Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: საქართველოს იდიოტები მართავდნენ და მართავენ

ვალერი კვარაცხელია: საქართველოს იდიოტები მართავდნენ და მართავენ

“თუ განვაგრძობთ რუსეთთან მტრობას, რუსეთს შეუძლია არა მხოლოდ ენერგეტიკული პრობლემები შეგვიქმნას, არამედ საქართველო რუკიდან საერთოდ გააქროს”

3261
ვალერი კვარაცხელია

2014 წელს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ახალი ენერგეტიკული დოქტრინა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა.

“როგორი იქნება რუსეთის მოქმედების შესაძლო სცენარები ახალი ენერგოდოქტრინის მიხედვით და შეძლებს კი მის განხორციელებას? რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესიული ენერგოპოლიტიკა და რა მეთოდებს მიმართა და მიმართავს მის სისრულეში მოსაყვანად?! იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც საქართველოსთვის სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება ენერგოდამოუკიდებლობა, რუსეთის დოქტრინა თავისი არსით კიდევ უფრო საყურადღებოა. რა ეწერა ამ დოკუმენტში და რა საფრთხეებს შეიცავს ის საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის? გარდა ბიზნესინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს, ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკური და გავლენის სფეროს გაძლიერების ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი, საქართველო არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, დიდია. შესაბამისად, მისსავე ინტერესებშია, არ მოხდეს საქართველოში ჰიდროპოტენციალის ათვისება”, _ წერს ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტო და ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს აფასებს ზოგიერთი ქართველი ექსპერტი. ისინი თვლიან, რომ საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლა სიკეთეს არ მოიტანს. ჟურნალისტებიც და ექსპერტებიც დავითგარეჯის გარშემო არსებულ პრობლემასაც რუსეთს და ენეგრომატარებლების ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნების მის სურვილს უკავშირებენ.

რას მოუტანს საქართველოს რუსული კომპანიების შემოსვლა? არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება.

_ რუსებს საქართველოსთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ არა მხოლოდ ენერგეტიკული გზით, არამედ უამრავი გზით. საქართველო რატომღაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი დაიპირისპიროს და პრობლემები შეიქმნას. ბევრჯერ მითქვამს, დამიწერია, სატელევიზიო ეთერში მისაუბრია, თუ ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან დაპირისპირების გზით სიარულს, რუსეთთან მტრობის გზით სიარულს, ამ ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ ენერგეტიკული პრობლემები შეგვიქმნას, არამედ, საერთოდ, საქართველო რუკიდან გააქროს, სულ ცოტა, ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაშლას შეუწყოს ხელი. საქართველოს დაშლა უკვე დაწყებულია, ის სამ ნაწილად არის დაყოფილი, მაგრამ რუსეთს შეუძლია მეტად დაყოს. ძალიან რთული ვითარება შეიძლება შეიქმნას ჯავახეთის რეგიონში, ქვემო ქართლში, ეს პრობლემები დაწყებულიც კი არის, თუნდაც დავითგარეჯის პრობლემა. სომხებმა უკვე მოგვცეს მინიშნება, რომ ყველაფერი რიგზე არ არის… აჭარის პრობლემაც მნიშვნელოვანია და რუსეთს შეუძლია წკიპურტი წაჰკრას ამ ყველაფერს და საქართველო დაიშლება.

_ ამბობენ, რომ დავითგარეჯის პრობლემაც რუსეთის შექმნილია ენერგომატარებლების გამო _ რუსეთს სურს, რომ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი გავიდეს და რუსული შემოვიდესო

_ ურევია თუ არა რუსეთის ხელი დავითგარეჯის გარშემო შექმნილ გაუგებრობაში, ამის მტკიცების არანაირი საფუძველი არ არსებობს და არც არავინ თქვას, მაგრამ, თუ დასჭირდება რუსეთს, ამ გზით იაროს და კისერი ასე მოგვიგრიხოს, ყველა ბერკეტს აამუშავებს და, მერწმუნეთ, მას ეს ბერკეტები აქვს.

სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც აზროვნებს და განჭვრეტა შეუძლია. მოაზროვნე და დამოუკიდებელი ხელისუფლება რომ გვყავდეს, საქართველოსთვის ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, შეიცვლებოდა იმით, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყებოდა.

საქართველოში ვითომ იცვლება ხელისუფლებები, პოლიტიკოსები, რეჟიმები, პრეზიდენტები, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს გონება და გარედან ნებართვა, რომ რუსეთს დაელაპარაკოს. თუ გახსოვთ, რომელიმე მთავრობაში, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს რომ ეთქვას, რუსეთს დაველაპარაკოთო? რამდენჯერ წამოვიდა რუსეთისგან ინიციატივა, რამდენჯერ შემოგვითვალა პირადად რუსეთის პრეზიდენტმა: მზად ვარ, გელაპარაკოთო, მაგრამ აქედან არავინ შეეხმიანა. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის პრეზიდენტ მარგველაშვილის სულელური განცხადება _ დავეკითხებით ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს დასავლეთში და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთსო. თურმე, მეზობელს რომ დაელაპარაკო, ნებართვა უცხოელ პარტნიორებს (თუ პატრონებს?) უნდა სთხოვო. ასეთი საქციელი უგუნურება და სისულელეა; ეს ნიშნავს, რომ ხელფეხშეკრული ხარ. თავისუფლების მისხალიც კი არ იგრძნობა ასეთ ქცევაში.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, უზარმაზარი პოტენციალით, მას სურს თუ არ სურს ლიდერობა, ის არის ენერგოლიდერი მსოფლიოში და არა მხოლოდ ენერგოლიდერი, ის, უბრალოდ, ლიდერია. მსოფლიოში ენერგოლიდერი რამდენიმე ქვეყანაა და მათ შორის ყველაზე დიდი არის რუსეთი. ამერიკა ცდილობს, რუსეთს შეეცილოს და თავისი ფიქალის გაზი თუ გაზის იმიტაცია გაასაღოს ევროპაში, მაგრამ ვერ ახერხებს. ევროპა კი არის გაბრიყვებული, მაგრამ მათაც იციან, რომ სიბრიყვეა ამერიკული უვარგისი გაზის ყიდვა ორჯერ უფრო ძვირად, თანაც ტანკერებით ზიდონ, როდესაც შესაძლებელია, მილით მიიღონ მარტივად. ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო მოლაპარაკება ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის სასტიკი დაპირისპირებაა. ეს არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ რუსეთს გვერდს ვერავინ აუვლის, როგორი მოწამლულიც უნდა იყოს ის.

აზერბაიჯანთან ურთიერთობა რომ გაგვირთულდეს და ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყდეს, რით ჩავანაცვლოთ?

_ სწორედ მაგას ამბობენ, რუსეთი შეგნებულად გვირთულებს საქმეს, რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულნი რომ გავხდეთოქართველი .. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული კომპანიები საქართველოს სიკეთეს არ მოუტანენო.

_ რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა ცუდი ჰგონიათ ავადმყოფური ცნობიერების მქონე ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ნატამალი არ აქვთ თავში, ისინი არიან უცხოელების მიერ დაქირავებული პროვოკატორები; დაძრწიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ამღვრევენ წყალს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თუ ჩვენ რუსეთის პარტნიორები გავხდებით, თუკი შევძლებთ, მოვიხმაროთ ის სიმდიდრეები, რომლებიც რუსეთს აქვს და საერთოდ, თუ რუსეთთან ერთად ერთობლივ უსაფრთხოების ზონაში ვიქნებით, ჩვენი დაცულობა მოიმატებს, პრობლემები კი ნამდვილად არ მოგვემატება. შანსი გაიზრდება იმისა, რომ დაშლილდანგრეული საქართველო გამთლიანდეს და აშენდეს.

როგორ გვინდა, აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა მოვაგვაროთ, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ დავამყარებთ?! როგორ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის გარეშე ეკონომიკური პრობლემა, რომელიც გვახრჩობს? მშიერი ბავშვებით გაივსო საქართველო.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს მამაძაღლები, გამოსავალს კი არ ეძებენ, უფრო ამძიმებენ ვითარებას. რუსული კომპანიების შემოსვლას ხელს კი არ უნდა უშლიდნენ, პირიქით _ გზას უნდა უხსნიდნენ, რომ შემოვიდნენ. ეგებ ჩვენც მეტად შევიდეთ რუსულ ბაზარზე და ქვეყანამ ამოისუნთქოს.

აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მოწოდებაზე მონოპოლია აქვს აღებული, მაგრამ საპასუხოდ არაფერს აკეთებს, ჩვენ იქ არაფერი შეგვაქვს, რუსეთში კი შევიტანთ, თუ აქეთ შემოვუშვებთ.

ხელოვნურად ამწვავებენ ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან, არადა, მსოფლიო არ მიდის იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც ესენი მიდიან. ამათ ჰგონიათ, რუსეთი დაიშლება, დაინგრევა, მაგრამ ვითარება ასეთი არ არის.

რამდენიმე დღის წინათ რუსეთში ჩინეთის ლიდერი ჩავიდა, თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის, სრული ჰარმონიაა. ყალიბდება ახალი, უზარმაზარი კავშირი და, როდესაც ხედავ, რომ ჩინეთრუსეთის კავშირი ყალიბდება, როგორღა ფიქრობ, რომ რუსეთი შეიძლება დაიშალოს?! როგორ შეიძლება იხელმძღვანელო მოწამლული ცნობიერებით, რეალობას არ შეხედო, ინფორმაციას არ გაეცნო და შენს ხალხს მოუწოდებდე, _ რუსეთთან მტრობის გზით პროგრესს მივაღწევთო? რუსეთთან მტრობით რასაც მივაღწიეთ, ეს არის დაშლა, ეკონომიკური გაუბედურება, დემოგრაფიული კატასტროფა, მოსახლეობის განახევრება და ეს პროცესი არ შეჩერდება, თუკი რუსეთთან ქიშპობა გაგრძელდება.

_ “როსნეფტიკრემლის იარაღია, რომელსაც ის ჰიბრიდულ ომში იყენებს”, _ წერენ .. ექსპერტები.

_ ამერიკას უვარგისი აირი აქვს, რომელსაც ტენის ევროპას, როგორ ფიქრობთ, ეს თეთრი სახლისთვის ინსტრუმენტი არ არის? ამერიკული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არ არის?

დიახ, კრემლის ინსტრუმენტია რუსეთის სიმდიდრეები, კრემლის ინსტრუმენტია რუსული ძლიერება, რუსული არსენალი. კრემლის ინსტრუმენტია ყველაფერი ის, რაც აქვს რუსეთს, ისევე, როგორც თეთრი სახლის ინსტრუმენტია ყველაფერი, რაც ამერიკას გააჩნია. ამაში გაუგებარი და გასაკვირი რა არის?

_ წაადგება საქართველოს ის სიმდიდრე, რომელიც რუსეთს გააჩნია, თუკი ჭკვიანურად მოიქცევა?

_ რუსეთთან საერთო ენის გამონახვის აუცილებლობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება რუსეთს ვერ დაანგრევს, პირიქით კი მოხდება _ რუსეთისა და საქართველოს ინტერესების ჰარმონიზება რუსეთსაც წაადგება და საქართველოსაც გადაარჩენს. ეს გასაკეთებელია, ოღონდ არა ხელოვნურად. რუსეთ-საქართველოს ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს უამრავ სტრატეგიულ საკითხში, მეზობლები ვართ.

_ ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან საერთო ინტერესები არ გვაქვს

_ ჯანდაბას ასეთი ხელისუფლება, იდიოტების ხელისუფლება!

ჩვენთვის კოლექტიური უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, რუსეთი დაინტერესებულია, მის საზღვრებთან არ იყოს მისი მტრის _ ნატოს ბაზები და ამაში საქართველო ხელს უნდა უწყობდეს რუსეთს. საქართველო უნდა განვითარდეს ან ნეიტრალიტეტის გზით, ან რუსეთთან სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის გზით. ჩვენ ორივე გვაძლევს ხელს, რუსეთსაც. ამისთვის მეზობელთან დალაპარაკებაა საჭირო, მაგრამ მტრად აცხადებენ და როგორ უნდა ილაპარაკონ?! საქართველოს იდიოტები მართავდნენ და მართავენ დღესაც.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. კრემლის მთავარი ინსტრუმენტი საუკუნეების მანძილზე ვერაგული საგარეო პოლიტიკა იყო და არის და საფრთხეც ყოველთვის რუსეთიდან მოდიოდა. ეს აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და ბოროტების იმპერიაც ამიტომ უწოდეს რუსეთს.
    ამის არ დანახვაა სწორედ იდიოტიზმი ან პროპაგანდა, რისთვისაც ალბათ კარგად უხდიან.

  2. პროპაგანდა ერთია, ფაქტები მეორე. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება საქართველოს როლი ყოფილ საბჭოთა კავშირში. დღეს ლამაზი სიტყვებით მოთაფლულები რა დონეზე ვართ, ალბათ ვერ ათვითცნობიერებთ და რა მოგველის წარმოდგენა არა გაქვთ. ალბათ ასეთებს კარგად უხდიან გრანტების სახით. თქვენ იმედია თავს შესანიშნავად გრძნბთ, იმ უმცირესობებთა შორის, რომლებიც საზრდოობენ დასავლეთიდან, ქვეყნის დასანგრევად. 17 მილიადი ვალი ჰქონდეს, ჩვენსავით მომაკვდავ ქვეყანას და ადამიანი ამას ვერ ათვითცნობიერებდეს, გაუგებარია. გამოვიჩინოთ მეტი გამჭრიახობა და ტრაფარეტულ სიტყვებს მოვეშვათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here