Home ახალი ამბები მსოფლიო ვენესუელა ინგლისის ბანკისგან კუთვნილი ოქროს დაბრუნებას ითხოვს

ვენესუელა ინგლისის ბანკისგან კუთვნილი ოქროს დაბრუნებას ითხოვს

1009
ვენესუელა ინგლისის ბანკისგან კუთვნილი ოქროს დაბრუნებას ითხოვს

მადურომ კი კოლუმბიის პრეზიდენტი ვენესუელელთა ინფიცირებაში დაადანაშაულა

ლონდონის სასამართლომ მიიღო ვენესუელის ცენტრალური ბანკის სარჩელი ინგლისის ბანკის წინააღმდეგ მოთხოვნით, ინგლისის ბანკმა დაუყოვნებლივ დაუბრუნოს იქ დაცული ვენესუელის კუთვნილი ოქრო, რომლის ღირებულება 930 მლნ ევროა, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ვენესუელის ცენტრალური ბანკის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა საროშ ზაივალამ განაცხადა, რომ “ინგლისის ბანკი ცდილობს, ბარიერები შეუქმნას ვენესუელასა და გაეროს კორონავირუსთან ბრძოლაში”. ვენესუელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო ვითარების გამო სურს, გაყიდოს კუთვნილი ოქრო და მიღებული შემოსავალი გამოიყენოს სამედიცინო მოწყობილობების, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების შესაძენად. ოფიციალური მონაცემებით, “კოვიდ-19”-ით დაავადებულთა რაოდენობამ ვენესუელაში 900-ს მიაღწია, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

2020 წლის იანვრის ბოლოს ინგლისის ბანკმა ვენესუელის კუთვნილი ოქროს დაბრუნებაზე უარი განუცხადა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს. ეს მოხდა აშშ-ის გავლენით, რომელმაც ვენესუელის პრეზიდენტად “თავისი კაცი”, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო გამოაცხადა. ხოლო 2019 წლის 1 ნოემბერს დააწესა სანქციები, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებას საშუალებას არ აძლევს, გაყიდოს ან დაიბრუნოს უცხოეთის ბანკებში დაცული ქვეყნის კუთვნილი ოქროს მარაგები.

ამასობაში, როგორც ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ი იუწყება, ნიკოლას მადურომ კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე კორონავირუსით ვენესუელელთა ინფიცირების მცდელობაში დაადანაშაულა.

ივან დუკე
ივან დუკე

“ივან დუკემ გასცა ბრძანება (…), ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ვენესუელაში კორონავირუსი გავრცელდეს”, _ განაცხადა მადურომ. მისი თქმით, SARS-COV-2 აღმოაჩნდა კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან დაბრუნებულ 67 სამხედრო მოსამსახურეს, და ისინი მაშინ დააინფიცირეს, როცა ავტობუსით ვენესუელაში ბრუნდებოდნენ. ეს სამხედროები კოლუმბიელებმა დაასაჩუქრეს “რაღაც ჩანთებით, რომლებშიც კექსი იყო”.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ვენესუელელმა სამხედროებმა თავიანთი ქვეყნის სანაპიროებთან აღმოაჩინეს და გაანადგურეს კოლუმბიის კუთვნილი 3 სამხედრო კატერი იარაღითა და 70-მდე სამხედრო მოსამსახურით, მათ შორის იყვნენ ამერიკელებიც. მადუროს განცხადებით, აშშ-ისა და კოლუმბიის მიერ მომზადებულ და დაფინანსებულ ტერორისტებს განზრახული ჰქონდათ მისი ლიკვიდაცია და ვენესუელის ხელისუფლების დამხობა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here