Home სხვადასხვა დაიჯესტი ექიმებმა ფიფას ხელმძღვანელის ქალიშვილი გადაარჩინეს

ექიმებმა ფიფას ხელმძღვანელის ქალიშვილი გადაარჩინეს

966
ჯანი ინფანტინო

საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტის (ფიფა) _ ჯანი ინფანტინოს 7 წლის ქალიშვილს სანქტპეტერბურგში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ინფანტინოს მეუღლე გასულ კვირას შვილთან ერთად ჩავიდა რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში. მოგვიანებით ბავშვს მწვავე ტკივილები გაუჩნდა მუცლის არეში და გულისრევამ შეაწუხა.

ექიმებმა ივარაუდეს მწვავე აპენდიციტი და გოგონა გადაიყვანეს პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიის სამედიცინო უნივერსიტეტის (СПБГМУ) პედიატრიულ აკადემიაში, სადაც 8 ივლისს ჩაუტარეს ოპერაცია.

ოპერაცია რთული იყო, მაგრამ წარმატებით ჩაიარა. დღეისთვის ბავშვი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ფიფას ხელმძღვანელი ოპერაციამდე ერთი დღით ადრე სოჭში იმყოფებოდა სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი იმართებოდა რუსეთისა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

მოგვიანებით ინფანტინო პირადად ესტუმრა პედიატრიულ აკადემიას, ქალიშვილი მოინახულა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.

უკვე 10 ივლისს ფიფას მეთაური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც საფრანგეთისა დაბელგიის გუნდები თამაშობდნენ. VIP ლოჟაში ინფანტინო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბელგიის მეფე ფილიპთან ერთად იჯდა.

თითქმის ერთი თვეა, ინფანტინო რუსეთში იმყოფება და მუდმივად აქებს ქვეყანას ჩემპიონატის სანიმუშო ორგანიზებისათვის.

ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს. როდესაც ადამიანი ხედავს მოსკოვს, რომლის სილამაზის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, როდესაც ის ხედავს ამ ზღაპრულ ფერებს და ფეხბურთელებს, რომლებიც ჩამოდიან მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ; როდესაც ის ხედავს გულშემატკივრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთ სახეებს ეროვნული დროშის ფერებში იხატავენ, ზეიმობენ რუსებთან ერთად, ასეთ დროს შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს ქვეყანა”, _ თქვა ჯანი ინფანტინომ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ინფანტინომ ჩემპიონატზე რუსეთის პოლიციის თანამშრომლების შესანიშნავ მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება. “სწორედ ეს წარმოადგენს რუსეთის ახალ სახეს და რუსეთის ახალ იმიჯს”, _ დასძინა მან.

ახლა ფიფას ხელმძღვანელს კიდევ ერთი მიზეზი აქვს, უყვარდეს რუსეთი და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყანაში მედიცინის ხარისხიც შეაფასოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here