მთავარი საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ნაც-ქოცური დიქტატურა თუ შენარჩუნდება, მომავალზე ვერ ვისაუბრებთ

ვაჟა ოთარაშვილი: ნაც-ქოცური დიქტატურა თუ შენარჩუნდება, მომავალზე ვერ ვისაუბრებთ

“მათი ნება რომ იყოს, ტაძრებს ჰაერსაც გადაუკეტავდნენ, არათუ ბუნებრივ აირს ან წყალს”

1366
გააზიარეთ
ვაჟა ოთარაშვილი

მედიაში გავრცელებულ ცნობას და შემდეგ უკვე განმარტებებს იმის თაობაზე, რომ სამების საკათედრო ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუწყდა (რაც დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა), მაშინვე მოჰყვა ლიბერალური ელიტის ოვაციები და ირონიით სავსე კომენტარები. დაწყებული .. გაერთიანებული ოპოზიციით (რომლის ავანგარდშიც ნაცები და ევრონაცები არიან), დამთავრებული უცხოეთიდან დაფინანსებული .. არასამთავრობო ორგანიზაციებით _ ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მისასალმებელია, როცა ქვეყანაში კანონი ყველაზე ერთნაირად ვრცელდება. მეტიც, ზოგიერთიარასამთავრობოსაქტივისტები სოციალურ ქსელში გამალებით წერდნენ, რომ დავალიანების გამო ბუნებრივი აირისა თუ წყლის მიწოდება არა მხოლოდ სამებას, კიდევ არაერთ ტაძარსა და მონასტერს უნდა შეუწყდეს. არანაკლები უსამართლობაა ისიც, რომ ზოგიერთი ეკლესია კომუნალურ გადასახადებს სასტუმროების, რესტორნებისა და კაზინოების მსგავსად არასაყოფაცხოვრებო (მომატებული) ტარიფებით უნდა იხდიდეს.

მოკლედ, ანტიმართლმადიდებლურმა ისტერიკამ იმის თაობაზე, რომ “კანონი ყველასთვის ერთია” და სახელმწიფო საპატრიარქოს არანაირი პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას არ უნდა აძლევდეს, მედიაში კამპანიური ხასიათი მიიღო. თემა, როგორც ყოველთვის, ფართო განხილვის საგანი შეიქნა, თუმცა შედეგად ლიბერალურმა პროპაგანდამ კიდევ უფრო მძაფრი საზოგადოებრივი აგრესია და უკმაყოფილება მიიღო.

რა ძალებს აძლევს ხელს დღეს საქართველოში ეკლესიის შევიწროება, რა ბერკეტები აქვთ მათ საამისოდ და რაზეა ეს ყველაფერი გათვლილი? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, სამების საკათედრო ტაძარს გადასახადის გადაუხდელობის გამო, უკვე თვეზე მეტია, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, რასაც ლიბერალები მიესალმებიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა მდგომი პრივილეგიური ინსტიტუტები არ უნდა არსებობდეს. მეტიც, ამ დღეებში ზოგიერთი აგრესიული ლიბერალი აქტიურად წერდა სოციალურ ქსელში, რომ ბუნებრივი აირის, წყლისა თუ ელექტროენერგიის მიწოდება კიდევ უამრავი ტაძრისთვისაა შესაწყვეტიხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქციელით ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ ეკლესიაზე?

_ სოროსის ფულით დაფინანსებული აგრესიული და გაბოროტებული ე.წ. ლიბერალების მოწოდებები, რომ სამებასთან ერთად სხვა ეკლესია-მონასტრებსაც უნდა შეუწყდეთ ბუნებრივი აირი, წყალი თუ ელექტროენერგია _ ეს არის მოწოდება 21- საუკუნის ლიბერალურყიზილბაშური შენაერთისა, რომელსაც, ნება რომ მისცე, სვეტიცხოვლის ტაძარსაც დაანგრევს, ჯვრის მონასტერსაც, გელათს, ბაგრატს და,საერთოდ, საუკუნეების განმავლობაში სისხლით შემონახულ არც ერთ მართლმადიდებლურ სალოცავს აღარ დატოვებს ქვეყანაში. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში მოსახლეობის 85%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია და დღევანდელი საქართველო ჩვენმა გმირმა ქრისტიანმა წინაპრებმა მოიტანეს აქამდე. რა მიზანი ამოძრავებს ამ ადამიანებს, ყველამ ვიცით _ ისინი დასავლეთის მასონური ცენტრებიდან იღებენ მითითებებს, რომელთა შესასრულებლად მილიონები ერიცხებათ. თუმცა ეს სიახლე არავისთვის არის და ყველამ იცის, რომ ამ ყველაფრის მიღმა .. პროდასავლური ოპოზიციის ავანგარდში მყოფი ნაცები და ევრონაცები არიან, მათ კი სათავეში სააკაშვილბოკერიას ტანდემი უდგას. სწორედ სააკაშვილისა და ბოკერიას დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შეიქნა საეჭვო დავითგარეჯის ორი სამონასტრო კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილსა და ბოკერიასთან ერთად ქმნიდნენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე მაღალმთიან აჭარაში მდებარე ულამაზესი სოფელი კირნათი თურქებისთვის უნდოდა მიეყიდა; მიყიდდა კიდეც, რომ არა “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ჩატარებული მრავალათასიანი აქციები… ახლა რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს: ეს იყო ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება ეკლესიაზე შეტევები. მომავალში ეს შეიძლება, სხვა ფორმითაც გაგრძელდეს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ პოლიტიკის განხორციელებაში “ოცნება” არანაკლებ “წარმატებული” იქნება მასთან პოლიტიკურად დაქორწინებულ “ნაცხროვაზე”.

_ რა ფორმით შეიძლება, მომავალში ეკლესიაზე შეტევა განხორციელდეს?

_ ავიღოთ თუნდაც დავითგარეჯის საკითხი. ეს თემა საზოგადოებას კარგა ხნით მიავიწყეს და ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს არაფერი, არადა, დღეს ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი, ვითომ ჩვენი მეგობარი, ისევ განაგრძობს ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკას და უკვე, პრაქტიკულად, დაკარგული გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე. მე ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ, რომ დავითგარეჯის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნება ფილიპე მახარაძის მიერ 1921 წლის 8 ნოემბერს დაწყებული პოლიტიკაა და, სხვათა შორის, მაშინაც ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას ბევრი მომხრე ჰყავდა. აი, ეს პოლიტიკა ხორციელდება დღესაც და ყველა, ვინც დუმს დავითგარეჯის ოკუპაციაზე, ნებსით თუ უნებლიეთ, სერგო ორჯონიკიძის გზის გამგრძელებელია.

დავუბრუნდეთ ისევ ტაძრისთვის ბუნებრივი აირის გადაკეტვის თემას. დღეს ხშირად მოისმენთ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომ ის ბუნებრივ აირს გვაწვდის ხელსაყრელ ფასში და ა.შ. იმ ხალხს, რომელიც ამაზე აპელირებს, მინდა, შევახსენო, რომ საქართველო აზერბაიჯანს აწვდის წყალს. ეს, შეიძლება, ბევრმა არ იცის. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ბაქო საქართველოდან მარაგდება სასმელი წყლით, რომელიც უზარმაზარი მილებით გაედინება, ფაქტობრივად, უფასოდ. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: თუსოკარიარის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლითაც ზემოქმედებენ ჩვენზე მუდმივად, ჩვენი მხრიდან არ შეიძლება, რამე ბერკეტი იყოს ის, რომ აზერბაიჯანი სასმელი წყლით საქართველოდან მარაგდება?! აზერბაიჯანელ ხალხთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემი მიწა-წყალი მე უნდა მეკუთვნოდეს! როდის აქეთ გახდნენ აზერბაიჯანელები ალბანელების შთამომავლები და კიდევ _ როდიდანაა დავითგარეჯა ალბანური კულტურის ძეგლი? სხვათა შორის, XVII საუკუნეში სახანოს საზღვარი თურქ-სელჩუკებით იყო დასახლებული და დღევანდელი აზერბაიჯანელებიც თურქ-სელჩუკთა შთამომავლები არიან, ეს საზღვარი კი 170-180 კილომეტრით იყო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან დაშორებული. ეს ოფიციალური წყაროებია და ამაზე დავა დღეს, უბრალოდ, აბსურდია.

რაც შეეხება ისევ ბუნებრივი აირის მიწოდების თემას, “სოკარი” დღეს არის ერთ-ერთი თავის ნებაზე მიშვებული კომპანია საქართველოში, რომელიც საქართველოში არა მხოლოდ საწვავითა და ბუნებრივი აირით ვაჭრობს, ბენზინგასამართ სადგურებთან ერთად მაღაზიებიც აქვს და უზარმაზარ ფულს აკეთებს. შევიდეს ერთი საგადასახადო სამსახური ან ფინანსური პოლიცია რომელიმე ობიექტში და შეისწავლოს მათი საქმიანობის კანონიერება. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს უცხო სახელმწიფოების ენერგოდამოკიდებულებისგან ქვეყნის გათავისუფლება ან ამ დამოკიდებულების მინიმუმადე დაყვანა. საქართველოს აქვს რუსეთისა და ყაზახეთის სახით ალტერნატივა, რომელიც რაღაც მომენტში, შესაძლოა, უფრო ხელსაყრელიც აღმოჩნდეს.

_ ქვეყნის უდიდეს ტაძარს ამხელა ვალი რომ დაუგროვდა და გადასახადის გადაუხდელობის გამო პრობლემა შეექმნა, ეკლესიის წიაღში არაჯანსაღი ძალების არსებობაზე ხომ არ მიანიშნებს?

_ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ადამიანებისგან შედგება და, როგორც ყველა ადამიანი, სასულიერო მოღვაწენიც ცოდვილები არიან; მაგრამ ჩვენ უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლისგან. მე, მაგალითად, სასულიერო პირად ვერ ჩავთვლი ცრუ პეტრეს, იმავე პაატა ცაავას, რომელიც თავის დროზე ჩანერგეს ეკლესიაში, სარიასა და კიდევ სხვა პირებს. ასეთ ადამიანებს თვითონ განკვეთს ეკლესია, თვითონ განირიდებს და თავის ადგილს მიუჩენს.

რაც შეეხება იმას, რომ თურმე ეკლესია-მონასტრები კომერციული ორგანიზაციებივით უნდა იბეგრებოდნენ და გაზრდილი ტარიფით იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, არ შეიძლება, ტაძარი, სასტუმრო, რესტორანი თუ კაზინო ერთნაირად დაიბეგროს, იმიტომ, რომ ტაძარი _ ეს არის საქართველოს გული ისტორიულად. სხვათა შორის, ამ დღეებში ხმაური ატეხეს იმაზეც, რომ 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცა ეკლესიას, რა საჭირო იყოო. საჭირო კი არა, ეს არის აუცილებელი თუნდაც იმისთვის, რომ ძალიან მალე ეკლესია-მონასტრების გვერდით არ ვიხილოთ ღამის კლუბები და ბუდა-ბარები, რომლებშიც ახალგაზრდები ნარკოტიკებში იხრჩობიან. საერთოდ, დედაეკლესია საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა, მკვდრეთით აღდგომისა და გაჯანსაღების სიმბოლო, რომელიც ყოველთვის, როცა მტერი მოდიოდა, იქნებოდა ეს ირანის იმპერია, ოსმალეთი, არაბები თუ სხვა, გადამწყვეტ როლს თამაშობდა ერის გამთლიანებაში… აი, ამის მტერია დღეს ყველა, ვინც ზეიმობს იმას, რომ უცხოურმა კომპანიამ სამების ტაძარს ბუნებრივი აირი გადაუკეტა. კიდევ ვიმეორებ: მათი ნება რომ იყოს, ჰაერსაც გადაკეტავდნენ, არათუ ბუნებრივ აირს ან წყალს და ხალხს სიარულსაც აუკრძალავდნენ ტაძრებში…

_ ამ პირობებში რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას?

_ ნაც-ქოცური დიქტატურა თუ შენარჩუნდება, კობახიძეუგულავასა და თალაკვაძებოკერიას ტანდემების სახით, რასაც დღეს ვხედავთ, მომავალზე, უბრალოდ, ვერ ვისაუბრებთ. ეს ორი ძალა, ერთი ბატონის მიერ მართული, უკვე დაუფარავად ეწინააღმდეგება ილია ჭავჭავაძის გენიალურ ტრიადას _ მამული, ენა, სარწმუნოება.

გამოსავალს რაც შეეხება, ვფიქრობ, საზოგადოება სრულად უნდა გამოვიდეს მავნე პროპაგანდის ზეგავლენისგან, რომელიც გვიჩიჩინებს, რომ დასავლეთი გვიშველის. არავინ არ გვიშველის, ამიტომ საქართველომ უნდა გაატაროს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა. აქ არ უნდა ტარდებოდეს არც ნატოს და არც სხვა რომელიმე სამხედროპოლიტიკური ბლოკის წვრთნები, რომლებიც ჩვენთვის არაფრის მომცემია, შარისა და უბედურების გარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველო გადაიქცევა მეორე სირიად, სადაც ქვა ქვაზე არ დარჩა დიდ სახელმწიფოთა დაპირისპირების შედეგად.

ეს ერთი და მეორე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად საქართველოს ძალას, იმედსა და გამძლეობას ყოველთვის აძლევდა უფლის გზაზე სიარული, ამიტომაც მინდა, მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას: უფლისაკენ, ქართველებო! ტაძრისაკენ, ქართველებო!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბ-ნო ვაჟა, თქვენ ან ისტორია არ იცით, ან „პატრიოტულად“ აყალბებთ მას: „დავითგარეჯის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნება ფილიპე მახარაძის მიერ 1921 წლის 8 ნოემბერს დაწყებული პოლიტიკაა და, სხვათა შორის, მაშინაც ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას ბევრი მომხრე ჰყავდა. აი, ეს პოლიტიკა ხორციელდება დღესაც და ყველა, ვინც დუმს დავითგარეჯის ოკუპაციაზე, ნებსით თუ უნებლიეთ, სერგო ორჯონიკიძის გზის გამგრძელებელია“. მე არც ფილიპე მახარაძის დამცველი ვარ და არც სერგო ორჯონიკიძის, მაგრამ მათ დროს დავითგარეჯის პრობლემა არ მდგარა. მათ დროს იდგა ჰერეთისა და ლორე-ტაშირის პრობლემა. და იცით, რატომ იდგა? იმიტომ, რომ სულელ ჟორდანიას სეპარატისტული (და არა დამოუკიდებელი) მთავრობა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლ ძალებს, ჯერ თეთრებს და მერე წითლებს, ეომებოდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები კი – არა. ამიტომ ორჯონიკიძეც და სტალინიც, რომელიც პირველი კაცი არ იყო (მახარაძეზე აღარაფერს ვამბობ) იძულებული იყვნენ, რომ ხსენებული რეგიონები, მეზობლებისთვის დაეთმოთ. რაც შეეხება დამოუკიდებლობას საქართველომ იგი 1991 წლის 22 დეკემბერს მიიღო, თუმცა სოხუმი და ცხინვალი ვერ შეინარჩუნა იმავე მიზეზით, როგორითაც 1921 წელს ჰერეთი და ლორე-ტაშირი: ე.წ. „ეროვნული მოძრაობის“ დანაშაულებრივი უთავგზობით. თქვე „პატრიოტებო“, ერთი წელი მოგეცადათ და რუსეთი თვითონ გაჩეჩებდათ დამოუკიდებლობას, რაზე ახოცინებდით ყმაწვილ ქალებს?! სინდისი სადა გქონდათ? ან თქვენ, ბ-ნო ვაჟა, რა სინდისით უჭერთ მხარს ე.წ. „ეროვნული მოძრაობის“ დანაშაულებრივ საქმიანობას და რა სინდისით ლანძღავთ სტალინსა და ორჯონიკიძეს?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here