Home სხვადასხვა დაიჯესტი ვარსკვლავები, რომლებიც გახდნენ მოძალადეების მსხვერპლნი

ვარსკვლავები, რომლებიც გახდნენ მოძალადეების მსხვერპლნი

585
მადონა

მადონა. მომავალი მსახიობი 19 წლისა იყო, ნიუიორკში რომ გადასახლდა. ერთხელ ტელეფონავტომატიდან დასარეკი ფული რომ არ ეყო, უცნობმა მამაკაცმა ხელი გაუმართა. გოგო ისე მიენდო, რომ ამგულკეთილძიას შინ გაჰყვა. იქ კი ეს კაცი დანით დაემუქრა, შეაშინა და გააუპატიურა.

პამელა ანდერსონი
პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი. მსახიობი და მოდელი არაერთხელ გახდა მოძალადეთა მსხვერპლი, ბავშვობაშიც კი! 12 წლისა უფროსი ძმის მეგობარმა გააუპატიურა, სამი წლის შემდეგ _ პირველმა ბოიფრენდმა თავის 6 მეგობართან ერთად.

ოპრა უინფრი
ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი. ეკრანის ვარსკვლავის ცხოვრება მისმა ბიძაშვილმა წაბილწა: 9 წლის ოპრა გააპატიურა და გოგონას რომ არ გაეთქვა, ტკბილეული უყიდა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბიძა და მისი მეგობრები “ვაჟკაცობდნენ”. 14 წლისა დაორსულდა, იმშობიარა, ბავშვმა მხოლოდ ორ კვირას იცოცხლა.

ლედი გაგა
ლედი გაგა

ლედი გაგა. 19 წლის მომღერალზე იძალადა მასზე 20 წლით უფროსმა მამაკაცმა. ვარსკვლავმა მხოლოდ ახლახან განაცხადა  ამ შემთხვევის შესახებ: “მეგონა, რომ მსოფლიოს ვატყუებდი, არადა, გული მტკიოდა და განვიცდიდი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. აი, რატომაც მოვყევი. დამალვის სურვილი გამიქრა”.

თორი ეიმოსი
თორი ეიმოსი

თორი ეიმოსი. როკმუსიკის შემსრულებლის სხეულით “ისარგებლა” მისმა თაყვანისმცემელმა. თორიმ ამ უბედურების შესახებ მსმენელებს მოუთხრო თავის ავტობიოგრაფიულ სიმღერაში Me and a gun: “მე და პისტოლეტი და მამაკაცი _ ჩემს ზურგზე…” მხოლოდ გათხოვებამ და შვილის დაბადებამ დაავიწყა ამ საშინელების დეტალები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here