მთავარი პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: პომპეომ პირდაპირ დაავალა ბახტაძეს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რუსეთსა და ჩინეთთან

ვალერი კვარაცხელია: პომპეომ პირდაპირ დაავალა ბახტაძეს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რუსეთსა და ჩინეთთან

2394
გააზიარეთ
ვალერი კვარაცხელია

20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომის გამო ჩაიშალა, სხდომის ჩაშლას ხმაური და შეხლაშემოხლა მოჰყვა პარლამენტშივე, რის შემდეგაც .. ოპოზიციის პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლარუსეთი ოკუპანტია”- შეძახილებითა და რუსეთის პრეზიდენტის მისამართით უწმაწური გინებით. მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანის (მათ შორის _ კომერციული) აკრძალვის შესახებ. გარდა ამისა, ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს ურჩიეს, აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგანქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი, პარტიანეიტრალური საქართველოსლიდერი ვალერი კვარაცხელია:

_ არ ვიცი, ციფრებში როგორ გამოიხატება ზარალი, რომელიც რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოთი მოგვადგება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთს შეუძლია საქართველო დაანგრიოს არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ფიზიკურადაც, თანაც ისე, რომ არ გამოჩნდეს. რუსეთთან ომი და მტრობა კი არა, სამეზობლო ენის გამონახვაა საჭირო, რაც, თუ მოვინდომებთ, ადვილია. ადვილია იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ჩვენსას ემთხვევა. რუსეთი დაინტერესებულია, საქართველო იყოს წელგამართული სახელმწიფო, ოღონდ, მის მიმართ კეთილგანწყობილი.

ქვეყანა, რომელიც მუდმივად ნატოსკენ გარბის, ქვეყანა, რომელიც ამერიკის რაკეტებს ეპატიჟება, რათა ისინი რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაუმიზნონ, ანუ ქვეყანა, რომელიც მტერია, ცხადია, რუსეთს არ სჭირდება და იძულებულია, უმტროს. ასეთი მდგომარება გვაქვს: თუ რუსეთს სამეგობროდ მომართავ, მეგობარი იქნება, თუ სამტროდ მომართავ _ მტერი. არჩევანი ჩვენზეა. რუსეთთან მეგობრობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. რუსეთის მტრობა საქართველოსთვის დამანგრეველია.

სამწუხაროდ, ხალხს არჩევანის საშუალება წართმეული აქვს. საქართველოს ხელისუფლება 1990 წლიდან უზურპირებულია ამერიკელების მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი იყო. რუსეთთან 30-წლიანმა მტრობამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა _ საქართველო დაშლილია სამ ნაწილად, ეკონომიკურად განადგურებულია, მოსახლეობა _ განახევრებული. საქართველოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა რუსეთთან მტრობისა და დასავლეთთან მეგობრობის შედეგია. დასავლეთს საქართველო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგო პროვოკაციების მოწყობის ინსტრუმენტად სჭირდება.

20 ივნისს საქართველოში ამერიკის “მეხუთე კოლონის” მიერ დადგმული სპექტაკლი გაიმართა და, ამას რაც მოჰყვა, ვიცით _ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დაწესდა, შეწყდა ფრენები, რის გამოც შეწყდება ტურისტული ნაკადი, რაც კატასტროფულად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე…

_ ქართველი ლიბერალები ამბობენ, რომ რუსებმა დაიმსახურეს ის, რაც ამ დღეებში მოხდა და ახლა რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი, თუ საქართველოში არ ჩამოვა, ქვეყნის მტრებად გამოცხადდება

_ მილიონი ქართველი აქ ვერ დაბრუნდება, რადგან იქ ოჯახებით ცხოვრობენ, სამსახურები აქვთ, მიზნები აქვთ, მოქალაქეები არიან და პერსპექტივა აქვთ. თუ ვინმე არალეგალურად არის წასული და ასეთებიც იქნებიან, ისინი, შესაძლოა, გამოყარონ, მაგრამ რუსეთი, იმედია, ამას არ გააკეთებს. აქ მთავარია შუღლის ჩამოგდება, მომხდარი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას ემსახურება. როდესაც ადამიანს მტრის ხატს უხატავენ, ამ “მტრისგან” თუნდაც უამრავ სარგებელს იღებდეს, მის მიმართ მაინც უარყოფითად განეწყობა.

ვიცი, იკითხავთ: არ არის რუსეთი მტერი, აბა, ოსეთი და აფხაზეთი ვინ წაგვართვა? იცით, ყველაფერი გლობალურად უნდა დავინახოთ. უნდა ვიფიქროთ, რამ მიიყვანა რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებამდე. საქართველოს მტრობის სურვილმა? არა, საქართველო რუსეთისთვის გახდა უაღრესად საშიში ქვეყანა მის სამხრეთ საზღვართან და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელებმა თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. როდესაც დადგა საკითხი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი იქნებოდა, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცხინვალში ომი დაიწყო და რუსი სამშვიდობოები დახოცა, რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა. მათ კი არ მიიერთეს ეს ტერიტორიები, ანუ მათი ოკუპირება კი არ მოახდინეს, არამედ აღიარეს მათი დამოუკიდებლობა და მათთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმეს. ამ საფუძვლით აღნიშნულ ტერიტორიებზე დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებას იცავს. იურიდიულად ყველაფერი სწორია. ეს არის რეალობა და ამ რეალობაზე საქართველომ თვითონ აიძულა რუსეთი.

_ ძალიან ცუდი რამ მოხდა საქართველოში, რუსეთის პრეზიდენტის რეაქციაც ადეკვატური იყო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, იტოვებს ვლადიმერ პუტინი უკანდასახევ გზას?

_ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ვერ დაიწყო დიალოგი რუსეთთან, ვერ გაიმართა რუსეთ-საქართველოს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გამოხატული მზადყოფნისა. აქვე უნდა ითქვას, რომ რაღაც ნაბიჯები ურთიერთობის დასარეგულირებლად მაინც გადაიდგა, თუნდაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი, აღდგა სატრანსპორტო მიმოსვლა, ქართული პროდუქცია შევიდა რუსეთის ბაზარზე… აი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯები რომ აღარ ყოფილიყო, ეს ვიწრო ბილიკიც რომ წაშლილიყო, ამისთვის მოხდა ის ყველაფერი, რასაც ამ დღეებში ვუყურებთ.

ამ პროვოკაციას, რომლის მომსწრენიც ვართ, წინ უძღვოდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის _ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრის _ ბახტაძის შეხვედრა. პომპეომ პირდაპირ უთხრა, უფრო ზუსტად, დაავალა ბახტაძეს, ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რუსეთთან და ჩინეთთანეს პატარა კავშირებიც კი, რომლებიც რუსეთთან გვქონდა, აღიზიანებდა ამერიკას და დაანგრიეს ყველაფერი, მოაწყვეს საშინელი პროვოკაცია.

საქართველოში ჩამოვიდა მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა, რომლის ხელმძღვანელიც არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გავრილოვი. მას შესთავაზეს პარლამენტის დარბაზი და, როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა? გავრილოვი, როგორც თავმჯდომარე, აღმოჩნდა იმ დარბაზში და იმ სავარძელში, რომელიც შესთავაზეს. “პარლამენტის მთავარ სავარძელში ოკუპანტი ზის”, _ იხუვლა დასავლეთის “მეხუთე კოლონამ”. ჯერ ერთი, ის აქ არ იმყოფებოდა, როგორც რუსეთის დუმის დეპუტატი, იგი მართლმადიდებლობის ასამბლეის თავმჯდომარე იყო. ბოლოს და ბოლოს, ის იყო ადამიანი, რომელიც მოიწვია ქართულმა მხარემ, რომელსაც დახვდნენ ოფიციალურად და… შემდეგ გააგდეს. ასე ცხოველებიც არ იქცევიან, არათუ ვაჟა-ფშაველასეული ფილოსოფიის ქვეყანაში. სირცხვილია, მაგრამ სირცხვილს თავი დაანებეთ, ეკონომიკურად დამანგრეველია.

_ სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ამ სანქციებით არ შემოიფარგლება და მისი და რუსეთის შეურაცხყოფა მარტივად არ ჩაივლის. უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან უფრო მძაფრ რეაქციას?

_ იმის გამოსასწორებლად, რაც ამ მამაძაღლებმა თავისი ვირიშვილური საქციელით გააფუჭეს, სრულიად საქართველო უნდა დავირაზმოთ, გავგზავნოთ თხოვნა, ავუხსნათ რუსეთს, რომ საქართველო მხოლოდ ამ ვირიშვილებისგან არ შედგება, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უფლებები აქვს წართმეული, რომელიც იმართება ხუთი ამერიკული კომპონენტით. ესენია: საქართველოს ხელისუფლება, .. ოპოზიცია, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეცსამსახურები. უნდა ავუხსნათ რუსეთს, რომ ქართველ ხალხს აღარ აქვს უფლება და გამოხატვის საშუალება, თორემ ქართველი ხალხი პოზიტიურად არის განწყობილი რუსი ხალხის მიმართ და ეს თუნდაც იმაში ჩანს, რომ ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს ვმასპინძლობთ და თითოეულ მათგანს ვეფერებით. სამწუხაროდ, უკვე ისე ღრმად შეგვატოპინეს, რომ მხოლოდ ახსნა არ იკმარებს. აუცილებლად უნდა გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ ვითარება შეერბილებინა, სრულიად არადიპლომატიური და წინდაუხედავი განცხადებით ცეცხლზე ნავთი დაასხა, უნდა დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთში შეიძლება დარწმუნდნენ, რომ ჩვენ რაღაცას ვაცნობიერებთ და ვინანიებთ.

_ თუკი არაფერი შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა და დარჩა ასეთი ვითარება, ვგულისხმობ სანქციებსა და ემბარგოს, დიდი ხნით დავკარგეთ პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობები აღდგეს?

_ “ქართულმა ოცნებამ” შვიდი წლის განმავლობაში, მართალია, ძალიან მცირე, მაგრამ რაღაც მაინც მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად. ამ მამაძაღლებმა ეს ყველაფერი შვიდ წუთში გაანიავეს, იმის აღსადგენად კი, რაც მათ შვიდ წუთში გააფუჭეს, შვიდი წელიწადიც არ გვეყოფა. ეს არის რეალობა. ქართველ ხალხს უნდა ეყოს გონიერება და მიხვდეს, რომ პლაკატები, ის თავხედური და უზრდელური პლაკატები, რომლებითაც რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფენ, მიმართულია არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. ეს ვირიშვილები პროვოკაციების მოსაწყობად ამერიკისგან თანხებს იღებენ, ხალხი კი იჭყლიტება.

_ ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნებში ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. ასე არჩეული პარლამენტი ჩვენ უკვე გვყავდა. ეს კარგია თუ ცუდი?

_ ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებაა. მე ვიყავი იმ პარლამენტის წევრი, რომელიც თქვენ ახსენეთ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პარლამენტს დაემსგავსება. იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ნება-სურვილის გამომხატველი ორგანოდან გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ გადაიქცევა. ვფიქრობ, იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შორის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ოდესმე მიუღია, ეს ყველაზე გონივრულია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. მეორედ მოსვლა. ძალიან გთხოვთ ყველამ უყურეთ და გაუზიარეთ ეს ვიდეო მთელს საქართველოს. დიდება უფალს.ვიდეო რომელსაც უცრემლოდ ვერ უყურებ. გთხოვთ გააზიარეთ <3…მიხარია რომ გამოჩნდით და პოზიტივი შემოიტანეთ ,უფალმა…დაგლოცოოთ..☺☺☺☺☺.По сути, глобализация – это установление власти Запада или скорее западничества в мировом масштабе. Исход на Восток. Согласна с экспертами, которые считают, что без развала СССР как эволюционного конкурента глобализация западничества была бы невозможна. Настоящее имя глобализации – неоколониализм.დიდება უფალს
    Торможение интеграционных процессов в нашем регионе – это факт военно-стратегический. Сегодня на нем спекулируют США и страны НАТО, приводя в боевую готовность свои вооруженные силы………დიდება შენდა წმინდაო მამა-გაბრიელ ამინ!!! GVISHVELE GMERTO GVISHVELE..!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here