Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა ოთარაშვილი: ანტილიბერალური განწყობების შექმნას თვით ლიბერალური იდეოლოგია განაპირობებს

ვაჟა ოთარაშვილი: ანტილიბერალური განწყობების შექმნას თვით ლიბერალური იდეოლოგია განაპირობებს

610
ვაჟა ოთარაშვილი

დასავლეთში მიმდინარე ძირეულ იდეოლოგიურპოლიტიკურ გარდაქმნებს, რაც პირველ რიგში, ლიბერალური ჰეგემონიის კრახს გულისხმობს, გარკვეული შიში საქართველოშიც სდევს. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურად (და არა მხოლოდ), სწორედ იმ ლიბერალურ დღის წესრიგს არიან მიბმულები, სულ უფრო მეტს შფოთავენ იმის გამო, რომ დასავლეთის მსგავსად ანტილიბერალური განწყობები აქაც მატულობს. თუმცა ამ შიშებს გარკვეული ქმედებებიც ახლავს და ყოველი კონკრეტული ანტილიბერალური გამოვლინების შემდეგ კვლევა კვლევას და ანგარიში ანგარიშს მოსდევს იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში კონსერვატულ იდეოლოგიას რუსული პროპაგანდა ასაზრდოებს. მეტიც, ზოგიერთი ორგანიზაცია იმ აზრსაც ავითარებს, რომ ქართული რადიკალური კონსერვატიზმი, როგორც ასეთი, თავისთავად არ არსებობს და ყველა ის მიუღებლობა, რომლებიც საზოგადოების უდიდეს ნაწილშია დასავლური ფსევდოლიბერალური ფასეულობების მიმართ, სწორედ რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

უცხოეთიდან დაფინანსებული ერთ-ერთი ასეთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში მოქმედი “ლიბერალური აკადემიაა”, რომელმაც მცირე ხნის წინათ ანტილიბერალური განწყობების მიზეზების შესასწავლად წელზე ფეხი დაიდგა და ორ რეგიონში _ კახეთსა და შიდა ქართლში _ ფართომასშტაბიანი “კვლევა” ჩაატარა. “კვლევის” თანახმად, თურმე, ის ფაქტი, რომ მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი კვლავ ეკლესიაა, ხოლო პროდასავლური კურსის გამტარებელი პოლიტიკური ძალებისადმი დამოკიდებულება _ ნიჰილისტური, რუსული პროპაგანდის გავლენაა, ისევე როგორც, ვთქვათ, ის მზარდი უკმაყოფილება მოსახლეობაში, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღი სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკის არარსებობასთან, ან მიგრანტების უკონტროლოდ შემოდინებასა და მიწების უცხოელებისთვის მიყიდვასთან… მარტივად რომ ვთქვათ, თურმე, რომ არა ეს პროპაგანდა (“კვლევაში” არგუმენტირებულად ვერ არის ახსნილი, კონკრეტულად რაში გამოიხატებაეს პროპაგანდა), ყველაზე გავლენიანი ეროვნული და რელიგიური ინსტიტუტი, მართლმადიდებელი ეკლესია, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნდობას დაკარგავდა. მეტიც, რომ არა ეს პროპაგანდა, საქართველო თავის “ისტორიულ ფესვებს”, ანუ ლიბერალურ ფასეულობებს მყისიერად დაუბრუნდებოდა და “ჭეშმარიტი” დემოკრატიული განვითარების შეუქცევად გზას დაადგებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება “მიუღებლობისგან” გათავისუფლდებოდა და თანამედროვე დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ, თვით დასავლეთშივე უარყოფილ ყველა იმ ფსევდოფასეულობას მიიღებდა, რომელიც ტრადიციულ ქართულ კულტურასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია…

რა არის დღეს საქართველოში მზარდი ანტილიბერალური განწყობების მიზეზი და განაპირობებს თუ არა ამ ყველაფერს რუსული პროპაგანდა? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, დასავლეთში მიმდინარე ძირეული იდეოლოგიურპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, რაცლიბერალურიჰეგემონიის აღსასრულს მოასწავებს, საქართველოში სულ უფრო მეტი ლიბერალი შფოთავს იმის გამო, რომ თურმე ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მძლავრობს. რა არის დღეს რეალურად იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში ანტილიბერალური განწყობები იზრდება? შეიძლება თუ არა ეს რუსულ პროპაგანდას დავაბრალოთ?

_ საქართველო არის უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა, რომელშიც ჭეშმარიტი სარწმუნოება შემოიტანა ანდრია პირველწოდებულმა. იმ დროიდან მოყოლებული და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში წმინდა ნინომ იქადაგა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ფუნდამენტს სწორედ მართლმადიდებლობა წარმოადგენს.

რაც შეეხება “ლიბერალურ” შფოთს იმის გამო, რომ თურმე ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძლიერდება და ამის შედეგია, ის რომ ანტილიბერალური განწყობები მატულობს, მე ასე ვიტყოდი: თუ რუსული პროპაგანდის შედეგია ის, რომ საზოგადოების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტების ნებისმიერ მცდელობაზე მწვავედ რეაგირებს, თუ რუსული პროპაგანდის შედეგია ის, რომ ხალხი საკუთარ ტრადიციულ ფასეულობებთან შეუთავსებელ ფსევდოლიბერალურ სტანდარტებს არ იღებს, მაგალითად, როგორიცაა მამათმავლობის ნორმალიზაცია, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება და ა.შ. მაშინ ეს რუსული პროპაგანდა მისასალმებელი ყოფილა. თუმცა რა კავშირშია ანტილიბერალური განწყობების მატებასთან რუსული პროპაგანდა, სრულიად გაუგებარია. ეს ერთი და მეორე _ იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და თითქმის სრულიად ევროპაში რომ ეროვნულ-კონსერვატიული ძალები ძლიერდებიან, ესეც რუსული პროპაგანდაა?! სხვათა შორის ლიბერალები ხშირად იყენებენ ტერმინს “ანტიდასავლური განწყობები,” რაც არასწორია. დასავლეთის მიმართ კი არ არის პროტესტი და მიუღებლობა, არამედ თანამედროვე გლობალისტური ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმართ, რომელსაც ვიღაცები მიზანმიმართულად აიგივებენ დასავლეთთან. არადა, ამ რეაქციულმა იდეოლოგიამ, პირველ რიგში, თვითონ დასავლეთი მოსწყვიტა ისტორიულ ფესვებს და ამიტომაა მიუღებელი ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

_ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციალიბერალურმა აკადემიამ”, რომლის ხელმძღვანელიც ლაშა ტუღუშია, ცოტა ხნის წინათ ქვემო ქართლსა და კახეთში კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ თურმე ამ რეგიონებში მოსახლეობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს რუსულიწითელი კომუნისტურიპროპაგანდა. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება რეალურად მსგავსი კვლევები?

_ სინამდვილეში ბატონმა ტუღუშმა და უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იცის, რომ ყველანაირ იდეოლოგიას და მით უფრო პროპაგანდას დღეს ამ ქვეყანაში ლიბერალური ტირანია სჭარბობს, მაგრამ ეს ადამიანები თითიდან გამოწოვილი მსგავსი თემებით არსებობენ. რეალურად მათ არც აინტერესებთ, საით წავა ქვეყანა და რა გზას აირჩევს, მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა. ისინი ჩვეულებრივი მედროვეები არიან და ხვალ საქართველო, მაგალითად, პროჩინური რომ გახდეს ან პროინდონეზიური, ესენი იქნებიან პირველები, ვინც მაგ რელსებზე გადავა. ასე გააფთრებით რომ ებრძვიანრუსულ პროპაგანდასდა რომ ჰკითხო, პატრიოტები არიან, რატომ იმაზე არ ატარებენ კვლევებს, რამდენი ბავშვი შიმშილობს, განსაკუთრებით რეგიონებში? რამდენ მოხუცს არ შეუძლია ჰიპერტონიისა და იშემიის წამლების ყიდვა? რამდენი იტანჯება იმის გამო, რომ ტკივილგამაყუჩებლის ფული არ აქვს?.. არაფერს ვამბობ უსახლკარო ოჯახებზე, რომლებიც ჩამოგრეულ ნახევრადფიცრულ ნაგებობებს აფარებენ თავს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: ლაშა ტუღუშისნაირ საშუალო სტატისტიკურენჯეოელსეს კი არ აინეტერსებს, არამედ გრანტი _ დაფინანსება და კომფორტი გრანტზე რადგან ვსაუბრობ, აქვე ერთ მცირე ისტორიულ გადახვევას გავაკეთებ: 1632 წელს ხოსრო მირზამ (როსტომ ხანმა) თბილისში, გოგირდის აბანოებში შეიყვანა სპარსეთიდან ჩამოყვანილი მამათმავლები და ქართველ კაცებს, რომლებიც მათთან ერთად შევიდოდნენ აბანოში, ოქროთი სავსე ქისა ელოდებოდა. არც ერთმა ქართველმა ეს არ იკადრა და არ შევიდა მამათმავლებთან, იმიტომ, რომ ფულზე არ გაყიდეს ზნეობა. მერე, სხვათა შორის, პირდაპირ მეიდანზე დააყენეს ხალხი და გაიძახოდნენ, ისე შედით, არაფერი ქნათო, მაგრამ არც მაშინ შევიდნენ. რატომ ვყვები ახლა ამ ყველაფერს: ზნეობა, ღირსება ფულზე არ იყიდება და ქართველმა კაცმა ეს იცოდა, რადგან მაშინდელი ოქროს ქისები ზუსტად ისეთივე გრანტები იყო, როგორიც ახლა ჯიბეში უჩხრიალებს ბატონ ლაშა ტუღუშსა და მისნაირ უნამუსო ლიბერალებს, თუმცა მათთვის ამის გაგება ალბათ, ძალიან რთულია, იმიტომ რომ არც ღირსება აქვთ, არც მორალი და სამშობლოს სიყვარულზე ხომ ზედმეტია საუბარი

_ ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ, ყოველი მსგავსი კვლევა რეალურად ახდენს გავლენას საზოგადოების განწყობებზე?

_ ერთი რამ ვიცი, ანტილიბერალურ განწყობებს, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, არ უნდა აგვერიოს ანტიდასავლურ განწყობებში, განაპირობებს არა რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, დაინახა და მიხვდა, რას წარმოადგენს რეალურად ეს იდეოლოგია. ამას თვითონ ლიბერალებიც ხვდებიან, მაგრამ ხელოვნურად ხდება მტრის სახის შექმნა, რომ რაღაცით დაფარონ რეალობა. სინამდვილეში ვინმე კი არ ებრძვით, უბრალოდ, ეს იდეოლოგიაა მიუღებელი ნორმალური ადამიანებისთვის. მიუღებელია მამათმავლობა, მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპა, ბრძოლა ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, იუვენალური იუსტიცია, რომელიც არის სადამსჯელო მექანიზმი და მშობელს შვილს ართმევს, ქრისტიანული ფასეულობების უარყოფა, ნარკომანია და .. ახლა თეორიულად ყველაფერს შეიძლება ნორმა დაარქვა, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანები ხომ ასხვავებენ შავს და თეთრს ერთმანეთისგან. მობეზრდა, ამოუვიდა ხალხს ყელში ორმაგ სტანდარტებზე აგებული ბოროტება და ძალადობა დემოკრატიის სახელით. მორჩა, დადგა მომენტი, როცა ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს

_ დავუბრუნდეთ ისევლიბერალურპროპაგანდას, მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ ამ პროპაგანდას დღეს საინფორმაციო ველი მონოპოლიზებული აქვს. თითქმის ყველა ტელევიზია თუ საინფორმაციო სააგენტო მათია, რაც ართულებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ. არადა ეროვნულკონსერვატიულ ფრთაშიც არიან ადამიანები, მათ შორის ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ინფორმაციული ვაკუუმი გაარღვიონროგორ ფიქრობთ, რატომ არ დგამენ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს, რატომ არის დღემდე ეს ფრთა მხოლოდ სოციალური ქსელების ამარა დარჩენილი?

_ უდიდესმა მხედართმთავარმა ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიბარა: როცა მოვკვდები, ხელები მაღლა დამაჭერინეთ, ხალხმა რომ დაინახოს, იმქვეყნად არაფერი მიმაქვსო… ჩვენ ბევრი ფულიანი ხალხი გვყოლია, ბევრი მდიდარი და შეძლებული, მაგრამ მათგან მხოლოდ მათი სახელები დარჩა, ვინც ეროვნული საქმეები გააკეთეს. მაგალითად, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” გამოსცა; სარაჯიშვილი, რომელმაც მწერლებს უძვირფასესი სასახლე გადასცა… რომელი ერთი ჩამოვთვალო. დანარჩენი _ ვინ რა დალია, რა ჭამა და სად დაისვენა ან რამხელა სახლი აიშენა _ არავის ახსოვს, ჩაირეცხნენ ჩვეულებრივად, ბოდიში და, ტუალეტის წყალივით. აი, ასე ჩაირეცხებით, ბატონებო, თქვენც, ვისაც თითქოს სამშობლოსთვის გიძგერთ გული, არადა, დახარბებული ხართ მილიონებს. ოხრად დაგრჩებათ ის ფულიც და ოქრო-ვერცხლიც. ასე რომ, ყალბია თითოეული თქვენი განცხადება თუ “პატრიოტული ამოფრქვევა” სოციალურ ქსელებში, სანამ ამ ყველაფერს რეალურ ქმედებებში არ გარდასახავთ. ისე, მჯერა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში მომავალი მხოლოდ ეროვნულ ძალებს აქვთ, ამიტომაა ეს პროცესი გარდაუვალი და მტრული, გლობალისტური ძალების გააფთრებული მცდელობები ამას ვერ შეცვლის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here