მთავარი საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ესენი არიან ნაციონალურ რეჟიმთან შეჯვარებული პოლიტიკური მუტანტები, რომელთათვისაც არის სამი...

ვაჟა ოთარაშვილი: ესენი არიან ნაციონალურ რეჟიმთან შეჯვარებული პოლიტიკური მუტანტები, რომელთათვისაც არის სამი თუ ოთხი არა: არა რწმენას, არა სამშობლოს, არა ეროვნებას, არა სქესს

363
გააზიარეთ
ვაჟა ოთარაშვილი

16 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, რომელიც სახელისუფლო მედიამოცნებისწინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია და მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა, ხოლო ანგარიშის შედარებით კრიტიკული მხარე მიზანმიმართულად არ გააშუქა, რიგ საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც გამახვილდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული არაერთი წარმატებული რეფორმისა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გადაჭრა მათ შორის გენდერული თანასწორობის პრობლემა, ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა “მოწყვლადი ჯგუფების” (სექსუალური უმცირესობების, ქალების, ბავშვების, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის) უფლებების დაცვა (განსაკუთრებით ხაზგასმულია სექსუალური უმცირესობები). ანგარიშის ავტორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, მიიღოს “დამატებითი ზომები” და გააძლიეროს “ანტიდისკრიმინაციული” მექანიზმები, რათა უზრუნველყოს, როგორც ლგბტ პირების, ისე ქალებისა და რელიგიური ჯგუფებისადმი დისკრიმინაციის აღმოფხვრა (მოწოდებები, როგორც ყოველთვის, მკაცრი მენტორული ხასიათისაა). თუმცა ანგარიშის ადრესატი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი არ არის, დოკუმენტის ავტორები საპატრიარქოსაც მოუწოდებენ თანამშრომლობისკენ, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს “ტოლერანტული გარემო…”

ცნობისთვის: ევროპარლამენტი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად, თავის ანგარიშებში ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ თურმე საქართველოში პოზიტიური ცვლილებების ყველაზე სუსტი და ნაკლებად წარმატებული მხარე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანად არ თუ ვერ შესრულებაა. თითოეული მსგავსი ანგარიშის შემდეგ ისმის ხოლმე მოწოდებები, რომ მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით მკაცრ ზომებს უნდა მიმართოს. ხშირად მინიშნებები იმაზეც კეთდება, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს ლოიალური “აგრესიული რელიგიური ჯგუფების” მიმართ (აქ, რა თქმა უნდა, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას გულისხმობენ), რომლებიც, თურმე, ქვეყანაში შუღლსა და სიძულვილს აღვივებენ.

რას ნიშნავს გარე ძალებისგან ნაკარნახევი ამა თუ იმ კანონის ეფექტიანობისთვის მექანიზმების შექმნა და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში ამრეკომენდაციებისკვალდაკვალ? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, რათა ქვეყანაში ლგბტ პირების, ქალებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ ყველანაირი დისკრიმინაცია ეფექტიანად აღმოიფხვრას. რა შეიძლება იგულისხმებოდეს დამატებით ზომებში და რა ცვლილებები შეიძლება განახორციელოსოცნებამამრეკომენდაციებისგათვალისწინებით?

_ დავიწყოთ იმით, რომ მათ მიერ ნაკარნახევი .. ანტიდისკრიმინაციული კანონი თავისი არსითა და იდეით არის უძველესი ქრისტიანი ქართველი ერის დისკრიმინაცია, რომლის მიღებითაც კიდევ ერთხელ დაასხეს თავზე ლაფი ქვეყანას. მეორე _ ევროპარლამენტის მხრიდან ეს არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა… საერთოდ, ეს ორგანიზაცია, ევროკავშირს ვგულისხმობ, არის ჩვენი დროის რობოტული იმპერია, რომელიც ჩვენისთანა ქვეყნებზე დემოკრატიის სახელით ახორციელებს ყველა სახის ძალადობას, მათ შორის ეკონომიკურს, პოლიტიკურს, კულტურულს, იდეოლოგიურს და ა.შ. ეს ერთი და მეორე _ დისკრიმინაცია რომ დაუჩემებიათ, როდის იყო საქართველოში ვინმეს დისკრიმინაცია და ჩაგვრა? მაშინაც კი, როცა თბილისში მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, აქ არ ყოფილა სარწმუნოებრივი დაპირისპირება. ვგულისხმობ შიგნით, თორემ მტრისგან, ბუნებრივია, თავს ვიცავდით. და მთავარი: ქრისტიანული სარწმუნოება არის სიყვარულის, სათნოების, სასოების, ჰუმანიზმის, კაცთა შორის ძმობამეგობრობის სარწმუნოება და არა შუღლისა და სიძულვილის. ქრისტიანობა არის ადამიანთა მოდგმის სულიერი კულტურის უმაღლესი მონაპოვარი. რაც შეეხება შეკითხვას, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომავალში ხელისუფლებისგან ევროპარლამენტის დირექტივებისა თუ რეკომენდაციების კვალდაკვალ, მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუ სათავეში ნაციონალურ რეჟიმთან მუტანტურ კავშირში მყოფი “ოცნება” დარჩა, კობახიძებოკერიასააკაშვილის პოლიტიკური ნაჯვარი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ დასავლელი ნეოლიბერალების დირექტივების ზედმიწევნით განსახორციელებლად და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც სრულიად საქართველოს დისკრიმინაციაა. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება, თუ ამ არჩევნებში მისთვის სასურველ შედეგს მიაღწევს, შემდეგ დაიწყებს უფრო თამამი და გაბედულილიბერალურიკანონების მიღებას. ეს იქნება გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ, საპატრიარქოს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ჩაატარებს გეიაღლუმებსაც და მამათმავლურ მოძრაობებს გააძლიერებს. დავუბრუნდეთ ისევ დისკრიმინაციას, საქართველოში დისკრიმინაცია არასოდეს რომ არ ყოფილა და ქართველი კაცი ბუნებით მჩაგვრელი რომ არ არის, ჩვენ ეს ისტორიულად დავამტკიცეთ…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც ევროპაში რელიგიური ომები მძვინვარებდა და ერთმანეთს ხოცავდნენ, აქ, თბილისის შუაგულში, სულ რაღაც, ორ კვადრატულ კილომეტრში ერთად იყო სინაგოგა, მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარი. ჩვენი შემწყნარებლობის ბრწყინვალე მაგალითია ისიც, რომ, აგერ 26 საუკუნეა, ებრაელები ცხოვრობენ საქართველოში და არანაირი დისკრიმინაცია მათ მიმართ არ ყოფილა. სხვათა შორის, არც მაშინ, როცა ისინი მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში სასტიკად იდევნებოდნენ. (ამის თაობაზე პირდაპირ თქვა 1949 წელს ისრაელის კნესეტის დამფუძნებელ კრებაზე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბენ-გურიონმა. ორად ორი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც ებრაელები ყოველთვის მშვიდობით ცხოვრობდნენ და ისინი არასოდეს არ დაურბევიათ. ეს ქვეყნებია ინგლისი და საქართველო _ დაახლოებით ასე ბრძანა მან. ს&მ). იოსებ სტალინმა, ქართველმა კაცმა, 1949 წელს მათ შეუქმნა სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონიათ… აი, ეს ყველაფერი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორი შემწყნარებელი ერი ვიყავით ჩვენ ისტორიულად და ვართ დღესაც, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი გონებაჩლუნგი ხელისუფლება, რომელსაც ელემენტარული ცოდნა არ აქვს საკუთარი ისტორიისა, ამ პარალელებს ვერ ავლებს. ეს არის პრობლემა და ამიტომაა, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, გერმანელების, ფრანგების, ინგლისელებისა და სხვა კულტურული ერების მსგავსად, ვერ ვიცავთ ჩვენს ღირსებას პოლიტიკურ დონეზე.

რაც შეეხება ისევ იმ .. რეკომენდაციებს, რომ თურმე აქანტიდისკრიმინაციულიკანონის ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, ეს კანონი თავისი არსითა და მიზნებით არის ქართველი ხალხის დისკრიმინაცია, ამიტომ, ადრე თუ გვიან, როდესაც სათავეში მოვა ეროვნული ხელისუფლება და იმედია, მოვა, უნდა გააუქმოს ეს კანონი, რომელიც ქართული სულიერებისთვის ისეთივე დამანგრეველია, როგორიც იყო საყდრისის აფეთქება

_ რეკომენდაციები ახსენეთ და 2012 წლიდან დღემდე ცალკე ევროპარლამენტმა, ცალკე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა გავლენიანმა დასავლურმა ისტიტუტებმა საქართველოს შესახებ არაერთი ანგარიში გამოაქვეყნეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხელისუფლებას თუნდაც ერთრეკომენდაციაზეკრიტიკული შეფასება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კულტურულ, ტრადიციულ ფასეულობებს და .. რა უქმნის მმართველ გუნდს მთავარ დაბრკოლებას, რომ ადეკვატური პასუხები გასცეს ხოლმე დასავლეთის გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებსაცრეკომენდაციებსარქმევენ?

_ მოკლედ გიპასუხებთ: გავიხსენოთ პარლამენტის უვიცი ყოფილი თავმჯდომარის _ კობახიძის სიტყვები, _ “მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეროვნული ცნობიერება”… ამ ფრაზით გასაგებია მისი მენტალიტეტი. აი, ზუსტად ასეთია დღევანდელი “ქართული ოცნება” რამდენიმე გამონაკლისის გარდა და ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ თავის დროზე ზუსტად ამ პრინციპით მოუყარეს იქ ადამიანებს თავი. ესენი არიან ნაციონალურ რეჟიმთან შეჯვარებული პოლიტიკური მუტანტები, რომელთათვისაც არის ასეთი სამი თუ ოთხი არა: არა რწმენას, არა სამშობლოს, არა ეროვნებას, არა სქესსაი ამ სატანური ფორმულით ცხოვრობენ.

ჩვენ გასაგებად უნდა ვუთხრათ ევროკავშირელ რეკომენდატორებს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეროვნული ტრადიციებით, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წეს-ჩვეულებებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებით და ქართველებს გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, ამიტომ თავი დაანებონ ჩვენი ეროვნული ღირსების, ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული კანონების ჩვენთვის თავს მოხვევას. ეს, კიდევ ვიმეორებ, ერის ცნობიერებას ანადგურებს.

_ თუ მაინც გაძლიერდება მათი მხრიდან პოლიტიკური ზეგავლენა, რა გზა გვრჩება?

_ მაშინ უნდა მიმართო კონკრეტულად იმ ხალხს, რომლისგანაც წამოვა ეს ზეწოლა, რომ თქვენს ოჯახებში დააქორწინეთ ქალი ქალზე და კაცი კაცზე; და არ გამოილიოს ევროკავშირში ასეთი “ქორწინებები”. სხვა რა გითხრათ, დაგვანებონ თავი… საქართველო არის უძველესი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას აჩუქავეფხისა და მოყმის ბალადადავეფხისტყაოსანი” _ ფაქტობრივად, უნიკალური კონსტიტუცია ერთა ძმობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების, რომელსაც ვერ შექმნიდა ერი, თუ მას არ ექნებოდა მაღალი სულიერი და ინტელექტუალური კულტურა: “წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა, იქნება ვეფხის დედაი, ჩემზედ მწარედა სტირისა…” ქართველი კაცი ყოველთვის იყო აღმსარებელი, მიმტევებელი და მაცხოვრის რჯულის ერთგული.

_ არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება. არსებობს თუნდაც თეორიული შანსი იმისა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ვითარება და მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგი არსებითად შეიცვალოს?

_ ჩემი მოსაზრება ასეთია: დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ მხარეს არის ეროვნულ-პატრიოტული ძალა _ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სახით, მეორე მხარესაა ლეიბორისტების სათბურში შეკრებილი ნაცრეჟიმი, მასთან შეთანწყობილ პარტიებთან ერთად. “ოცნების” პოლიტიკურ მუტანტებზე არაფერს ვამბობ. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ორი პოლუსი, რომელთაგან ერთი არის ქვეყნის განადგურებისა და გაჩანაგების წინაპირობა, ხოლო მეორე _ ჯანსაღი, ეროვნული ძალა, რომლის პოლიტიკაც გულისხმობს სამხედრო მიუმხრობლობას; მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან პირდაპირ დიალოგს და ... რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, არჩევანი მარტივია. თუმცა, სასურველი და აუცილებელიცაა, ქვეყანაში შეიქმნას კონსერვატიული ძალების კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პოლიტიკური ბირთვი და ამით გაჩნდეს ცვლილებების კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა. ამის გარეშე ნაც-ქოცური მუტანტების ხელისუფლება საბოლოოდ ჩაძირავს ამ ქვეყანას და მოშლის ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას, მის ხალხს რჯულს ვერავინ შეუცვლის და ვერ დააჩოქებს ლიბერალურ-სატანური უღლის ქვეშ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here