად, რეალურად რა სურს საქართველოს მოსახლეობას?! ხომ ძალიან მარტივია ამის გაკეთება და მით უმეტეს მაშინ, როცა ამერიკის ხუშტურებისთვის თურმე ორი მილიარდი გადადებულ-გამზადებული გვაქვს. იქნება ის თანხა ბიუჯეტში, რომელიც რაფერენდუმის გამართვას უზრუნველყოფს და ეგებ მაშინ მაინც დაინახოთ სიმართლე? თუმცა არა, სიმართლე ისედაც იცის ყველამ, უბრალოდ, ამის ოფიციალურად გაფორმება და აღიარება არ სურს არავის. ვერავინ ვერ ბედავს ხმამაღლა იმის თქმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ სჯერა, ოდესმე (და არა წლების შემდეგ) თუ მიიღებენ ნატოში, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენზე ზრუნავს, რომ ჩვენი ხსნა ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვააეს ოფიციალურად რომ გაცხადდეს, საქართველო იმ გრანტებს დაკარგავს, რომელსაც ამერიკა და ევროპა გამოხრული ძვალივით გვიგდებს.

ვერ გეტყვით, როდემდე ვიცხოვრებთ ილუზიებში, მაგრამ ის ხომ გახსოვთ, წინა ხელისუფლება ამ ილუზიებმა შეიწირა. ისინი შიგნით ჩვენ და გარეთ დანარჩენ მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ ქართველების ახალი, მორჩილი ჯიში გამოიყვანეს, რომ ქვეყანა წინ მიდიოდა, რომ ქალაქები შენდებოდა, რომ საქართველოს რუსეთის დამარცხება შეეძლო, რომ… რომ… რომ… და საბოლოოდ მივედით იქამდე, სადაც ახლა ვართ და ამის იქეთ, ალბათ, არც არაფერია.

კონგოელი ფეხბურთელის, ერვინ ჯო ბოტაკა იობომას სახელი, ალბათ, არაფერს გეუბნებათ. ამ 20 წლის ბიჭმა გასულ წელს ექვსი თვე წყალტუბოს “სამგურალში” ითამაშა, მანამდე მოსკოვის “ლოკომოტივში” ირჯებოდა, ახლა კი რუსეთის მესამე ლიგის გუნდშია. რუსმა ჟურნალისტებმა მასთან ინტერვიუ ჩაწერეს და საქართველოზეც ჰკითხეს.

“ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და მოსკოვი. ყველა მეკითხებოდა, საიდან ჩამოვედი, მე კი ვპასუხობდი: “მოსკოვიდან”. ამის შემდეგ ყველა ამბობდა “ო, მოსკოვი!”. ჩემი აზრით, მოსკოვში ცხოვრება თუ არა, ჩამოსვლა მაინც ყველა მათგანს სურდა. მათ რუსეთსა და მოსკოვთან ძალიან თბილი და სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ…”

ეს კონგოელმა ბოტაკამ თქვა, საქართველოში რომ ექვსი თვე დაჰყო, იმან…

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here