Home ახალი ამბები მსოფლიო ვენესუელაში საპროტესტო აქციებს 24 მოქალაქე ემსხვერპლა

ვენესუელაში საპროტესტო აქციებს 24 მოქალაქე ემსხვერპლა

728

„ვენესუელაში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მასშტაბური დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქსა და კიდევ 2 მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ, ამის შესახებ განცხადებებს აკეთებს ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი. ოპოზიციური ძალები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამწვავებასა და დემოკრატიის ჩახშობაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

თავდაპირველად აქციას ემსხვერპლა სამი მოქალაქე. ოპოზიციის წარმომადგენლის ტერეკ ულიამ სააბას განცხადებით, აქციას უამრავი მსხვერპლი და დაშავებული ჰყავს, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ორშაბათს დაარბია მშვიდობიანი აქცია კარაკასში, ვენესუელის დედაქალაქში, სადაც რამოდენიმე მოქალაქემ მიიღო სერიოზული დაზიანება.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here