Home სხვადასხვა დაიჯესტი ექვსი ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაროზგეს დაქორწინების გარეშე სექსისთვის

ექვსი ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაროზგეს დაქორწინების გარეშე სექსისთვის

712
ექვსი ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაროზგეს დაქორწინების გარეშე სექსისთვის

ასეთი ეგზეკუცია ინდონეზიაში ბრბოს წინაშე განხორციელდა. ბანდააჩეხში, რომელიც კონსერვატული მაჰმადიანობის პროვინციის დედაქალაქია, ექვსი წყვილი, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, მეჩეთის წინ, მოედანზე გამოიყვანეს და საჯაროდ გაროზგეს.

ეს 12 ადამიანი ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში დააკავეს ადგილობრივ სასტუმროში მოწყობილი რეიდის დროს. მაგრამ შარიათულმა პოლიციამ მხოლოდ ახლა აღასრულა განაჩენი, _იუწყება Mirror.

აჩეხის პროვინცია შარიათის კანონების მიმდევარია. ქვეყნის დანარჩენი უპირატესად სამოქალაქო წესებით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანია, ისინი ტრადიციებს “ზომიერად” იცავენ. აჩეხში კანონით აკრძალულია ალკოჰოლი, სექსი დაქორწინების გარეშე და ჰომოსექსუალური აქტები. ყველა ეს ცოდვა გაროზგვითა და ციხეში მოთავსებით ისჯება.

მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიის პრეზიდენტიც საჯარო დასჯის წინააღმდეგია, გაროზგვა აქ ძალაში რჩება. დასჯის ეს ფორმა მოსახლეობაში პოპულარულია და უამრავ მაყურებელს იზიდავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here