მთავარი საზოგადოება ვედრება და ძახილი ქართული მიწისა

ვედრება და ძახილი ქართული მიწისა

რა არის საჭირო, საქართველომ დასავლეთის პოლიტიკურ კორონავირუსს თავი რომ დააღწიოს, გადარჩეს და ტერიტორიულად გამთლიანდეს

228
გააზიარეთ
ვედრება და ძახილი ქართული მიწისა

მე ქუთაისელი პოლიტოლოგი, 90 წელს გადაცილებული, ყველას გასაგონად ვაცხადებ: ამჯერად ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას კი არა, არამედ ქართული მიწა-წყლის, ანუ გეოპოლიტიკური სივრცის ვედრება-ამოძახილს გაგაცნობთ, რომელშიაც საქართველოს ეროვნული გადარჩენის გზაა დასახული.

დიდ ვაჟას მივბაძე და უტყვი ქართული მიწა-წყლის ამეტყველება-ალაპარაკება რამდენადმე შევძელი. ქვემოთ გაგაცნობთ ტანჯული ქართული მიწის ვედრება-ამოძახილს, აი ისიც:

“ჩემო გზააბნეულო, ჯანსაღ აზროვნებას მოკლებულო შვილებო! ასე როგორ დაგაბრმავეს, გამოგათაყვანეს და დაგაჩაჩანაკეს, რომ ვეღარ ხედავთ, სად, რომელ კონტინენტზე, რომელი ქვეყნების გარემოცვაში ვცხოვრობთ; გევედრებით, გაიგეთ და გაითავისეთ ის ჭეშმარიტება, რომ 700-კილომეტრიანი საერთო საზღვარი გაქვს დიდ ქვეყანა რუსეთთან, რომელიც ძალზე განაწყენებულია იმით, რომ მისი მტერი ნატოს სამხედრო ბლოკი ზედ მის საზღვრებთან მიგყავთ, ეხუტებით და ეთაყვანებით. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ვერაგ ნატოში გააწევრონ ჩემი ტანჯული და გაცოტავებული სხეული, თორემ სოხუმსა და ცხინვალს საბოლოოდ დავკარგავ და ჩემი სხეულის სხვა ნაწილებსაც _ მარნეულის მხარესა და ჯავახეთსაც ზედ მივაყოლებ, რაღა დავრჩები?

ვედრება და ძახილი ქართული მიწისა

ჩემო უღირსო შვილებო, ძია სემის დოლარებზე გაყიდულებო, ჩემი სხეული იმაზე უარეს განსაცდელში ჩააგდეთ, მეფე ერეკლეს ჟამს ირან-ოსმალეთის ზეწოლის ქვეშ რომ ვიმყოფებოდი; რატომ ვერ ხედავთ ამ სინამდვილეს?

გაოცებული ვარ _ რა უნდა ჩემს სხეულზე გადამთიელი აშშის ყოფილი პრეზიდენტის _ რეიგანის ძეგლს და მეორე ყოფილი პრეზიდენტის _ ბუშის სახელს ჩემს ქუჩაზე? მიპასუხეთ, დამისაბუთეთ! ენით გამოუთქმელი საშინელებაა, როცა თქვენს ასეთ დაჩაჩანაკებას ვხედავ. ჩემი სხეულის დაუძინებელმა მტერმა სააკაშვილმა ქალაქ გორიდან აღებული სტალინის ძეგლი სოფელ კარალეთში ეკალბარდებში რომ პირქვე დამხობილი დააგდო, ამაზე რატომ დუმხართ? სირცხვილი თქვენი! იოსებ სტალინი, ჩემი სახელოვანი შვილი, მთელი დედამიწის სიდიადეა და მის შვილობას ნებისმიერი ხალხი ინატრებდა; თქვენ კი, დოლარებზე მონებად გაყიდულებო, ძია სემის სურვილი აღასრულეთ. არ ეღირსოს სააკაშვილს ჩემს სხეულზე ფეხის დადგმა _ ის სამუდამო განდევნილობას იმსახურებს. ოჰ, რა ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ, როცა ჩემი შვილები თავს მევლებოდნენ და სიყვარულს, ჩემთან ერთად, ჩემი საამაყო შვილის _ იოსებ სტალინის მისამართით სადიდებელ ჰიმნში ასე გამოხატავდნენ:

იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ,

გმირთა კერა ხარ ჩაუქრობელი;

მსოფლიოს მიეც დიდი სტალინი,

ქვეყნად მონობის დამამხობელი…”

დღეს რას ვხედავთ? 30 წელზე მეტია, რაც თქვენ, ჩემო შვილებო, გზააბნეულები, გეოაპოლიტიკურად დაბრმავებულები, ყოველგვარ დიპლომატიასა და საღ აზროვნებას მოკლებულები დააბიჯებთ ჩემს სხეულზე _ შავი თეთრისაგან და თეთრი შავისაგან ვერ გაგირჩევიათ. თქვენი დაბრმავება მაშინ დაიწყო, როცა 1988-1989 წლების მიტინგებზე გაისმა რუსების შეურაცხმყოფელი შეძახილები: “რუსო, წაეთრიე”, “რუსო, ბროდიაგა”, “რუსო, ოკუპანტოდა მისთანები. გაოგნებულმა რუსებმა მაშინ ავადმყოფ ხალხად შეგვრაცხეს; იმხანად მე ეს ძალიან ვიწყინე, მაგრამ შემდეგ წლებში, როცა თქვენი ბევრი სისულელე ვიხილე, დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც ავადმყოფია.

ჩემმა მოღალატე შვილებმა _ შევარდნაძემ და სააკაშვილმა ჩემს სხეულზე ჩემივე შვილების წინააღმდეგ საომარი ოპერაციები გამართეს, ეს ხომ დიდი უგუნურობა იყო? სააკაშვილმა ცხინვალში შეჭრისას იქ მშვიდობისმყოფელებად ჩაყენებული რუსები რომ ჩაკლა, მათი დედების ატირებას პუტინი აპატიებდა? არ აპატია და სააკაშვილს კუდით ქვა ასროლინა, ჰალსტუხიც მაგრად აღეჭვინა. სააკაშვილი ძია სემმა გააბრიყვა, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა ჩემი შვილების _ ქართველების ზიზღით, სიძულვილით, მუდმივად მტრული განწყობით დამუხტვის ვერაგულ პოლიტიკას რუსეთისა და მისი ხალხების მიმართ. დღეს ჩემი სხეულის 20 პროცენტი ოკუპირებული რომ არის,დიდწილად ჩემი გზააბნეული შვილების ბრალია, რომლებმაც აიძულეს რუსეთი, ოკუპანტი გამხდარიყო.

დღეს, ჩემო შვილებო, რუსების ნდობის დაბრუნება ძალიან გაძნელებულია, ეს დროსა და მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. არადა, ჩემი სხეულის ერთად ერთი გამამთლიანებელი და ჩემთან ერთად ჩემი შვილების მომავლის გადამრჩენი მხოლოდ რუსეთია და არა ცხრამთისგადაღმელი იანკები, პედერასტ-ლიბერასტები; იწამეთ ეს აქსიომური ჭეშმარიტება, ძია სემისაგან მოსყიდულო და გამოთაყვანებულო ჩემო შვილებო!

ჩემო შვილებო, დღეს რუსეთის ნდობის მოსაპოვებლად საჭიროდ მიმაჩნია:

1.კონსტიტუციიდან ამოაგდოთ ნატოსადმი ტრფობა _ უარი მას;

2.აიღეთ ჩემი სხეულიდან რეიგანის ძეგლი, გააუქმეთ ბუშის სახელი ჩემს ქუჩაზე;

3.გააუქმეთ ოკუპაციის მუზეუმი, დაიწყეთ დიალოგი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისათვის;

4.დაუყოვნებლივ აღკვეთეთ ყოველგვარი სამხედრო წვრთნები აშშდასავლეთის მონაწილეობით; გამოაცხადეთ სამხედრო მიუმხრობლობა.

ცხადია, ჩამოთვლილ ღონისძიებათა აღმასრულებლები დღევანდელი ხელისუფალნი და ოპოზიციის დიდი ნაწილი ვერ იქნებიან, რადგან ძია სემს ეტრფიან.

მაგრამ მე ჩემი ობიექტურად, მართებულად მოაზროვნე შვილების იმედი მაქვს. ისინი ჩემი დიდი მოსიყვარულენი არიან, ჩემს სახელს ფიცულობენ. ამ დღეებში ძალიან გამახარეს “პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანებულმა ჩემმა ღირსეულმა შვილებმა, რადგან ჩემს ტანჯვასა და ვედრებას ყური ათხოვეს; იმედი მაქვს, ისინი, სხვა ჯანსაღად მოაზროვნე ძალებთან ერთად, ისე მოღონიერდებიან, რომ ჩემს სხეულზე ხელისუფალნი გახდებიან და ჩემს გადარჩენას, ჩემი სხეულის გამთლიანებას წარმატებით შეძლებენ.

გზააბნეულ და ძია სემის მოთაყვანე ჩემს შვილებს კი ვეტყვი: რატომ არ აღასრულეთ ჩვენი დიდი სულიერი მოძღვრის, ილია მეორის, მიერ ჯერ კიდევ 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამი, _ საქართველოსთვის ყველაზე უკეთესი გზა ნეიტრალიტეტიაო, დასანანია!

ჩემს გზააბნეულ შვილებს დაბეჯითებით ვურჩევ _ იკითხეთ სიმართლით გაჟღენთილი გაზეთის _ “საქართველო და მსოფლიოს” დიდებული პუბლიკაციები, რომლებიც ჩემს სხეულზე მოსიყვარულე, ჩემს გადარჩენაზე მუდმივად მოფიქრალ, ღრმად მოაზროვნე ჟურნალისტ-პუბლიცისტებს ეკუთვნის; ღრმად მწამს, რომ ისინი თქვენ ამერიკული პოლიტიკური კორონავირუსისაგან განგკურნავთ; დამიჯერეთ, შვილებო, იწამეთ ჩემი თხოვნა, ჩემი ვედრება და ყველა გავიმარჯვებთ”.

ასე დაასრულა თავისი სათქმელი მრავალტანჯულმა ქართულმა მიწამ. მე, პოლიტოლოგს, ისღა დამრჩენია, გირჩიოთ: ყურად იღეთ ქართული მიწის ძახილი, მისი რჩევები და ყველა ერთად გავიმარჯვებთ!

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here