Home სხვადასხვა დაიჯესტი ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ

ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ

ქვეყანაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად

220
ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ

ესტონეთში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. ინიციატორია ესტონეთის ნაციონალკონსერვატიული (EKRE) პარტია.

თუ პეტიციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხი ესტონეთის პარლამენტში (რიიკიგოგუ) შევა განსახილველად. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღეში პეტიციაზე 1,5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. პეტიციის ავტორის, პარტია EKRE- აქტივისტ კენო პილტსამას აზრით, შედეგები 2003 წლის რეფერენდუმისა, რომელზეც გადაწყდა ევროკავშირში ესტონეთის შესვლის საკითხი, გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს. პალტსამას აქვს მონაცემები, რომელთა თანახმადაც, იმხანად ქვეყნის მოქალაქეების ნახევარზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი ევროკავშირში ესტონეთის ინტეგრაციას და ამიტომ ამჟამად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი.

ამ რეფერენდუმზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, განაგრძოს ესტონეთმა ევროკავშირის წევრობა თუ აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი, როგორიც ის იყო 2004 წლის 1 მაისამდე. რეფერენდუმი იყო კლასიკური დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილი და არა ის, რასაც ჩვენ დემოკრატიისრეპრეზენტაციასვუწოდებთ და რომელიც, არსობრივად, კლავს დემოკრატიას”, _ ნათქვამია პეტიციაში.

მარტ ჰელმე
მარტ ჰელმე

უფრო ადრე იგივე განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის დამფუძნებელმა მარტ ჰელმემ. მისი აზრით, ევროკავშირის შემადგენლობაში ყოფნის გამო ესტონელ ხალხს შეზღუდული აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება.

“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: არც მე და არც პარტიის წევრების უმრავლესობა არ ვართ ევროკავშირის, როგორც ეროვნული სახელმწიფოებისა და როგორც ეკონომიკური თანამეგობრობის, წინააღმდეგნი. ჩვენ ევროკავშირის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს, წინააღმდეგ გამოვდივართ; ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ევროკავშირის, როგორც ევროპის მთავრობის; წინააღმდეგნი ვართ საერთო ევროპული გადასახადებისა და საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის გავრცელების”, _ განაცხადა ჰელმემ. თუმცა ექსმინისტრმა არ იცის, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, რომელშიც ესტონელები ბედნიერი და კმაყოფილი იქნებიან და რომელშიც ესტონელები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

ჰელმეს ყველაზე მეტად არ მოსწონს საერთო ევროპული გადასახადები, აგრეთვე, ევროკომისიის არსებობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპის ერთიან მთავრობაში. ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის ინიციატივის განსახორციელებლად ჰელმე გეგმავს, პარლამენტში შექმნას ჯგუფი, რომელიც რეფერენდუმის მოსამზადებელი სამუშაოებით დაკავდება.

“ვიცი, რომ “კრემლის აგენტების” იარლიყს მოგვაწებებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ესტონელი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი”, _ განაცხადა ჰელმემ.

Sputnik-meedia.eeზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here