Home რუბრიკები პოლიტიკა ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება ამერიკის გოშიებისთვის

ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება ამერიკის გოშიებისთვის

3750
ირაკლი კობახიძე, ანდრიან კანდუ, ანდრეი პარუბი

აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ დავწერეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ომისთვის ემზადება და ამის დამადასტურებელ ნაბიჯებს ამერიკის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ხომ გახსოვთ, ამერიკამ რუსეთის ხუთ მეზობელ ქვეყანას სამხედრო მზადყოფნა და ომის დროს სამოქალაქო შესაძლებლობები რომ შეუმოწმა, მერე _ საქართველოს კარგი იარაღი სჭირდებაო და 75 მილიონადჯაველინებიგვაყიდინეს, თანაც დაგვამადლეს: უკრაინასაც უნდოდა ესჯაველინებირუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უარი ვუთხარითო, მაგრამ

“აშშ “ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას უკრაინასაც გადასცემს. იარაღის ჩამოტანას ორიდან ექვს თვემდე დასჭირდება და ამას აშშ დააფინანსებს”, _ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა.

და ეს მაშინ, როცა ამერიკაც და ევროპაც რუსეთს მოუწოდებენ, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს და ყირიმზე იმსჯელონ. ანუ, ამერიკა აიარაღებს უკრაინას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს უკრაინისა და საქართველოს ხელით ეომოს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ყველაფერში მოლდოვაც ჩაერთვება. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამჟამად მოლდოვაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით და ამის ფონზე უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პორუბიის ინიციატივა ძალზედ საეჭვოდ ჩანს. კობახიძის დარად, პორუბიიც მოლდოვაშია და სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, როგორც ჩანს, საერთო ჯარის შექმნას აპირებენ.

“ჩემი აზრით, კიევში უნდა გაიმართოს უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასამბლეის პირველი სამმხრივი სხდომა, რომელზეც ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ ვიმსჯელებთ. ფორმატი, თავად ფაქტი, არსებობდეს ასეთი ერთობლივი სამხედრო ფორმირება, ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობაში. სამივე ქვეყნის პარლამენტების გადაწყვეტილებისა და ამ სამმხრივი ასამბლეის ფორმირების შემდეგ, კოლეგებს თხოვნით მივმართავ, რომ პირველი სხდომა კიევში გაიმართოს, რომელზეც დაისახება ამოცანები და პრეროგატივები. რადგან საერთო ამოცანები მართლაც უამრავია ბევრ სფეროში _ საინფორმაციო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება და ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნა, ვფიქრობ, კარგი იდეები იქნებოდა პირველსავე შეხვედრაზე განსახილველად”, _ განაცხადა პორუბიიმ.

ვეჭვობ, ამ განცხადების შემდეგ ანალოგიური ფორმირების შექმნის იდეას ამერიკა მოიწონებს და უფრო მეტიც, “ექსპერიმენტის” სახით დააფინანსებს კიდეც, _ ვნახოთ, რა გამოვაო, მაგრამ სად ჩადგება სამი ქვეყნის ერთობლივი ჯარი, ძნელი სათქმელია. ალბათ, სადმე რუსეთის საზღვართან, ჩრდილოელ მეზობელს კარგად რომ მოეშალოს ნერვები და იერიშზე გადმოვიდეს, მერე კი ვაშინგტონმა გაიშვიროს თითი, _ ხედავთ, რუსეთი რა დღეშია, სანქციები გავუმკაცროთო.

ამერიკის მხრიდან იარაღის ჟღარუნსა და ქმედით ნაბიჯებს რუსეთის პრეზიდენტმა ერთი “მარტივი” ნაბიჯით უპასუხა. 1 მარტს ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოს წინაშე გამოსვლისას იმ იარაღის დემონსტირება მოახდინა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ჩვენმა მეცინერებმა შექმნეს რამდენიმე იარაღი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ავიღოთ ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ათჯერ უფრო დიდ მანძილზე მიფრინავს აქამდე არსებულ რაკეტებთან შედარებით. ამასთანავე, ის მეტისმეტად სწრაფია იმისთვის, რომ რომელიმე თანამედროვე რადარმა შეამჩნიოს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავისროლოთ რაკეტა და მას ვერც შეამჩნევენ. ჩვენმა მეცნიერებმა შეიმუშავეს წყალქვეშა დანადგარი, რომელიც ცუნამის იწვევს და ეს ცუნამი ყველაფერს წალეკავს 50 კილომეტრის რადიუსში. ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ეს იარაღი გვაქვს და, თუ ამაზე უკეთეს რამეს მოიფიქრებენ სხვები, მაშინ ჩვენები გაუმჯობესებაზე იზრუნებენ, დღეს კი მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება გვაქვს”, _ განაცხადა პუტინმა.

შეიძლება თუ არა, ეს განცხადება მუქარად აღვიქვათ? ჩვენი აზრით, ეს არ არის მუქარა, ეს არის გზავნილი იმ რაკეტსაწინააღმდეგო სარტყლის საწინააღმდეგოდ, რომლის შექმნასაც ამერიკა რუსეთის გარშემო მისი მეზობლების, მათ შორის, საქართველოს, მეშვეობით ცდილობს. რუსეთმა ამ განცხადებით ყველას დაანახვა, რომ არ აპირებს, მშვიდად ელოდოს, როდის დაარტყამენ ამერიკა და მის მიერ შეგულიანებული სახელმწიფოები. ასეთი ალბათობის შემთხვევაში, პასუხი იქნება უმკაცრესი _ ამერიკისგან ნაყიდჯაველინებსშეიძლება, წვერი კარგად გაუპრიალონ და უკან დაგვიბრუნონ. პროპაგანდა, რომ რუსეთი ნომერ პირველი მტერია, პირდაპირ ვამბობთ, დასავლეთისგან არის თავსმოხვეული და, ვისაც არ სჯერა, გაიხსენოს 4 მარტს თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია, რომელზეც 300-მდე კაცი მივიდა. ეს მაშინ, როცა მარიხუანის ლეგალიზებას 10 ათასზე მეტი ითხოვდა, ამიტომ იქნებ დროა, რეალობას თვალში ჩავხედოთ და იარაღის (თანაც შემოჩეჩებულის) ჟღარუნს შევეშვათ და მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ…

გასულ კვირას გამოქვეყნდა ოფიციალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან წასული 840 ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად კი: საქართველოდან წასული ყველაზე მეტი ადამიანი _ 450 ათასამდე, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 _ საბერძნეთში, 70 000 _ უკრაინაში, 50 000 _ აზერბაიჯანში, 40 000 _ სომხეთში, 30 000 _ ამერიკაში, 20 000 _ გერმანიაში, 20 000 _ კვიპროსზე, იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველია.

რა გამოდის? ქვეყანა, რომელიც უპირველეს მტრად გვყავს გამოცხადებული, ნახევარ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს, ანუ ემიგრანტების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს იფარავს, აძლევს სამსახურს, სარჩოს და… რაღაც არ მახსოვს, ამის გამო რუსეთს ჩვენთვის ხარკი მოეთხოვოს ან ეთქვას: წაიყვანეთ თქვენი მოქალაქეები, ჩემებსაც ძლივს ვარჩენო. არადა, როცა ევროპა თუ ამერიკა რუსეთს სანქციებს უწესებენ და უმკაცრებენ, გვიხარია და არ ვფიქრობთ, რომ 450 ათასი ჩვენი მოქალაქე ამ სანქციების პირობებში იცხოვრებს. ისიც ხომ ადვილი მისახვედრია, რომ ეს 450 ათასი ადამიანი, სულ ცოტა, ერთ ამდენს საქართველოში არჩენს და ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთმა 450 ათასი კაცი რომ გამოყაროს თავისი ტერიჰტორიიდან და საქართველოში გამოუშვას, მილიონამდე დამშეულ ადამიანს ხომ მივიღებთ?! თუ ახლა ამაზე ფიქრი არ შეიძლება, რადგან რუსეთზე კარგის თქმა სამშობლოს ღალატია?!

არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ ამერიკული “ჯაველინებით” შეგულიანებულებმა შემთხვევით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა არ მოვინდომოთ ისევ და კვლავ პამპერსებისა და წყლის ანაბარა არ დავრჩეთ.

ფაქტია: ამერიკა “გაკეთილშობილდა” და რუსეთის ყველა მეზობელს იარაღის შეძენაში ეხმარება.

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. ვინ დაგვწყევლა ასე სასტიკად ,,არც შენ იცოდე და არც სხვისი დაგეჯერებიოსო.”

  2. უფალო ღმერთო აღარ ვდაობ იცი რაც უნდა ვთქვა…მაგრამ აღარ ვიმეორებ იგივეს. ერთსა გთხოვ გონება გაუნათე ერს და ბერს…რა დავაშავეთ ჩვენ უბრალო ხალხმა ამ პოლიტიკას რომ ვეწირებით? რა შეიძლება გავაკეთოთ…სად წავიდეთ ამ ბედკრული საქართველოს შვილები…წლებია სამშობლო იმისთვის დავტოვე იქნებ რაიმე უკეთესი მეპოვნა მაგრამ ვერ ვიპოვნე და ვდგევარ ახლა სხვის მიწაზე და ვფიქრობ საით ვამჯობინო ისევ ძველში დავბრუნდე თუ ახალი იდეა განვახორციელო. ამდენი გარე თუ შინაური მტრის გადამკიდე ქართველებმა ხსნის გზა ვერ გამოვნახეთ.. მე ის ადამიანი ვარ სამების ეკლესუის მშენებლობა რომ მიწინასწარმეტყველე 1985 წელს. მეგონა ავშენდებოდით მაგრამ უფრო დავიქეცით. რისი იმედიღაა თუკი საშველი არ გამოჩნდა. უფალო დამიფარე ამ უცხო მიწაზე არ ამომხდეს სული…იქნებ გამოსავალი მოვძებნოთ და გავიდეთ ტუნელის ბოლოს…ერი ნადგურდება და შველა უნდა..რა გავაკეთოთ რად გვაჩენდი თუ არ გადავრჩებოდით. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვინდა და მტერი არ გვანებებს…იქნებ ილოცო ჩვენთვის. გვიშველე ამინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here