მთავარი პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: არანაირი მეგობარი და პარტნიორი ამერიკა არ არის, ამერიკა დირექტორია, რომელიც...

ვალერი კვარაცხელია: არანაირი მეგობარი და პარტნიორი ამერიკა არ არის, ამერიკა დირექტორია, რომელიც თითის ქნევით იძლევა ბრძანებებს

4553
გააზიარეთ
ვალერი კვარაცხელია

ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერისთვის რამდენიმე დღის წინათ გამოგზავნილ ვრცელ კრიტიკულ წერილს პოლიტიკურად გაკოტრებულმაოპოზიციამივანიშვილის აპოკალიფსი უწოდა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებშიმეოცნებე ხელისუფლებისგარდაუვალ აღსასრულად შერაცხა.

შეფასებების კორიანტელში ზოგმარუხ ოლიგარქსსაქართველოდანსამარცხვინოდ გაქცევადა საზღვარგარეთსამუდამოდ გადახვეწაცუწინასწარმეტყველა, ზოგმაც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საბრალდებო სკამზე დაჯდომის და შემდეგ მრავალი წლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამწესების პირობა მისცამიუხედავად მწვავე კრიტიკული განცხადებებისა, რომლებსაც, ძირითადად, “ნაცმოძრაობისლიდერები და მათი განაყოფი პარტიების ხელმძღვანელები აკეთებდნენ, ხელისუფლებამ მკვეთრი შეფასებებისგან თავი შეიკავა. ითქვა მხოლოდ ის, რომ კონგრესმენებს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორებსა და მოკავშირეებს, მეტი ობიექტური ინფორმაცია სჭირდებათ საქართველოზე. რაც შეეხება ოპოზიციას, პრემიერმა განაცხადა, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის დისკრედიტაციას ყველამ თავი უნდა დაანებოსრას ნიშნავს რეალურად დღევანდელი ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის კონგრესმენების გახშირებული კრიტიკა, რა არის კონკრეტულად ვაშინგტონისთვისოცნებისპოლიტიკაში მიუღებელი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისთვის ამ მითითებების გაუთვალისწინებლობას, “საქართველო და მსოფლიოსესუბრება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია.

_ ბატონო ვალერი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენებისგან ორი კრიტიკული წერილი მიიღო. ორივეში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის გზას გადაუხვიაწერილებში ასევე ხაზგასმითაა საუბარი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების საკითხზეთქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს გახშირებული კრიტიკა?

_ ვფიქრობ, ეს წერილები და მანამდე სხვა კონგრესმენის მიერ გამოგზავნილი არანაკლებ კრიტიკული ნოტაც მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ოკეანის გაღმა ნელ-ნელა აქტიურდება პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც “ოცნების” მიმართ არათუ კრიტიკულად, მტრულადაა განწყობილი. განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქვეყანაში ე.წ. დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგა და 2020 წლისთვის პოლიტიკური წარღვნა დააანონსა… ისე, ამერიკიელების მთავარი და უცვლელი სტრატეგია პარტნიორებად წოდებული სატელიტი ქვეყნების მიმართ მდგომარეობს ერთ რამეში: როდესაც რაღაც არ მოეწონებათ ამ ქვეყნის მმართველ გუნდში, ვთქვათ, მისი რომელიმე უწყების პოლიტიკა ან ცალკე აღებული ლიდერის (პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი) რიტორიკა, მაშინვე იწყებენ საბაბთა ძებნას გასაკრიტიკებლად და ხშირად ხელისუფლებიდან მათ ჩამოსაცილებლად.

კრიტიკისთვის მათ აქვთ შემდეგი შაბლონები: “დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა”, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა”, “ხელისუფლების უზურპაცია” და ა.შ. ეს ყველაფერი არის საბაბი. სადაც უნდათ, იქ ამ საბაბით დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას; სადაც დაპირისპირება არ უნდათ, იქ ყველაფერზე თვალს დახუჭავენ. მაგალითად, შეუძლიათ, განგაში ატეხონ იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში დემოკრატიიდან გადახვევაც აღმოაჩინეს, ხელისუფლების უზურპაციის ნიშნებიც და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებიც, მაგრამ შეუძლიათ, მსგავსი ვერაფერი იპოვონ ნამდვილად დიქტატორულ სახელმწიფო საუდის არაბეთში. მოკლედ, ორმაგი სტანდარტები და ტენდენციური მიდგომა მათი მოგონილია. მთავარია, მათი ინტერესების გამტარებელი იყოს ესა თუ ის ხელისუფლება. სხვა დარდი მათ არ აქვთ. ერთადერთი, რაც ამერიკელებს ივანიშვილის ხელისუფლებაში რეალურად არ მოსწონთ, ეს არის საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან. მათი სურვილია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ისეთი ძალა, რომელსაც რუსეთთან საომარი მოქმედებები თუ არა, საომარი რიტორიკა მაინც ექნება. მათ საქართველოში მეორე უკრაინა სჭირდებათ. არანაირი მეგობარი და პარტნიორი ამერიკა არ არის, ამერიკა არის დირექტორი, რომელიც თითის ქნევით იძლევა ბრძანებებს. ივანიშვილის ხელისუფლება, მართალია, რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს ვერ ახერხებს, მაგრამ მასთან არც საომარ ვითარებაში არ შედის და არც მტრული რიტორიკით არ გამოირჩევა…

_ პრინციპში, დიალოგი აქვს, აბაშიძეკარასინის ფორმატი ხომ არსებობს?

_ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ არის პოლიტიკურ თემებზე დიალოგის ფორმატი. ისინი სავაჭრო-კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებით იზღუდებიან. ასე რომ, პოლიტიკურ-დიპლომატიური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის რეალურად არ მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს მხრიდან ნეგატიური ურთიერთობის ესკალაციაც არ ხდება, რაც ამერიკაში გარკვეულ ძალებს აღიზიანებთ. ამ ძალებს ურჩევნიათ, საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ანტირუსული ისტერიკით შეპყრობილი და რუსოფობიით გაჟღენთილი სააკაშვილი და მისი ხროვა, რომელთა უმთავრესი დანიშნულება ანტირუსული პროვოკაციების მოწყობა იქნება. ისინი ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ ანტირუსული პროვოკაციების მოწყობას მაინც ახერხებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ _ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მონაგონი იქნებოდა. გარდა ამისა, არის პირადი მოტივებიც. ძალიან ბევრ ამერიკელ მაღალჩინოსანს საქართველოდან უზარმაზარი კაპიტალი მიჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებისა და პიარის საფასურად. სააკაშვილი საქართველოს ბიუჯეტს ისე განაგებდა, როგორც თავის ცაპიტალს, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამერიკის კონგრესში კორუფციაში ჩაფლულ უამრავ მამაძაღლს საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მობრუნების სურვილი ამოძრავებდეს?! ასეთია მოტივები, რაც ამ კონგრესმენებს ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ამოძრავებთ. “ქართული ოცნებაც”, პრინციპში, ამერიკული მოვლენაა, მაგრამ უფრო ზომიერია, ვიდრე სააკაშვილი, ბოკერია და მათი გუნდი. ივანიშვილმა იცის, რომ დღეს რუსეთთან კონფრონტაციის გაღრმავება საქართველოს დაღუპვას ნიშნავს, ამიტომ ივანიშვილი, რომელიც სააკაშვილისნაირი უსამშობლო კოსმოპოლიტი არ არის, ამაზე არ მიდის და ცდილობს, ორ მონსტრს შორის რაღაც ბალანსის მსგავსი შექმნას. რუსები ამას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ამერიკაში ის ძალები, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის უფრო დაძაბვას ცდილობენ, ამის გამო ცოფებს ყრიან. ამ ცოფითა და გესლითაა გაჟღენთილი ის წერილები, რომლებიც ამერიკიდან მოდის და რომელთა შესახებაც ამდენს ვლაპარაკობთ საქართველოში.

_ კონგრესმენების წერილს მყისვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში; რომ ეს, ფაქტობრივად, სასიკვდილო დარტყმააოცნებისთვის”, რომელიც 2020-ში მისი გასტუმრებით დასრულდებათუმცა, ისიც ითქვა, რომ კონკრეტული კონგრესმენის თუ კონგრესმენების პოზიცია ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს

_ ძნელია ერთმნიშვნელოვნად რამის მტკიცება, იმიტომ, რომ თვითონ ამერიკის პოლიტიკურ სპექტრშიც საკმაოდ არეულია ვითარება. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები ამერიკაში, შეძლებს თუ არა ტრამპი მდგომარეობის განმტკიცებას ან რას მოიმოქმედებენ მისი მოწინააღმდეგეები _ ამერიკის ყველაზე ბნელი ძალები. ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: იმ კონგრესმენების აზრი, რომლებიც საქართველოსთან ეპისტოლური ჟანრის ურთიერთობით არიან დაკავებულნი, არ გამოხატავს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიციას. ეს არ უნდა გამიგოთ ისე, რომ ივანიშვილისა და მისი “ქართული ოცნების” დამცველი ვხდები. ამ გუნდმა ქართველ ხალხს არც ერთი დაპირება არ შეუსრულა: ბოლო წლების განმავლობაში უამრავი რამ კეთდებოდა მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ამერიკელთა დირექტივების შესაბამისად. ახლა, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ივანიშვილის გუნდმა რას გადაუხვია, რა არ შეასრულა და არ გააკეთა ისე, როგორც ამერიკელებს უნდოდათ?

_ სხვათა შორის, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება ერთერთია იმ საკითხებს შორის, რომლებიც ამერიკელებს სერიოზულად აშფოთებთ. რატომ არის მათთვის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი?

_ ანაკლიის პორტი სააკაშვილის იდეაა და ყველაფერი თავიდანვე ცხადი იყო: სინამდვილეში იქ ანაკლიის პორტი კი არა, აშშის სამხედრო ბაზა შენდებოდა. ეს იყო ჩანაფიქრი. ეს იყო ის, რასაც სააკაშვილი ქალაქ ლაზიკას უწოდებდა _ აშშის სამხედრო ბაზა. ღრმაწყლოვანი პორტი კი ამ ბაზის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა მხოლოდ. წეღან ვთქვი, _ ივანიშვილი რუსეთსა და აშშ-ს შორის ერთგვარი ლავირების პოლიტიკას დაადგა-მეთქი. სწორედ ამ ლავირების შედეგი მგონია ის, რა პრობლემებიც დღეს ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში არსებობს. ივანიშვილი ანაკლიის პორტს ამერიკული ინვესტიციით თუ ააშენებს, მაშინ რუსეთთან ლავირება არ გამოვა, ამიტომ რაღაც მიზეზით, ნამდვილით თუ გამოგონილით, მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო და შეჩერდა კიდეც. ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით დაშვებულ იქნა მიუტევებელი შეცდომა, როდესაც მშენებლობა ხაზარაძის ზურგს უკან მდგომმა ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში. თავდაპირველად ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეს ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩინური ინვესტიცია მოიზიდა და ყველაფერი მზად იყო პორტის ასაშენებლად, მაგრამ ამერიკელებმა ეს გარიგება ჩაშალეს და პორტის მშენებლობა მათ ხელში აღმოჩნდა, რაც რუსეთთან ურთიერთობის საქმეს საბოლოოდ დაღუპავდა. კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და ეს პროცესი შეჩერდა.

ეს არის დაძაბულობა, რომელიც განპირობებულია დიდი სახელმწიფოების ინტერესების შეჯახებით. რომელ სახელმწიფოს რა ინტერესი აქვს, გასაგებია _ აშშ თავის გეოპოლიტიკურ პოზიციებს იუმჯობესებს და რკალს კრავს რუსეთის გარშემო, რუსეთი იცავს თავის სტრატეგიულ ინტერესებს და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას

_ დავუბრუნდეთ კონგრესმენების კრიტიკულ წერილს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონგრესმენებს არ აქვთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოზე და კრიტიკაც ამითაა განპირობებული. მართებული და ადეკვატურია ეს შეფასება?

_ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა თქვას შექმნილ ვითარებაში. მას არ ჰყოფნის ძალა და ნებისყოფა ამერიკელებისათვის იმის სათქმელად, _ ნუ ყოფთ დინგს საქართველოს საშინაო საქმეებშიო. არადა, ამას სხვა სახელი არ ჰქვია _ ეს არის საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა. პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დავოსში ამერიკელებსა და ევროპელებს უმტკიცებდა, რომ, სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის სამოცდაათ პროცენტზე მეტი ნატოს წევრობის მომხრეაო. ამერიკელი სოციოლოგები ქართველებს აქეთ რომ გვატყუებენ, იმ ციფრებითა და იმ სოციოლოგიით გახარიამ ამერიკელების მოტყუება განიზრახა. არადა, ყველამ ვიცით, რომ მოსახლეობის სამოცდაათს კი არა, ოთხმოცდაათ პროცენტს ალერგია აქვს ამ წყეულ ნატოზე. იმდენი ფურთხი, იმდენი დამცირება, მოტყუება და ცინიზმი მივიღეთ წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციისგან, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია.

არ მეგონა, ბატონი გახარია ასე წინდაუხედავი და არათანმიმდევრული აზროვნების კაცი თუ იყო. ნატოს მიმართ “ენ-დი-აი”-სა და “აი-არ-აი”-ს დაწერილ პროცენტებს თუ აღიარებ, მაშინ ისიც უნდა აღიარო, რომ ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი სააკაშვილს აქვს, ხოლო ხელისუფლებაზე მაღალი რეიტინგი _ “ნაციონალურ მოძრაობას”.

_ როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ქართველი ხალხი?

_ ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს შემდეგი მომენტები:

1.საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ თავისუფლება კი არ მოიპოვა, დასავლეთის გავლენის ქვეშ მოექცა და ამერიკელთა კოლონიად იქცა;

2.ქართული ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის მოშლა, ზნეობრივი დეგრადაცია და დემოგრაფიული კატასტროფა საქართველოში ამერიკული გეგმის შემადგენელი ნაწილია;

3.საქართველოში მოქმედი არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც ამას ასე პირდაპირ არ აღიარებენ, არ არის მოწოდებული საქართველოს ინტერესების დასაცავად.

მხოლოდ ამ შეგონებით და მხოლოდ ამ შემართებით უნდა მიუდგეს თითოეული ქართველი პოლიტიკურ რეალობას, სამშობლოს ბედს და ნებისმიერი დონის არჩევნებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here