მთავარი საქართველო ესტონელებიც კი ნოტაციებს გვიკითხავენ

ესტონელებიც კი ნოტაციებს გვიკითხავენ

3119
გააზიარეთ
ესტონელებიც კი ნოტაციებს გვიკითხავენ

თუ მიღებული გადაწყვეტილებები იმისთვის იცვლება, რომ რომელიმე პარტიის ინტერესის მიღწევა გააადვილოს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ”, _ განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკო მიკელსონმა საქართველოს საარჩევნო სისტემის გარშემო ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეინტერპრესნიუსთანსაუბრისას.

“ესტონეთი და საქართველო უახლოესი მეგობრები არიან და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიერ არჩეულ გზაზე წარმატებას მიაღწიოთ… წარმატებული ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად მიდის საშინაო საქმეები, რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით”, _ აღნიშნა მიკელსონმა, რომელიც არსებულ რეალობასაც უსწორებს თვალს და აღნიშნავს, რომ “ევროპის სხვადასხვა კუთხეში მომისმენია, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ: “კარგი, გასაგებია, თქვენ კონფლიქტი გაქვთ რუსეთთან, ჩვენ კი არ შეგვიძლია, კონფლიქტი ნატოში შემოვიტანოთ”… “რასაც ვხედავთ, ეს დაღლაა, არა მხოლოდ ნატოს შემთხვევაში, არამედ, ევროკავშირის გაფართოების საკითხის შემთხვევაშიც… რუსეთი ძლიერი ქვეყანა, ბირთვული ძალაა და ბევრ ქვეყანას მათსან ურთიერთობის დიდი ისტორია აკავშირებს. ყოველთვის არის იმედი, რომ უკეთესი იქნება, თუ რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსაფრთხოების შესახებ დებატებში ჩაერთვება, ვიდრე მუდმივ კონფრონტაციაში. მგონია, ჩვენ, ესტონეთი და, ვიმედოვნებ, თქვენც, საქართველო, მიიჩნევთ, რომ ჩვენს საერთო დიდ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება ყოველთვის უკეთესია”.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ესტონეთის ჭკუის დარიგებაც დაგვჭირდა,ვაი ჩვენ პატრონს.\ისე სწორს კი ამბობს.\

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here