Home სხვადასხვა დაიჯესტი ეს ლიბერალიზმი კი არ არის, რაღაც სოციოპათიაა

ეს ლიბერალიზმი კი არ არის, რაღაც სოციოპათიაა

რუსებს თავიანთი გიორგი გაბუნია ჰყოლიათ

3936
ალექსანდრე დოლგოპოლოვი - რუსების გიორგი გაბუნია

რუსმა .. მსახიობმა ალექსანდრე დოლგოპოლოვმა სცენაზე წარმოდგენის მიმდინარეობისას უხამსი სიტყვებით მოიხსენია მაცხოვარი და ღვთისმშობელი, შემდეგ კი ქვეყნიდან წავიდა, რათა თავი აარიდოს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რუსეთში, საქართველოსგან განსხვავებით, მორწმუნეთა მრწამსისა და გრძნობების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობაა დაწესებული.

ლიბერალურად განწყობილმა ბევრმა კომენტატორმა დაიცვანიჭიერიახალგაზრდა, რომელიც იდევნება კლერიკალიზმის სატრაპებისგან (დამცველებისგან _ ..). თვითონდღის გმირმა” _ დოლგოპოლოვმა დაიჩივლა, რომ მორწმუნეთა გრძნობების ამკრძალავი კანონი, ათეისტების დისკრიმინაციაა.

ამ თვალსაზრისზე თანხმობა სრულიად არასამართლიანი იქნებოდა იმ ათეისტების მხრიდან, რომლებიც არ ცდილობენ, თავიანთი მეზობლები შეურაცხყონ. არა იმიტომ, რომ რელიგიას სცემენ პატივს, უბრალოდ, იმიტომ, რომ, ველურები და თავხედები კი არა, ცივილიზებული ადამიანები არიან. ცდილობენ, დედის გინების გარეშე გადმოსცენ თავიანთი სათქმელი, ხოლო სხვისი რწმენის დაცინვა აზრადაც არ მოსდით.

ეს არ არის კონფლიქტი მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის, არამედ ეს არის კონფლიქტი სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობას, რომელსაც სურს მშვიდობიანი ცხოვრება და ურთიერთპატივისცემა მეზობლებთან, და ანტისოციალურ ელემენტებს შორის, რომლებსაც არ შეუძლიათ, ვინმეს პატივი სცენ და არ სურთ მშვიდობიანი ცხოვრება.

ადრეულ ბავშვობაში (ეს იყო საბჭოეთის წლებში, როდესაც გარშემო ყველა ათეისტი იყო) მასწავლეს, რომ დაუშვებელია სხვა ადამიანების შეურაცხყოფა და დამცირება გართობის მიზნით; მით უმეტეს, დაუშვებელია რომელიმე ერისა და კულტურის შეურაცხყოფა. ეს არ არის რელიგიური მცნება; ეს ერთ-ერთი საბაზისო წესია ადამიანების თანაცხოვრებისა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სოციალიზაციის ადრეულ ეტაპებზე ითვისებენ. ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ადრეულ ბავშვობაში არ აუხსნიათ, დანაშაულებრივი პედაგოგიური გულგრილობის მსხვერპლნი არიან.

 შეიძლება, უსამართლობა იყოს საყვედური მხოლოდ მშობლების ან მასწავლებლების მიმართ, რადგან ადამიანებს, მიღებული განათლების მიუხედავად, თავიანთი ინიციატივით შეუძლიათ, დაადგნენ ზნეობრივი და სოციალური დეგრადაციის გზას, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს რაღაც უფრო დიდთან, ვიდრე ცალკეული ადამიანების არასწორი არჩევანია. ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიურ პოზიციასთან, რომელიც ასეთ საქციელს უწოდებს მართებულს, საქებარს, ფასეულს, და ეს დანარჩენებმაც რატომღაც უნდა აღიარონ.

აქ უნდა შევნიშნო, რომ ზოგიერთი იდეოლოგია აქტიურად წამოწევს წინა პლანზე საქციელს, რომელსაც პირად დონეზე შეიძლება სულიერი პათოლოგია ეწოდოს. არსებობს ინდივიდუალური პათოლოგიები _ მაგალითად, ადამიანი შეიძლება იტანჯებოდეს იმით, რომ ეგონოს, თითქოს უთვალთვალებენ და სჯეროდეს, რომ ამქვეყნიდან მის გასასტუმრებლად მზადდება შეთქმულება.

ზოგჯერ მსგავს სიმპტომებს ავლენს იდეოლოგიური ჯგუფი _ მაგალითად, პარტიას ან პოლიტიკურ მოძრაობას სჯერა, რომ ქვეყანაში (ან მსოფლიოშიც კი) ყველა უბედურება გამოწვეულია ბოროტი ეთნიკური უმცირესობებისა და მათ მიყიდული მოღალატეების შეთქმულებით. კლინიკური სიმპტომების მიხედვით, ასეთი მოძრაობის (მაგალითად, გერმანელი ნაციონალსოციალისტური მუშათა პარტია) წევრების უმრავლესობა არ არის სულით ავადმყოფი, მაგრამ აქვს ისეთი თვალსაზრისი და საქციელები, რომლებიც ფსიქიატრიული პათოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. მათ შემთხვევაში ხდება რაღაც ფსიქიკური დასნებოვნების მსგავსი რამ, როდესაც აშკარად დამანგრეველ წარმოდგენებსა და საქციელის ფორმებს ითვისებენ სხვა ადამიანები, ხოლო საღ აზრს, რომ ასე კარგს ვერაფერს მივაღწევთ, განუწყვეტლივ თრგუნავენ.

ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც ითხოვს სხვების შეურაცხყოფისა და დამცირების უფლებას, იწვევს ასოციაციას არა პარანოიასთან, არამედ სხვა აშლილობასთან _ სოციოპათიასთან. ცნობარის მიხედვით, ეს აშლილობა არის “გულგრილობა სხვების გრძნობების მიმართ, უპასუხისმგებლობის უხეში და მედეგი პოზიცია და სოციალური წესებისა და ვალდებულებების უგულებელყოფა.

ნაჩქარევი იქნება მტკიცება იმისა, რომ ყველა მსურველს, რომლებიც მასხრად იგდებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია სხვებისთვის, აქვს ეს აშლილობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ქცევები ამჟღავნებს მათთვის დამახასიათებელ პათოლოგიურ შტრიხებს.

თქვენ ვერ აუხსნით სოციოპათს იმას, რომ მისი ქცევა არღვევს საზოგადოებრივი ზრდილობის ნორმებს ან დამანგრეველია საზოგადოებისთვის, ან მტკივნეულია სხვა ადამიანებისთვის _ არა იმიტომ, რომ ის ვერ გაიგებს (შეიძლება ინტელექტი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყოს), არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, ემპათიას განიცდიდეს სხვა ადამიანების მიმართ და არც სოციალური ნორმების დარღვევის გამო სინდისი ქენჯნიდეს. ის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობაში პასუხს აგებს მოვალეობებზე, სხვა ადამიანების, როგორც მათივე მსგავსი პიროვნების, აღქმაზე, სოციოპათებს რატომღაც არ უმუშავებთ. ზოგი ამაში გენეტიკური დეფექტების შედეგს ხედავს, ზოგი _ ბავშვობაში მიღებული ტრავმისა და ცუდი აღზრდის შედეგს.

მაგრამ სოციოპათიური საქციელი შეიძლება იყოს მიზნობრივი _ ადამიანს შთააგონეს (და მან დაიჯერა), რომ სხვა ადამიანების გრძნობების უხეში უგულებელყოფა, აგრეთვე, ზრდილობის ნორმების დარღვევა სათნოება და ზნეობრიობის გამოვლენაა; ეს, სამწუხაროდ, დასაშვებია _ ზოგიერთმა პარტიამ წარმატებით შთააგონა თავის ადეპტებს, რომ დაუნდობლობა და ეჭვის შეტანა ვინმეში ან რამეში სათნოებაა.

ლიბერალ მკრეხელებთან საუბრის გამართვის მცდელობისას, თავდაპირველად, განცვიფრებს ის, რომ ადამიანებს თითქოს არ შეუძლიათ, განასხვავონ წინასწარგანზრახული მძიმე შეურაცხყოფა კრიტიკისგან, პოლემიკისგან, სიტყვის თავისუფლებისგან, ხელოვნებისგან, საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვისგან და .., თუმცა ეს ადამიანები როგორღაც ცხოვრობენ საზოგადოებაში _ დადიან სამსახურში, თავს იკავებენ თანამშრომლებისა და უფროსების შეურაცხყოფისგან, .. სინამდვილეში თავისუფლად შეუძლიათ განასხვავონ შეურაცხყოფა უარის თქმის გამოხატვისგან.

პრობლემა სხვა რამაა _ კეთილი ნების პრინციპული არარსებობა. თქვენ ვერ შეძლებთ ლიბერალისთვის (ისევე, როგორც სოციოპათისთვის) იმის ახსნას, რატომ არ უნდა მოიქცეს ასე. ახსნა ითვალისწინებს სხვა ადამიანის კეთილ ნებას _ მას, ბოროტი განზრახვით კი არა, უბრალოდ, არ ესმის, ვერ აცნობიერებს.

ჩვეულებრივი ადამიანი, როდესაც მიხვდება, რომ მისი მოქმედება მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, გულწრფელად შეწუხდება, ქმედებას შეწყვეტს და მოინანიებს, ამით კონფლიქტი ამოიწურება. ლიბერალმა (ისევე, როგორც სოციოპათმა) შესანიშნავად იცის, რომ მისი საქციელი შეურაცხმყოფელია და ხალხის მიმართ აბუჩად აგდების გამოვლენაა. ის ამას აკეთებს წინასწარგანზრახვით, თუმცა ლიბერალს ეს ჯერ კიდევ არ აუყვანია იდეოლოგიის რანგში.

საღი აზრი და ადამიანების თანაცხოვრების საბაზისო წესები ჩვენს განათლებულ დროში ცხადდება რაღაც ჩამორჩენილობად, სამარცხვინოდ, უადგილოდ, განსაკუთრებით _ კლერიკალურად, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სხვა ადამიანების ღრმა გრძნობების შეურაცხყოფისა და დაცინვის აკრძალვაში სპეციფიკურ-კლერიკალური არაფერია.

ეს ყველაფერი ისე შეუპოვრად და უსაზღვრო თვითდაჯერებულობით ცხადდება, რომ ადამიანები ხშირად არც კი ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას.

დიახ, ეს რაღაც საზიზღრობაა, მაგრამ ჩვენ ხომ თავისუფლების მხარეს უნდა ვიყოთ? ასე არ არის? არა, რა თქმა უნდა, არა. აქ ლაპარაკი არ არის თავისუფლებაზე. აქ ლაპარაკია ადამიანების თანაცხოვრების იმ საფუძვლებზე, რომლებიც თავისუფლებას შესაძლებელს ხდის, იმიტომ, რომ თავისუფლება არსებობს მხოლოდ განსაზღვრულ ზნეობრივ საფუძვლებზე.

როდესაც ადამიანები მზად არიან, ერთმანეთს პატივი სცენ, გამოამჟღავნონ მშვიდობისმოყვარეობა, დელიკატურობა, კეთილგანწყობა და ნებაყოფლობით დაუჭირონ მხარი სამოქალაქო მშვიდობას, მაშინ საჭირო არ არის მათ მიმართ კანონმდებლობის მთელი სიმძაფრით ამოქმედება და პირიქით _ რაც უფრო ხშირად ირღვევა თანაცხოვრების წესები, მით მეტად სჭირდება სახელმწიფოს იძულებითი მეთოდების გამოყენება, რათა საზოგადოება არ ჩაიძიროს ქაოსში.

თუ 1990-იან წლებს თანამედროვე დროებას შევადარებთ, მივხვდებით, რომ უზარმაზარი ცვლილებები მოხდა _ სტატისტიკური მაჩვენებელი მოწმობს, რომ ლოთობისა და მკვლელობების რაოდენობა შემცირდა. ყოველდღიური გამოცდილების მიხედვით კი, ნდობისა და კეთილგანწყობის დონემ მოიმატა.

შემთხვევითი ადამიანები ხშირად უარს არ ამბობენ სხვების დახმარებაზე, მძღოლები გზას უთმობენ ქვეითებს _ ბევრი დეტალი მოწმობს, რომ ატმოსფერო შეიცვალა. ის გაცილებით ცივილიზებულია, დამუხტულია ურთიერთპატივისცემითა და კეთილგანწყობით. სოციალური ქსოვილის აღდგენა ხანგრძლივი, რთული და ნერვული პროცესია, მაგრამ ის მიდის.

და ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რაც ამ ქსოვილს არღვევს. ჩვენ ვცდილობთ მათ ალაგმვას, ვინც ზიზღს გამოხატავს ადამიანების მიმართ.

ზნეობრიობის საუკეთესო მდგომარეობის შემთხვევაში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, ადამიანები, რომლებიც უპატივცემულობას გამოავლენენ ახლობლების მიმართ, უბრალოდ, ეჯახებიან გაფანტულ სანქციებს _ მათ არსად ეძახიან, არ იწვევენ სამუშაოდ, მათი კარიერა მყისვე ინგრევა და სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ არის, მაგრამ, როცა იდეალამდე შორს არის, სოციალური წანამძღვრების დანგრევას სახელმწიფო უნდა აღუდგეს წინ. სამწუხაროდ, ეს აუცილებელია, არა რელიგიის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ადამიანური თანაცხოვრების საბაზისო ნორმების შესანარჩუნებლად.

VZ.RUზე გამოქვეყნებული სერგეი ხუდიევის წერილის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here