მთავარი საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: შევიდნენ ღამით რომელიმე არაბულ “ბარში” აღმაშენებელზე ან პარლამენტთან ახლოს და...

ვაჟა ოთარაშვილი: შევიდნენ ღამით რომელიმე არაბულ “ბარში” აღმაშენებელზე ან პარლამენტთან ახლოს და იხილავენ ქართველ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას

2678
გააზიარეთ
ვაჟა ოთარაშვილი

უცხოელ სამართალდამცველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმეთვიანი ოპერატიული სამძებროსაგამოძიებო მოქმედებების შედეგად არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. მათგან ერთერთი აღმოჩნდა თავის დროზე პროგრამის _ “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთადჩვენს ქვეყანაში ჩამოსული, 1961 წელს დაბადებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე აღმოჩნდა. ბრალდებულს, რომელსაც წლების წინათ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა ვითომ საგანმანათლებლო პროექტმა საქართველოში გზა გაუხსნა და პედაგოგის სტატუსით მოზარდებთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება მისცა, მართლმსაჯულება უმძიმეს დანაშაულს ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აშშის მოქალაქეს და მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებსაც ან 17-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, გამორიცხული არ არის, გამოძიების დასრულების შემდეგ კიდევ სხვა დამნაშავეებიც გამოვლინდნენ.

ცნობისთვის: ზემოაღნიშნული პირი 2011 წლის ოქტომბრიდან გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის საშუალო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა და დღის განმავლობაში დროის მნიშვნელოვან ნაწილს მოზარდებთან ატარებდა. მან სოფელში 9 თვე დაჰყო და სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ქვეყნიდან გაემგზავრა. ადგილობრივების ცნობით, შემდეგი სასწავლო წლიდან ისევ დაბრუნდა და გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა…

შეგახსენებთ, რომ პროგრამა “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მომზადებული ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი იყო, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარე “ძირეული რეფორმების” კვალდაკვალ ელვისებურად განხორციელდა. იგი 2010 წლის მარტიდან დაიწყო და მის ფარგლებში ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე უცხოელი “პედაგოგი” ჩამოვიდა. ეს ის პერიოდია, როცა ბრაიზა და კრამერი არიან საქართველოს “დირექტორები”. ხმაური და მითქმა-მოთქმა ამ პროექტს თავიდანვე არ აკლდა: ჯერ იყო ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში “მოღვაწე” თომას ფლეთჩერის გარშემო ატეხილი სკანდალი, რომელიც მამათმავლობაში ამხილეს, შემდეგ _ ამავე სკოლის დირექციის წინააღმდეგ დაწყებული მწვავე კამპანია, რომელსაც სკოლის ავტორიტეტთან ერთად მისი დირექტორის კარიერაც შეეწირა. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უცხოელმა “პედაგოგმა” ქალმა არასრულწლოვან მოსწავლეზე იქორწინა… მიუხედავად ამ ყველაფრისა, წინა ხელისუფლება ამ პროექტს “რეფორმების” ყველაზე წარმატებულ ნაწილად თვლიდა. პროექტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც შენარჩუნდა და დღემდე გრძელდება…

ვინ განსაზღვრავს დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ახლო მომავალში ამ სისტემაში მიმდინარერეფორმებმა”, რომელთაგან ზოგიერთი ფარულად, საზოგადოების ზურგს უკან მიმდინარეობს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ამას წინათ სამართალდამცველების მიერ უმძიმესი ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან ერთერთია .. უცხოელი პედაგოგი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ინგლისურის მასწავლებლად ჩამოიყვანა. მას ბრალი ედება არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადებასა და ტრეფიკინგის ორგანიზებაში. რაზე მიგვანიშნებს ეს ფაქტი, სად შეიძლება ვეძებოთ ამ დანაშაულის სათავეები?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. მიხეილ სააკაშვილისა და მთლიანად ე.წ. რეფორმატორების გუნდის მავნებლური საქმიანობა თავიდანვე მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მალე წაშლოდა ეროვნული იდენტობა. ამისთვის მიზანში ამოიღეს რამდენიმე ინსტიტუტი. ეს იყო ეკლესია– სამღვდელოება (მათი გამოკლებით, ვინც მათ შეეკრა); საღად მოაზროვნე ინტელიგენცია და განათლება. პირველი, რაც გააკეთეს, იყო ის, რომ უნივერსიტეტიდან გამოყარეს ძველი, ღვაწლმოსილი და დამსახურებული პროფესურა, პრაქტიკულად შეუწყვიტეს დაფინანსება და მოშალეს მეცნიერებათა აკადემია. მერე მიადგნენ სკოლებს და მოიგონეს სულელური სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებიც ვითომ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იყო გათვლილი, მაგრამ სინამდვილეში რა კვალიფიკაციაც აუმაღლეს, ყველამ ვიცით. შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს ასობით პედაგოგი და პროფესორ-მასწავლებელი. აი, ამის შემდეგ სააკაშვილის ავადმყოფურ გონებაში მოიხარშა ის იდეა, რომ უცხოეთიდან ჩამოეყვანათ ინგლისურის “მასწავლებლები”. აქ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ დაახლოებით ათასამდემასწავლებლიდანარც ერთი არ იყო პედაგოგიური განათლებით.

საერთოდ, სააკაშვილსა და მის მიერ ხელდასხმულ მთავარრეფორმატორს” _ ალექსანდრე ლომაიას, რომელმაცრეფორმებისპირველი ტალღით, ფაქტობრივად, გამოშიგნა ქართული განათლების სისტემა, აკადემიური პედაგოგიური ცოდნის მიღება საჭიროდ არ მიაჩნდათ. ამის დადასტურება იყო ის, რომ მათ ერთმანეთის მიყოლებით გააუქმეს პედაგოგური ინსტიტუტები და ვითომ უნივერსიტეტებად გადააკეთეს. რა მივიღეთ საბოლოოდ? მივიღეთ ის, რომ საქართველო, რომელიც განათლების დონით ყოველთვის მოწინავე რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, უცებ აღმოჩნდა ე.წ. მსოფლიოს მესამე ქვეყნების რიგში. სხვათა შორის, მინდა გაგახსენოთ, რომ წლების წინათ მათი სათაყვანებელი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი ამბობდა, ქართველი ბავშვები აკადემიური მოსწრების დონით ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩებიანო.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს: თუ ერთერთი დამნაშავე, რომელიც ბავშვებს რყვნიდა და არასრულწლოვნებით ვაჭრობდა, წინა ხელისუფლებამ პედაგოგის სტატუსით შემოიყვანა ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმ ადამიანებით, რომლებმაც უზრუნველყვეს ამ ხალხის შერჩევაჩამოყვანა?! მაგრამ ვინ დაინტერესდება, როცა დღეს სახელისუფლებო გუნდი ისევ ძველი კადრებითაა გავსებული, მათ შორის განათლების სისტემაც.

_ შეგიძლიათ დაასახელოთ თუნდაც ერთი კადრი განათლების სისტემაში, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა?

_ მაგალითად, სოფო გორგოძე _ ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც მაია მიმინოშვილის მაფია შეცვალა. სოფო გორგოძე, ფაქტობრივად, იყო ლომაიას ყავის მომდუღებელი რიგითი დამქაში. სხვებზე არაფერს ვამბობაი, ასეთი ხალხი უნდა გამოყარო იქიდან და არა მხოლოდ ისინი _ ყველა, მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მისი მოადგილეებით.

რაც შეეხება რეფორმებს, უვარგისად გამოაცხადეს და გააუქმეს სტალინის მიერ დანერგილი ძველი განათლების სისტემა, რომელიც განათლების უძლიერესი გერმანული მოდელი იყო და შემოიღეს ახალი “საგანი” _ უნარები. რა მეცნიერულ ცოდნას იძლევა ან ამოწმებს ეს “საგანი”, გაუგებარია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბავშვი არის გაუგებრობაში, ჯერ ხომ სკოლაში არაფერს ასწავლიან და მერე უმაღლესში ისეთი საგნის ჩაბარებას სთხოვენ, რომელიც, საერთოდ, არ გაუვლია. ბავშვის უფლებებზე საუბრობენ და ევროპული კონვენცია აკერიათ პირზე, ამაზე მეტი უფლებების დარღვევა რა გინდა?! ეს ერთი. მეორე _ საატესტატო გამოცდები ხომ გააუქმეს, უმაღლესებშიც საბუნებისმეტყველო საგნები, პრაქტიკულად, ამოღებულია. ახლა წარმოიდგინეთ, ბავშვი ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და მათემატიკა არ აქვს ჩაბარებული, მიდის სამედიცინო უნივერსიტეტში და ქიმია, ბიოლოგია არ აქვს ჩაბარებული.

_ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა თუ შეცდომების შედეგი?

_ არ შეიძლება, ამას შეცდომა ეწოდოს. ეს არის მიზანმიმართული ნგრევის პოლიტიკა, რათა საქართველოში არ იარსებოს უმაღლესმა განათლებამ. უმაღლესი განათლების მიღება ვისაც სურს, საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. აი, ესაა ამათი მავნებლური მიდგომა, რისთვისაც თითოეული მათგანი, დაწყებული ლომაიათი და დამთავრებული დღევანდელი ხელისუფლების ქორებით, რომლებმაც არანაკლები წარმატებით განაგრძეს ის ბოროტება, ციხის კედლებს უნდა ხეხავდნენ.

ახლა დავუბრუნდეთ იმ საზარელ დანაშაულს, რომელზეც 11 პირი და მათ შორის ერთ-ერთი, თავის დროზე სააკაშვილის მიერ დიდი პატივით ჩამოყვანილი ინგლისურის “მასწავლებელი” აღმოჩნდა. ეს დღეებია, ერთ ამბავში არიან: თურმე რა უბედურება ტრიალებდაო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შევიდნენ ღამით რომელიმე არაბულბარშიაღმაშენებელზე ან პარლამენტთან ახლოს და იხილავენ ქართველ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას. აქ ლაპარაკია 15-16 წლის გოგონებზე, რომლებიც არაბებთან, თურქებთან, ირანელებთან და კიდევ კაცმა არ იცის ვისთან ერთად შედიან ამ გარყვნილების ბუდეებში. კიდევ ვიმეორებ: ერი იღუპება, იხრწნება და ქრება სულიერად. ეს _ რაც ჩანს აშკარად, თორემ, რაც არ ჩანს და ფარულად მიმდინარეობს, კიდევ სხვა საკითხია

აქვე მოკლედ შევეხები ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ამ დღეებში განათლების მინისტრმა ამაყად გვაუწყა, რომ, თუ არ ვცდები, ქუთაისში დაიწყო ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელმაც უნდა მიიღოს 60 ათასი სტუდენტი. ჩნდება კითხვა _ დღევანდელ საქართველოში, სადაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა, არის 60 ათასი აბიტურიენტი?

_ მაშ, ვისთვის შენდება ამხელა უნივერსიტეტი?

_ მინდა, იცოდეს ქართველმა ერმა, რომ ჩვენმა სულგაყიდულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა 200 ათასი სირიელი .. ლტოლვილის შემოყვანაზე. ახლა ვიღაცას ეს შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ ეს იქნება უზარმაზარი ტალღა, რომელიც ევროპამ ჩვენკენ გადმოამისამართა. ჩვენ ამ არაბულ ნაკადს მალე მივიღებთ და რა იქნება შედეგი, ვნახავთ _ დიდიდიდი, ათ წელიწადში ქართველი ახალგაზრდობა აითქვიფება ამ .. ლტოლვილებში და კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში ცნებაქართველირაღაც ნომინალური გახდება.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ამ პროცესს გადაურჩეს?

_ რა თქმა უნდა, საჭიროა ტოტალური წმენდა. სანამ რომელიმე განყოფილებასა თუ დეპარტამენტში, რომელიმე თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე ისევ ის კადრები სხედან, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მხოლოდ საუბარი იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, წყლის ნაყვაა. ვერაფერს გავაკეთებთ, იმიტომ, რომ, რაც უნდა ქნა, რაც უნდა მოინდომო, გორგოძისნაირი ავსულები, ბატიაშვილები და მათნაირები ყველაფერს წყალში გადაყრიან. ასე რომ, თეორიულად ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: ჯერ უნდა მოიშორო ჭირი და მერე დაიწყო დაკარგულის აღდგენა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ეს ჯამბაზური პასკვილი ააგორს ქოცებმა მიშას წინააღმდე. სიმართლე კი ისაა. რომ არასრულწლოვანებით დაუფარავად ახლა ამ წუთას ერთობიან პარლამენტის ახლო ბარებშიც კი

  2. კაი მიშა უარგისი იყო და ადვილია სხვაზე ხელის შეწმენდა მაგრამ ახლა თქვენ რატომ გძინავთ თქვენ ხომ შეგტკივატ გული გამოასწორეთ სიტუაცია ქვეყანა თავზე გვემხობა, ქონების შეგროვებით არის ჩვენი მთავრობა დაკავებული ყველა თავის საკეთებელს რომ აკეთებდეს უკეთესობისკენ წავა საქმე მაგრამ ამაოდ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here