მთავარი მსოფლიო ვენესუელა ევროკავშირის ელჩს აძევებს

ვენესუელა ევროკავშირის ელჩს აძევებს

581
გააზიარეთ
ვენესუელა ევროკავშირის ელჩს აძევებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ევროკავშირის ელჩ იზაბელ პედროსას ქვეყნის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცა. “თუ არ შეუძლიათ, ვენესუელას პატივი სცენ, მაშინ ქვეყანა უნდა დატოვონ. შეგვიძლია, გასამგზავრებლად თვითმფრინავი გამოვუყოთ”, _ განაცხადა მადურომ.

ნიკოლას მადურომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა სანქციები ვენესუელის კიდევ 11 ოფიციალურ პირს დაუწესა “იმ მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ვენესუელაში”.

ევროკავშირმა სანქციები ვენესუელის 36 ოფიციალურ პირს დაუწესა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here