Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ გოგალაძე: ეს არ არის ქართველების ომი!

ვასილ გოგალაძე: ეს არ არის ქართველების ომი!

“ამერიკა თამაშობს და ევროპა იჭყლიტება, ვეცადოთ, არ გავიჭყლიტოთ ჩვენც”

468

1989 წლის 9 აპრილი ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის დღე, როდესაც სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებული პატრიოტი ახალგაზრდები შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას. როგორი განსხვავებული მოსაზრებაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, 9 აპრილს გულგრილად ვერ გაიხსენებს, ეს წმიდათაწმიდა დღეა. ამა წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე 33 წლის წინათ დაღუპული ახალგაზრდების მემორიალთან უკრაინის დროშა გამოფინეს, იქვე დადეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებიცუკრაინის დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წინ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოფინა თავის სასახლეში. მისაღებია თუ არა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან უკრაინის დროშის გამოფენა და უკრაინაში დაღუპულ ქართველთა ფოტოების განთავსება წარწერითსლავა უკრაინე”? მისაღებია უკრაინაში საბრძოლველად წასული ქართველისგან ჩვენი ქვეყნის მთავრობის გინება და მუქარა? სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა .. პოსტები უკრაინაში მებრძოლი ერთერთი ქართველისა, რომელიც ღიად ემუქრება საქართველოს ხელისუფლების წევრებს, რომ საქართველოში ჩამოვა და მათ სამაგიეროს გადაუხდისამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ქართული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, თადარიგის ოფიცერი ვასილ გოგალაძე გვესაუბრება:

_ მკვეხარა მამალი და მყეფარი ძაღლი ვერაფერს აკეთებს. ისტორია მეორდება, სამწუხაროდ… მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 30 ათასი ქართველი, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით, ფაშისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა. ჩვენს მამა-პაპებს, რომლებიც ფაშისტებს უპირისპირდებოდნენ, ზურგში ტყვიას ესროდნენ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და ქართველთა სისხლს ღვრიდნენ. ახლაც ანალოგიური რამ ხდება და პარალელები ისტორიულ წარსულთან უნდა გავავლოთ.

ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის ომი და ამაში ორი აზრი აღარ არსებობს. იქ დაპირისპირებაა რუსეთისა ევროპულამერიკულლიბერალურ მონსტრთან, გლობალისტებთან, რომლებმაც პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, გახვიეს ყველანაირ უბედურებაში _ ეკონომიკურში, სოციალურში, პოლიტიკურში, ამორალურში

უკრაინაში ქართველები იბრძვიან. სიმართლე გითხრათ, მებრძოლი სულის ყველა ადამიანს მივესალმები და პატივს ვცემ, მაგრამ არ მივესალმები და აუცილებლად დავგმობ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას, თანაც მიზანმიმართულს. არ ვიცი, ვინ არის ის მებრძოლი, რომელიც მთავრობის წევრებს ემუქრება, მაგრამ ეს ცუდი საქციელი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ჩანს, თბილისში “მაიდანს” გვპირდებიან… ამ ყველაფრის უკან დგანან გარკვეული ჯგუფები, ე.წ. მებრძოლები ვიღაცის მითითებებს ასრულებენ და ერთი სული აქვთ, საქართველოში მოხდეს, უფრო ზუსტად, აქ გადმოვიდეს ის ქარ-ცეცხლი, რომელიც უკრაინაშია. ამას არც მალავენ, ტელეეთერებში პირდაპირი ტექსტით საუბრობენ. არ ვიცი, ამ ყველაფრის აღსაკვეთად რა ბერკეტები აქვს ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენს კონტრდაზვერვას ჰყავს იქ ხალხი, ყველა ინფორმაციას ფლობენ და გამოავლენენ კიდეც პროვოკატორებს.

_ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან უკრაინის დროშა იყო გამოფენილი და იქ დაღუპული მებრძოლების ფოტოები 9 აპრილს დაღუპულთა გვერდით იდო წარწერით _ “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”

_ ყველა მეომარს პატივს ვცემ, განსაკუთრებით ქართველებს, მაგრამ ბევრ მათგანს საკმარისი განათლება არ აქვს და, რაც ძალიან ცუდია, იქ წასულთაგან ბევრია ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე მათგანს ვიცნობ. ძალიან გული დამწყვიტა ჩიქობავასა და ბერუაშვილის დაღუპვამ. კარგი ბიჭები იყვნენ, სანდო, საიმედო, მაგრამ იმ ომში მათი წასვლა “ქართული ოცნების” დიდი დამსახურებაა, მათ აქ თავისი ადგილი ვერ იპოვეს. ისინი არ იყვნენ “ნაცები”.

მოგიყვებით ერთ ამბავს. მყავდა უკრაინაში მცხოვრები მეგობარი, გიორგი სარალიძე, მეტსახელად “გიურზა”, რომელიც რუსებს დაუნდობლად ლანძღავდა. 2017 წელს თვითონ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გაყიდეს გიორგი. მას სამშვიდობო, დაზვერვითი ოპერაციის შესრულებისას თავს დაესხნენ. სნაიპერმა მხოლოდ მას ესროლა. მიხვდით, ალბათ, რისი თქმაც მსურს, ეს არ არის ქართველების ომი! ასე რომ, არ მომეწონა სხვის ომში დაღუპულთა ფოტოების გამოფენა 9 აპრილის მემორიალურ დაფასთან.

მინდა, მკითხველმა სწორად გამიგოს. არ მომწონს სხვის ომში ქართველთა ბრძოლა და თავის გაწირვა. მართალია, იქ ოფიციალურად მსახურობენ ქართველი ბიჭები, მაგრამ უკრაინის ძმათამკვლელ ომში ქართველის დაღუპვას ვერ ვამართლებ. დღეს ჩვენი ქვეყანაც დასაცავია და სხვის ომში იღუპებიან ლომგული ბიჭები.

9 აპრილს მინდოდა რუსთაველის გამზირზე მისვლა, მაგრამ იქ ისეთი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ისე მაღიზიანებენ, რომ ვერ წავედი. 9 აპრილს დაღუპულთა გვერდით უკრაინაში დაღუპულთა ფოტოები არ უნდა დაედოთ, არც უკრაინის დროშა უნდა გამოეფინათ. წლები გადის და ვფიქრობ, 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებლობამ რა მოგვიტანა კარგი _ ტყუილუბრალოდ დაიღვარა იმ ახალგაზრდების სისხლი. რაში გამოიხატება ჩვენი თავისუფლება _ დაკარგულ ტერიტორიებში, დაბეჩავებულ, შიმშილით გამწყდარ ერში? განახევრებულ საქართველოში, გაცამტვერებულ ეკონომიკაში? უკეთესი საქართველოდან გამოვედით და უარესში გადავინაცვლეთ, აყვავებული ქვეყანა დავაქციეთ. დღეს პატიოსანი შრომით ადამიანი ვერ ცხოვრობს, “მონურ საქართველოშიკი ცხოვრობდა.

_ უკრაინის დროშა 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა გამოფენილი თავის სასახლეში, თანაც ისე იყო წინ წამოწეული, რომ საქართველოს დროშა ძლივს ჩანდა.

_ სალომე ზურაბიშვილზე აზრის გამოთქმა არ მინდა, როგორც საქართველოს შვილს, პატრიოტს, სწორ პოზიციაზე მდგომ ადამიანს, რადგან არ ვიცნობ მას. ის საქართველოს პრეზიდენტია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი _ პრემიერი, ვფიქრობ, აბალანსებენ პოლიტიკას ამ ქვეყანაში. თუმცა, დრო ყველაფერს გამოაჩენს, ყველაფერს და ყველა ადამიანის ქმედებას თავის სახელს დაარქმევს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში აღზრდილი და იქ გამობრძმედილი ქალბატონია. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დასავლეთის მოგზავნილი და გლობალისტების კადრია, რადგან მახსოვს, მისი არჩევნების დროს როგორ გვეხვეწებოდა ბიძინა ივანიშვილი მის არჩევას. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილზე გლობალისტები ზეწოლას ახდენდნენ და სწორედ მათ შემოტენეს ეს ქალბატონი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს პოლიტიკაში. ქალი ქართულ ანბანს ვერ არჩევს, რაც ცუდია. დრო ყველაფერს გამოაჩენს, ვნახოთ, რა მოხდებაიქნებ სალომესა და ღარიბაშვილის ტანდემს ბეწვის ხიდზე გაყავს საქართველო?!

კიდევ გავიმეორებ: უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი, ქართველების, ომი არ არის. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს დასაცავი და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ომში არ უნდა დავიღუპოთ. დასავლეთმა და ამერიკამ მიაღწიეს თავისას ზელენსკის დახმარებით და უკრაინელი ხალხი პრეზიდენტის ქცევის გამო უფალმა დასაჯა. ასე ხდება, უფალი ბრძანებს: “შედით და დამუსრეთ ყოველივე, ვინც მე არ მიცნო”!

უკრაინამ აღვირახსნილი ცხოვრების წესი მიიღო, გეიაღლუმები ჩაატარა. ბოლოს და ბოლოს, 45-მილიონიან ქვეყნას პრეზიდენტად “კა-ვე-ენშიკი” დაუნიშნეს. როგორც ქართული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ვფიქრობ, კლოუნ ზელენსკის დანიშვნა პრეზიდენტად, სწორედ დასავლური სპეცსამსახურების გავლენითა და ზეწოლით მოხდა, მათი პროექტი იყო. ზელენსკი კარგი პაიკია და დავალებასაც შესანიშნავად ასრულებს.

ძალიან მალე გამოაშკარავდება ამ ომის მიზეზები და მიზნები. რაც შეეხება რუსებთან ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას, წინ დაგვხვდება. რუსები, წლებია, ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ისვენებენ. გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ვიცით მათი აზრი. ბუნებრივია, ყველა ადამიანი ხელისუფლებით კმაყოფილი ვერ იქნება, განსაკუთრებით ისეთ დიდი ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ბევრს მოსწონს თავისი ქვეყანაც და პრეზიდენტიც, მაგრამ ჩვენი მხრიდან ძახილი, რომ ყველა რუსი ცუდია, არ არის მართებული.

ქართულ ოცნებასძალიან დიდი დანაშაული აქვს ქართველი ხალხის წინაშე, სწორედ მათი მიზეზითაა, რომნაცებიმთავარი ოპოზიციაა და პარლამენტშიც სხედან. 9 წელიწადია, “ოცნებახელისუფლებაშია და ჩვენ ორომტრიალში ვართ. ახლა სააკაშვილიც დაგვემატა და ყოველ დილას მისი კვების რაციონს გვასმენინებენ, ახლა უკრაინაზე ვუყურებთ გადაცემებს, სადაც მხოლოდ რუსეთის ლანძღვა ისმის, ეს კი ძალიან წამგებიან პოზიციაში გვაყენებს. 2008 წელს, არ მახსოვს, რომ უკრაინელ ხალხს ქართული დროშებით ერბინოთ თავიანთ ქვეყანაში, დიდად არც მხარდაჭერა არ მახსენდება. ჩვენ ხამები ვართ, დასავლეთიდან ყველანაირ სიბინძურეს ვისრუტავთ, მაგრამ დასავლეთი თავისას მიიღებს. სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, თვითონ დასავლეთს უფრო დაარტყამს. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის. მეეჭვება, რუსეთი მხოლოდ უკრაინით დაკმაყოფილდეს. ამერიკა თამაშობს და ევროპა იჭყლიტება, ვეცადოთ, არ გავიჭყლიტოთ ჩვენც…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here