მთავარი პოლიტიკა ეს არის შეშლილი, შეშლილი ნეოლიბერასტული დემოკრატია

ეს არის შეშლილი, შეშლილი ნეოლიბერასტული დემოკრატია

1194
გააზიარეთ
ეს არის შეშლილი, შეშლილი ნეოლიბერასტული დემოკრატია

რა არ მინახავს და მსმენია ჩემი სიცოცხლის არც ისე ხანმოკლე (მე-7 ათეულისდახურდავებაკაი ხნის დაწყებული მაქვს) პერიოდში. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მე-20 საუკუნის მიწურვის ჟამიდან დღემდე რაც კი უბედურება (9 აპრილი, ცხინვალი, სოხუმი, აგვისტოს ომი და ..) დაატყდა საქართველოს, ყველაფერმა ჩემი თაობის კისერზე გადაიარა და, მომავალში რაც გველის, უფალს ვთხოვ, ისიც ჩემი თაობის კისერზე იყოს, რადგან იმქვეყნად ისე წასვლის უფლება არ გვაქვს, რომ ქვეყანა სამართავადსააკაშვილის ბუჩქებისიდეოლოგიით აღზრდილ თაობას დავუტოვოთ; იდეოლოგიით, რომლის დევიზია: “დღეს ვიყო კარგად და მერე ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა!”

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ და სიმართლეს, თუნდაც მწარეს, თვალი გავუსწოროთ _ ჯერჯერობით ოჯახში აღზრდილებს რაოდენობრივად “სააკაშვილის ბუჩქებში” გაზრდილი ახალგაზრდები სჭარბობენ… სამშობლო, პატრიოტიზმი, ქართველობა, ღმერთი, ერთი სიტყვით, “მამული, ენა, სარწმუნოება”, რომელიც, როგორც “ერთარსება წმინდა სამება”, ანდერძად დაგვიტვა დიდმა ილიამ და, შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონობა “გვიბრძანა”, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ზემოხსენებულ “სააკაშვილის ახალგაზრდებს”…

მიუხედავად წინამდებარე წერილის ერთობ ვრცელი და ეროვნულ-პატრიოტული შესავლისა, იქნებ პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ წერილის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები კი არა, ბოლო პერიოდში ჩვენს “სტრატეგიულ მოკავშირე” (თუ პარტნიორი, _ ვეღარ გავიგე, როგორ მოვიხსენიო) ამერიკაში დატრიალებული ტრაგიკომიკური მოვლენებია.

ტრაგიკული იმიტომ, რომ უკეთეს შემთხვევაში უდანაშაულო ხალხის ქონება ნადგურდება, ხოლო უარესში _ მათ სიცოცხლეს ხელყოფენ.

ხოლო კომიკური იმიტომ, რომ მსოფლიო წესრიგის დამყარების პრეტენზიის მქონე აშშ-ს თავის ქვეყანაში წესრიგი ვერ აღუდგენია. ამას ვინღა დაეძებს, ეს მსოფლიოში ყველა მაჩვენებლით ლიდერი სახელმწიფო ანარქიით არის მოცული და სამოქალაქო ომის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ყველაფერი ერთობ ტრივიალურად დაიწყო აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში.

ამონაწერი ვიკიპედიიდან:

მინეაპოლისი _ (ინგლ.Minneapolis) ქალაქი აშშის შტატ მინესოტაში. ამ შტატის უდიდესი ქალაქი მდებარეობს მდ. მისისიპის ორივე ნაპირზე, მდ. მინესოტას შესართავთან, შტატის დედაქალაქ სენტპოლის გვერდით. ცნობილი როგორც ტყუპი ქალაქები, ეს ორი ქალაქი ქმნის აშშის სიდიდით მე-16 აგლომერაციას 3.2 მილიონი მოსახლეობით. 2006 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 369 051 ადამიანს”.

ზევით, ტრივიალური-მეთქი საშინელ ტრაგიკულ მოვლენებზე ნიშნის მოგებით არ მითქვამს.

ეს არის შეშლილი, შეშლილი ნეოლიბერასტული დემოკრატია

უბრალოდ, ისე ხშირია ამ “დემოკრატიის მექა” ამერიკაში მანიაკების (ან ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანების) შეჭრა სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში და იქ მასობრივად ხალხის ხოცვა-ჟლეტა, რომ პოლიციელის მიერ ვიღაც მრავალჯერ ნასამართლევი ნარკომანისა და მძარცველის მკვლელობას ტრივიალური რომ ვუწოდო, დიდ ცოდვად არ მიმაჩნია. მით უმეტეს იმ რეალობაში, როცა პირიქითაც ხშირად ხდება და კრიმინალებთან შეტაკებაში პოლიციელი იღუპება. მეტიც, იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მართულ (დიახ, მართულ, მაგრამ ამაზე ქვემოთ) ქაოსში მყოფი ამერიკა ოქროს კუბოთი მარხავდა რიგით კრიმინალს, რამდენიმე პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ

“მაგრამ” ნიშნავს იმას, რომ, საზოგადოდ, მინესოტას შტატს და, კონკრეტულად, შტატის უდიდეს ქალაქ მინეაპოლისს, რომელშიც ეს ყველაფერი დაიწყო, პრაქტიკულად, ხელისუფლება აღარ ჰყავს, რადგან ამ შტატის გუბერნატორი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთგზის მოსთხოვა გუბერნატორს, წესრიგი აღედგინა, გუბერნატორმა შტატის პოლიციას სპეცტექნიკა (ცრემლმდენი აირი, რეზინის ტყვიები) ჩამოართვა და, სართოდაც, “მშვიდობიანი” მომიტინგეების ხელის ხლება აუკრძალა.

ქალაქის ერთ-ერთმა, დაახლოებით ჩვენი საბურთალოს ზომის უბნის წარმომადგენლებმა გააკეთეს ისტორიაში უპრეცედენტო განცხადება აშშ-ის შემადგენლობიდან გასვლაზე და უბნიდან გააძევეს “ცვედანი” პოლიცია, შემდეგ ლგბტ ფერებში გადაღებეს მთელი უბანი… აი, ეს არის შეშლილი, შეშლილი, ნეოლიბერასტული დემოკრატია, ანუ მართული ქაოსი. ვინ არის ასეთი რაღაცების დიდოსტატი? ბავშვმაც კი იცის, მაგრამ, არასრულწლოვნის, რომ იტყვიან, შარში გახვევა არ მინდა, ამიტომ სრულწლოვან წყაროს მოვიშველიებ _ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღავნელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ მინეაპოლისში (აშშ) ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას სიკვდილის შემდეგ დაწყებულ პროტესტს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, ჯორჯ სოროსი აფინანსებს და ხელმძღვანელობს.

ლგბტ ფერებით, “მალიარობის” გარდა, სხვა რამითაც “დაიწვა” ჯორჯ სოროსი და გამჟღავნდა, რომ ამერიკაში მიმდინარე სპექტაკლის მთავარი რეჟისორი ბრძანდება…

მინესოტაში დაწყებული არეულობების მეორე დილასვე აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალური ავტობუსებით საეჭვო ოპერატიულობით ჩამოიყვანეს ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგენი, რომლებიც ღამღამობით ყაჩაღობდნენ და მაროდიორობდნენ.

ამერიკაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად იგივე პროცესები დაიწყო ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში და სხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. გასულ წლებში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რაზე დგას ნეოლიბერასტული იდეოლოგია. უფრო ზუსტად, რას უარყოფს ეს აგრესიული ნეოლიბერასტობა:

აი 4 ძირითადიარა”, რომლებიდანაც შემდეგ მომდინარეობს პატარპატარა, “უმნიშვნელოარუკები”: “არა ეროვნებას”, “არა სამშობლოს”, “არა ღმერთსდაარა სქესს”. ამ 4 ძირითადიარა”-დან იჩეკებიან პატარპატარა გველის წიწილები, რომლებიც ქადაგებენ: “არა პატრიოტიზმს”, “არა ისტორიას”, “არა წინაპართა ხსოვნას”, “არა უფროსის პატივისცემას”, “არა სინდისნამუსს”, “არა მორალს”, “არა ღირსებასდა ..

ვერ წარმომედგინა ისედაც მცირე ხნის ისტორიის (მოსკოვის დიდი თეატრი ამერიკის სახელმწიფოზე უფროსია წლოვანებით) საკუთარი ხელით ნგრევა, მხედველობაში მაქვს ისტორიული ძეგლების ნგრევა, იმ მოტივით, რომ 200 წლის წინათ მონები ჰყავდათ.

ლამის ანათემას გადასცეს ჯეკ ლონდონი, რედიარდ კიპლინგი, ჰარიეტ ბიჩერსტოუ, რომელთა წიგნებიდან სიტყვა ზანგი უნდა ამოიღონ, რაც იგივეა, საჯაროდ დაწვა “ბიძია თომას ქოხი”.…იგივე პროცესები ვითარდება ჰოლივუდში, სადაც უკვე აკრძალეს ყველა დროის ერთ-ერთი კინოშედევრი “ქარწაღებულნი”… მსგავსი შტერობების სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ძეგლებთან ბრძოლა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, განსაკუთრებული გააფთრებით პოლონეთსა და უკრაინაში დაიწყო, სადაც ლამის კვალიც აღარ დატოვეს იმისა, რომ 75 წლის წინათ საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ეს ქვეყნები გერმანელი ფაშისტებისგან. რაღა გვეთქმის ნორმალურ ხალხს, გარდა იმისა, რომ საყოველთაო ნეოლიბერასტულ ფსიქოზში ვცხოვრობთ?

ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება დაბეჯითებით _ ჯორჯ სოროსი აშშ-ში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას ცდილობს. ამის თქმა სხვანაირადაც შეიძლება _ ამერიკაში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ნეოლიბერასტებსა და კონსერვატორებს შორის. ამ ბრძოლაში გამარჯვებას დონალდ ტრამპს ვუსურვებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო გალიბერასტდება (თუ ასე თქმა შეიძლება). არადა, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ე.წ. ოკეანისპირეთის ამერიკაა, ლგბტ თემის სამოთხე _ ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი თავისი ჰოლივუდით. თუმცა, თუ სამოქალაქო ომამდე მივა საქმე, გადამწყვეტ სიტყვას კბილებამდე შეიარაღებული ნამდვილი ამერიკა იტყვის. შუა ამერიკა, რომელმაც გააპრეზიდენტა დონალდ ტრამპი, მაშინ კი ჩვენი შინაური ლიბერასტი ასოებიც მოკეტავენ.

დავით მხეიძე

P.S. სახალხო დამცველმა ყველა მორწმუნისთვის შეურაცხმყოფელად ახსნა ქრისტეს გარდაცვალების მიზეზი _ თურმე უკვე დადგენილია, რომ ქრისტე ზეცად კი არ ამაღლდა და თავისი უმანკო სული უფალს კი არ მიაბარა, არამედ ასფიქსიით გარდაიცვალაამაზე მეტი მკრეხელობა გაგონილა?!

P.P.S. წინამდებარე წერილზე მუშაობისას წავიკითხე საინფორმაციო პორტალ NEWS.ON.GE მიერ გავრცელებული ცნობა, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განუცხადებია, პოემავეფხისტყაოსანირასისტულია და უნდა აიკრძალოს, რადგან მასში ხშირად არის ნახსენები მონა და ზანგიოთუ ეს ფეიკია, ბოდიშს მოვიხდი, თუ არადა, თვითონ ლომჯარიაა ასაკრძალავი სასწრაფოდ

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here