მთავარი საქართველო ექსპორტის ხელშეწყობა სიტყვით და ექსპორტის ხელშეწყობა საქმით

ექსპორტის ხელშეწყობა სიტყვით და ექსპორტის ხელშეწყობა საქმით

5761
გააზიარეთ
ექსპორტის ხელშეწყობა სიტყვით და ექსპორტის ხელშეწყობა საქმით

როგორც საინფორმაციო სააგენტო  “ინტერპრესნიუსიიუწყება, 8 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტისევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა _ II ფაზაორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის საკითხებზე.

ამ შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს გააცნო ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები, რომლებსაც სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი უწყებები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები წარმატებით იყენებენ ადგილობრივი მწარმოებლების _ პოტენციური და მოქმედი ექსპორტიორების მხარდასაჭერად.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა DCFTA-ის ცნობიერების ამაღლების ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა DCFTA _ საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მსხვილი ბიზნესასოციაციების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლები და სავაჭრო პალატები, აგრეთვე, ვებგვერდი www. dcfta.gov.ge და სხვ.

გენადი არველაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” წარმატებით ახორციელებს ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმს, როგორიცაა პოტენციური ექსპორტიორების საერთაშორისო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო პლატფორმებზე რეგისტრაცია, როგორიცაა tradewithgeorgia.com, რომლის განახლებაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ USAID REAP-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული სავაჭრო პორტალი არის ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი პროდუქცია და სერვისები გააცნონ უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საქმეში ჩახედული მკითხველი და უშუალოდ ექსპორტზე მომუშავე კომპანიები დაგვეთანხმებიან, რომ ჩამოთვლილი ზომები მეორეხარისხოვანია. როცა ექსპორტზე ვლაპარაკობთ, კონკრეტულად _ ევროკავშირის ბაზარზე, საინტერესოა, რა მდგომარეობა გვაქვს “სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასების შეთანხმების” (დასახელება შეიძლება ზუსტი არ იყოს, მაგრამ არსს სწორად ასახავს) გაფორმების მხრივ. მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთი შეთანხმება გულისხმობს,  რომ საქართველოში სამრეწველო თუ სხვა პროდუქციის წარმოების ტექნიკური რეგულირება ევროკავშირის ნორმების შესაბამისია, ე.ი. ქართული პროდუქცია ხარისხის ევროპული სტანდარტებისაა და ასეთი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვალდებულია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ზედმეტი ბარიერების გარეშე დაუშვას თავის ბაზარზე.

პრაქტიკაში კი ასე არ არის, მუდმივად გვესმის სხვადასხვა ევროჩინოსნის ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები, რომ გასატარებელი გვაქვს “რეფორმების მორიგი ტალღა” და ასე დაუსრულებლად. ევროპაში ჩვენი რეფორმები არ აინტერესებთ, არ სჭირდებათ, რომ ჩვენთან მათი სტანდარტის შესაბამისი პროდუქცია იწარმოებოდეს და მათთან გაიყიდოს. იქ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა ნიშნავს, რომ ავტომატურად აღარ გაიყიდება მათი პროდუქცია.

ვინმეს გჯერათ, რომ ევროპელები ან ამერიკელები თვითონ იზარალებენჩვენ რომ გვახეირონ? თუ ეს ასე არ არის, რატომ არ გვეხმარებიანჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიმოწინავე წარმოების განვითარებაში? მოწინავე წარმოებას ფული და მოწინავე ტექნოლოგიები სჭირდება. მოგვცეს ან ერთი, ან მეორე? ისინი მხოლოდრეფორმებისკენმოგვიწოდებენ სიტყვიერად, სად არის მათი რეალური მხარდაჭერა რეალური რეფორმების გასატარებლად რეალურად მოწოდებული მოწინავე ტექნოლოგიებისა და საამისოდ საჭირო ფინანსების სახით?

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here