მთავარი საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ტაძარი არ არის ენ-ჯე-ოს ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი გულია, რომლის...

ვაჟა ოთარაშვილი: ტაძარი არ არის ენ-ჯე-ოს ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი გულია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება!

22709
გააზიარეთ
ვაჟა ოთარაშვილი

ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, ქვეყანაში მოქმედი აგრესიული ლიბერალური პროპაგანდა ეკლესიას ისევ აქტიურად უტევს. მადისკრედიტებელი კამპანია, რომელიც უკვე ერთგვარ ფსიქოზად იქცა, მრევლისა თუ სასულიერო პირების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კრიტიკას არ იშურებს. მეტიც, ისმის ბრალდებები, რომ კონკრეტულ სასულიერო პირებს წმინდა სინოდში (საუბარია მაღალ იერარქებზე) მიზანმიმართულად არ სურთ ხელისუფლებასთან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომ მათ ამ პროცესში თავიანთი სუბიექტური ინტერესები აქვთ და ადამიანების ჯანმრთელობაზე წინ ამ ინტერესებს აყენებენ; ისმის ბრალდება, რომ ზიარების წესის უცვლელად დატოვება, პრაქტიკულად, ხალხის გაწირვაა და შემდგომ დაავადების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებაზე პასუხისმგებელი ეკლესია იქნება.

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქს, ამ დღეებში ქვეყნის ლიბერალური ელიტა საგანგებო მიმართვებს ავრცელებდა და ორ ფრონტზე ერთდროულად ცდილობდა ქულების ჩაწერას. ისინი, ერთი მხრივ, პატრიარქს სთხოვდნენ, “არ გაეწირა ხალხი” და მოეწოდებინა მათთვის, ეკლესიაში სიარულისგან თავი შეეკავებინათ; მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, ძალის გამოყენებით დაეხურა ეკლესიები.

ცნობისთვის: ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა რამდენიმე დღის წინათ ძალის გამოყენებით მღვდელმსახურების შეჩერების მოწოდებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები.

რა მიზანს ემსახურება დღეს ეპიდემიის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის ეკლესიაზე გადატანა და, ეპიდემიის მიუხედავად, რატომ არ უნდა შეჩერდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ღვთისმსახურება, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, მსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიამ მოიცვა და ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ამას თავიანთი ვიწრო პარტიული, იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკელებიდა სხვები ეწევიან პროპაგანდას, რომ ეკლესია მიზანიმართულად არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და არ აჩერებს მღვდელმსახურებას, ამიტომ ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე პასუხისმგებელი საპატრიარქო იქნება. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? რაზეა ეს პროპაგანდა გათვლილი?

_ სამწუხაროდ, არავინ აანალიზებს შექმნილ ვითარებას: რატომ დაატყდა დედამიწას ეს განსაცდელი. დღეს არის აპოკალიფსური პერიოდი და ბოროტი, ფაქტობრივად, ამოსულია ჯოჯოხეთიდან. სწორედ ამ ბოროტი ძალის ბრძოლის შედეგია ეს ვირუსი და უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ამ ვირუსს მსოფლიოში მოჰყვა. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს განსაცდელი კაცობრიობის გამოსაფხიზლებელია… ისე, საინტერესოა, რატომ არავის უჩნდება შეკითხვა: როგორ უმკლავდება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო ამ მომაკვდინებელ ვირუსს, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები უძლურნი აღმოჩნდნენ და ვერაფერს აკეთებენ? ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ფაქტობრივად, კოლაფსში არიან.

_ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

_ ქართველ მართლმადიდებელ ექიმებს სწორედ უფალი აძლევს იმ ჯადოსნურ ძალას, რომ მაქსიმალურად გაუმკლავდნენ ეპიდემიას და განკურნონ ვირუსით დაავადებული ადამიანები. თუმცა, აქ არის მათი უდიდესი თავდადებაც და პროფესიონალიზმიც, რომლისთვისაც დიდი მადლობა ამ მართლა გმირ ხალხს. აი, ეს არის რეალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით ისინი კიდევ უამრავ ადამიანს გადაარჩენენ.

რაც შეეხება პროპაგანდას, რომ თურმე ეკლესია ჯიბრში უდგას ხელისუფლებას და ამიტომ არ არის ტაძრებში ღვთისმსახურება შეჩერებული, პირველ რიგში, არ მომეწონა ის, რომ გამოვიდა პრემიერმინისტრი და განაცხადა: სააღდგომო ლიტურგიას ტელეეკრანზე ვუყურებო. შენ გინდა, სახლიდან უყურე, გინდა, სარდაფიდან და გინდა, სამზარეულოდან, მაგრამ სხვას ნუ უწევ აგიტაციას, რომ არ წავიდეს ტაძარში. ზუსტად ამ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც კალას ხიდზე ფეხი არ დააბიჯა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და 100 ათასი კაცი ამისთვის ეწამაპირიქით, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საპატრიარქოს, რათა მოხდეს ეკლესიაში ყველა ნორმის დაცვა, და უნდა მოხდეს დახმარება ტექნიკურადაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს, სამწუხაროდ, უამრავი ღარიბი ეკლესიაა, რომლებსაც არ აქვთ თუნდაც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის დამონტაჟების საშუალება, არ აქვთ სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში გართულებულია ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება და მრევლს ძალიან უჭირს ტარძებში მისვლა.

_ უმჯობესია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მრევლის მიყვანა ტაძრებში?

_ რა თქმა უნდა. და ეს სავსებით შესაძლებელია იმ გაჩერებული მუნიციპალური ავტობუსებით, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო, უკვე რამდენიმე კვირაა, გარაჟებში აყენია. ვისაც ტაძარში მისვლა უნდა, მაინც მივა და მას ვერანაირი საგანგებო მდგომარეობა ვერ შეაჩერებს. ამიტომ არის უმჯობესი ამის ორგანიზება და არა ის, რომ გამოვიდნენ მთავრობის წევრები და იძახონ: ჩვენ სახლებიდან ვუყურებთო.

_ წმინდა სინოდმა ზიარების წესი უცვლელად დატოვა. მოდი, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რატომ არის ამ საიდუმლოს უცვლელობა აუცილებელი, რატომ იჩენს საპატრიარქო პრინციპულობას ამ საკითხის მიმართ.

_ ზიარება უდიდესი და უპირველესი საიდუმლოა ქრისტიანისთვის, რადგან ეს არის ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან… სხვათა შორის, ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავას) ზიარების საიდუმლოს მოკლე, უზუსტესი და უბრწყინვალესი შეფასება. არ შეიძლება, ადამიანს დაუკეტო ტაძარი. წმინდა ზიარება ვერ იქნება სიკვდილის შემოტანის მიზეზი, რადგან ღმერთი არის სიცოცხლე. პური და ღვინო, რომელიც ლოცვების დროს გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად, შეუძლებელია, შეიცავდეს მიკრობებს, ვირუსებსა და ბაქტერიებს. ვისაც ეს არ სწამს, შეუძლია, არ მივიდეს ტაძარში.

რაც შეეხება ფსევდოლიბერალებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ქირქილებენ იმაზე, რომ თურმე სააღდგომო ლიტურგია ეპიდემიის მასშტაბებს გააფართოვებს, ეპიდემია და უბედურება არის მათი იდეოლოგია, რომელიც ადამიანს ფიზიკურად ანადგურებს; ეპიდემია არის დასავლური სოროსისტული ნეოლიბერალიზმი, რომელიც ადამიანს აბსოლუტურად უსუსურსა და დაუცველს ხდის, მათ შორის დღეს არსებული პანდემიის მსგავსი უბედურებების წინაშეც. ამის ნათელი მაგალითია .. დემოკრატიული დასავლეთი თავისი ლიბერალური მიდგომებით. ისე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმ ხალხს, რომელსაც ერთი სული აქვს, ეკლესიის კარი დაიხუროს, ადამიანების ჯანმრთელობა ადარდებს, ძალიან ცდება. ამ ხალხის ერთადერთი მიზანი ეკლესიის, როგორც ქვეყნის ყველაზე მძლავრი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, დისკრედიტაციაა. ფაქტია ისიც, რომ ამ უმძიმესი განსაცდელის პირობებში ადამიანები კიდევ უფრო უახლოვდებიან უფალს და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ტაძარში სიარული.

_ ხშირად ისმის, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც, განცხადებები, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტი მორწმუნე სახლში ილოცებს თუ ტაძარში. თქვენ, როგორც თეოლოგიის დოქტორი, რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

_ სახლი ყველას აქვს, მაგრამ უფლის სახლი ერთია და ეს არის ტაძარი. ტაძარში ლოცვისას ადამიანზე გადმოდის სულიწმინდის მადლი, ამიტომ არ შეიძლება, ადამიანებს მოუწოდო, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში. სხვათა შორის, 1615 წელს შაჰაბასმა, ქრისტიანობის ერთ-ერთმა სასტიკმა მტერმა, გააკეთა ასეთი რამ: რაჭაში, მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის სასწაულმოქმედ ეკლესიაში დაკიდა ხმალი, რომელსაც ეწერა, რომ, ვინც ტაძარში შევიდოდა, იმ ხმლით განიგმირებოდა. იცით, რა მოხდა? პირველი გიორგი სააკაძე შევიდა. იმის შემდეგ მრევლი არ გამოლევია მრავალძალის ეკლესიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ერი, რომელიც არ შეუშინდა შაჰაბასს, ჯალალ ედდინს, მურვან ყრუს, თემურ ლენგსა და ქრისტიანობის სხვა სასტიკ მდევნელებს, რა თქმა უნდა, არ შეუშინდება ლიბერალების დამცინავ კიჟინს იმის თაობაზე, რომ ტაძრები უნდა დაიკეტოს. ტაძარი არ არის “ენ-ჯე-ოს” ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი ქვეყნის გულია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს მრევლის მისვლას სააღდგომო წირვაზე. არავითარი კომენდანტის საათი! როგორ შეიძლება აღდგომის დღესასწაულის გადატანა, უდიდესი ღვთიური მისტერიისა

_ და მაინც, თუ მოხდება ისე, რომ სააღდგომო წირვაზე მიმავალ მრევლს პრობლემა შეექმნება, ვთქვათ, დაიჭერენ ვინმეს ან დააჯარიმებენ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

_ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება სამარცხვინოდ დაასრულებს არსებობას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ უფლის წინააღმდეგ მიმავალ გზაზე საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი კოვზით ზიარების ეშინიათ, შევახსენებ, რომ იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში, არის სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ გაახვიეს უფალი. ამ სუდარაზე მეცნიერული კვლევაა ჩატარებული და მასზე სისხლიც იპოვეს. სხვათა შორის, ჯგუფიც არის დადგენილი. იცით, სასწაული რა არის? ამდენი საუკუნის შემდეგ, მოგეხსენებათ, 20 საუკუნე გავიდა, სისხლის შემადგენლობა უცვლელია. ანუ, არანაირი ბაცილა, არავითარი ბაქტერია და რამე, ისე იყო შენარჩუნებული, თითქოს ორი წუთის წინ აღებული სისხლია. მე იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია, სიწმინდე, ხატი, ჯვარი, ფრესკა, უფლის სიხლი და ხორცი იყოს ბაქტერიის გადამტანი, ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ, ვისაც ამის სწამს, არ დაუკეტონ ტაძრები. ეს არის და ეს. მრევლს რაც შეეხება, მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ექიმების რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ჰიგიენური ნორმები, გამოიყენონ პირბადეები და ხელთათმანები, მაგრამ ეკლესიაში წასვლის ნუ შეეშინდებათ. ეკლესიიდან ვირუსსა და ბაქტერიას კი არ წამოიღებთ, არამედ უფლის მადლს. უფალს კი, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა შევთხოვოთ, რომ გადარჩეს საქართველო.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

14 COMMENTS

  1. რას ამბობთ,რას ქვია გინდა სამზარეულოდან უყუროს , გინდა იქედან გინდა აქედან, თქვენ წყალსაც წაუღიხართ მაგრამ იმ ხალხს რომელსაც სწორად ესმის გახარიას ნათქვამი და ღმერთის სიყვარული და ცხოვრობს კეთილ სინდისიერად სიყვრულში და სიბრალულში რაც თქვენგან ძალიან შორსაა, აი ეს ხალხი შეიძლება დაინფიცირდეს და გადარჩნენ ის მარაზმები რომლებიც ჯიბრისთვის აკეთებენ და არა ღმერთის სიყვარულით, თუნდაც იმ უმზგავსო რიტუალებს რასაც ერთი კოვზით ზიარებას ქვია, გეგონება სუფთა კოვზი თუ იქნება მაშინ ღმერთი გაუწყრებათ? ღმერთგამწყრალები ხართ თქვენ ისედაც ასეთ გაჭირვებულ ქვეყანას კიდევ უფრო ასაცოდავებთ. შეჩერდით ჯობია. ეს არ არის ღმერთის სიყვარული როგორც თქვენ იქცევით, გახარია სწორად მართავს ქვეყანას მაგრამ თავისი ადამიანობის გამო კიდევ არ გსჯით ისე როგორც იმსახურებთ,თქვენ გინდათ ირომ უმართავი გახდეს ქვეყანა ამ საშინელი ვირუსისგან და ხალხი ამოიხოცოს. თქვენ მღვდელ მთავრებს გაქვთ ფული და პირობები რომ იმუნიტეტი გაიუმჯობესოთ,მაგრამ ჩვენ არაფერი გაგავაჩნია იმისათვის რომ მტერს და მაწყევარს რამე დაემართოს როგორმე იხსნას თავი რადგან დაუძლურებულია ორგანიზმი საცოდავი და გაჭირვებული ცხოვრებით.. შეჩერდით საშინელებას ნუ დაატრიალებთ.ნუ უხმობთ მრევლს ტაძარში შეჩერდით ………………

    • უკაცრავად ქ-ნო ნანა ბელქანი ნუთუ მართლა ვერ ხვდებით, რომ ახალ-ახალი კოვზით ზიარებას აზრი ეკარრგება!? საკუთარი ჭიქიდან ღვინის დალევა საკუთარ სახლშიც შეგვიძლია, მაგრამ ეს ზიარება არ იქნება. თუ წმიდა ზიარების არ გჯერათ, უფალს უარყოფთ. და, თუ უფალს უარყოფთ, მორწმუნეს ჭირდება თქვენი აზრის მოსმენა? სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ თავს. ან ვერ ხვდებით რას “ქადაგებთ” ან შეგნენულად იბრძვით…

  2. აუცილებლად წავალ ეკლესიაში და ვეზიარები.უფლის იმედი მაქვს გენაცვალე. ამ მარხვაში არცერთი ზიარება არ გამომიტოვებია.ყოველშაბათს ვეზიარები.არცვირუსის მეშინია. ყველა ქრისტიანს ვთხოვ არ დარჩნენ სახლში. ყველა წავიდეთ ტაძარში და ვეზიაროთ. უფალი შეგვეწევა. კორონა ვერაფერს დაგვაკლებს. უფლის წინ ყველა და ყველაფერი უძლურია. იწამეთ ღმერთი და იარეთ ტაძარში.უფალი გადაგვარჩენს. დიდება უფალს.. უფალი შეგვეწევა აუცილებლად.

    • გაიხარეათ ნათელა, ასეა ნამდვილად. გისურვებთ მშვიდობას და ქრისტესმიერ სიხარულს ქრისტე იესოში. ჩვენთან არს ღმერთი! <3

  3. რა გიჟდებით ამბობთ თავისუფლებააო არავის არა აქ უფლება მიმითითოს ან დამაძალოს ყველას აქვს უფლება როგორც უნდა ისე მოიქცეს რამდენსაც შეუზღჯუდავენ იმდენს პირიქით გააკეთებენ მიეცით ადამიანებს თვითონ გადაწყვი ტოს წავიდეს თუ დარჩეს როგორც გული უკარნახ ებს ისე გააკეთოს მოვიდა ეს უბედურება ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ ვიფიქროთ ჩვენს იმუნიტეტის გაძლიერებაზე ის გადაწყვიტავს დაგვყოვოს თუ სამუდამოდ მიგვაძინოს ნუ დაუშლით ნურავის

  4. სრული სიბრმავე ეს რასაც ეს კაცი ამბობს.უკომენტაროდ დავტოვებ იმიტომ რომ ძაან შორს წაგვიყვანს ახსნა-განმარტება.მხოლოდ ერთს ვიტყვი.იესო რომ ჯვარს ეცვა, ეკლესია არც იცოდნენ რაიყო მაშინ,მაგრამ ხალხი რწმენით მიჰყვა მის გზას.ერთ ხატზე ლოცვითაც შეგისმენთ ღმერთი თუ გულით დაგაქვთ მისი სახელი

  5. ზუსტადბაც,სარდაფიდან კი არა საწოლიდან უყურონ არაქრისტიანებმა რა მნიშვნელობა აქვს,უფლის სახლში მისვლას და ზიარებას ვინც ეჭვქვეშ აყენებს,ნუ მივა ბატონო,აი ახლა დაეტყობათ მცირედმორწმუნეებს რა უფრო ძლიერია ვირუსიას შიში თუ ღვთის სიყვარული… საცოდავებოოო…

  6. ნანა ბელქანია გეშინოდეს ღმერთის.პატივი ეცი ადამიანებს ,დარქწმუნებული ვარ,არასოდეს მიგიღია ზიარება,თორემ ამდენ ხანს სად იყავი, ათასწლეულია უკვე ,რაც ასე ეზიარება მართლმადიდებელი ქრისტიანი და სად იყავი აქამდე

  7. ქართველ ხალხს სარწმუნეობა გადაარჩენს ნუ შეშინდებით ღმეთი ჩვენთან არს აწ და მარადის უკუნითი უკუნებამდე –ამინ

  8. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, წმინდა ცეცხლი რომ გინდა შე დალოცვილო, ტაძრის კარი როგორ უნდა გამოუკეტო მორწმუნეს. რა, თოკით ხომ არ მიჰყავს მოძღვარს მრევლი ტაძარში. ყველა ხომ თავისი ნებით მიდის და მიეცით კეისარს კეისრისა და ამ განსაცდელის ჟამს ნუ ჩავვარდებით უდიდეს ცოდვაში, ისედაც არ აკლია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთის ზიზღში ცხოვრება.
    რწმენას ვერავინ დაამარცხებს და ამ ომში გამარჯვებული ვერავინ დარჩება, ვინც ეცდება,, ხალხის ჭკუის სწავლებას”ეშინოდეს მოვლენილი ცოდვის. ისეთი უარყოფითი აურაა დაგროვილი საქარჳელოში,რომ დაე, იყოს ნება უფლისა ამ ჟამიანობისას და დაე ილოცოს მრევლმა ჩვენი შვილებისა და ქვეყნის გადასარჩენად, თორემ ნამდვილად მოგვეწევა რისხვა უფლუსა. მოსახლეობა, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.
    სწორედ ახლა სჭირდება ლოცვა და ზიარება, როგორც არასდროს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here